Jump to content
Club-Monadire.Ge

Коба

წევრი
  • Content Count

    1.419
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    12

Everything posted by Коба

  1. აქაც უმთავრესად ასე ხდება, მაგრამ იმ ადგილას (სატბორე მეურნეობაში), ყველაფერი პირიქით ხდება - ნადირობ დილით, შუადღე და საღამოს, როცა ბატი მინდვრიდან წყალს უბრუნდება. ასევე ვნადირობ რაღაც პერიოდი შემოდგომაზეც, მაგრამ უკვე ჭაობში, ტბის ნაპირზე.
  2. არა, "სეკუნდიროვაიე" სხვა რამეა და უფრო "მიბაძვას" ნიშნავს. იყენებენ იმ შემთხვევაში, როცა ორი ან რამოდენიმე ძაღლი მუშაობს. იმ შემთხვევაში, როცა ერთი დადგება "სტოიკაზე, თუ მეორემ (მესამემ და ა.შ.) მას მიბაძა და თვითონაც დადგა, იმის მიუხედავად, რომ ფრინველი ყნოსვის ქვეშ არა ყავს (უბრალოდ ბაძავს პირველს, დარწმუნებული, რომ ის ფრინველზე დგას), ამბობენ "სეკუნდიროვანიე" გააკეთაო. "სეკუნდიროვაიე" აუცილებელი ელემენტია იმ შეჯიბრებებში, რომლებიც საერთაშორისო (FСI-ს) სისტემით ტარდება და გათვალისწინებულია წყვილებზე, თუ მეორე ძაღლმა შეამჩნია პირველის სტოიკაზე დგომა.
  3. თქვენ გაიხარეთ, ბიჭებო!
  4. Коба

