avto 106 Posted April 9, 2013 Report Share Posted April 9, 2013 მიუხედავად იმისა, რომ, მალე "დავსპეცდი" დიდი ხურჯინის თრევაში და თავისუფლად შემეძლო დიდი ხანი გამეტარებინა მარტო ჭაობში, მაინც რაღაცა მაკლდა. შემდეგ შემთხვევით ვნახე ერთი განცხადება და მივხვდი, რომ ეს სწორედ ის იყო, რაც მე, როგორც მონადირეს, არ მყოფნიდა. ვნახე და ვიყიდე. ამის მერე, ჩემმა ნადირობამ იხვზე და ბატზე სულ სხვა სახე მიიღო. ჩემს წინ უკვე არ იდგა არავითარი ისეთი შეფერხება, რისი გადალახვა შეუძლებელი ყოფილიყოს. ნახეთ და თქვენ თვითონ შეაფასეთ. ,,ტანკით,, ნადირობ კაცო? გული მიგრძნობს შენ მალე ავიაციის სურათებსაც დადებ ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 9, 2013 Author Report Share Posted April 9, 2013 (edited) ვინ ვის სატყუარას მოჰყვა, მაგას უკვე ვხედავთ. ვამაყობ შენით კობა. მაგარი ხარ. :yes: პ.ს. ამას მძიმე არტილერია არ ჰქვია ძმაო, ხშირ და შეუნელებელ დაბომბვაზე ხარ გადმოსული ჯიმა. Edited April 9, 2013 by ელჩი ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted April 9, 2013 Report Share Posted April 9, 2013 ვა ვაა ეს უკვე სერიოზულია... გაიხარე კობა ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted April 9, 2013 Report Share Posted April 9, 2013 მაგარია კობა!!!!!სერიოზული ტექნიკაა,მეც მიყვარს ჭაობებში ბოდიალი,ისეთ ადგილებში შევდივარ,სადაც კომპასი აუცილებელი ინსტრუმენტია!!!!მე ფეხით დავდივარ,და ისეთი დატვირთვაა,ერთი დღის ნადირობის შემდეგ,ორი დღე აღარ ვარგივარ,სამაგიეროდ ასეთი ექსტრიმი ჩემს დიაბეტს უხდება ძალიან და რაც სისხლში ზედმეტი გლუკოზა მაქვს სულ იწვება!!!!ყოველ წელს უფრო და უფრო ვართულებ მარშრუტს,ასე ვცდილობ ნაკლებად მოვაშლევინო არამონადირეებს ნერვები,მაგრამ ასაკმაც მიმატა და რამდენად გავქაჩავ მომავალში არ ვიცი!!! :( ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted April 9, 2013 Report Share Posted April 9, 2013 ძალიან ლამაზად წერ კობა,ღმერთმა დიდხან და განუყრელად გამყოფოს ამ ბუნების ის პატარა უჯრედი რომელზეც ზემოთ შენს პოსტში საუბრობდი ! ვინა სთქვა ქართველებს მეზარბაზენი არა ჰყავთოო ჰაააა,ეს რა არი კაცო მართლა ტანკით ნადიროოობ,B-2 იც ხომ არ გყავს სადმე დამალული :* ციტირება Link to post Share on other sites
kakulia 0 Posted April 9, 2013 Report Share Posted April 9, 2013 ამ ბრონიტრანპარტიორს ნაღდად არ ველოდი კობა.ჩაგეტვალა ძმაო მაგარი ხარ B) ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted April 9, 2013 Report Share Posted April 9, 2013 ისე ბიჭებო, შეუდარებელი გრძნობაა, როცა ერთი-ერთზე რჩები ბუნებასთან. განსაკუთრებით ჭაობში. იქ გარკვევით ამჩნევ შენს ირგვლივ არსებულ სილამაზეს, სუფთა ჰაერს (მიუხედავად იმისა რომ ნესტიანი ჭაობის ჰაერია), ფრინველთა და ცხოველთა ნებისმიერ გადაადგილებას, ვარსკვლავების კაშკაშს და გალაქტიკის უკიდურესობას. ასეთ ადგილებში, სადაც მობილური არ იჭერს და სრულიად მოწყვეტილი ხარ ცივილიზაციას, აშკარად გრძნობ, რომ შენ ამ სამყაროს ნაწილი ხარ. გრძნობ და გიხარია. ეს სიხარული კიდევ უფრო გიძლიერდება, როცა შეიგრძნებ, რომ, შენ ამ ქვეყანაზე არაფერს არ წარმოადგენ, რომ შენი სოციალური სტატუსი, თუ ადგილი საზოგადეობაში, არაფერს არ ნიშნავს. რომ შენ ხარ ერთი პააააატარა უჯრედი ამ ქვეყანაზე, რომლის დაკარგვაც ბუნებას აბსოლიტურად არ დაეტყობა და არც არფერს შესცვლის ამ ქვეყანაზე. შეიგნებ და გიხარია, რომ, შენ, ღმერთმა მოქცა იმის შანსი, ნახო ყოველივე ეს, დააფასო და გაუფრთხილდე ყოველ იმ წუთს, რომელიც შენთვის არის ნაბოძები. ჩემო ძმებო და დებო! გიყვარდეთ ერთმანეთი, გაუფრთხილდით ბუნებას, ახლობლებს, კეთილისმსურველებს. ეცადეთ დათესოთ სიკეთე და იყავით დარწმუნებული, რომ ეს სიკეთე ღრმა ფესვებს გაიდგამს. ამას ვერ გაქსწავლის ვერავინ, ეს შენში უნდა იყოს, ცამდე მართალი ხარ კობა ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted April 9, 2013 Report Share Posted April 9, 2013 ბიჯო ბიბჯოოო :D ეს რა ვნახე! მუღამიც ამას ქვია! საღოლ კობა შენ ყუმბარებიც გექნება ჯიბეში დამალული წარმომიდგენია შენ რა ნაჟუჟი გყავს წყალმცურავები ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted April 9, 2013 Report Share Posted April 9, 2013 შანსი რამდენი ქონდა ამ იხვს? მგონი 0% ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted April 9, 2013 Report Share Posted April 9, 2013 :208shok: ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 9, 2013 Author Report Share Posted April 9, 2013 კობა, აღიარე რომ ან რუისელი ხარ, ან სვანი. ეგეთი ორიცალი მყაან ბოსტანში დამარხული და 30-ათ წლიანი კეხურა გვიდგია ბაღში, იმი ძირში კიდე T 34 არი დაფლული. ზეთს ვასხავთ ხოლმე დილაობით. საღოლ ძმაო. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted April 9, 2013 Report Share Posted April 9, 2013 ,,ტანკით,, ნადირობ კაცო? ვნადირობდი, ავთო! ძაღლი რომ ავიყვანე მას შემდეგ "ტანკიც" გავყიდე და კარაბინიც. ამ პერიოდიდან, ჩემთვის ნადირობამ რაღაც ხელოვნების სახე მიიღო. სინამდვილეში ასეც არის - ნადირობა მეძებარ ძაღლთან ტანდემში, ჩემთვის ხელოვნების ერთ-ერთი სახეობაა, სადაც ყოველმა მხარემ ზუსტად უნდა იცოდეს თავისი როლი და მაქსიმალურად გამოამჟღავნოს თავისი უნარი და ტალანტი. მე უაღრეს სიამოვნებას ვგრძნობ, როცა ვხედავ შედეგს, ჩემი, როგორც "რეჟისორის", ჩაყრილი შრომისა. საერთოდ მივატოვე სიარული ისეთ ნადირობებზე, სადაც ჩემს ძაღლებს ვერ გამოვიყენებ (მაგალითად, კოშკიდან ნადირობა). გული მიგრძნობს შენ მალე ავიაციის სურათებსაც დადებ არა, ამას ვერ დაგპირდებით ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted April 9, 2013 Report Share Posted April 9, 2013 ვინ ვის სატყუარას მოჰყვა, მაგას უკვე ვხედავთ. ვამაყობ შენით კობა. ...................................................................... კი გიო, მართალი ხარ. შენ ხარ ძმაო პირველ რიგში, და "ბრაუნინგი", ის "სატყუარა", რამაც ჩემზე იმოქმედა . მე მყოფნის აქაურ (რუსულ-ბელორუსულ-უკრაინულ) საიტებში "ობშჩენია", მაგრამ, როდესაც, თქვენი სითბო და სიყვარულით, თანაც, ღრმა შინაარსით, გაჟღენთილი პოსტები ვნახე აქ, გულმა ვერ მომითმინა და გადავწყვიტე გვერდში დაგდგომოდით ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted April 9, 2013 Author Report Share Posted April 9, 2013 Коба ჩვენი სიძლიერე, ერთად ყოფნაშია და ერთმანეთის გვერდში დგომაში. გაიხარე გენაცვალე. ერთად მივაწვეთ ამ ცხოვრებას. მხოლოდ წინ!!!