Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

  • Replies 276
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

მაგარია კობა კარგი სურათებია და კატგი დროც გაქვს ნატარები :hi: :hi: ! ეგ ტოზი კიდე აქამდე არ მენახა :phil_25: :phil_25:

Link to post
Share on other sites

დავამთავრებ ბარემ წყალმცურავებზე :phil_25:

 

როგორც აქამდე ვახსენე, იხვს, როგორც ნადირობის ობიექტს, დიდი ხანი ეჭირა პირველი ადგილი ჩემთვის. ეს ფრინველი, უმრავლესობა მონადირეებისათვისაც ნომერ პირველი ნადირობის ობიექტია (განსაკუთრებით დამწყები მონადირეებისათვის), რადგანაც შედარებით ხელმისაწვდომია და ხშირად გასროლის შანსის გამო, ძალიან აზარტიულია. ძაღლიც იმიტომ ავიყვანე, რომ, რაც შეიძლება ნაკლები, დაჭრილი და მოკლული ფრინველი დამეკარგა.

იხვი ფაქტიურად ყველგანაა და ამიტომაც მე ბევრ სხვადასხვა რაიონში ვარ ამ ფრინველზე ნანადირევი. ხშირად ფეხით გავსულვარ 8 კილომეტრი ტყეში, რომ ერთ-ერთ საყვარელ ტბამდე მიმეღწია. ჭაობშიაც ხშირად შევსულვარ ამ ლამაზი და გემრიელი ფრინველის მოსანადირებლად.

ამ სურათებზე ზუსტად ის ტბაა და კიდევ პატარა ქოხი, რომელიც ჩემს ახლობელს ადრე აუშენებია, და სადაც ღამეს ვათევდით (რამოდენიმე წლის წინ, ვიღაც დებილებს კოცონი დაუტოვებიათ და ქოხი, მთელ სანაპიროსთან ერთად, დაიწვა).

 

i-1365.jpg

 

i-1366.jpg

 

დიდი ხნის წინ, მაშინ ძაღლები არ მყავდა, შემთხვევით გავიცანი ვირაც ყოფილი სამხედრო. არ მახსოვს, საზღვაო "დესანტნიკი" იყო, თუ რაღაცა ამის მსგავსი. მაგ ოჯახაშენებულმა მომყიდა წყალში მყვინთავების კოსტიუმი, რომელსაც საბჭოთა დივერსანტები იყენებდნენ თურმე. ეს კოსტიუმი მყარი, მაგრამ, მსუბუქი რეზინისგანაა გაკეთებული და შედგება ორი ნაწილისაგან - ნახევრადკომბინიზონი და ზედა ნაწილისგან, ქუდით ("კაპიშონით"). ამ ზედა ნაწილს ხელებძე (მუჭებთან) და მუცელთან, ძლიერი "რეზინა" აქვს და ამის გამო წყალს შიგნით არ უშვებს.

მე ამ კოსტიუმით ლადოგის (ტბაა ვებერთელა პეტერბურგის ახლოს )სანაპიროს თითქმის 10 კილომეტრი კი მექნება გავლილი, წყლის მხრიდან (არაფერი რომ არ ვთქვა პატარა ტბებზე და მდინარეებზე). თვითონ ტბა ძან ღრმაა, მაგრამ, ნაპირიდან 30-100 მეტრის სიშორემდე, შედარებით ნაკლებია სიღრმე. ასეთ ადგილებში ხარობს "კამიში". გარეულ იხვებს, ზღვის იხვებისგან განსხვავებით, უყვართ "კამიშში" კვება, დამალვა და ღამისთევა. ისინი ირჩევენ კამიშებში წყლის ღია "კუნძულებს" და მის ახლოს ერთობიან დილა-საღამოს. ნაპირიდან მიპარვა ძან ძნელია, რადგანაც გამხმარი კამიში (ძველი (წინა წლების) და ახალი) ძლიერ ხმიურობს ფეხის გადადგმისას, და იხვი, სასროლ მანძილზე მიახლოებამდე, ფრინდება.

მე ამ კოსტიუმის დახმარებით, შევდივარ ტბაში წყლის ღია პირამდე და იქიდან უხმაუროდ ვაღწევ იმ ადგილებამდე, სადაც იხვები არიან დაჯგუფებულები. ხშირად მომხდარა, რომ, ასეთ წუთებში, წყლიდან მხოლოდ თავი მიჩანდა (წყლის სიღრმე, სანამ "კამიში" ხარობს აღწევს 1,75 მეტრს. შემდეგ 2 მეტრზე მეტია). ტყვია-წამალი კოსტიუმის შიგნით მაქვს დამალული, თოფი კი თავზემოთ, აწეული ხელებით დამაქვს.

 

i-1361.jpg

 

i-1362.jpg

 

i-1368.jpg

 

ბოლო სურათში კარგად სჩანს თუ სადამდე შედის "კამიშის" ზოლი წყალში.

 

ადრე, ჩვენ ხშირად დავდიოდით ლადოგაზე.... სათევზაოდ B) (არიქა, ელჩს არ გააგებინოთ, ჩემი "რეკორდი" იქ მაქვს დამყარებული). ყველა თევზაობდა, მე კი, ვნადირობდი.

 

ასე შედიხარ ლადოგაში. ჯერ მიყვები "ლადოგის არხს" და შემდეგ "უხვევ" ტბისკენ.

 

i-1370.jpg

 

ხშირად გავდიოდით კუნძულებზე, სადაც იხვისთვის ბრწყინვალე პირობებია. ასეთ ადგილებში, "მასკიროვკის" გულისთვის, ჩემს დივერსანტულ კოსტიუმზე სპეციალურ კამუფლირებული ტანსაცმელს (ხალათს) ვიცვამ.

ქვევით დადებულ სურათებზე სჩანს ეს "ტყის კაცის" ტანსაცმელი.

 

i-1353.jpg

 

i-1357.jpg

 

რასაკვირველია, ლადოგიდან თევზის გარეშე (ისევე როგორც ნანადირევის), არასდროს გამოვსულვართ.

 

i-1363.jpg

 

i-1364.jpg

 

i-1367.jpg

 

i-1369.jpg

 

თევზაობის ნადავლის გაყოფა.

 

i-1356.jpg

Edited by Коба
Link to post
Share on other sites

ძალიან მაგარია კობა,ნუ ეს საიხვე ადგილები მკლავს რა!!!!!! :yes:

 

ჯერ სადა ხარ, კიდევ მაქვს "მძიმე არტილერია" შემონახული :vinsent:

Link to post
Share on other sites

ძაან მაგარია რა.უყურებ როგორც ტკბილ ოცნებას,საქართველოში კიდე ადგილები არ დატოვეს.ან ნაკრძალია,ან ახკვეთილი,ან კერძო მეურნეობა და ან კიდე გაჩეხეს და გადაჩეხეს :karochera:

Link to post
Share on other sites

სწორი გადაწყვეტილება იყო, როცა ცალკე თემა გაიხსნა რუსეთში ნადირობის შესახებ.

თუ დამიჯერებთ, რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული ეს სამი გვერდი.

 

საცოდაობა იქნებოდა, ამხელა გამოცდილება და ასეთი შედეგი გაფანტული ყოფილიყო. :old:

 

კობა, შეკითხვები მაქვს ჯიმა და იქნებ მიპასუხო, ჯერჯერობით ორი იყვეს. :e025:

 

რა ღირს ნადირობის ლიცენზია?

ვგულისხმობ ცალკეული სანადირო ობიექტების სპეც-ნებართვების გარეშე.

 

ასევე მაინტერესებს რა ჯდება ბატის იმიტაცია/სატყუარები, "ჩუჩელები"/?

 

თუ დოლარებში დაწერ მთლად უკეთესი.

