BROWNING 349 Posted April 5, 2013 Report Share Posted April 5, 2013 უმაგრესია. ძალიან ჰგავს აქაურ სიტუაციას. ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 5, 2013 Report Share Posted April 5, 2013 :yes: ბრაო ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted April 5, 2013 Report Share Posted April 5, 2013 მაგარია კობა კარგი სურათებია და კატგი დროც გაქვს ნატარები :hi: ! ეგ ტოზი კიდე აქამდე არ მენახა :phil_25: ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted April 6, 2013 Report Share Posted April 6, 2013 (edited) დავამთავრებ ბარემ წყალმცურავებზე როგორც აქამდე ვახსენე, იხვს, როგორც ნადირობის ობიექტს, დიდი ხანი ეჭირა პირველი ადგილი ჩემთვის. ეს ფრინველი, უმრავლესობა მონადირეებისათვისაც ნომერ პირველი ნადირობის ობიექტია (განსაკუთრებით დამწყები მონადირეებისათვის), რადგანაც შედარებით ხელმისაწვდომია და ხშირად გასროლის შანსის გამო, ძალიან აზარტიულია. ძაღლიც იმიტომ ავიყვანე, რომ, რაც შეიძლება ნაკლები, დაჭრილი და მოკლული ფრინველი დამეკარგა. იხვი ფაქტიურად ყველგანაა და ამიტომაც მე ბევრ სხვადასხვა რაიონში ვარ ამ ფრინველზე ნანადირევი. ხშირად ფეხით გავსულვარ 8 კილომეტრი ტყეში, რომ ერთ-ერთ საყვარელ ტბამდე მიმეღწია. ჭაობშიაც ხშირად შევსულვარ ამ ლამაზი და გემრიელი ფრინველის მოსანადირებლად. ამ სურათებზე ზუსტად ის ტბაა და კიდევ პატარა ქოხი, რომელიც ჩემს ახლობელს ადრე აუშენებია, და სადაც ღამეს ვათევდით (რამოდენიმე წლის წინ, ვიღაც დებილებს კოცონი დაუტოვებიათ და ქოხი, მთელ სანაპიროსთან ერთად, დაიწვა). დიდი ხნის წინ, მაშინ ძაღლები არ მყავდა, შემთხვევით გავიცანი ვირაც ყოფილი სამხედრო. არ მახსოვს, საზღვაო "დესანტნიკი" იყო, თუ რაღაცა ამის მსგავსი. მაგ ოჯახაშენებულმა მომყიდა წყალში მყვინთავების კოსტიუმი, რომელსაც საბჭოთა დივერსანტები იყენებდნენ თურმე. ეს კოსტიუმი მყარი, მაგრამ, მსუბუქი რეზინისგანაა გაკეთებული და შედგება ორი ნაწილისაგან - ნახევრადკომბინიზონი და ზედა ნაწილისგან, ქუდით ("კაპიშონით"). ამ ზედა ნაწილს ხელებძე (მუჭებთან) და მუცელთან, ძლიერი "რეზინა" აქვს და ამის გამო წყალს შიგნით არ უშვებს. მე ამ კოსტიუმით ლადოგის (ტბაა ვებერთელა პეტერბურგის ახლოს )სანაპიროს თითქმის 10 კილომეტრი კი მექნება გავლილი, წყლის მხრიდან (არაფერი რომ არ ვთქვა პატარა ტბებზე და მდინარეებზე). თვითონ ტბა ძან ღრმაა, მაგრამ, ნაპირიდან 30-100 მეტრის სიშორემდე, შედარებით ნაკლებია სიღრმე. ასეთ ადგილებში ხარობს "კამიში". გარეულ იხვებს, ზღვის იხვებისგან განსხვავებით, უყვართ "კამიშში" კვება, დამალვა და ღამისთევა. ისინი ირჩევენ კამიშებში წყლის ღია "კუნძულებს" და მის ახლოს ერთობიან დილა-საღამოს. ნაპირიდან მიპარვა ძან ძნელია, რადგანაც გამხმარი კამიში (ძველი (წინა წლების) და ახალი) ძლიერ ხმიურობს ფეხის გადადგმისას, და იხვი, სასროლ მანძილზე მიახლოებამდე, ფრინდება. მე ამ კოსტიუმის დახმარებით, შევდივარ ტბაში წყლის ღია პირამდე და იქიდან უხმაუროდ ვაღწევ იმ ადგილებამდე, სადაც იხვები არიან დაჯგუფებულები. ხშირად მომხდარა, რომ, ასეთ წუთებში, წყლიდან მხოლოდ თავი მიჩანდა (წყლის სიღრმე, სანამ "კამიში" ხარობს აღწევს 1,75 მეტრს. შემდეგ 2 მეტრზე მეტია). ტყვია-წამალი კოსტიუმის შიგნით მაქვს დამალული, თოფი კი თავზემოთ, აწეული ხელებით დამაქვს. ბოლო სურათში კარგად სჩანს თუ სადამდე შედის "კამიშის" ზოლი წყალში. ადრე, ჩვენ ხშირად დავდიოდით ლადოგაზე.... სათევზაოდ B) (არიქა, ელჩს არ გააგებინოთ, ჩემი "რეკორდი" იქ მაქვს დამყარებული). ყველა თევზაობდა, მე კი, ვნადირობდი. ასე შედიხარ ლადოგაში. ჯერ მიყვები "ლადოგის არხს" და შემდეგ "უხვევ" ტბისკენ. ხშირად გავდიოდით კუნძულებზე, სადაც იხვისთვის ბრწყინვალე პირობებია. ასეთ ადგილებში, "მასკიროვკის" გულისთვის, ჩემს დივერსანტულ კოსტიუმზე სპეციალურ კამუფლირებული ტანსაცმელს (ხალათს) ვიცვამ. ქვევით დადებულ სურათებზე სჩანს ეს "ტყის კაცის" ტანსაცმელი. რასაკვირველია, ლადოგიდან თევზის გარეშე (ისევე როგორც ნანადირევის), არასდროს გამოვსულვართ. თევზაობის ნადავლის გაყოფა. Edited April 6, 2013 by Коба ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted April 6, 2013 Report Share Posted April 6, 2013 ძალიან მაგარია კობა,ნუ ეს საიხვე ადგილები მკლავს რა!!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted April 6, 2013 Report Share Posted April 6, 2013 ძალიან მაგარია კობა,ნუ ეს საიხვე ადგილები მკლავს რა!!!!!! ჯერ სადა ხარ, კიდევ მაქვს "მძიმე არტილერია" შემონახული ციტირება Link to post Share on other sites
pescatore 27 Posted April 6, 2013 Report Share Posted April 6, 2013 ძალიან საინტერესოა იმის მიუხედავად რომ ნადირობისგან შორს ვარ :yes: ციტირება Link to post Share on other sites
kakulia 0 Posted April 6, 2013 Report Share Posted April 6, 2013 ძაან მაგარია რა.უყურებ როგორც ტკბილ ოცნებას,საქართველოში კიდე ადგილები არ დატოვეს.ან ნაკრძალია,ან ახკვეთილი,ან კერძო მეურნეობა და ან კიდე გაჩეხეს და გადაჩეხეს ციტირება Link to post Share on other sites
davit 1 Posted April 6, 2013 Report Share Posted April 6, 2013 გაიხარე კობა. გული გამინათდა რომ ვნახე ფოტოები. აქ წელს ერთი იხვიც ვერ ვნახე სამწუხაროდ :yes: ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted April 6, 2013 Report Share Posted April 6, 2013 მაგარი ადგილებია :yes: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 7, 2013 Author Report Share Posted April 7, 2013 სწორი გადაწყვეტილება იყო, როცა ცალკე თემა გაიხსნა რუსეთში ნადირობის შესახებ. თუ დამიჯერებთ, რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული ეს სამი გვერდი. საცოდაობა იქნებოდა, ამხელა გამოცდილება და ასეთი შედეგი გაფანტული ყოფილიყო. კობა, შეკითხვები მაქვს ჯიმა და იქნებ მიპასუხო, ჯერჯერობით ორი იყვეს. რა ღირს ნადირობის ლიცენზია? ვგულისხმობ ცალკეული სანადირო ობიექტების სპეც-ნებართვების გარეშე. ასევე მაინტერესებს რა ჯდება ბატის იმიტაცია/სატყუარები, "ჩუჩელები"/? თუ დოლარებში დაწერ მთლად უკეთესი. პ.