lander 2 Posted May 11, 2013 Report Share Posted May 11, 2013 მალადეც კობა მაგარი კადრია, სნაიპერი ხარ კარგი ნასროლია რა მშვენივრად დატრიალდა ჰაერში კარგი იყო. :yes: ციტირება Link to post Share on other sites
duta 0 Posted May 11, 2013 Report Share Posted May 11, 2013 Коба მაგარია ბ.ნ კობა, მაგარი ნასროლია :yes: ციტირება Link to post Share on other sites
hunter1993 0 Posted May 11, 2013 Report Share Posted May 11, 2013 :yes: :yes: მაგარი კადრია... ისეთი მაგარი რომ ხუთჯერ გადავახვიე ციტირება Link to post Share on other sites
sniper 0 Posted May 11, 2013 Report Share Posted May 11, 2013 სუპერ ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 11, 2013 Report Share Posted May 11, 2013 ოთხივე პირველ-პირველი ნასროლით მოვხსენი. მართალი გითხრათ ეს რიგით მეორე და ყველაზე ადვილი მოსანადირებელი იყო, იმის გამო, რომ, ზუსატად ჩემსკენ გადმოფრინდა. დანარჩენებისთვის უფრო დიდ მანძილზე და გვერდულად მექნა სასროლი. "მანიტუ" იყო ჩემს მხარეს. ძალიან უნდოდა, რომ თქვენთვის ასეთი კადრები გადამეღო. ახლო მომავალში გავალ საღამოს სპეციალურად (უთოფოდ რასაკვირველია) და უკვე ვიდეოკამერით გადავუღებ როლიკს, სადაც იმედი მაქვს, რომ ვალდშნეპის საქორწილო ძახილსაც მოგასმენინებთ. ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 11, 2013 Report Share Posted May 11, 2013 ოთხივე პირველ-პირველი ნასროლით მოვხსენი. მართალი გითხრათ ეს რიგით მეორე და ყველაზე ადვილი მოსანადირებელი იყო, იმის გამო, რომ, ზუსატად ჩემსკენ გადმოფრინდა. დანარჩენებისთვის უფრო დიდ მანძილზე და გვერდულად მექნა სასროლი. "მანიტუ" იყო ჩემს მხარეს. ძალიან უნდოდა, რომ თქვენთვის ასეთი კადრები გადამეღო. ახლო მომავალში გავალ საღამოს სპეციალურად (უთოფოდ რასაკვირველია) და უკვე ვიდეოკამერით გადავუღებ როლიკს, სადაც იმედი მაქვს, რომ ვალდშნეპის საქორწილო ძახილსაც მოგასმენინებთ. მადლობა კობა ჩვენთვის საინტერესო ვოდეოსთვის! ყველა როლიკი ნანახი მაქვს შენი ატვირთული და თეთრი შურით მშურს შენი. კაი მონადირე ხარ გეხუტე! ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted May 11, 2013 Report Share Posted May 11, 2013 კობა,მადლობა ძამიკო,მაგრად ვისიამოვნე!!!!!ამაღამ რა დამაძინებს არ ვიცი!!!!! ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted May 11, 2013 Report Share Posted May 11, 2013 კობა,მადლობა ძამიკო,მაგრად ვისიამოვნე!!!!!ამაღამ რა დამაძინებს არ ვიცი!!!!! მამუ როკიას ან ლინდაიას თხოვე მოგიყვეს ძილისპირული და მშვიდად დაიძინებ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted May 11, 2013 Report Share Posted May 11, 2013 უმაგრესი კადრია კობა, და მაგარი ნანადირევი. ციტირება Link to post Share on other sites
