-
Content Count
1.419 -
Joined
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
12
Content Type
პროფილები
ფორუმები
კალენდარი
Everything posted by Коба
-
გოჭა (დუპელი) მანდვეა ჩაწერილი მისი სიმღერა გაზაფხულზე (შეჯვარების პერიოდში) http://birdphoto.fi/lajikuvat/galmed/
-
არ ვიცი რამდენად მართალია ეს სახელი. რუსულად "Морская чернеть" ქვია. ისე კი მიეკუღვნება ყვინთიების (нырок) ჯგუფს. courageგადახედე, რაიმე შეცდომა არ იყოს.
-
ჩემი თხოვნა იქნებოდა ამ თემაში პირველ რიგში მოვათავსოთ იმ ფრინველების სყრათები და სახელები, რომლებიც ჩვენთვის ნადირობის ობიექტებია. შემდეგ კი სხვები.
-
თორნიკე- ეს დროებითი, მაგრამ, არასასიამოვნო მოვლენაა და დროთა განმავლობაში გაუვლის. ამით ლეკვი თავის მოჭარბებულ ემოციებს (სიხარულს) გამოხატავს. ჩემი რჩევა იქნება, რომ მიაჩვიო ლეკვი ბრძანებას "ადგილზე" ("на место"). პატარობისას მათ უჭირთ დიდხანს ბრძანების შემდეგ ერთ ადგილზე ჯდომა (წოლა), მაგრამ უნდა დაუძალოთ. პირველ პერიოდში (როგორც ზევით უკვე ავღნიშნე) ბრძანების შემდეგ აუცილებლად ყურადღება (რომ არ ადგეს თქვენი ნების გარეშე), და საჭიროების შემთხვევაში, ცოტა ხნით, ადგილზე მიბმაც სჭირდება. არ დაგავიწყდეთ დაჯილდოება ყოველ იმ შემთხვევაში, როცა ლეკვი თუნდაც მცირე ხნით ასრულებს თქვენს ბრძანებას. მ
-
ჯაბა (უფრო მეტად კი ახალგაზრდა ლეკვების მფლობელებს) - თუ ლეკვის აღზრდას პატარა ასაკში საჭირო დროს არ დაუთმობთ, პრობლემები მერე შეგექმნებათ მინდვრებში. თუ ჩვენ შვილების აღრზდა შეგვიძლია მეუღლეს და მშობლებს მივანდოთ, ძაღლის გაზრდაში ასეთი "ხალიავა" არ გაგვივა. აღრზდის პერიოდში (მინიმუმ 1 წელიწადი) უნდა გადავდოთ ყველაფერი, რისი გადადებაც შეიძლება და მაქსიმალური ყურადღება მივაქციოთ ძაღლთან ურთიერთობის დამყარებას, მის თვალში ავტორიტეტის მიღწევას, მოსმენის და მოთმენისუნარიანობის გაუმჯობესობას, ბრძანების პირველივე ბრძანებით და უყოყმანოდ შესრულებას და ა.შ.
-
სამწუხაროდ, კომპანიონს ვაჩუქე და მერე ვინანე. იმის მაგივრად, რომ ჩემს მიერ შეთავაზებულ ტაქსიდერმისტისთვის მიეცა, იღორა და ფიტული გაუფუჭეს. მოლაპარაკებული ვიყავით, რომ ოფისში დავკიდებდით, მაგრამ, მე არ მომეწონა და ეხლა სადღაც აგარაკზე აქვს.