    ოქუმი

    მალადეც პაატა, მართლაც მშვენიერი რეპორტაჟებია. ისე ვეთანხმები ელჩს - ვიდეოროლიკებში ეცადეთ მთავარზე, თევზზე გაამახვილოთ ყურადღება (ძველ როლიკებში უმთავრესად ანკესებია ). დაჭერის მერე კარგი იქნებოდა ნადავლი ფართო მაშტაბით (ახლო მანძილიდან) გადაგეღოთ. ველით ახალ ინფორმაციას და რეპორტაჟებს B)
  5. ზუსტად. თავის დასაცავად არის კიდევ მშვენიერი. ერთი-ორჯერ ძაან გამომადგა
  6. სწორია. ამისათვის ბაწარი მაინც უნდა გამოაბა.
  7. ბიჭებო, არ შეგეშალოთ, რომ, ნაბული მეძებარმა ცხვირის (ყნოსვის) დახმარებით (გამოყენებით) უნდა გააკეთოს. "ძაფზე გამობმულ ფრინველის ფრთაზე" ლეკვები მუშაობენ თვალების დახმარებით.
  8. კი, ბრტყელი პროფილებია უმრავლესობა, მაგრამ მე "აბიომნიკებსაც" ვიყენებ. ბატები უმთავრესად შორიდან და დაახლოებით 45 გრადუსის დაქანებით ამჩნევენ მინდორში მჯდომ თავიანთ ნათესავებს (ან მათ პროფილებს). მე ამას ვერ დავამტკიცებ, მაგრამ, მჯერა რომ სიმართლესთან ახლოსაა. მაგრამ, როდესაც იწყებენ წრეების დარტყმას, ხშირად აკვირდებიან მინდორს თითქმის ვერტიკალურად. ასეთ შემთხვევაში ბრტყელი პროფილები არ მუშაობს და ამიტომ მიზანშეწონილია იქონიოთ "აბიომნიკებსაც". ბატებზე ნადირობის ნიუანსებს დაწვრილებით შემოგთავაზებთ სხვა თემაში ("ნადირობა რუსეთში"), აქ კი მოკლედ გავცემ პასუხს თქვენს კითხვებს. საყვირს ვიყენე
  9. ვეთანხმები გიორგის! ფაქტების გარეშე არ ჩაითვლება
  10. არაფრის, ძმაო!
  11. აუ, რა მეღვინეები გვყოლია მთელ მსოფლიოში გაიხარეთ ბიჭებო მეც მქონდა ცოტა შეხება ქართულ ღვინოსთან (ბიზნესის სახით) და იმედი მაქვს, ახლო მომავალში დავუბრუნდები ამ თემას.
  12. გუშინ მოვხვდი მასეთ ქორწილში - ერთმა ქუთაისელმა ბიჭმა მოიყვანა ცოლი. მაინც და მაინც მინდაო, რომ მანქნები ქართული ნომრებით იყოსო. მე და მეგობარმა საქართველოდან ახლახან ჩამოვიყვანეთ მანქანა, ერთიც ახლობელს ვთხოვეთ (ჩვენთან ერთად ჩამოვიდა) და შევქმენით ქართული ელ-ფერი. სუფრიდან დროულად გამოვიპარე, თორემ, ალბათ ხვალ საღამომდე ვერ მნახავდით საიტზე
  13. წარმოშობით იქიდან არიან, მაგრამ ბაბუაჩემი სამეგრელოში ჩასახლდა (ზუგდიდის რაიონში) ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 20-ან წლებში და იქ დიდი ოჯახი შექმნა (8 შვილი ყავდა). ვებერთელა ვენახები ჰქონდა (რამოდენიმე გექტარზე) და ელჩივით რამოდენიმე სახეობის ღვინოს დგამდა - ოჯახის წევრები და საპატივცემო სტუმრებისთვის, ცალკე, ყოველდღიურ სასმელად და მეზობლების გასამასპინძებლად, ცალკე, სკაიპზე სასმელად და მესკაიპეების დასათრობად სხვა შემთხვევებისთვის კიდევ ცალკე და ა.შ. ყველა ლაღიძეები ნათესავები არიან - ზოგი ახლო, ზოგი შორეული (არც ისე ბევრია ამ გვარის ხალხი)
  14. თუმცა, თუ გინდა გადაიტანე, მე წინააღმდეგი არა ვარ
  15. უდავოდ, ციმბირული სჯობს ესეც ჩემი ციმბირელი. კურცხაარივით მყავს გაწვრთნილი (მოსმენა-შესრულაბა მაქვს მხენველობაში), 8 თვემდე ჩვენთან ბინაში იზრდებოდა.
  16. არა, ჯაბა. იქ შეგვიძლია ვიმსჯელოთ საერთოდ ყველაფერზე, რაც ძაღლის მძუნაობას და დართვას ეხება (მე ვნახე ის თემა). აქ კი კონკრეტულ დართვაზე და კონკრეტულ ძაღლებზე შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ისე, მე შენს ადგილას, ცალკე შევქმნიდი "მონადირე ძაღლებში" ქვეგანაყოფას - "დართვები" და კიდევ ცალკე "ლეკვები".
  17. გასულ კვირას ჩატარდა ჩემი კარმენის დართვა, შემდეგ სამშაბათს, განმეორებითი (საკონტროლოდ). გაიცანით, კარმენის ახალი ფავორიტი - ლემბო პრაუტ რეინერი რეინერი, ჯერ კიდევ ყმაწვილია, მას 2 წელი ხვალ, 15 მარტს უსრულდება. მიუხედავად ამისა, მას უკვე აქვს რამოდენიმე საველე დიპლომი, მათ შორის მეორე ხარისხისაც, ჭაობის ფრინველზე, როცა შარშან, ახალგაზრდა კონტინენტალური მეძებრების (2 წლამდე) საველე შეჯიბრის გამარჯვებული გახდა. ახლახან, თებერვალში ჩატარებულ მონო-ჯიშის გამოფენაზე, რეინერი გახდა ჯიშის საუკეთესო წარმომადგენელი და ნაციონალური კლუბის ჩემპიონი. მანამდეც, ნაციონალური კლუბის გამ
  18. თუ ცისფერთვალება გყავს მხედველობაში, ეს ლაიკის ბიძაშვილია - ხასკა
  19. კარგი, ერთ-ორ სურათს კიდევ დავდებ, თორემ მერე "ნადირობის" თემაში არაფერი მექნება დასადები
  20. ვახტანგ, დაგვიანებით, მაგრამ, მთელი სულით და გულით, გილოცავ ძმაო დაბადების დღეს! გისურვებ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს, საქართველოს დიდი სახელის და დროშის მატარებლად იქ, სადაც იქნები.
  21. ავთო, მეგობარ-კომპანიონი მყავს ქუთაისელი. არც მონადირეა და არც მეთევზე, მაგრამ პურ-მარილი და კაცის პატივისცემა მაგრა უყვარს. რომ ვუთხარი, მონადირეების საიტზე ბევრი ქუთაისელი არის მეთქი, ძან გაუხარდა. ისე მეც დედა იმერელი მყავს - ლაღიძე.
  22. გიორგი, ერთი ჭიქის დალევაც ვერ მოვასწარით და ასეთი დასკვნა როგორ გამოიტანე ძმაო არა, სანამ ერთი კარგად არ გამოვთვრებით სუფრაზე (თუნდაც სკაიპის დახმარებით), კომპლიმენტები ერტმანეთის მიმართ არ მოდის
×
×
  • Create New...