qevxo 0 Posted May 11, 2013 Report Share Posted May 11, 2013 Коба გაიხარე კობა ულამაზესი კადრებისთვის, მაგარია ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 12, 2013 Author Report Share Posted May 12, 2013 Коба ძალიან მაგარი ადამიანი ხარ ძმაო. ე.ი. ისე ესროლა წინ დაიგდო, საღოლ. :yes: ერთი ფაქტი რომ არ ავღნიშნო, ვერ გამოვა. როცა კომენტარს აკეთებს ვიდეოში, მაგარი თბილი ხმა აქვს და თითქოს გველაპარაკება თითოეულს. გაიხარე ჯიმა, ჯანი და ხალისი გქონდეს დიდხანს. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 13, 2013 Report Share Posted May 13, 2013 ............................................ ერთი ფაქტი რომ არ ავღნიშნო, ვერ გამოვა. როცა კომენტარს აკეთებს ვიდეოში, მაგარი თბილი ხმა აქვს და თითქოს გველაპარაკება თითოეულს. ........................................... შენ გაიხარე, რუისელო! მართლა მასეა, სულით და გულით მინდა ყოველივე თქვენთაგანმა ისე იგრძნოს თავი, თითქოსდა გვერდში მყავდეთ. ვიდეოსაც ამიტომ ვიღებ, თორემ, ნადირობას "ინტიმურ" სახეობად ვთვლი და მაგის ნიუანსების გამოქვეყნება მაინცდამაინც არ მიმაჩნია სწორად ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted May 13, 2013 Author Report Share Posted May 13, 2013 Коба როგორც იქნა მიგიყვანე მაგ კონდიციამდე, აწი უარესი გელის ჯიმა. ვავა თოდუა, რეებს გიპირებ ვერ წარმოიდგენ, მიფრთხილდი იცოდე წინასწარ. კაი იყო არა ამდენი ხალხის საცინად რომ გამიხადე საქმე? არ დაგზოგავ იცოდე, პ.ს. მადლობა ღმერთს რომ გაგიცანი, კაი კაცი ხარ ძმაო. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted May 13, 2013 Report Share Posted May 13, 2013 ელჩო- "საცინად" არა ძმაო, შენს სტიმულირებას ვცდილობდი. დარწმუნებული ვარ, მალე ახალი რეკორდებით გაგვახარებ. მზადა ვარ გადავიტანო ეს "უბედურება" ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted May 13, 2013 Report Share Posted May 13, 2013 მაგარი ნანადირევი, მაგარი კადრები და ძალიან მაგარი მონადირე!!! მადლობა კობა! ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted July 27, 2013 Report Share Posted July 27, 2013 ბიჭებო, არ გეგონოთ ეს თემა ამოიწურა. უბრალოდ, დროის ნაკლებობის გამო, ცოტა დავამუხრუჭე. ნელ-ნელა გავაგრძელებ ამ თემას. ამ სეზონის რეპორტებს კი მეორე თემაში გავაგრძელებ ("სეზონი 2013" http://club-monadire.ge/index.php?showtopic=1456) ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted July 27, 2013 Report Share Posted July 27, 2013 (edited) როგორც უკვე იცით, 25 ივლისს რუსეთში გაიხცნა საზაფხულო - საშემოდგომო ნადირობის სეზონი მეძებარი ძაღლებით ჭაობის და მინდვრის ფრინველზე. 