Jump to content
Club-Monadire.Ge

Коба

წევრი
  • Content Count

    1.419
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    12

Everything posted by Коба

  1. სერიოზული კი არა, მოწყენილი სახე აქვს. დედიკოსთან და და-ძმებთან უნდა. შუკა, მომილოცნია ძმაო! ჯანმრთელობა ლეკვს და მოთმინება შენ
  2. კანეჩნო კარგად, ჩემს ნათესავს აბა ცუდად ხომ არ მოიხსენებდი რევაზ ლაღიზე მყავს მხედველობაში. პ.ს. ბაღდათში და ობჩაში ნათესავები არიან, მაგრამ მე სამწუხაროდ არავინ არ მახსოვს. სკოლის მერე, უკვე 30 წელზე მეტია, რაც აქეთა ვარ. ბიძაჩემები ხშირად ჩადიოდნენ. მეც ბავშვობაში ხშირად ვისვენებდი საირმეში.
  3. შენი 49"-იანი KING SALMON- ვნახე. მართლა მაგარია. მე ყველაზე დიდი თევზი, რაც ხელში მჭერია იყო 15 კილოიანი "ტოლსტალობიკი". ისიც მაჩუქეს ბაკლანების განადგურებისათვის იყო კიდევ ერთი შემთხვევა - 12,5 კილოიანი ქარიყლაპია. ლადოგის ტბაზე ბადეებს შორის დამაგრებულ თოკებში გაიხლართა. ჩემს პირად რეკორდს მერე დავდებ, არ მინდა გული გაგიტეხოთ
  4. ეგ ჩემი ახლობელია (კურცხაარისტი) ბელორუსიაში
  5. თავი და ბოლო წავიკითხე, შუაში დამრჩა რამოდენიმე გვერდი. :karochera:
  6. გიო, "რა გეხერხება, რის გეხერხება" ხომ გეუბნები, შენი, ვახოს და მამუკას ნაწარმოებები რომ წავიკითხე (ეკაზე ვააბშე არ ვამბობ არაფერს, ისედაც იასნია), დამეკარგა ყოველგვარი სურვილი რაიმის წერაზე. მე მეგონა, მონადირე-მეთევზეებთან მქონდა საქმე და ჩემს "ჩიქორთულად" (მეგრულ-ქართულ-რუსულად) დაწერილში ორთოგრაფულ და გრამატიკულ შეცდომებს მაინცდამაინც არავინ არ მიაქცევს მეთქი ყურადღებას, აქ კი, .... სულ მწერლებთან და პოეტებთან მქონია საქმე
  7. ვაი, რამ შემომიყვანა ამ თემაში :karochera: დროის საშინლად სინაკლების გამო, უმთავრესად შევდივარ იმ თემებში, რომლებიც ყველაზე მეტად მაინტერესებს (ნადირობა, ძაღლები)და შემდეგ (თუ დრო მრჩება) ნელ-ნელა ვეცნობი სხვა და სხვა თემებს. უმთავრესად ვიწყებ ბოლო პოსტებით, რომ სიახლეების კურსში ვიყო და შემდეგ, თან და თანობით, ვეცნობი თემის ძველ პოსტებს. გუშინაც ასე მოხდა. მას შემდეგ, რაც გადავხედე საყვარელ თემებს, ყურადრება მივაქციე ახალ პოსტებს ამ თემაში. რომ შემოვედი, პირველ რიგში თვალში მეცა Gurulo-ს პოსტი, სადაც ციტირებული იყო ელჩისპოსტი. წავიკითხე ეს პოსტი ბოლომდე, რაღაცა მივაჯღაბნე პასუხად .
  8. გაიხარე პარასკევა! ძალინ მსიამოვნებს თქვენი პოსტების კითხვა, მითუმეტეს თქვენი ნაწარმოებების :clapping:
  9. გიო, ეხლა კი მჯერა, რომ, მეგრელების სისხლიც გირევია :e025: :d030:
