Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

მიუხედავად იმისა, რომ, მალე "დავსპეცდი" დიდი ხურჯინის თრევაში და თავისუფლად შემეძლო დიდი ხანი გამეტარებინა მარტო ჭაობში, მაინც რაღაცა მაკლდა. შემდეგ შემთხვევით ვნახე ერთი განცხადება და მივხვდი, რომ ეს სწორედ ის იყო, რაც მე, როგორც მონადირეს, არ მყოფნიდა. ვნახე და ვიყიდე. ამის მერე, ჩემმა ნადირობამ იხვზე და ბატზე სულ სხვა სახე მიიღო. ჩემს წინ უკვე არ იდგა არავითარი ისეთი შეფერხება, რისი გადალახვა შეუძლებელი ყოფილიყოს.

ნახეთ და თქვენ თვითონ შეაფასეთ.

 

 

i-1385.jpg

 

,,ტანკით,, ნადირობ კაცო? :d030: გული მიგრძნობს შენ მალე ავიაციის სურათებსაც დადებ :scratchchin:

Link to post
Share on other sites
  • Replies 276
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ვინ ვის სატყუარას მოჰყვა, მაგას უკვე ვხედავთ. :old:

 

 

ვამაყობ შენით კობა.

 

 

მაგარი ხარ. :yes: :yes: :yes:

 

პ.ს. ამას მძიმე არტილერია არ ჰქვია ძმაო, ხშირ და შეუნელებელ დაბომბვაზე ხარ გადმოსული ჯიმა.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

მაგარია კობა!!!!!სერიოზული ტექნიკაა,მეც მიყვარს ჭაობებში ბოდიალი,ისეთ ადგილებში შევდივარ,სადაც კომპასი აუცილებელი ინსტრუმენტია!!!!მე ფეხით დავდივარ,და ისეთი დატვირთვაა,ერთი დღის ნადირობის შემდეგ,ორი დღე აღარ ვარგივარ,სამაგიეროდ ასეთი ექსტრიმი ჩემს დიაბეტს უხდება ძალიან და რაც სისხლში ზედმეტი გლუკოზა მაქვს სულ იწვება!!!!ყოველ წელს უფრო და უფრო ვართულებ მარშრუტს,ასე ვცდილობ ნაკლებად მოვაშლევინო არამონადირეებს ნერვები,მაგრამ ასაკმაც მიმატა და რამდენად გავქაჩავ მომავალში არ ვიცი!!! :(

Link to post
Share on other sites

ძალიან ლამაზად წერ კობა,ღმერთმა დიდხან და განუყრელად გამყოფოს ამ ბუნების ის პატარა უჯრედი რომელზეც ზემოთ შენს პოსტში საუბრობდი ! :yes:

 

ვინა სთქვა ქართველებს მეზარბაზენი არა ჰყავთოო ჰაააა,ეს რა არი კაცო მართლა ტანკით ნადიროოობ,B-2 იც ხომ არ გყავს სადმე დამალული :* :*

Link to post
Share on other sites

 

ისე ბიჭებო, შეუდარებელი გრძნობაა, როცა ერთი-ერთზე რჩები ბუნებასთან. განსაკუთრებით ჭაობში. იქ გარკვევით ამჩნევ შენს ირგვლივ არსებულ სილამაზეს, სუფთა ჰაერს (მიუხედავად იმისა რომ ნესტიანი ჭაობის ჰაერია), ფრინველთა და ცხოველთა ნებისმიერ გადაადგილებას, ვარსკვლავების კაშკაშს და გალაქტიკის უკიდურესობას. ასეთ ადგილებში, სადაც მობილური არ იჭერს და სრულიად მოწყვეტილი ხარ ცივილიზაციას, აშკარად გრძნობ, რომ შენ ამ სამყაროს ნაწილი ხარ. გრძნობ და გიხარია. ეს სიხარული კიდევ უფრო გიძლიერდება, როცა შეიგრძნებ, რომ, შენ ამ ქვეყანაზე არაფერს არ წარმოადგენ, რომ შენი სოციალური სტატუსი, თუ ადგილი საზოგადეობაში, არაფერს არ ნიშნავს. რომ შენ ხარ ერთი პააააატარა უჯრედი ამ ქვეყანაზე, რომლის დაკარგვაც ბუნებას აბსოლიტურად არ დაეტყობა და არც არფერს შესცვლის ამ ქვეყანაზე. შეიგნებ და გიხარია, რომ, შენ, ღმერთმა მოქცა იმის შანსი, ნახო ყოველივე ეს, დააფასო და გაუფრთხილდე ყოველ იმ წუთს, რომელიც შენთვის არის ნაბოძები.