 

პ.ს. ის მინიშნება, ზემოთ რომ გიწერია ჩემზე, არ წამიკითხავს. :d030:

Link to post
Share on other sites

Коба

მყვინთავის კოსტიუმი მომეწონა :)

 

უმაგრეს ადგილებში გიწევს ნადირობა, გაიხარე ლამაზი რეპორტებისთვის :*

Link to post
Share on other sites

სწორი გადაწყვეტილება იყო, როცა ცალკე თემა გაიხსნა რუსეთში ნადირობის შესახებ.

თუ დამიჯერებთ, რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული ეს სამი გვერდი.საცოდაობა იქნებოდა, ამხელა გამოცდილება და ასეთი შედეგი გაფანტული ყოფილიყო. :old:

 

მე კი, ამ დღეებში ვაპირებდი ამ თემის დახურვას. ელჩმა გამახსნევინა ეს თემა, და რახან არ რეაგირებს არც ერთ ჩემს პოსტზე ამ თემაში, "ზნაჩიტ" ვერ გავამართლე მისი იმედები, და აქ არაფერი მესაქმება მეთქი :karochera:

 

საცოდაობა იქნებოდა, ამხელა გამოცდილება და ასეთი შედეგი გაფანტული ყოფილიყო. :old:

 

კობა, შეკითხვები მაქვს ჯიმა და იქნებ მიპასუხო, ჯერჯერობით ორი იყვეს. :e025:

 

კი ძმაო. რაც მეტი შეკითხვები გექნებათ, მით უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით. ბევრი რაღაცის მოყოლა მინდა, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეიძლება ვინმეს აინტერესებდეს.

 

რა ღირს ნადირობის ლიცენზია?

ვგულისხმობ ცალკეული სანადირო ობიექტების სპეც-ნებართვების გარეშე.

 

წყალმცურავებზე ნადირობის ამსახველი ფაქტების შემდეგ, ვაპირებდი ამ საკითხის (რუსეთში ნადირობის სისტემის) გაშუქებას. მაგრამ, რადგანაც კითხვა დაისვა, დავისყებ ეხლა. თანაც თავიდან.

 

რუსეთში, ნადირობის ნებართვა რომ გქონდეს, უნდა იყო რომელიმე მონადირეთა კავშირის წევრი. შარშან ცოტა შეიცვალა სისტემა და ასეთი წევრობა აუცილებელი არ არის. დაიწყეს გაცემა " მონადირის ერთიანი ბილეთის" (Единный охотничий билет)ю ამისათვის უნდა გაიარო სპეციალური კურსები და ჩააბარო გამოცდები "ნადირობის ცოდნის მინიმუმზე" (Охотминимум). ამის მერე შეგიძლია შეიტანო განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ სისტემაში, რომელის იძლევა სანადირო იარაღის შესასყიდ ნებართვას, ლიცენზიას. ასეთი ლიცენზია რომ მოგცენ, მონკავშირის წევრის ბილეთის გარდა, უნდა წარადგინო სამედიცინო ცნობა, ცალკე ცნობები ფსიქო და ნარკოდისპანსერებიდან, რომ, მაგათთან აღრიცხვაზე არა დგეხარ და ამის გარდა საჭიროა ცნობა "უჩასტკოვი" (უბნის) ინსპექტორისგან, რომ, შენ სახლში გაქვს ნორმალური პირობები, იარაღისა და ვაზნების შესანახად ე.ი. გაქვს სეიფი, რომელიც იარაღის სახეობების და რაოდენობის მიხედვით, უნდა ექვემდებარებობდეს სპეციალურ ნორმატივს. იგულისხმება სეიფის კედლების სისქე და საკეტების რაოდენობა. სეიფი კედელზე უნდა იყოს ისე მიმაგრებული, რომ ადვილად არ იხსნებოდეს. ყველაფერ ამას რომ წარადგენ, თვითონ ამოწმებენ შენს ბიოგრაგიას და თუ ნასამართლევი არა ხარ მძიმე დანაშაულზე, გაძლევენ ლიცენზიას. ამ ლიცენზიას 6 ტვის ვადა აქვს და ამ ხნის განმავლობაში უნდა შეიძინო და გააფორმო (დააყენო აღრიცხვაზე) პოლიციაში.

სანადირო იარაღის შესასყიდი ლიცენზია წინათ დაახლოებით 8 $ (250 მანეთი) ღირდა. ბოლო დროს მგონი გაძვირდა, მაგრამ არ ვიცი ზუსტად რამდენად. მგონი 500 მანეთი (17 $) გახდა. მერე დავაზუსტებ და შეგატყობინერთ.

 

რუსეთში, არის ლიცენზირებული და არალიცენზირებული ნადირობის ობიექტები. არის "წითელ წიგნში" შეყვანილი ცხოველები და ფრინველები. არალიცენზირებულ ნადირობის ობიექტებზე იძლევიან უბრალო "ნებართვას" (путёвка), ლიცენზირებულზე...ლიცენზიას.

ფრინველებიდან ლიცენზირებულია ყრუალა და როჭო (ჩვენს რაიონებში), ცხოველებიდან თითქმის ყველა, კურდღლის გარდა (დათვი, გარეული ღორი, ლოსი, შველი, ირემი, მელა და სხვა ბეწვიანები). მგლის და სხვა მავნებლების დახოცვა შეიძლება ნებისმიერ დროს, როცა ნადირობაა გახსნილია და შენ გაქვს ოფიციალური უფლება (ლიცენზია ან "პუტიოვკა" ) იარაღით მინდვრებში ან ტყეში ყოფნისა.

 

ფასები დაჟე ერთ რაიონში შეიძლება ძან ძლიერ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, რადგანაც, ყველა "მომხმარებელს", ეს იქნება მონკავშირი თუ კერძო მეურნეობა, თავისი ტარიფი აქვს. მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ სად ნადირობ. შენს მშობლიურ მონკავშირის ტერიტორიაზე, თუ სტუმრად, სხვის მიდამოებში. სტუმრებისთვის ნადირობის ნებართვა გაცილებით ძვირია. ამით მონკავშირები და სხვები, ცდილობენ თავიანთ ორგანიზაციის წევრებად გახადონ ყველანი, ვინც კი, მაგათთან ჩამოვიდა სანადიროდ.

საწევრო გადასახადები ყველგან სხვადასხვაა. ჩვენთან 1500 მანეთი (50$). გაწევრიანებაც ამდენივე. შარშან გაზაფხულის სეზონური ნებართვა ღირდა 1500 მანეთი (50$). სტუმრებისთვის 3000 (50$). ყოველდღიური ნებართვა სტუმრებისთვის 400 მანეთი (13 $), აბორიგენებისთვის 50 მან.

ამავე დროს მეზობელ მეურნეობაში სტუმრებისთვის ყოველდღიური ნებართვა 1500 მანეთი (50$) ღირდა, სეზონური

3000(100$)

გაზაფხულზე, როგორც უკვე ავღნიშნე, ნადირობა იხსნება მცირე ხნით (10 დღით ) და ნებადართულია ნადირობა მამალ იხვებზე-საფარიდან, ფიტულების დახმარებით; ბატეზე, მამალ ტყის ქათამზე - დილის და საღამოს გადმოფრენზე, მამალ როჭოს საფარიდან, ყრუალაზე.

მალე ახალი სეზონი გაიხსნება და მოგაწვდით ახალ და ზუსტ ინფორმაციას ფასებზე და პირობებზე.

 

 

 

ასევე მაინტერესებს რა ჯდება ბატის იმიტაცია/სატყუარები, "ჩუჩელები"/?

 

თუ დოლარებში დაწერ მთლად უკეთესი.

 

 

ბატის იმიტაცია/სატყუარები, "ჩუჩელები"/, ჯობია ამერიკიდან გამოიწერო ინტერნეტით. ეგ ფასები გიო, შენ ჩემზე უკეთესად იცი. აქაურ მაღაზიებში, ყველაფერი გაცილებით ძვირია,

Edited by Коба
Link to post
Share on other sites

ჩვენი მეგობრები ხშირად მეუბნებიან სამოთხეში ხარო და მე კიდევ ფეხებსა ვჭიმავ, ჯერ ადრეათქო. :d030:

 

კაი ხათაბალა ყოფილა ლიცენზიის აღება, თურმე რამდენი ინსტანციის გავლა გიწევს.