-
1. საველე გამოცდის ჩატარების დრო ნადირობის ვადებით არ არის შეზღუდული. გამოცდა შეიძლება ჩატარდეს ნადირობის სეზონშიც და სეზონის დახურვის შემდეგაც. 2. გამოცდა ტარდება სანადირო ფრინველების შემდეგ სახეობებზე: ა) ჭაობის ფრინველები _ ჭოვილო/დუპელი/, ჩიბუხა/ბეკასი/, ჭყიამპო, ღალღა, ლერწმის ქათამურა. ბ) მინდვრის ფრინველები _ მწყერი, გნოლი, კაკაბი. 3. ძირითადი ფრინველი, რომელზეც ტარდება გამოცდა, უნდა შეირჩეს ნადირობის ადგილობრივი პირობების გათვალისწინებით, რათა შერჩეული სახეობა ნაცნობი იყოს ყველა გამოსაცდელი ძაღლისათვის. შენიშვნა: გამოცდისას ჩაითვლება და შეფასდება მუშაობა არა მხოლოდ საგამოცდოდ შერჩეული
-
ამაში უდავოდ გეთანხმებით, ძალიან ლამაზია
-
კი ჯაბა, მასე გამოდის. სანამ მე ჩემს პასუხს ვწერდი, შენ უკვე გაპასუხნია. გაქვს უფლება, ჩემი პასუხი პლაგიატრად ჩათვალო ცოცხალი (ან თბილი, დაჭრილი)კიდევ უკეთესია, თუ ძაღლს არა აქვს მიდრეკილება მისი დაჩეჩქვის (კბილის დაჭერის)
-
არა, მგელი პირველია. ის თავისი ჭკუით, ცხოვრებისა და ნადირობის ორგანიზაციით (ყველამ ვიცით, რომ ზამთარში მგელი ჯგუფებით ნადირობს, ამას კი დიდი ორგანიზირება ჭირდება) გაცილებით მაღლა დგას. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. მე ორივე სახეობაზე მინადირია (უფრო ხშირად მგელზე) და კარგად ვიცი მათი თვისებები და შესაძლებობლები (როგორც ფიზიკური, ასევე ინტელექტური).
-
თუ ნივთების მოტანაზეა საუბარი, ამაში საშიშს არაფერს ვხედავ. შეიძლება მას შემდეგ, რაც მან ნამდვილი ფრინველი ნახა და დაჭე აპორტირება გაუკეთა, არაა გამორიცხული, რომ, მან დაკარგა ინტერესი "სათამაშოებზე". ამ ასაკში თქვენ თვითონ უნდა შეწყვიტოთ ძაღლისთვის უბრალო ნივთების მოტანის პრაქტიკა, და მთლიანად ყურადღება უნდა გაამახვილოთ სანადირო ობიექტების აპორტირებაზე. მე ვცდილობ, როგორც კი ლეკვი სათამაშოების მოტანას ისწავლის, ადრეულ ასაკშივე (დაახლოებით 3-4 თვის ასაკში) გადავრთო ნამდვილი ფრინველზე. ამისათვის, წინასწარ ვინახავ საყინულეში ნადირობის სეზონში მოპოვებულ ნანადირევის ნაწილს. სხვა და სხვა სახეობისა
-
ზუსტად ვიცი შემთხვევა, როცა ფოცხვერი კაცს დაესხა თავს - ჩასაფრებული იყო ხეზე (ალბათ ნადირს ელოდებოდა) და შემთხვევით, სოკოს შესაგროვებლად გამოსულ ჩვენს თანამემამულეს თავს დაესხა. საბედნიეროდ ორივენი გადარჩნენ B)
-
ფოტოების გარეშე ნებისმიერი ისტორია რაღაც ცალმხრივი გამოდის. ეს მე თვითონაც არ მსიამოვნებს, მაგრამ რადგანაც ბატონმა გიორგიმ ეს თემა გახსნა, რაღაცა მაინც უნდა დამეწერა. ყურადღება გაამახვილეთ დროზეც, რა დროს ვწერდი იმ პოსტს (დილის 4 -5 საათამდე) ძველ სურათებს ყველას სკანირება ჭირდება და როგორც კი ამ საკითხს გადავჭრი, ნელ-ნელა ჩავურთავ მონაყოლს. აბა დროებით
-
ხომ არის ასეთი თემა "ლეკვის აღზრდა" http://club-monadire.ge/index.php?showtopic=1351 თუ შეიძლება შემახსენეთ თქვენი ძარლის ასაკი, ჯიში... რისი მოტანა მიატოვა და ა.შ.