 

ჩემო ძმებო და დებო! გიყვარდეთ ერთმანეთი, გაუფრთხილდით ბუნებას, ახლობლებს, კეთილისმსურველებს. ეცადეთ დათესოთ სიკეთე და იყავით დარწმუნებული, რომ ეს სიკეთე ღრმა ფესვებს გაიდგამს.

 

ამას ვერ გაქსწავლის ვერავინ, ეს შენში უნდა იყოს, ცამდე მართალი ხარ კობა

Link to post
Share on other sites

i-1387.jpg

 

ბიჯო ბიბჯოოო :D ეს რა ვნახე! მუღამიც ამას ქვია! საღოლ კობა :yes:

 

შენ ყუმბარებიც გექნება ჯიბეში დამალული :)

 

წარმომიდგენია შენ რა ნაჟუჟი გყავს წყალმცურავები

Link to post
Share on other sites

კობა, აღიარე რომ ან რუისელი ხარ, ან სვანი.

 

ეგეთი ორიცალი მყაან ბოსტანში დამარხული და 30-ათ წლიანი კეხურა გვიდგია ბაღში, იმი ძირში კიდე T 34 არი დაფლული.

ზეთს ვასხავთ ხოლმე დილაობით. :d030:

 

 

საღოლ ძმაო. :friends:

Link to post
Share on other sites

,,ტანკით,, ნადირობ კაცო? :d030:

 

ვნადირობდი, ავთო! ძაღლი რომ ავიყვანე მას შემდეგ "ტანკიც" გავყიდე და კარაბინიც. ამ პერიოდიდან, ჩემთვის ნადირობამ რაღაც ხელოვნების სახე მიიღო. სინამდვილეში ასეც არის - ნადირობა მეძებარ ძაღლთან ტანდემში, ჩემთვის ხელოვნების ერთ-ერთი სახეობაა, სადაც ყოველმა მხარემ ზუსტად უნდა იცოდეს თავისი როლი და მაქსიმალურად გამოამჟღავნოს თავისი უნარი და ტალანტი.

მე უაღრეს სიამოვნებას ვგრძნობ, როცა ვხედავ შედეგს, ჩემი, როგორც "რეჟისორის", ჩაყრილი შრომისა. საერთოდ მივატოვე სიარული ისეთ ნადირობებზე, სადაც ჩემს ძაღლებს ვერ გამოვიყენებ (მაგალითად, კოშკიდან ნადირობა).

 

გული მიგრძნობს შენ მალე ავიაციის სურათებსაც დადებ :scratchchin:

 

არა, ამას ვერ დაგპირდებით :alfons:

Link to post
Share on other sites

ვინ ვის სატყუარას მოჰყვა, მაგას უკვე ვხედავთ. :old:

 

ვამაყობ შენით კობა.

......................................................................

 

კი გიო, მართალი ხარ. შენ ხარ ძმაო პირველ რიგში, და "ბრაუნინგი", ის "სატყუარა", რამაც ჩემზე იმოქმედა :karochera: . მე მყოფნის აქაურ (რუსულ-ბელორუსულ-უკრაინულ) საიტებში "ობშჩენია", მაგრამ, როდესაც, თქვენი სითბო და სიყვარულით, თანაც, ღრმა შინაარსით, გაჟღენთილი პოსტები ვნახე აქ, გულმა ვერ მომითმინა და გადავწყვიტე გვერდში დაგდგომოდით :friends:

Link to post
Share on other sites

Коба

 

ჩვენი სიძლიერე, ერთად ყოფნაშია და ერთმანეთის გვერდში დგომაში.