აქ ძალიან ადვილია, ადვილი კი არა, საერთოდ არავითარი ბარიერი არ არის.

მთავარია ამ შტატში ბოლო 6 თვე ცხოვრობდე, თუ მოქალაქე ხარ, მერე მთლად ადვილია ყველაფერი.

50 წელი თუ გაქვს ნაცხოვრები ამ შტატში, ყველანაირი სამონადირეო-სათევზაო ლიცენზია თავის სპეც ნებართვებით უფასოა.

როგორც გავიგე შენი დაწერილიდან, ზონებად ყოფილა დაყოფილი პეტერბურგის ოლქი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდ ტერიტორიას მოიცავს და გადანაწილებული აქვთ სანადირო ობიექტები ზონების მიხედვით.

ჭკვიანური გამოსავალია. :yes:

 

ისე, არ ყოფილა ლიცენზია ძვირი, ნორმალური ფასია, თუ გავითვალისწინებთ სანადირო ობიექტების სიას.

ასევე სტუმრის სტატუსით მონადირეებისთვისაც ხელმისაწვდომი ფასები ყოფილა.

აქ ატყავებენ სტუმარს, თევზაობის ნებართვას კიდევ რა უშავს, ნადირობისა ძალიან ძვირია.

 

რაც შეეხება ბატების იმიტაციებს, აქაც ძვირია კაცო, ნორმალური ხარისხისა რომ აიღო, აი ისეთი, სროლა რომ მოგინდება :d030: და ნამდვილისგან რომ ძლივს გაარჩევ, დაახლოებით 14$ ღირს.

წარმოიდგინე რამდენი გჭირდება მინდორში რომ გაშალო.

მინიმუმ 50 ცალი ხომ მაინც არის საჭირო?

 

ჰოდა მაგ ფასში გამართულ 01-ის იყიდის კაცი. :d030:

 

შეკითხვები ბლომად მაქვს, გამოვიზოგოთ და არ მოგაწყენ, ხშირად შემოგივლი ხოლმე. :hi:

Link to post
Share on other sites

კობა, რას ამბობ?!!!!!!!! რაის თემის დახურვაო???????

 

თუ კომენტარებს არ ვწერთ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ არ ვკითხულობთ?

პირადად მე ძალიან დიდი ინტერესით ვკითხულობ ყველა შენს პოსტს(არა მარტო ამ თემაში)...

კომენტარებს რაც შეეხება ალალად ვიტყვი: ნერწყვის ყლაპვით ვარ დაკავებული და ვერ ვპოსტავ. :alfons: :alfons: :alfons:

 

 

ველიკა სტრანა რასია(ვსმისლე ოხოტნიჩიხ უგოდიი)!!! :hi:

Link to post
Share on other sites

Коба

ყველაფერს ვკითხულობთ კობა. თეთრი შურით მშურს შენი სიმართლე გითხრა. :blush2: მასეთ ადგილებს სიზმარში ვნახულობ ხოლმე მარტო :e025:

Link to post
Share on other sites

რას ამბობ კობა,რა დახურვა,ეგ თემა რომ მაინტერესებს,მაგის გამო უამრავი რუსული ჟურნალი მაქვს გამოწერილი!!!!ვინმემ ხომ არ აწყენინა ამ კაცს!!!! :(

Link to post
Share on other sites

......................................................

ისე, არ ყოფილა ლიცენზია ძვირი, ნორმალური ფასია, თუ გავითვალისწინებთ სანადირო ობიექტების სიას.

ასევე სტუმრის სტატუსით მონადირეებისთვისაც ხელმისაწვდომი ფასები ყოფილა.

აქ ატყავებენ სტუმარს, თევზაობის ნებართვას კიდევ რა უშავს, ნადირობისა ძალიან ძვირია.