ს. ის მინიშნება, ზემოთ რომ გიწერია ჩემზე, არ წამიკითხავს. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted April 7, 2013 Report Share Posted April 7, 2013 Коба მყვინთავის კოსტიუმი მომეწონა უმაგრეს ადგილებში გიწევს ნადირობა, გაიხარე ლამაზი რეპორტებისთვის ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 7, 2013 Report Share Posted April 7, 2013 ჩვენთან იხვი სანატრელია.2 ცალი მოვკალი მარტო წელს :karochera: ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted April 7, 2013 Report Share Posted April 7, 2013 (edited) სწორი გადაწყვეტილება იყო, როცა ცალკე თემა გაიხსნა რუსეთში ნადირობის შესახებ. თუ დამიჯერებთ, რამოდენიმეჯერ მაქვს წაკითხული ეს სამი გვერდი.საცოდაობა იქნებოდა, ამხელა გამოცდილება და ასეთი შედეგი გაფანტული ყოფილიყო. მე კი, ამ დღეებში ვაპირებდი ამ თემის დახურვას. ელჩმა გამახსნევინა ეს თემა, და რახან არ რეაგირებს არც ერთ ჩემს პოსტზე ამ თემაში, "ზნაჩიტ" ვერ გავამართლე მისი იმედები, და აქ არაფერი მესაქმება მეთქი საცოდაობა იქნებოდა, ამხელა გამოცდილება და ასეთი შედეგი გაფანტული ყოფილიყო. კობა, შეკითხვები მაქვს ჯიმა და იქნებ მიპასუხო, ჯერჯერობით ორი იყვეს. კი ძმაო. რაც მეტი შეკითხვები გექნებათ, მით უფრო მეტ ინფორმაციას მოგაწვდით. ბევრი რაღაცის მოყოლა მინდა, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ ეს შეიძლება ვინმეს აინტერესებდეს. რა ღირს ნადირობის ლიცენზია?ვგულისხმობ ცალკეული სანადირო ობიექტების სპეც-ნებართვების გარეშე. წყალმცურავებზე ნადირობის ამსახველი ფაქტების შემდეგ, ვაპირებდი ამ საკითხის (რუსეთში ნადირობის სისტემის) გაშუქებას. მაგრამ, რადგანაც კითხვა დაისვა, დავისყებ ეხლა. თანაც თავიდან. რუსეთში, ნადირობის ნებართვა რომ გქონდეს, უნდა იყო რომელიმე მონადირეთა კავშირის წევრი. შარშან ცოტა შეიცვალა სისტემა და ასეთი წევრობა აუცილებელი არ არის. დაიწყეს გაცემა " მონადირის ერთიანი ბილეთის" (Единный охотничий билет)ю ამისათვის უნდა გაიარო სპეციალური კურსები და ჩააბარო გამოცდები "ნადირობის ცოდნის მინიმუმზე" (Охотминимум). ამის მერე შეგიძლია შეიტანო განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალურ სისტემაში, რომელის იძლევა სანადირო იარაღის შესასყიდ ნებართვას, ლიცენზიას. ასეთი ლიცენზია რომ მოგცენ, მონკავშირის წევრის ბილეთის გარდა, უნდა წარადგინო სამედიცინო ცნობა, ცალკე ცნობები ფსიქო და ნარკოდისპანსერებიდან, რომ, მაგათთან აღრიცხვაზე არა დგეხარ და ამის გარდა საჭიროა ცნობა "უჩასტკოვი" (უბნის) ინსპექტორისგან, რომ, შენ სახლში გაქვს ნორმალური პირობები, იარაღისა და ვაზნების შესანახად ე.