 

გაიხარე გენაცვალე. :friends:

 

ერთად მივაწვეთ ამ ცხოვრებას.

 

მხოლოდ წინ!!!!!!!

Link to post
Share on other sites

მაგარია კობა!!!!!სერიოზული ტექნიკაა,

 

ტექნიკაა მართლაც სერიოზულია და ჩვენს დაჭაობებულ რუსეთის ჩრდილოეთში შეუდარებელი საშუალებაა. ისეთ გაუვალ ადგილებში ვარ ნამყოფი, რომ ბევრ "რობინზონს" შეშურდებოდა. სოფლის გზებზე 70-80 კმ/სთ სიჩქარეს ვანვითარდებდით, წყალში დაცურავს, ჭაობში არ იძირება, ნებისმიერ ჩახერგილ წინააღმდეგობას ძლევს. ნებისმიერი რაოდენობის ტვირთი შეგიძლია ჩადო, ისე რომ, ტყე-ჭაობში არაფრის ნაკლებობა არ იგრძნო. უკან 3 საძილე ადგილი მქონდა გაკეთებული, თავის ღუმელთან ერთად. 20-25 კაცი თავისულად შეგიძლია შეიყვანო სადაც გინდა (მაგალითად, ზამთარში, კოლექტიური ნადირობის დროს). ჩვენ უმთავრესად ორნი ან სამნი დავდიოდით. ძნელია აღწერო სიტყვებით ის სიამოვნება, რასაც განიცდი, მაგალითად, ცივ, ყინვიან, გაზაფხულის ღამეს, როცა შუა ჭაობში ხარ, ზიხარ გახურებულ "კუზავოში", ურახუნებ არაყს და ისმენ ბატების და იხვების ჟივილ-ყივილს, რომლებიც შენი საფარის ირგვლივ, შენს მიერ განლაგებულ ფიტულებს გვერდში უჯდებიან.

 

 

i-1385.jpg

 

მეც მიყვარს ჭაობებში ბოდიალი,ისეთ ადგილებში შევდივარ,სადაც კომპასი აუცილებელი ინსტრუმენტია!!!!მე ფეხით დავდივარ,და ისეთი დატვირთვაა,ერთი დღის ნადირობის შემდეგ,ორი დღე აღარ ვარგივარ,სამაგიეროდ ასეთი ექსტრიმი ჩემს დიაბეტს უხდება ძალიან და რაც სისხლში ზედმეტი გლუკოზა მაქვს სულ იწვება!!!!ყოველ წელს უფრო და უფრო ვართულებ მარშრუტს,ასე ვცდილობ ნაკლებად მოვაშლევინო არამონადირეებს ნერვები,მაგრამ ასაკმაც მიმატა და რამდენად გავქაჩავ მომავალში არ ვიცი!!! :(

 

რაც უფრო ვბერდებით ჩემო მამუკა, მით უფრო მეტი უნდა ვიმოძრაოთ :old: . სხვანაირად უარესი იქნება. მეც, ნადირობა დიდი ავადნყოფობის შემდეგ დავიწყე. როგორც უკვე მაქვს ნათქვამი, სპეციალურად შევდიოდი და ვრჩებოდი კარგა ხნით, ჭაობში თუ ტყეში, ნებისმიერ ამინდში და წლის ნებისმიერ მონაკვეთში. ამან ორგანიზმი გამიკაჟა. "ტანკმა" კი ისევ გამაზარმაცა და გადავწყვიტე ძაღლები ამეყვანა. გინდა, თუ არ გინდა, მაგენი გაიძულებენ უფრო მეტი იმოძრაო. განსაკუთრებით, თუ გინდა ;)

Edited by Коба
Link to post
Share on other sites

შანსი რამდენი ქონდა ამ იხვს? მგონი 0% :sa::haha:

 

"ტანკიდან" არასდროს მისვრია ფრინველისთვის, თუ მას საფარად არ ვიყენებდი. ამ იხვს ისეთივე შანსი ჰქონდა, როგორც უმრავლესობას.