 

ლიცენზიები არ არის ოფიციალურად ძვირი, მაგრამ, მათი დათრევა ფაქტიურად შეუძლებელია უბრალო მონადირისთვის. განსაკუთრებით, დიდი ქალაქებში, ან მათ ახლოს. ლიცენზიების რაოდენობა შეზღუდულია და მათ უმთავრესად აძლევენ მონკავშირებს და სანადირო მეურნეობებს, მათ მიერ ჩატარებულ მუშაობიდან გამომდინარე. ეს ორგანიზაციები კი, ამ ლიცენზიებს ათმაგად და ოცმაგად ყიდიან, რადგანაც ეს არის შემოსავლის მთავარი წყარო. ეს ეხება თითქმის ყველა სახის ლიცენზირებულ ფრინველ-ცხოველზე ნადირობას, როჭოდან დაწყებული, დათვით და ცხენირმით დამთავრებული. მაგალითად, ლიცენზია ჩვენთან დიდ ლოსზე ღირს სადღაც 170$ (5000 მანეთი), ყიდიან 1500$ და უფრო ძვირად. ამას უმთავრესად ყიდულობენ ისეთი კოლექტივები, ვისაც თავიანთი სანადირო ტერიტორიები არ გააჩნიათ, ნადირობა და ხორცი კი უნდათ. იკრიბება 10-15 კაცი და იყოფენ ხარჯებს, რომელიც ლიცენზიის გარდა ითვალისწინებს ხარჯებს მომსახურებაზე.

 

უბრალო მონადირეებისათვის ხელმისაწვდომია მხოლოდ ნადირობის ნებართვები, არალიცენზირებულ ფრინველ-ნადირზე, ისეთებზე, როგორიცაა იხვი, ბატი, ტყის ქათამი, ჭაობის და მინდვრის ფრინველები, კურდღელი.

 

 

შეკითხვები ბლომად მაქვს, გამოვიზოგოთ და არ მოგაწყენ, ხშირად შემოგივლი ხოლმე. :hi:

 

კი ძმიო, "შემოიარე". რაც უფრო "ხშირად შემოივლი", მით უკეთესი :friends:

Edited by Коба
Link to post
Share on other sites

კობა, რას ამბობ?!!!!!!!! რაის თემის დახურვაო???????

.........................................................

 

Коба

ყველაფერს ვკითხულობთ კობა. თეთრი შურით მშურს შენი სიმართლე გითხრა. :blush2: მასეთ ადგილებს სიზმარში ვნახულობ ხოლმე მარტო :e025:

 

რას ამბობ კობა,რა დახურვა,ეგ თემა რომ მაინტერესებს,მაგის გამო უამრავი რუსული ჟურნალი მაქვს გამოწერილი!!!!ვინმემ ხომ არ აწყენინა ამ კაცს!!!! :(

 

ბიჭებო, ნუ გეშინიათ ;) ეს მე ვიხუმრე, ელჩი რომ გამომეფხიზლებია :e025: თორემ გადაიდო ფეხი-ფეხზე იმ ამერიკაში და ამ რუსეთში რა ხდება სულ არ აინტერესებს (აინტერესებდა) :vinsent:

ისე იმოქმედა, ხომ ხედავთ :d030:

 

გიო, გენაცვალე, მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ რუსეთში არ შემოგესვლება, ორმაგი მონდომებით ვცდილობ ვიაქტიურო ამ თემაში :hi: სხვა ჩვენი "თერგდალეულებიც" რომ დაგვიჭერდნენ მხარს, ხომ საერთოდ გადასარევი იქნება.

Link to post
Share on other sites

ვერ დახურავს ამ თემას, ჩემი გახსნილია.