ი. გაქვს სეიფი, რომელიც იარაღის სახეობების და რაოდენობის მიხედვით, უნდა ექვემდებარებობდეს სპეციალურ ნორმატივს. იგულისხმება სეიფის კედლების სისქე და საკეტების რაოდენობა. სეიფი კედელზე უნდა იყოს ისე მიმაგრებული, რომ ადვილად არ იხსნებოდეს. ყველაფერ ამას რომ წარადგენ, თვითონ ამოწმებენ შენს ბიოგრაგიას და თუ ნასამართლევი არა ხარ მძიმე დანაშაულზე, გაძლევენ ლიცენზიას. ამ ლიცენზიას 6 ტვის ვადა აქვს და ამ ხნის განმავლობაში უნდა შეიძინო და გააფორმო (დააყენო აღრიცხვაზე) პოლიციაში. სანადირო იარაღის შესასყიდი ლიცენზია წინათ დაახლოებით 8 $ (250 მანეთი) ღირდა. ბოლო დროს მგონი გაძვირდა, მაგრამ არ ვიცი ზუსტად რამდენად. მგონი 500 მანეთი (17 $) გახდა. მერე დავაზუსტებ და შეგატყობინერთ. რუსეთში, არის ლიცენზირებული და არალიცენზირებული ნადირობის ობიექტები. არის "წითელ წიგნში" შეყვანილი ცხოველები და ფრინველები. არალიცენზირებულ ნადირობის ობიექტებზე იძლევიან უბრალო "ნებართვას" (путёвка), ლიცენზირებულზე...ლიცენზიას. ფრინველებიდან ლიცენზირებულია ყრუალა და როჭო (ჩვენს რაიონებში), ცხოველებიდან თითქმის ყველა, კურდღლის გარდა (დათვი, გარეული ღორი, ლოსი, შველი, ირემი, მელა და სხვა ბეწვიანები). მგლის და სხვა მავნებლების დახოცვა შეიძლება ნებისმიერ დროს, როცა ნადირობაა გახსნილია და შენ გაქვს ოფიციალური უფლება (ლიცენზია ან "პუტიოვკა" ) იარაღით მინდვრებში ან ტყეში ყოფნისა. ფასები დაჟე ერთ რაიონში შეიძლება ძან ძლიერ განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, რადგანაც, ყველა "მომხმარებელს", ეს იქნება მონკავშირი თუ კერძო მეურნეობა, თავისი ტარიფი აქვს. მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ სად ნადირობ. შენს მშობლიურ მონკავშირის ტერიტორიაზე, თუ სტუმრად, სხვის მიდამოებში. სტუმრებისთვის ნადირობის ნებართვა გაცილებით ძვირია. ამით მონკავშირები და სხვები, ცდილობენ თავიანთ ორგანიზაციის წევრებად გახადონ ყველანი, ვინც კი, მაგათთან ჩამოვიდა სანადიროდ. საწევრო გადასახადები ყველგან სხვადასხვაა. ჩვენთან 1500 მანეთი (50$). გაწევრიანებაც ამდენივე. შარშან გაზაფხულის სეზონური ნებართვა ღირდა 1500 მანეთი (50$). სტუმრებისთვის 3000 (50$). ყოველდღიური ნებართვა სტუმრებისთვის 400 მანეთი (13 $), აბორიგენებისთვის 50 მან. ამავე დროს მეზობელ მეურნეობაში სტუმრებისთვის ყოველდღიური ნებართვა 1500 მანეთი (50$) ღირდა, სეზონური 3000(100$) გაზაფხულზე, როგორც უკვე ავღნიშნე, ნადირობა იხსნება მცირე ხნით (10 დღით ) და ნებადართულია ნადირობა მამალ იხვებზე-საფარიდან, ფიტულების დახმარებით; ბატეზე, მამალ ტყის ქათამზე - დილის და საღამოს გადმოფრენზე, მამალ როჭოს საფარიდან, ყრუალაზე. მალე ახალი სეზონი გაიხსნება