Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

წაცული ნადირობის შედეგებზე საღამოს დავწერ. მთავარი დადებითი შედეგი ის არის, რომ, ცოცხალი ვარ და უმთავრესად დადებითი ემოციებით დავბრუნდი. აბა დროებით B)

რამე ხო არ შეგემთხვა კობა? რას ნიშნავს ცოცხალი ვარ? :scratchchin:

Link to post
Share on other sites
  • Replies 276
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

რამე ხო არ შეგემთხვა კობა? რას ნიშნავს ცოცხალი ვარ? :scratchchin:

მშვიდობა კია მაგრამ ბატებს გაუმართლათ მგონი :e025:

Link to post
Share on other sites

რამე ხო არ შეგემთხვა კობა? რას ნიშნავს ცოცხალი ვარ? :scratchchin:

 

არა ავთო, არაფერი. უბრალოდ, წასვლამდე მომხდარი ისტორიიდან გამომდინარე ვთქვი ასე.

Link to post
Share on other sites

მშვიდობა კია მაგრამ ბატებს გაუმართლათ მგონი :e025:

 

ბატებს მართლაც გაუმართლათ და პირველ რიგში იმით, რომ სახლში დამრჩა პაკეტი, სადაც ჩამრჩა ძალიან საჭირო ნივთები ამ სახის ნადირობისთვის - ბინოკლი, მანოკი, ფოტოაპარატი, დანა და სხვა მრავალი წვრილმანი.

სანადიროდ, როგორც წინასწარ ავღნიშნე, ვიყავი წასული ჩემთვის უცნობ ადგილას და უცნობ ხალხთან. წავყევი კარმენის მომავალი ლეკვების ერთ-ერთ პოტენციურ მფლობელს. მე მაგასაც არ ვიცნობდი ადრე, ერტხელ იყო მოსული სახლში ოჯახთან ერთად, რომ ცემი ძაღლები ენახა. მეც მაინტერესებდა რას წარმოადგენდა ეს ადამიანი ცხოვრებაში და კერძოდ თავის ახლობლების გარემოცვაში. ასეთ საკითხში ნადირობას დიდი შედეგი მოაქვს, რადგანაც ადამიანი, სიტუაციიდან გამომდინარე, მაქსიმალურად იხსნება. წინასწარ მინდა ვთქვა, რომ, ამ ახალგაზრდამ ჩემზე ძან სასიამოვნო შთაბეჭდილება დატოვა.

წასული ვიყავით ფსკოვის ოლქში, ქალაქ "დნო"-ს გარეუბნებში, სადაც ჩემი თანამგზავრის ახლობლებმა შეიძინეს სანადირო მეურნეობა 13 800 გექტარის ფართობით. კარგი და ნადირით მდიდარი ადგილებია. მე მომეწონა.

სამწუხაროდ გვიან გადავედით და შესაბამისად ძან გვიან ჩავედით ადგილზე. 330 კილომეტრის გავლას 5 საათამდე მოვანდომეთ. მთელი გზა სულ ელჩის და ბრაუნინგის დადებული სურათები და როლიკები მახსენდებოდა, ამერიკისა და კანადის მშვენიერი გზებით. რუსეთის გზებზე რომ გაივლი, რამდენიც არ გინდა უსმინო პუტინის და მედვედევის ენის ტლიკინს, მაინც შეგეპარება ეჭვი იმაში, რომ, ამათ უყვართ თავიანთი ქვეყანა, ან არა აქვთ იმის უნარი, რომ ქვეყანა მართონ.

რომ ჩავედით თითქმის ღამის პირველი საათი იყო. 3 საათამდე სუფრას ვუჯექდით და ამიტომაც (უფრო სწორედ ალკოჰოლის რაოდენობის გამო) დილის ხუთის ნახევარზე ყველა ვერ ადგა. სანამ ზოგიერთებს ველოდით, ქე გაგვითენდა. ჩვენი მთავარი მიზანი ბატები იყო. სანამ მივედით დანიშნულ ადგილზე და სანამ შევედით მინდორში, მანამდე რამოდენიმე პატარა გუნდმა და ერთეულებმა გადაგვიფრინეს თავზე. მივედით როგორც იქნა. განვალაგეთ ფიტულები, ვითომდა დავიმალეთ არხებში და დავიწყეთ ლოდინი. რად გინდა, ერთი ბატიც არ მოფრენილა. რუსებს რა უჭირდათ, ჩემი თანამგზავრის გარდა, ყველა არაყს ურახუნებდა და 10 საათზე ყველანი უკვე მანქანებისკენ გარბოდნენ, რომ რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყვნენ უკან.

 

i-1483.jpg

 

i-1484.jpg

 

დამავიწყდა მეთქვა, რომ, მერი სახლში დავტოვე და თან წავიყვანე მხოლოდ კარმენი. კარმენმა 3-4 კვირაში უნდა იმშობიაროს და ეს იყო ბოლო შანსი მისთვის, რადგანაც მერე საშიშია მისი სანადიროდ გაყვანა. სეზონის დანარჩენი პერიოდი მერის რჩება, მაგრამ ის მაინც ძან ნაწყენი დარჩა, რომ სახლში დავტოვე. მეუღლემ მითხრა, ორი დღე შემოსასვლელ კარებთან იწვაიო.