 

აღარ დაწერს თავის "მკვლელობებზე" და მოუწევს ზუგდიდში დადიანების სასახლის წინ საქმის გარჩევა. :vinsent::d030: :d030:

Link to post
Share on other sites

მაგარი ხარ ელჩი დახურავს და მაგისი აჯობებს (ვხუმრობ რა თმა უნდა) :d030: :d030: :d030: :d030: გაიხარე კობა კაი კაცი ხარ, რა დახურო კი არა ეს პოსტები მასაზრდობებს იხვებზე ნადირობის სანაცვლოდ! :yes:

Link to post
Share on other sites

კაი, აბა გავაგრძელებ ცოტას, თორემ გაიხსნა ახალი სეზონი და ისაა. ისე წესით ამ შაბათს უნდა გაიხცნას ფსკოვის სამხრეთ რაიონებში, დაგეგმილიც მაქვს გასვლა, მაგრამ.... იმდენი თოვლია ჯერ კიდევ, რომ, ჩემი აზრით გადადებენ გახსნის დღეს.

გუშინ იქ მოუთოვია და კიდევ 20 სმ. ახალი თოვლი დაუმატებია. ჩვენთანაც მოთოვა, მაგრამ ოდნავ (5 სმ.), თუმცა, ესეც აღმოჩნდა საკმარისი, რომ არემარე ისევ ზღაპრულად შემოსილიყო. სურათებიც გადავუღე ამ სილამაზეში ძაღლებს. დავდებ ამ დღეებში.

 

როგორც უკვე ავღნიშნე, იხვებზე და განსაკუთრებით ბატებზე სანადიროდ, ხშირად ისეთ ადგილებში შევსულვარ, სადაც ადამიანის ფეხი იშვიათად იყო დადგმული. ავიღებდი კარტას, წინასწარ ამოვირჩევდი შესაფერის ადგილს, დავტვირთავდი ვებერთელა ზურგჩანთას და ასე მივაბაჯბაჯებდი ჭაობში ან ტყეში, კომპასის დახმარებით, რომ რომელიმე, კარტაში ნაპოვნი ტბისთვის მიმეღწია.

 

მართალი გითხრათ, არც მანამდე და არც ამის შემდეგ, ამდენი ტვირთი ზურგით არ მითრევია. მაგრამ სხვა რა გზა მქონდა. ბატებზე ძან მიყვარს ნადირობა, მაგრამ სადაც ადვილი მისასვლელია, იქ ნერვებს მოგიშლიან "რაკოხოდები" (ასე ეძახიან იმათ, ვინც გუგულივით თავის "ბუდეს" (საფარავს) არ აშენებს, პარტიზანივით ჩამოჯდება სხვის გამზადებულ სანადირო ადგილის ახლოს (ორმოებით, ფიტულებით, საყვირებით) და ესვრის სხვის მიერ მოტყუებულ და დაბლა დაშვებულ გუნდებს). ჰოდა, ასე ვსწავლობდი ახალ-ახალ ადგილებს.

თუ ადგილი გაამართლებდა, იქ ვტოვებდი ჩემი ტვირთის ნაწილს და შემდეგ, ნელ-ნელა შემქონდა სხვა საჭირო ნივთები და პროდუქტები.

 

ისე ბიჭებო, შეუდარებელი გრძნობაა, როცა ერთი-ერთზე რჩები ბუნებასთან. განსაკუთრებით ჭაობში. იქ გარკვევით ამჩნევ შენს ირგვლივ არსებულ სილამაზეს, სუფთა ჰაერს (მიუხედავად იმისა რომ ნესტიანი ჭაობის ჰაერია), ფრინველთა და ცხოველთა ნებისმიერ გადაადგილებას, ვარსკვლავების კაშკაშს და გალაქტიკის უკიდურესობას. ასეთ ადგილებში, სადაც მობილური არ იჭერს და სრულიად მოწყვეტილი ხარ ცივილიზაციას, აშკარად გრძნობ, რომ შენ ამ სამყაროს ნაწილი ხარ. გრძნობ და გიხარია. ეს სიხარული კიდევ უფრო გიძლიერდება, როცა შეიგრძნებ, რომ, შენ ამ ქვეყანაზე არაფერს არ წარმოადგენ, რომ შენი სოციალური სტატუსი, თუ ადგილი საზოგადეობაში, არაფერს არ ნიშნავს. რომ შენ ხარ ერთი პააააატარა უჯრედი ამ ქვეყანაზე, რომლის დაკარგვაც ბუნებას აბსოლიტურად არ დაეტყობა და არც არფერს შესცვლის ამ ქვეყანაზე. შეიგნებ და გიხარია, რომ, შენ, ღმერთმა მოქცა იმის შანსი, ნახო ყოველივე ეს, დააფასო და გაუფრთხილდე ყოველ იმ წუთს, რომელიც შენთვის არის ნაბოძები.