და მოგაწვდით ახალ და ზუსტ ინფორმაციას ფასებზე და პირობებზე. ასევე მაინტერესებს რა ჯდება ბატის იმიტაცია/სატყუარები, "ჩუჩელები"/? თუ დოლარებში დაწერ მთლად უკეთესი. ბატის იმიტაცია/სატყუარები, "ჩუჩელები"/, ჯობია ამერიკიდან გამოიწერო ინტერნეტით. ეგ ფასები გიო, შენ ჩემზე უკეთესად იცი. აქაურ მაღაზიებში, ყველაფერი გაცილებით ძვირია, Edited April 12, 2013 by Коба ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 8, 2013 Author Report Share Posted April 8, 2013 ჩვენი მეგობრები ხშირად მეუბნებიან სამოთხეში ხარო და მე კიდევ ფეხებსა ვჭიმავ, ჯერ ადრეათქო. კაი ხათაბალა ყოფილა ლიცენზიის აღება, თურმე რამდენი ინსტანციის გავლა გიწევს. აქ ძალიან ადვილია, ადვილი კი არა, საერთოდ არავითარი ბარიერი არ არის. მთავარია ამ შტატში ბოლო 6 თვე ცხოვრობდე, თუ მოქალაქე ხარ, მერე მთლად ადვილია ყველაფერი. 50 წელი თუ გაქვს ნაცხოვრები ამ შტატში, ყველანაირი სამონადირეო-სათევზაო ლიცენზია თავის სპეც ნებართვებით უფასოა. როგორც გავიგე შენი დაწერილიდან, ზონებად ყოფილა დაყოფილი პეტერბურგის ოლქი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან დიდ ტერიტორიას მოიცავს და გადანაწილებული აქვთ სანადირო ობიექტები ზონების მიხედვით. ჭკვიანური გამოსავალია. ისე, არ ყოფილა ლიცენზია ძვირი, ნორმალური ფასია, თუ გავითვალისწინებთ სანადირო ობიექტების სიას. ასევე სტუმრის სტატუსით მონადირეებისთვისაც ხელმისაწვდომი ფასები ყოფილა. აქ ატყავებენ სტუმარს, თევზაობის ნებართვას კიდევ რა უშავს, ნადირობისა ძალიან ძვირია. რაც შეეხება ბატების იმიტაციებს, აქაც ძვირია კაცო, ნორმალური ხარისხისა რომ აიღო, აი ისეთი, სროლა რომ მოგინდება და ნამდვილისგან რომ ძლივს გაარჩევ, დაახლოებით 14$ ღირს. წარმოიდგინე რამდენი გჭირდება მინდორში რომ გაშალო. მინიმუმ 50 ცალი ხომ მაინც არის საჭირო? ჰოდა მაგ ფასში გამართულ 01-ის იყიდის კაცი. შეკითხვები ბლომად მაქვს, გამოვიზოგოთ და არ მოგაწყენ, ხშირად შემოგივლი ხოლმე. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 8, 2013 Report Share Posted April 8, 2013 კობა, რას ამბობ?!!!!!!!! რაის თემის დახურვაო??????? თუ კომენტარებს არ ვწერთ, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ არ ვკითხულობთ? პირადად მე ძალიან დიდი ინტერესით ვკითხულობ ყველა შენს პოსტს(არა მარტო ამ თემაში)... კომენტარებს რაც შეეხება ალალად ვიტყვი: ნერწყვის ყლაპვით ვარ დაკავებული და ვერ ვპოსტავ. :alfons: ველიკა სტრანა რასია(ვსმისლე ოხოტნიჩიხ უგოდიი)!!! ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted April 8, 2013 Report Share Posted April 8, 2013 Коба ყველაფერს ვკითხულობთ კობა. თეთრი შურით მშურს შენი სიმართლე გითხრა. მასეთ ადგილებს სიზმარში ვნახულობ ხოლმე მარტო ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted April 8, 2013 Report Share Posted April 8, 2013 რას ამბობ კობა,რა დახურვა,ეგ თემა რომ მაინტერესებს,მაგის გამო უამრავი რუსული ჟურნალი მაქვს გამოწერილი!!!!