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted April 9, 2013 Report Share Posted April 9, 2013 (edited) მაგარია კობა!!!!!სერიოზული ტექნიკაა, ტექნიკაა მართლაც სერიოზულია და ჩვენს დაჭაობებულ რუსეთის ჩრდილოეთში შეუდარებელი საშუალებაა. ისეთ გაუვალ ადგილებში ვარ ნამყოფი, რომ ბევრ "რობინზონს" შეშურდებოდა. სოფლის გზებზე 70-80 კმ/სთ სიჩქარეს ვანვითარდებდით, წყალში დაცურავს, ჭაობში არ იძირება, ნებისმიერ ჩახერგილ წინააღმდეგობას ძლევს. ნებისმიერი რაოდენობის ტვირთი შეგიძლია ჩადო, ისე რომ, ტყე-ჭაობში არაფრის ნაკლებობა არ იგრძნო. უკან 3 საძილე ადგილი მქონდა გაკეთებული, თავის ღუმელთან ერთად. 20-25 კაცი თავისულად შეგიძლია შეიყვანო სადაც გინდა (მაგალითად, ზამთარში, კოლექტიური ნადირობის დროს). ჩვენ უმთავრესად ორნი ან სამნი დავდიოდით. ძნელია აღწერო სიტყვებით ის სიამოვნება, რასაც განიცდი, მაგალითად, ცივ, ყინვიან, გაზაფხულის ღამეს, როცა შუა ჭაობში ხარ, ზიხარ გახურებულ "კუზავოში", ურახუნებ არაყს და ისმენ ბატების და იხვების ჟივილ-ყივილს, რომლებიც შენი საფარის ირგვლივ, შენს მიერ განლაგებულ ფიტულებს გვერდში უჯდებიან. მეც მიყვარს ჭაობებში ბოდიალი,ისეთ ადგილებში შევდივარ,სადაც კომპასი აუცილებელი ინსტრუმენტია!!!!მე ფეხით დავდივარ,და ისეთი დატვირთვაა,ერთი დღის ნადირობის შემდეგ,ორი დღე აღარ ვარგივარ,სამაგიეროდ ასეთი ექსტრიმი ჩემს დიაბეტს უხდება ძალიან და რაც სისხლში ზედმეტი გლუკოზა მაქვს სულ იწვება!!!!ყოველ წელს უფრო და უფრო ვართულებ მარშრუტს,ასე ვცდილობ ნაკლებად მოვაშლევინო არამონადირეებს ნერვები,მაგრამ ასაკმაც მიმატა და რამდენად გავქაჩავ მომავალში არ ვიცი!!! :( რაც უფრო ვბერდებით ჩემო მამუკა, მით უფრო მეტი უნდა ვიმოძრაოთ . სხვანაირად უარესი იქნება. მეც, ნადირობა დიდი ავადნყოფობის შემდეგ დავიწყე. როგორც უკვე მაქვს ნათქვამი, სპეციალურად შევდიოდი და ვრჩებოდი კარგა ხნით, ჭაობში თუ ტყეში, ნებისმიერ ამინდში და წლის ნებისმიერ მონაკვეთში. ამან ორგანიზმი გამიკაჟა. "ტანკმა" კი ისევ გამაზარმაცა და გადავწყვიტე ძაღლები ამეყვანა. გინდა, თუ არ გინდა, მაგენი გაიძულებენ უფრო მეტი იმოძრაო. განსაკუთრებით, თუ გინდა Edited April 9, 2013 by Коба ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted April 9, 2013 Report Share Posted April 9, 2013 შანსი რამდენი ქონდა ამ იხვს? მგონი 0% "ტანკიდან" არასდროს მისვრია ფრინველისთვის, თუ მას საფარად არ ვიყენებდი. ამ იხვს ისეთივე შანსი ჰქონდა, როგორც უმრავლესობას. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted April 9, 2013 Report Share Posted April 9, 2013 ბიჯო ბიბჯოოო :D ეს რა ვნახე! მუღამიც ამას ქვია! საღოლ კობა შენ ყუმბარებიც გექნება ჯიბეში დამალული წარმომიდგენია შენ რა ნაჟუჟი გყავს წყალმცურავები გვარიანად ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted April 9, 2013 Report Share Posted April 9, 2013 კობა, აღიარე რომ ან რუისელი ხარ, ან სვანი. ეგეთი ორიცალი მყაან ბოსტანში დამარხული და 30-ათ წლიანი კეხურა გვიდგია ბაღში, იმი ძირში კიდე T 34 არი დაფლული. ზეთს ვასხავთ ხოლმე დილაობით. საღოლ ძმაო. როგორ ყველაფერი ამ მეგრელებმა უნდა გასწავლოთ რუისელებს - ადექით და იმ კეხურას მაგივრად, მაგ "T-34"-ის თავზე "ზეთის ხე" დარგეთ. მოგეხსნებათ დილ-დილაობით ტანკის გაზეთვის პრობლემა ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted April 9, 2013 Report Share Posted April 9, 2013 აუ, სასწაულია, იუტუბზე მენახა, მაგრამ ჩვენს ფორუმელსაც თუ ექნებოდა ნანადირევი მსგავსად, ვერ წარმოვიდგენდი. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted April 10, 2013 Report Share Posted April 10, 2013 Коба ჩვენი სიძლიერე, ერთად ყოფნაშია და ერთმანეთის გვერდში დგომაში. გაიხარე გენაცვალე. ერთად მივაწვეთ ამ ცხოვრებას. მხოლოდ წინ!!!!!!! [/color] გაიხარე ჩემო გიორგი ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted April 10, 2013 Report Share Posted April 10, 2013 ბრავო კობა!!!!! B) ციტირება Link to post Share on other sites
jaba 2 Posted April 10, 2013 Report Share Posted April 10, 2013 მიუხედავად იმისა, რომ, მალე "დავსპეცდი" დიდი ხურჯინის თრევაში და თავისუფლად შემეძლო დიდი ხანი გამეტარებინა მარტო ჭაობში, მაინც რაღაცა მაკლდა. შემდეგ შემთხვევით ვნახე ერთი განცხადება და მივხვდი, რომ ეს სწორედ ის იყო, რაც მე, როგორც მონადირეს, არ მყოფნიდა. ვნახე და ვიყიდე. ამის მერე, ჩემმა ნადირობამ იხვზე და ბატზე სულ სხვა სახე მიიღო. ჩემს წინ უკვე არ იდგა არავითარი ისეთი შეფერხება, რისი გადალახვა შეუძლებელი ყოფილიყოს. ნახეთ და თქვენ თვითონ შეაფასეთ. აი მალადეც ძმაო.ჩვენთან მასეთით რომ წყალში ჩახვიდე ეგრევე ბომბდამშენი დაგაჯდება კეფაზე.ომი ეგონებათ ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted April 12, 2013 Report Share Posted April 12, 2013 რუსეთში გაზაფხულზე სანადიროდ ნებადართული ფრინველების სახეობები: ბატი იხვი (ნებისმიერი სახეობის, ოღონდ, მხოლოდ მამალი) ტყის ქათამი - ვალდშნეპი ყრუალა (მხოლოდ მამალი და სპეციალური ლიცენზიით) როჭო (მხოლოდ მამალი და სპეციალური ლიცენზიით) სამწუხაროდ, გაზაფხულზე აყვანილის სურათი არა მაქვს. ახლო მომავალში შევეცდები მოვინადირო და დავდებ სურათს. ციტირება Link to post Share on other sites
იეტი 1 Posted April 12, 2013 Report Share Posted April 12, 2013 Коба საინტერესოა როგორ და რის მეშვეობით კონტროლდება რომ მოიკვლება მხოლოდ მამალი ეგზემპლარები? ციტირება Link to post Share on other sites
lander 2 Posted April 12, 2013 Report Share Posted April 12, 2013 მაგარია კობა ეს ტანკი ვააბშე მაგარია რა, გადაუჯოკრე მრეწავ მონადირეებს ტექნიკაში :clapping: ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.