-
Content Count
1.419 -
Joined
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
12
Content Type
პროფილები
ფორუმები
კალენდარი
Everything posted by Коба
-
როგორც გინდათ ვახო, მე ხელს არ მიშლის. პირიქით - როცა ვხედავ რომ ვიღაცას აინტერესებს ის რასაც მე ვწერ, უფრო მონდომებით ვწერ
-
ჩემი პირველი სერიოზული ნადირობა ჩატარდა ბელორუსიაში, სადაც ფილტვების დაავადების შემდეგ იძულებული გავხდი დავრჩენილიყავი. ექიმებმა ამიკრძალეს პეტერბურგში, სადაც ვცხოვრობდი და საქართველოში, საითკენაც გული მიმიწევდა, დაბრუნება. პეტერბურგში იმიტომ, რომ, ნესტიანი და ე.ი. ჩემი ფილტვებისთვის მავნებელი ჰაერი იყო, საქართველოში კი იმიტომ, რომ, წლის დიდი ხნის განმავლობაში ჰაერის მაღალი ტემპერატურა აღინიშნება, რასაც შეიძლო გამოეწვია ფილტვებში სისხლ-ძარღვების გაფართოება და მათი გაწყვეტა (მე 2 კავერნა მქონდა ფილტვებში) ლეტალერი შედეგით. ჩემი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, მუდმივი შიშის ქვეშ ყოფნას ვარჩიე ორგა
-
მადლობა გიორგი ამ თემის გახსნისათვის. ნელ-ნელა ვეცდები მოგიყვეთ რუსეთში და ბელორუსიაში არსებული ნადირობის კანონების შინაარსზე, მთავარი სანადირო ობიექტების ნაირსახეობებზე, მათზე ნადირობის ვადებზე და მეთოდებზე... და რასაკვირველია ნადირობის ისტორიებს, ჩემი პირადი ბიოგრაფიიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე.
-
გიორგი, კარგი ლეკვი (კარგი მშობლების შვილი და კარგად აღზრდილ-მოვლილი) არ შეიძლება იაფი ღირდეს. რუსეთ-ბელორუსეთში ნორმალური კურცხაარის ლეკვს 300-500 დოლარადაც იშოვნი, მე კი 2 წლის წინ ჩემი კარმენის ლეკვები 1200 დოლარად გავყიდე. ერთი ვლადივასტოკში გაფრინდა (8000 კილომეტრია პეტერბურგამდე), ერთი ხაბაროვსკში (თითქმის იმდენივე), მოსკოვში (800 კმ), იაროსლავში (1200 კმ), ვოლგოგრადში ჩვენმა თანამემამულემ წაიყვანა (1600 კმ), კრასნოდარში ( თითქმის 2000 კმ). 4 ძლივს დავტოვე პეტერბურგში. რამოდენიმე კაცი კიდევ იმ დროიდან ელოდება შემდგომ ლეკვებს. ძაღლს იყვან მინიმუმ 10 წლით და ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ვ
-
ეს კამერა დგას ესტონეთში. ფაქტიურად მთელი დღის განმავლობაში შეგიძლიათ ადევნოთ თვალი სხვა და სხვა სახის ცხოველებს და ფრინველებს. ცხოველებიდან ძაან ხშირად შეხვდებით გარეული ღორის ჯოგებს და ერთეულებს, შველს. ეხლა, ამ წუთას შველი იკვებება. საჭმელი ყოველდღიურად შემოაქვთ. http://pontu.eenet.ee/player/siga.html
-
ძაან ლამაზი ადგილებია. შუკა- რაზე ნადირობდით?
-
გამომრჩა კიდევ ერთი სერიოზული ასპეკტი კვებასთან დაკავშირებით - ეს პერიოდი(კვების) აუცილებლად უნდა გამოიყენოთ ლეკვში მოსმენისა და მოთმენის (ნებისყოფის) განვითარებისთვის. ამისათვის, კვების წინ ლეკვს მითითებით აწვენთ თეფშის წინ და მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ აძლევთ ბრძანებას მიირთვას საჭმელი. ეს დროის მონაკვეთი ცოტ-ცოტათი უნდა გავზარდოთ ისე, რომ იდეალში, ლეკვს შეეძლოს საათობით თეფშის წინ წოლა. ამაში არაა არაფერი ძნელი, თუ ამაც ყოველდღიურად გაიმეორებთ. თქვენ პირველ პერიოდში ახლოს უნდა იყოთ თეფშთან და ლეკვთან, რომ დაუჯერლობის შემთხვევაში ლეკვი დასაჯოთ. დასჯისას უნდა გაითვალისწინოთ ლეკვის ასაკი,
-
მადლობა ი ლ უ შ ა! ეხლა ყველაფერი თავის ადგილას დადგა - მეკალოე ღერღეტი
-
თორნიკე- მე ვცდილობ სურათების საფუძველზე დასკვნები არ გამოვიტანო, რადგანაც ეს არ არის მართალი. ბევრი სურათი ვერ გამოსახავს სინამდვილეს. შემიძლია ერთი გითხრათ (რაც თვალში საცემია) - ლეკვი ძაან სიმპატიურია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მუცელი გატიკინებული აქვს, ნეკნები უჩანს. ამ ასაკში (რამდენისაა ლეკვი ახლა?) ლეკვი პატარა გოჭივით უნდა იყოს. ნახეთ, შეიძლება ჭიები ყავდეს. კიდევ მეორე - ასე დაბალა ნუ უდებთ ლეკვებს საჭმელს. სასურველია, რომ ჭურჭელი კვების დროს გულ_მკერდის სიმაღლეზე იყოს. აი როგორც აქ: არსებობს სპეციალერი შტატივები (მოგვიანებით გადავუღებ სურათს და დავდებ აქ) რომლებიც სიმაღლ
-
მამუკა, ქუთათურო - მე სპეციალურ თემაში (ლეკვის აღზრდა) უკვე დავიწყე პატარა კონსულტაციები და შეძლებისდამიხედვით შევეძლები გავაღვივო ეს საკითხი
-
ჯაბა, იქნებ რაიმე ქართულად გამოქვეუნებულ კინოლოგიურ ლიტერატურაზე მიმითითო. დიდი მადლობელი დაგრჩები.