ვინმემ ხომ არ აწყენინა ამ კაცს!!!! :( ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted April 8, 2013 Report Share Posted April 8, 2013 (edited) ...................................................... ისე, არ ყოფილა ლიცენზია ძვირი, ნორმალური ფასია, თუ გავითვალისწინებთ სანადირო ობიექტების სიას. ასევე სტუმრის სტატუსით მონადირეებისთვისაც ხელმისაწვდომი ფასები ყოფილა. აქ ატყავებენ სტუმარს, თევზაობის ნებართვას კიდევ რა უშავს, ნადირობისა ძალიან ძვირია. ლიცენზიები არ არის ოფიციალურად ძვირი, მაგრამ, მათი დათრევა ფაქტიურად შეუძლებელია უბრალო მონადირისთვის. განსაკუთრებით, დიდი ქალაქებში, ან მათ ახლოს. ლიცენზიების რაოდენობა შეზღუდულია და მათ უმთავრესად აძლევენ მონკავშირებს და სანადირო მეურნეობებს, მათ მიერ ჩატარებულ მუშაობიდან გამომდინარე. ეს ორგანიზაციები კი, ამ ლიცენზიებს ათმაგად და ოცმაგად ყიდიან, რადგანაც ეს არის შემოსავლის მთავარი წყარო. ეს ეხება თითქმის ყველა სახის ლიცენზირებულ ფრინველ-ცხოველზე ნადირობას, როჭოდან დაწყებული, დათვით და ცხენირმით დამთავრებული. მაგალითად, ლიცენზია ჩვენთან დიდ ლოსზე ღირს სადღაც 170$ (5000 მანეთი), ყიდიან 1500$ და უფრო ძვირად. ამას უმთავრესად ყიდულობენ ისეთი კოლექტივები, ვისაც თავიანთი სანადირო ტერიტორიები არ გააჩნიათ, ნადირობა და ხორცი კი უნდათ. იკრიბება 10-15 კაცი და იყოფენ ხარჯებს, რომელიც ლიცენზიის გარდა ითვალისწინებს ხარჯებს მომსახურებაზე. უბრალო მონადირეებისათვის ხელმისაწვდომია მხოლოდ ნადირობის ნებართვები, არალიცენზირებულ ფრინველ-ნადირზე, ისეთებზე, როგორიცაა იხვი, ბატი, ტყის ქათამი, ჭაობის და მინდვრის ფრინველები, კურდღელი. შეკითხვები ბლომად მაქვს, გამოვიზოგოთ და არ მოგაწყენ, ხშირად შემოგივლი ხოლმე. კი ძმიო, "შემოიარე". რაც უფრო "ხშირად შემოივლი", მით უკეთესი Edited April 8, 2013 by Коба ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted April 8, 2013 Report Share Posted April 8, 2013 კობა, რას ამბობ?!!!!!!!! რაის თემის დახურვაო??????? ......................................................... Коба ყველაფერს ვკითხულობთ კობა. თეთრი შურით მშურს შენი სიმართლე გითხრა. მასეთ ადგილებს სიზმარში ვნახულობ ხოლმე მარტო რას ამბობ კობა,რა დახურვა,ეგ თემა რომ მაინტერესებს,მაგის გამო უამრავი რუსული ჟურნალი მაქვს გამოწერილი!!!!ვინმემ ხომ არ აწყენინა ამ კაცს!!!! :( ბიჭებო, ნუ გეშინიათ ეს მე ვიხუმრე, ელჩი რომ გამომეფხიზლებია თორემ გადაიდო ფეხი-ფეხზე იმ ამერიკაში და ამ რუსეთში რა ხდება სულ არ აინტერესებს (აინტერესებდა) ისე იმოქმედა, ხომ ხედავთ გიო, გენაცვალე, მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ რუსეთში არ შემოგესვლება, ორმაგი მონდომებით ვცდილობ ვიაქტიურო ამ თემაში სხვა ჩვენი "თერგდალეულებიც" რომ დაგვიჭერდნენ მხარს, ხომ საერთოდ გადასარევი იქნება. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 8, 2013 Author Report Share Posted April 8, 2013 ვერ დახურავს ამ თემას, ჩემი გახსნილია. აღარ დაწერს თავის "მკვლელობებზე" და მოუწევს ზუგდიდში დადიანების სასახლის წინ საქმის გარჩევა. :d030: ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted April 8, 2013 Report Share Posted April 8, 2013 მაგარი ხარ ელჩი დახურავს და მაგისი აჯობებს (ვხუმრობ რა თმა უნდა) :d030: :d030: გაიხარე კობა კაი კაცი ხარ, რა დახურო კი არა ეს პოსტები მასაზრდობებს იხვებზე ნადირობის სანაცვლოდ! ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted April 8, 2013 Report Share Posted April 8, 2013 კაი, აბა გავაგრძელებ ცოტას, თორემ გაიხსნა ახალი სეზონი და ისაა. ისე წესით ამ შაბათს უნდა გაიხცნას ფსკოვის სამხრეთ რაიონებში, დაგეგმილიც მაქვს გასვლა, მაგრამ.... იმდენი თოვლია ჯერ კიდევ, რომ, ჩემი აზრით გადადებენ გახსნის დღეს. გუშინ იქ მოუთოვია და კიდევ 20 სმ. ახალი თოვლი დაუმატებია. ჩვენთანაც მოთოვა, მაგრამ ოდნავ (5 სმ.), თუმცა, ესეც აღმოჩნდა საკმარისი, რომ არემარე ისევ ზღაპრულად შემოსილიყო. სურათებიც გადავუღე ამ სილამაზეში ძაღლებს. დავდებ ამ დღეებში. როგორც უკვე ავღნიშნე, იხვებზე და განსაკუთრებით ბატებზე სანადიროდ, ხშირად ისეთ ადგილებში შევსულვარ, სადაც ადამიანის ფეხი იშვიათად იყო დადგმული. ავიღებდი კარტას, წინასწარ ამოვირჩევდი შესაფერის ადგილს, დავტვირთავდი ვებერთელა ზურგჩანთას და ასე მივაბაჯბაჯებდი ჭაობში ან ტყეში, კომპასის დახმარებით, რომ რომელიმე, კარტაში ნაპოვნი ტბისთვის მიმეღწია. მართალი გითხრათ, არც მანამდე და არც ამის შემდეგ, ამდენი ტვირთი ზურგით არ მითრევია. მაგრამ სხვა რა გზა მქონდა. ბატებზე ძან მიყვარს ნადირობა, მაგრამ სადაც ადვილი მისასვლელია, იქ ნერვებს მოგიშლიან "რაკოხოდები" (ასე ეძახიან იმათ, ვინც გუგულივით თავის "ბუდეს" (საფარავს) არ აშენებს, პარტიზანივით ჩამოჯდება სხვის გამზადებულ სანადირო ადგილის ახლოს (ორმოებით, ფიტულებით, საყვირებით) და ესვრის სხვის მიერ მოტყუებულ და დაბლა დაშვებულ გუნდებს). ჰოდა, ასე ვსწავლობდი ახალ-ახალ ადგილებს. თუ ადგილი გაამართლებდა, იქ ვტოვებდი ჩემი ტვირთის ნაწილს და შემდეგ, ნელ-ნელა შემქონდა სხვა საჭირო ნივთები და პროდუქტები. ისე ბიჭებო, შეუდარებელი გრძნობაა, როცა ერთი-ერთზე რჩები ბუნებასთან. განსაკუთრებით ჭაობში. იქ გარკვევით ამჩნევ შენს ირგვლივ არსებულ სილამაზეს, სუფთა ჰაერს (მიუხედავად იმისა რომ ნესტიანი ჭაობის ჰაერია), ფრინველთა და ცხოველთა ნებისმიერ გადაადგილებას, ვარსკვლავების კაშკაშს და გალაქტიკის უკიდურესობას. ასეთ ადგილებში, სადაც მობილური არ იჭერს და სრულიად მოწყვეტილი ხარ ცივილიზაციას, აშკარად