  10. მადლობა, ვახტანგ! ბოლო 2 წელიწადია ტითქმის არაფერი არ გადამიღია წელს კი, თქვენი (თქვენ და გიო მყავხართ მხედველობაში) და ჩვენი ბიჭების გასახარად,ყველაფერს გადავუღებ სურათს, რასაც მოვინადირებ... და ვეცდები მთელი პროცესის ამსახველი სურათებიც ბევრი დავდო (როგორც თქვენ გაქვთ "ნადირობებში")
  11. გუშინ მირეკავს ჩემი კარმენის შვილის პატრონი იაროსლავიდან და ტირილით მიხდის ბოდიშს... "ნარნის" ვერ ვუპატრონეთ და დაგვეღუპაო. უცებ ამის მეტი ვერაფერი ვერ მითხრა... ტიროდა ბავშვივით. მართალი გითხრათ, მეც ცრემლები მომადგა თვალებზე. "ნარნი" შარშან თითქმის 3 თვე იყო ჩვენთან და თავი ყველას შეაყვარა. დიდი - გერმანული ტიპის, ლამაზი,მყარი, მაგრამ, თავისებური ხასიათის მქონე ნარნი , მალე ჩემი მეგობარი გახდა. ეს მიუხედავად იმისა, რომ მას გაწვრთნა-დაყენებას ყველაზე დიდი დრო დასჭირდა. მოგვიანებით გადავურეკე პაშას (ნარნის პატრონს) და მისგამ გავიგე რომ, თურმე, პაშას არყოფნის პერიოდში, მას ასეირნებდნენ ქუჩაშ
  12. ეხ გიო, გიო.... :karochera: ახალგაზრდები რომანტიკას ეძებდნენ... ღმერთმა მათ შენი თავი (ტანთან ერთად)გაუგზავნა იმ უღრან ტყეში, შენ კი ..."სექსის გარდა სხვა გასართობიც არსებობს" ... და მიყევი დვიჭოკების გარემონტებას
  13. GuRo - ეს ფოტო ძმაო განწყობისთვის კი არა, განწყობის გასაფუჭებლად გაქვს დადებული...
  14. მანამდე კიდე მოგაწვდენ რაიმე ჩემს რეცეპტს
  15. ეწყინოთ ჩემგანაც და გადაეცი იგივე ღორისას ჰგავს, იმით, რომ უფრო ცხიმიანიაა, გემოთი კი ტკბილია. ასეთი ტკბილი ხორცი მე სხვა ცხოველებისა არ მიჭამია. ამბობენ, ადამიანის ხორცს გავსო სიტკბოთი (არ ვიცი, რომელმა კანიბალმა შეადარა )
  16. ყველამ დაიმახსოვრეთ: - ლეკვთან მუშაობა მინდორში უნდა დაიწყოთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ლეკვი ბუნებრივ მოთხოვნილობებს დაიკმაყოფილებს ე.ი. დაახლოებით 15-30 წუთის შემდეგ. - "გაკვეთილები" არ უნდა იქნეს ლეკვისთვის მომაბეზრებელი (ხანგრძლივი), ის ლეკვისთვის სასიამოვნო უნდა იქნეს. - "გაკვეთილები" უნდა ჩატარდეს ისეთ ადგილას, სადაც არ იქნება ხელის შემშლელი ფაქტორები (ხალხი, ძაღლები, სანადირო ობიექტები და ა.შ. - არაფრით არ შეიძლება ლეკვის აღრზდაზე იფიქროთ იმ დროს, როცა თქვენ თვითონ ცუდ ხასიათზე ხართ. - აუცილებლად იქონიეთ თან რაიმე "ტკბილეული" ლეკვის გასამასპინძლებლად.
  17. არაფრის, ვეფხია! ისე არ იქნებოდა ცუდი, თუ თქვენს პრობლემას და მის გადაწყვეტას აქ გამოაქვეყნებდით. დარწმუნებული ვარ, ასეთი (ან მსგავსი) პრობლემები სხვებსაც გააჩნიათ და თუ თქვენი გამოცდილება მაგათაც გამოადგებათ, ხომ მადლობელი დაგვრჩებიან. * თუ დაგჭირდათ თამამად შეგიძლიათ ჩვენი მიმოწერის გამოყენება.