-
ადამიანი, რომელიც 1500 დოლარს გამოიღებს ლეკვის საყიდლად, არ დაინანებს ორ კაპეკს იმისათვის, რომ ლეკვს დროულად აცრები გაუკეთოს და შემდგომშიაც მას ჯანმრთელობის საკითხს არ მოაკლოს ყურადღება. დღეს ინტერნეტში შეიძლება ნებისმიერ კითხვაზე მიიღო კომპეტენტური პასუხი და ასევე დახმარება. ჯაბას კი გაუმარჯოს, კარგია ასეთი კაცი რომ გყავთ გვერდში
-
ის ალბათ ერთადერთი გარეული ფრინველია, რომელსაც თეთრი ხორცი აქვს/ თუ შეამჩნიეთ - კი. მაგრამ ასე ნადირობა უფრო შეთხვევითია, რადგანაც შეუძლებელია დაგეგმო, რომ ასეთი რაღაცა მოხდება. გეთანხმებით და დავსძენ, რომ მისგან ბევრი სხვა და სხვა გემრიელი კერძი გამოდის (მაგალითად, მსვენიერი ჩახოხბილი გამოდის)
-
ვახტანგ, ამაში ვერ დაგეთანხმებით. ჟრუნი სტოიკას ვერ უძლებს. საფრთხის შემთხვევაში დამალვის კი არ ცდილობს, როგორც ის ფრინველები, რომლებიც მეძებარს ნაბულის გაკეთების საშუალებას აძლევს, არამედ გაფრენით ცდილობს თავის გადარჩენას. აფრენის შემდეგ (თუ ძაღლმა დააფრთხო), ხშირად სადმე ახლო ხეზე ჩამოჯდება ხოლმე, რაც მის მონადირების საშუალებას იძლევა, მაგრამ ამას დიდი სიამოვნება არ მოაქვს (ზევით ნათქვამისგან გამომდინარე (ძაღლი ფაქტიურად არ მუშაობს)). ჟრუნზე ნადირობაა საინტერესოა მანოკით, თუ მაგით სტვენას აითვისებთ. თვითონ მშვენივრად არჩევს ტყუილს, მაგრამ იმის გამო, რომ სასტიკად არ უყვარს თავის ტერიტორია
-
აი, მაგალითად ასეთი ამ შემთხვევაშიც მიზანშეწონილია თეფშების უფრო მაღლა აწევა
-
შეიძლება არასწორად დაგისვი კითხვა - ან ქართულ ენაზე ნათარგმნი, ან ქართულ ენაზე გამოქვეუნებული კანონები ნადირობისა და ძაღლების გარშემო. მაგალითად, ნადირობის წესები საქართველოში, ან, მინდვრის ღონისძიებების (შეჯიბრებების) ჩატარების და მოთხოვნილობების პირობები. შეიზლება რაიმე ლიტერატურა რაც მეძებარი ძაღლების ჯიშს ან აღრზდას ეხება.
-
კი ბატონო! მთავარი ყურადღება მინდა მიაქციოთ იმას, თუ რა ინტენსიურობით (ყოველდღე) მოაქვთ საკვები და იმას. რომ მიუხედავად გზის სიახლოვისა (იქვე ჩაუდის ) არავის აზრადაც არ მოსდის იქ (ან ახლო-მახლოს, კადრში რომ არ მოხვდეს) ჩაუსაფრდეს ნადირს და ადვილად წაინადიროს.
-
აუცილებლად, მაგრამ იმ დროინდელი სურათები გაცილებით ცუდი ხარისხისაა (ციფროვანი ფოტოაპარატები იმ დროს არ იყო) და სკანირების შემდეგ კიდევ უფრო კარგავს ხარისხს.