-
მადლობა salamandra. მეც მოხარული ვარ ყველა თქვენთაგანის გაცნობის.
-
დავით, გილოცავთ! ჯანმრთელები გაზრდილიყვნენ. კუდი მიზანშეწონილია დედალს უფრო გრძელი დაუტოვოთ
-
გაგიმარჯოს ჯაბა! დიდი მადლობელი ვარ თქვენი ტკბილი სიტყვების და სურვილებისათვის. კინოლოგიის სფეროში მართლაც რაღაც პატარა გამოცდილება მაქვს და ვეცდები ეს მაქსიმალურად გავუზიარო ყველას, ვისაც ეს დააინტერესებს. ყოფილი საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწოლში (რუსეთი, უკრაინა, ბელორუსია) ბევრი ქართველი მონადირეა, ბევრიც ძაღლების მფლობელები, მაგრამ სამწუხაროდ ერთეულები, ვინც ცრდილობს ფართო ასპარეზზე გამოვიდეს და რაიმე წარმატებებს მიაღწიოს. ყოველი ასეთი წარმატება წინ წევს არა მარტო ყოველივე ჩვენთაგანის სახელს და ავტორიტეტს, არამედ ყველა ქართველის და საერთოდ საქართველოს სახელს. მე სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ
-
Рубята, если выставляем фотки, то желательно выложить и рецепт, как это и с чего делается. С уважением.
-
გილოცავ ვახო ძმაო ან სამოთხეში ყოფნას. უმშვენიერესი ადგილებია და რაც მთავარია, ხალხნაკლები. იქ შეიძლება ბრწყინვალედ დასვენება, როგორც მორალურად, ასევე ფიზიკურად. ძალიან წააგავს რუსეთის ზოგიერთი კუთხის ბუნებას.
-
ცხენირემის ხორცი ჯობია რომ ფალგაში ან დახურულ ქვაბში მოამზადოთ. ეს ხორცი შედარებით მშრალია, ამიტომ მიზანშეწონილია მისი წინასწარ გარევა ქონში, უფრო სწორედ нашпиговать (შესაბამის სიტყვას ვერ ვპოულობ ქართულად ). ამისათვის ხორცის დიდ ნაჭერში დანით ვაკეთებთ ღრმა "ჭრილობებს", შიგ ვათავსებთ ქონის (სალა, შპიგი) საშუალო ზომის ნაჭრებს, ასეთივე "ჭრილობებში" ვათავსებთ ნიორსა და სტაფილოს ნაჭრებს, ხორცს ვაყრით შავ წიწაკას, ხმელ სუნელს, კარგად ვფუთავთ ფალგაში და ვდგამთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში. თუ ფალგა არა გვაქვს, ვიყენებტ კარგად დახურულ ქვაბს , რომელშიაც სალა შეგვიძლია ხორცის ზევით და ქვევით დავდო
-
გაიხარე ვახო! თავგადასავლები საკმარისად მაქვს და ვეცდები ხანდახან გამოვაქვეყნო
-
ღერეტი - ბატის სახეობაა? რუსულად - гуменник - ი ქვია
-
კარგი, მაშინ ამიხსენი, რიგით 6 სურათზე რომ ფრინველია (ბატს ვგულისხმობ), მაგას რა ქვია?
-
courage- მგონი აქ რაღაცა შეცდომაა - სულ 9 სურათია, დასახელება კი ათი. ერთ-ერთ სურათზე აშკარად ბატია, მაგრამ სახელი არ ჩანს (შეიძლება მე ვერ გავიგე)
-
SOSO K., courage- დიდი მადლობა. თქვენი დახმარებით ვიწყებ ფრინველთა ქართულ სახელწოდებების სწავლას