5 აგვისტოს იხსნება სეზონი ტყის ქათამზე (ვალდშნეპზე) და ჟრუნზე (რიაბჩიკზე) ძაღლებით და მხოლოდ 17 აგვისტოს იხსნება ყველა რანგის მონადირეებისათვის წყალმცურავ ფრინველზე. როგორც ხედავთ მეძებრების მფლობელები 3 კვირით ადრე იწყებენ სიამოვნებას. ჩემი აზრით მარტო ამისთვის ღირს ძაღლის აყვანა, რომ არაფერი ვთქვათ სხვა უპირატესობებზე თემის დასაწყისში მოყვანილი მაქვს თუ რა სახის საბუთებია საჭირო რუსეთში ნადირობის ნებართვისათვის. აქ გავიმეორებ ფოტოების დამატებით - მონადირის ბილეთი, სანადირო იარაღის შენახვისა და ტარების ნებადამრთველი საბუთი, თვითონ ნადირობის ნებართვა და "პუტიოვკა" (არ ვიცი როგორ გადავთარგმნო ) მონადირის ბილეთი. შარშანწინ რუსათში შემოიღეს მონადირის ბილეთის ახალი სახეობა - საერთო მონადირის ბილეთი(Единный охотничий билет), რომელიც რუსეთის ყველა ოლქში მოქმედებს. მართალი გითხრათ აზრზე არა ვარ რატომ შემოიღეს ეს ფორმა, რადგანაც თითქმის არავითარ უკეთესობას ან ცვლილებას ეს ბილეთი არ ემსახურება. მხედველობაში მაქვს ფინანსური ასპექთი (ნადირობის ნებართვის ღირებულება). ძველი ბილეთითაც, რომელშიაც იწერებოდა თუ რომელი სანადირო კლუბის, თუ ორგანიზაციის წევრი იყავი, შეიძლებოდა გენადირა რუსეთის ყველა ოლქში, ოღონდ სტუმრის სტატუსით, რაც ნადირობის ნებართვის უფრო ძვირ ღირებულებას ნიშნავდა. ეხლაც ზუსტად იგივე სიტუაციაა...არცერთი სანადირო მეურნეობა, თუ ორგანიზაცია არ ყიდის ნადირობის "პუტიოვკა" და ნებართვას ერთდაიგივე ფასში თავისი ორგანიზაციის წევრისათვის (რომელსაც ძველებურად საწევროს ახდევინებს) და სტუმრებისთვის. სხვაობა კოლოსალურია და თითქმის 4-5 ჯერ განსხვავდება ერთმანეთისგან. ამიტომ> როგორც წინათ, ასევე ეხლაც, აქვს აზრი იყო იმ სანადირო მეურნეობის, ან ორგანიზაცია წევრი, სადაც უმთავრესად ნადირობ (გაცილებით იაფად გამოდიხარ). მაგალითად ჩემთან - საწევრო ღირს 650 მანეთი (დაახლოებით 20 დოლლარი), ნადირობის სეზონური ნებართვა კი 600 მანეთი (წევრებისათვის)ე.ი. 1250 მანეთი. ნადირობის სეზონური ნებართვა არაწევრებისათვის კი ღირს 2400 !!!! მანეთი ე.ი. თითქმის 2-ჯერ მეტი. აბა ვინ მიხვდება პირველი, რატომ არის ასე ესეც ძველი ბილეთი. აქ ახალისგან განსხვავებით (ეს ალბათ ერთადერთი უპირატესობაა ახალი ბილეთის)იწერება რომ გადახდილი გაქვს ყოველწლიური საწევრო, იჭრება სპეციალური ნაწილი, რომელიც შემდეგ შენს საწევრო ბარათში ("კარტოჩკაში") იკვრება (რომელიც ორგანიზაციაში ინახება), იკვრება მარკა და ა.შ. სანადირო იარაღის შენახვისა და ტარების ნებადამრთველი საბუთი. ამას ასეთი სახე აქვს გაიცემა 5 წლით და ყოველ იარაღზე ცალ-ცალკე. მეორე მხარეს აღინიშნება იარაღის სახეობა და თარიღები (როდის გაიცა და როდემდის მოქმედებს). ნადირობის ნებართვა და "პუტიოვკა" აქ იწერება თარირები, როდიდან როდემდე გაქვს ნებადართული ნადირობა, რამდენი ხნით (თუ სეზონური არ არის ნებართვა), რა სახეობებზე, რა დღიური კვოტით (თუ არის დაწესებული). მანდვე იწერება ძაღლის სახელი და საგვარეულოს ნომერი (როცა ადრე ხსნი სეზონს) და ...