Link to post
Share on other sites

ბიჯო ბიბჯოოო :D ეს რა ვნახე! მუღამიც ამას ქვია! საღოლ კობა :yes:

 

შენ ყუმბარებიც გექნება ჯიბეში დამალული :)

 

წარმომიდგენია შენ რა ნაჟუჟი გყავს წყალმცურავები

 

გვარიანად :karochera:

Link to post
Share on other sites

კობა, აღიარე რომ ან რუისელი ხარ, ან სვანი.

 

ეგეთი ორიცალი მყაან ბოსტანში დამარხული და 30-ათ წლიანი კეხურა გვიდგია ბაღში, იმი ძირში კიდე T 34 არი დაფლული.

ზეთს ვასხავთ ხოლმე დილაობით. :d030:

 

 

საღოლ ძმაო. :friends:

 

როგორ ყველაფერი ამ მეგრელებმა უნდა გასწავლოთ რუისელებს - ადექით და იმ კეხურას მაგივრად, მაგ "T-34"-ის თავზე "ზეთის ხე" დარგეთ. მოგეხსნებათ დილ-დილაობით ტანკის გაზეთვის პრობლემა :d030::crazy:

Link to post
Share on other sites

აუ, სასწაულია, იუტუბზე მენახა, მაგრამ ჩვენს ფორუმელსაც თუ ექნებოდა ნანადირევი მსგავსად, ვერ წარმოვიდგენდი.

Link to post
Share on other sites

Коба

 

ჩვენი სიძლიერე, ერთად ყოფნაშია და ერთმანეთის გვერდში დგომაში.

გაიხარე გენაცვალე. :friends:

 

ერთად მივაწვეთ ამ ცხოვრებას.

 

მხოლოდ წინ!!!!!!!

[/color]

 

გაიხარე ჩემო გიორგი :friends:

Link to post
Share on other sites

მიუხედავად იმისა, რომ, მალე "დავსპეცდი" დიდი ხურჯინის თრევაში და თავისუფლად შემეძლო დიდი ხანი გამეტარებინა მარტო ჭაობში, მაინც რაღაცა მაკლდა. შემდეგ შემთხვევით ვნახე ერთი განცხადება და მივხვდი, რომ ეს სწორედ ის იყო, რაც მე, როგორც მონადირეს, არ მყოფნიდა. ვნახე და ვიყიდე. ამის მერე, ჩემმა ნადირობამ იხვზე და ბატზე სულ სხვა სახე მიიღო. ჩემს წინ უკვე არ იდგა არავითარი ისეთი შეფერხება, რისი გადალახვა შეუძლებელი ყოფილიყოს.

ნახეთ და თქვენ თვითონ შეაფასეთ.

 

i-1387.jpg

 

 

აი მალადეც ძმაო.ჩვენთან მასეთით რომ წყალში ჩახვიდე ეგრევე ბომბდამშენი დაგაჯდება კეფაზე.ომი ეგონებათ

Link to post
Share on other sites

რუსეთში გაზაფხულზე სანადიროდ ნებადართული ფრინველების სახეობები:

 

ბატი

 

i-1386.jpg

 

იხვი (ნებისმიერი სახეობის, ოღონდ, მხოლოდ მამალი)

 

i-1412.jpg

 

ტყის ქათამი - ვალდშნეპი

 

i-1215.jpg

 

ყრუალა (მხოლოდ მამალი და სპეციალური ლიცენზიით)

 

i-1223.jpg

 

როჭო (მხოლოდ მამალი და სპეციალური ლიცენზიით)

 

სამწუხაროდ, გაზაფხულზე აყვანილის სურათი არა მაქვს. ახლო მომავალში შევეცდები მოვინადირო და დავდებ სურათს.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...