 

ჩემო ძმებო და დებო! გიყვარდეთ ერთმანეთი, გაუფრთხილდით ბუნებას, ახლობლებს, კეთილისმსურველებს. ეცადეთ დათესოთ სიკეთე და იყავით დარწმუნებული, რომ ეს სიკეთე ღრმა ფესვებს გაიდგამს.

Link to post
Share on other sites

მიუხედავად იმისა, რომ, მალე "დავსპეცდი" დიდი ხურჯინის თრევაში და თავისუფლად შემეძლო დიდი ხანი გამეტარებინა მარტო ჭაობში, მაინც რაღაცა მაკლდა. შემდეგ შემთხვევით ვნახე ერთი განცხადება და მივხვდი, რომ ეს სწორედ ის იყო, რაც მე, როგორც მონადირეს, არ მყოფნიდა. ვნახე და ვიყიდე. ამის მერე, ჩემმა ნადირობამ იხვზე და ბატზე სულ სხვა სახე მიიღო. ჩემს წინ უკვე არ იდგა არავითარი ისეთი შეფერხება, რისი გადალახვა შეუძლებელი ყოფილიყოს.

ნახეთ და თქვენ თვითონ შეაფასეთ.

 

i-1387.jpg

 

i-1388.jpg

 

i-1385.jpg

 

i-1390.jpg

 

i-1392.jpg

 

i-1384.jpg

Link to post
Share on other sites

 

ისე ბიჭებო, შეუდარებელი გრძნობაა, როცა ერთი-ერთზე რჩები ბუნებასთან. განსაკუთრებით ჭაობში. იქ გარკვევით ამჩნევ შენს ირგვლივ არსებულ სილამაზეს, სუფთა ჰაერს (მიუხედავად იმისა რომ ნესტიანი ჭაობის ჰაერია), ფრინველთა და ცხოველთა ნებისმიერ გადაადგილებას, ვარსკვლავების კაშკაშს და გალაქტიკის უკიდურესობას. ასეთ ადგილებში, სადაც მობილური არ იჭერს და სრულიად მოწყვეტილი ხარ ცივილიზაციას, აშკარად გრძნობ, რომ შენ ამ სამყაროს ნაწილი ხარ. გრძნობ და გიხარია. ეს სიხარული კიდევ უფრო გიძლიერდება, როცა შეიგრძნებ, რომ, შენ ამ ქვეყანაზე არაფერს არ წარმოადგენ, რომ შენი სოციალური სტატუსი, თუ ადგილი საზოგადეობაში, არაფერს არ ნიშნავს. რომ შენ ხარ ერთი პააააატარა უჯრედი ამ ქვეყანაზე, რომლის დაკარგვაც ბუნებას აბსოლიტურად არ დაეტყობა და არც არფერს შესცვლის ამ ქვეყანაზე. შეიგნებ და გიხარია, რომ, შენ, ღმერთმა მოქცა იმის შანსი, ნახო ყოველივე ეს, დააფასო და გაუფრთხილდე ყოველ იმ წუთს, რომელიც შენთვის არის ნაბოძები.

 

ჩემო ძმებო და დებო! გიყვარდეთ ერთმანეთი, გაუფრთხილდით ბუნებას, ახლობლებს, კეთილისმსურველებს. ეცადეთ დათესოთ სიკეთე და იყავით დარწმუნებული, რომ ეს სიკეთე ღრმა ფესვებს გაიდგამს.

გეხუტე კობა! ძალიან ღრმად ჩადი სულში! ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს ეს. :Laie_99:

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...