გრძნობ, რომ შენ ამ სამყაროს ნაწილი ხარ. გრძნობ და გიხარია. ეს სიხარული კიდევ უფრო გიძლიერდება, როცა შეიგრძნებ, რომ, შენ ამ ქვეყანაზე არაფერს არ წარმოადგენ, რომ შენი სოციალური სტატუსი, თუ ადგილი საზოგადეობაში, არაფერს არ ნიშნავს. რომ შენ ხარ ერთი პააააატარა უჯრედი ამ ქვეყანაზე, რომლის დაკარგვაც ბუნებას აბსოლიტურად არ დაეტყობა და არც არფერს შესცვლის ამ ქვეყანაზე. შეიგნებ და გიხარია, რომ, შენ, ღმერთმა მოქცა იმის შანსი, ნახო ყოველივე ეს, დააფასო და გაუფრთხილდე ყოველ იმ წუთს, რომელიც შენთვის არის ნაბოძები. ჩემო ძმებო და დებო! გიყვარდეთ ერთმანეთი, გაუფრთხილდით ბუნებას, ახლობლებს, კეთილისმსურველებს. ეცადეთ დათესოთ სიკეთე და იყავით დარწმუნებული, რომ ეს სიკეთე ღრმა ფესვებს გაიდგამს. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted April 8, 2013 Report Share Posted April 8, 2013 მიუხედავად იმისა, რომ, მალე "დავსპეცდი" დიდი ხურჯინის თრევაში და თავისუფლად შემეძლო დიდი ხანი გამეტარებინა მარტო ჭაობში, მაინც რაღაცა მაკლდა. შემდეგ შემთხვევით ვნახე ერთი განცხადება და მივხვდი, რომ ეს სწორედ ის იყო, რაც მე, როგორც მონადირეს, არ მყოფნიდა. ვნახე და ვიყიდე. ამის მერე, ჩემმა ნადირობამ იხვზე და ბატზე სულ სხვა სახე მიიღო. ჩემს წინ უკვე არ იდგა არავითარი ისეთი შეფერხება, რისი გადალახვა შეუძლებელი ყოფილიყოს. ნახეთ და თქვენ თვითონ შეაფასეთ. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted April 9, 2013 Report Share Posted April 9, 2013 ისე ბიჭებო, შეუდარებელი გრძნობაა, როცა ერთი-ერთზე რჩები ბუნებასთან. განსაკუთრებით ჭაობში. იქ გარკვევით ამჩნევ შენს ირგვლივ არსებულ სილამაზეს, სუფთა ჰაერს (მიუხედავად იმისა რომ ნესტიანი ჭაობის ჰაერია), ფრინველთა და ცხოველთა ნებისმიერ გადაადგილებას, ვარსკვლავების კაშკაშს და გალაქტიკის უკიდურესობას. ასეთ ადგილებში, სადაც მობილური არ იჭერს და სრულიად მოწყვეტილი ხარ ცივილიზაციას, აშკარად გრძნობ, რომ შენ ამ სამყაროს ნაწილი ხარ. გრძნობ და გიხარია. ეს სიხარული კიდევ უფრო გიძლიერდება, როცა შეიგრძნებ, რომ, შენ ამ ქვეყანაზე არაფერს არ წარმოადგენ, რომ შენი სოციალური სტატუსი, თუ ადგილი საზოგადეობაში, არაფერს არ ნიშნავს. რომ შენ ხარ ერთი პააააატარა უჯრედი ამ ქვეყანაზე, რომლის დაკარგვაც ბუნებას აბსოლიტურად არ დაეტყობა და არც არფერს შესცვლის ამ ქვეყანაზე. შეიგნებ და გიხარია, რომ, შენ, ღმერთმა მოქცა იმის შანსი, ნახო ყოველივე ეს, დააფასო და გაუფრთხილდე ყოველ იმ წუთს, რომელიც შენთვის არის ნაბოძები. ჩემო ძმებო და დებო! გიყვარდეთ ერთმანეთი, გაუფრთხილდით ბუნებას, ახლობლებს, კეთილისმსურველებს. ეცადეთ დათესოთ სიკეთე და იყავით დარწმუნებული, რომ ეს სიკეთე ღრმა ფესვებს გაიდგამს. გეხუტე კობა! ძალიან ღრმად ჩადი სულში! ყველა ადამიანმა უნდა იცოდეს ეს. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.