ღირებულება. ნებადართვის მეორე მხარეს არის ტაბლიცა სადაც აფიქსირებ ნანადირევის მოპოვების თარიღს, სახეობას,რაოდენობას,სქესს, და ასაკს... მაგრამ ეს ეხება ჩლიქოვან ცხოველებზე და დათვზე ნადირობის (მოპოვების) ასპექტებს და ამას მერე დავუბრუნდებით Mანვე არის ტალონები, რომელშიაც შეგიძლია აღნიშნო იგივე ინფორმაცია, წააჭრა და გამოიყენო, თო ნანადირევის გაყიდვას აპირებ. * თუ კითხვები გექნათ ნუ მოგერიდებათ... შევეცდები გიპასუხოთ Edited October 21, 2014 by კობა ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted July 28, 2013 Report Share Posted July 28, 2013 კობა,გილოცავ ძმა სეზონის გახსნას ! საინტერესო და ძალზე ინფორმატიული პოსტია ჩვენი მონადირეთათვის !! p.s. პუტიოვკა პირდაპირ თარგმანში საგზურია ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted July 29, 2013 Report Share Posted July 29, 2013 კობა,გილოცავ ძმა სეზონის გახსნას ! საინტერესო და ძალზე ინფორმატიული პოსტია ჩვენი მონადირეთათვის !! p.s. პუტიოვკა პირდაპირ თარგმანში საგზურია მადლობა, ზურა! ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted July 29, 2013 Author Report Share Posted July 29, 2013 კობა ახლა შენ მე დამაცადე!!! სანადიროდ რომ მიდიხარ, ამდენი მაკულატურა თან დაგაქვს??? დალახვროს ეშმაკმა, მართლა სამოთხეში ვყოფილვარ. :d030: პირადობის მოწმობა, ლიცენზიის ერთი სიფრიფანა ქაღალდი და კონკრეტულ ობიექტზე ნებართვა, სულ ეს არის ჩემი "საქაღალდე". რა ფსიხო, რი კლუბები, რის ანალიზები??? რანაირ იარაღსაც მინდა ავითრევ თან, ოღონდ საბრძოლო არ იყვეს, ვგულისხმობ სრულ ავტომატს და სადაც მინდა იქ წავათრევ ყოველგვარი ფურცლების გარეშე. ჰარააა, ვერ ვაფასებ ამ ქვეყანას ჯეროვნად. ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted August 30, 2013 Report Share Posted August 30, 2013 (edited) მე ჯიბით მინიმუმი ქაღალდები დამაქვს. უმთავრესად მანქანაში ვტოვებ. იქ სადაც მე დავძვრები, ისვიათად თუ შემოვა ვინმე შემომწმებელი Edited August 30, 2013 by კობა ციტირება Link to post Share on other sites
Коба 47 Posted November 18, 2013 Report Share Posted November 18, 2013 ბიჭებო, ეს თემა რომ გამოვაღვიძო ამისთვის დავდებ ბელორუსიაში ერთი ნადირობის ნარკვევს. იმედი მაქვს მოგეწონებათ http://www.belhunter.org/forum/index.php?topic=4220.0 ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted November 19, 2013 Report Share Posted November 19, 2013 საცივიო კაცო! ალბათ უშენოდ ნადირობას ფასი არ ექნება შენი მეგობრებისთვის კობა! ოქრო კაცი ხარ გეხუტე. კურცხაარის თავი რომ გაქვს გამოსული მაგრად მომეწონა ციტირება Link to post Share on other sites
mamuka grigolia 0 Posted November 19, 2013 Report Share Posted November 19, 2013 გაიხარე კობა,სიამოვნებით წავიკითხე და დავათვალიერე!!!! ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 21, 2013 Report Share Posted November 21, 2013 კობა, საცივია თუ მეგრული ხარჩო? თუ საცივია ბრავო... ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.