  18. ჭკვიანი ძაღლია, აკეთებს ამას, რაც უფრო მოსახერხებელი და სასიამოვნოა მისთვის. თქვენ თვითონაც დაფიქრდით, რა მდგომარეობაში უფრო სიამოვნებს ძაღლს ყოფნა, მე-5 წერტილზე ჯდომით, თუ წამოწოლილად (თქვენი თავი აიღეთ. მაგალითად, რა უფრო გსიამოვნებთ, ჯდომა თუ წოლა?). რასაკვირველია, წამოწოლ მდგომარეობაში. ამიტომ, ნებისყოფის გამოსამუშავებლად ჯობია ძაღლი დააწვინოთ. ასე ის უფრო კომფორტულად გრძნობს თავს და უფრო დიდხანს გასძლებს ერთ ადგილზე. თქვენი ძაღლი თუ წვება შორ მანძილებზე ხელის აწევით, ეს ძალიან მისასალმებელი ამბავია. ყველამ უნდა ეცადოთ, რომ მიაღწიოთ ასეთ წარმატებას. რაც შეეხება იმას, რომ ის "მერე წამოხ
  19. აი. ამით დაიწყე. რუსულად კი არის, მაგრამ იმედია გაიგებ. უცებ ყველაფერს არ მოეკიდო (თუ დრო არა გაქვს ამის), ამოირჩიე ის საკითხი, რაც ყველაზე მეტად გაწუხებს. ისე კურცებზეა დაწერილი, მაგრამ არაფერი სხვაობა არ არის. http://doghunt.ru/oleg-malov-kurtschaar-ot-a-do-ya/oglavlenie
  20. როგორც მე გავიგე, ლეკვი არ ჯდება - მოაქვს და აგდებს (დუტა, ასეა?). ამ შემთხვევაში, უნდა მიაჩვიო ლეკვი დაჯდომას "პანოსკასთან" ერთად. ეს შეიძლება თავიდან არც ასე ადვილი გამოდგეს, მაგრამ, ყოველდღიური ვარჯიშით მიაღწევთ სასურველს. ამისათვის, ხშირ-ხშირად გაიმეორეთ ბრძანება "დაჯექი". შესრულების შემთხვევაში მოეფერეთ და გაუმასპინძლით ტკბილეულით. თუ არ ჯდება, ტკბილეული დაიკავეთ ხელში და ასწიეთ ძაღლის თავზემოთ, თითქმის ვერტიკალურად. ამ პერიოდში გაუმეორეთ ბრძანება "დაჯექი", "დაჯექი". ლეკვი თვალს გააყოლებს ტკბილეულს და იძულებული გახდება დაჯდეს (უხერხული ექნება ტკბილეულზე მდგომიარედ ახედვა). როგორც კი დ
  21. megrelo- ეს ძალიან ადვილია. მაგრამ, პირველ რიგში უნდა დაიწყოთ თქვენი თავის "გაწვრთნა" და არა ძაღლის. როცა თვითონ გექნებათ მოთმინების უნარი, მაშინ დაიწყეთ ლეკვთან ერთად მუშაობა. ახალგაზრდა მეძაღლეებო - ძალიან მიკვირს თქვენი. ინტერნეტის ეპოქაში, როცა წიგნები და კინოლოგიური ლიტერატურა საძებნი არა გაქვთ, ასეთ მოუთმენლობას იჩენთ და უშვებთ ისეთ შეცდომებს, რაც შემდეგში წინ დაგხვდებათ. სანამ ლეკვის აღრზდას და მითუმეტეს დაგეშვას დაიწყებდეთ, წაიკითხეთ ლიტერატურა, თქვენ თვითონ მოემზადეთ თეორიულად, წინასწარ დაგეგმეთ (კარგი იქნება ვინმე მცოდნეს დახმარებით) ყოველდღიური გაკვეთილების ელემენტები და მისი
×
×
  • Create New...