 

სოფლამდე, სადაც ჩვენ დაბანაკებული ვიყავით, კი იყო ათ კილომეტრამდე და შუა გზაში ჩამოვედი, რათა ფეხით წავსულიყავი. ჩვენს ბანაკს უკან მდინარე ჩაუდიოდა და ეს მდინარე გზის პარალელულად მიედინებოდა. ცალკე უნდა ავღნიშნო, რომ ეხლა ჩვენს მიდამოებში წყალდოდობებია, და ეს ადგილიც არ იყო გამონაკლისი. ეს პატარა მდინარე (კალაპოტი ალბათ 5-8 მეტრი თუ ექნებოდა) ისე იყო ადიდებული, რომ მისი სიგანე ალაგ-ალაგ 50-60 მეტრს აღწევდა. ჰოდა, მე გადავწყვიტე დავყოლოდი ნელ-ნელა ნაპირს, ფეხით მივსულიყავი ბანაკამდე და გზადაგზა შემესწავლა იხვზე სანადირო ადგილები.

უნდა შეგახსენოთ, რომ, გაძაფხულზე რუსეთში იხვზე ნადირობა შეიძლება მხოლოდ თავშესაფარიდან, ჰოდა მეც, როგორც კი გავიდოდი 50-100 მეტრს ჩავსაფრდებოდი ბუჩქებში და იქიდან ვიწყებდი იხვების მოტყუებას საყვირით, რომელის ჯიბეში ჩამრჩენია (ბატების საყვირისგან განსხვავებით). სხვაგან მე ასე არ მოვიქცეოდი. მაგრამ აქ მეურნეობის მფლობელებმა უფლება მომცეს.

ისვები არ იყო ბლომად. პირველი წყვილის მოტყუება მხოლოდ 1 კილომეტრის დაშორებით შევძელი, მაგრმ სამწუხაროდ მონადირებული მამალი იხვი ჩავარდა ხეებს შორის ადიდებული მდინარის შუაგულში. შევუშვი კარმენი, რომელსაც მოუწია დინების წინააღმდეგ ცურვა, რაც არც ისე იოლი (უფრო სწორედ ძან ძნელი) გამოდგა. დინება ძლიერი იყო და ქარიც ისე უბერავდა, რომ, ძაღლმა ვერ შესძლო ეყნოსა ნადავლი და გადავწყვიტე ძაღლი არ მეწვალებინა. შემეშინდა რომ ცივ წყალში კარმენი შეიძლება გაცივებულიყო და ამას კიდევ შეეძლო მძიმე შედეგი მოეტანა მშობიარობის დროს. გამოვიყვანე ნაპირზე, მივეცი ბრძანება ადგილზე გაჩერებულიყო და .... მე თვითონ შევცურე იმ გაყინულ წყალში (რასაკვირველია ტიტველმა) :karochera: რა მექნა, ნადავლს იქ ხომ არ დავტოვებდი ;)

გამოვედი მდინარიდან ისე, რომ საერთოდ არ მაკანკალებდა... მთელი ტანი უკვე გაყინული მქონდა :karochera: , გამსაკუთრებით ფეხები. ამას ხელი შეუწყო ქარმაც, რომელის ჩემდა საუბედუროდ ქროდა. ძლივს ჩავიცვი თერმოპერანგი და დავიწყე ადგილზე ხტუნვა და ფეხის თითების დალესვა. როგორც იქნა აღვადგინე სისხლმოქცევა.

ცოტა მოგვიანებით, გარეული იხვის საყვირზე მომიფრინდა "морская чернет", ასე რომ, ბანაკში ხელცარიელი არ დავბრუნვებულვარ. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ჩემს მეტს არავის არაფერი არ მოუნადირებია, დღის პირველი ნახევრის "გმირი" ჩვენ აღმოვჩნდით :alfons:

 

i-1485.jpg

 

i-1488.jpg

 

საბედნიეროდ, სუფრა მდინარის პირას უკვე გაშლილი იყი, მწვადების პირველი პარტია უკვე მზად იყო და მალე შებოლილი თევზიც გამოჩნდა სუფრაზე. ამას ყველაფერს დაემატა არაყი და რამოდენიმე წუთში უკვე საერთოდ არ მახსოვდა, რომ, 40-50 წუთის წინ კინაღამ გავიყინე.

 

i-1489.jpg

 

i-1490.jpg

 

საღამოს გავედით ტყის ქათამზე. მე ვარჩიე ცალკე წავსულიყავი და ახალი ადგილები აღმომეჩინა. ადგილი კი ვიპოვე კარგი, მაგრამ ვერაფერი ვერ მოვინადირე. როცა დავტოვე თავიდან არჩეული ადგილი ვალდშნეპმა იქ გადაიფრინა სადაც მანამდე ვიდექი, როცა დავბრუნდი, იქ საიდანაც მოვბრუნდი და ა.შ. სამაგიეროდ დაზვერვამ კარგად ჩაიარა, რამაც მეორე დღეს თავისი შედეგი გამოიღო.

ისე იმ საღამოს მღოლოდ ერთი ვალდშნეპი მოინადირეს, არადა 10 კაცი კი იყო გასული.

ნადირობის მერე სუფრა 2 საათამდე ისევ გაგრძელდა.

Edited by კობა
Link to post
Share on other sites

საღოლ ძმაო, ასეთი ნადირობის რეპორტი ჯერ არ წამიკითხავს. :yes:

 

მაგარი კაცი ხარ კობა.

 

პ.ს. გუშინ ავაფეთქე ტელეფონი, ვერაფრით ვერ დაგიკავშირდი.

Link to post
Share on other sites

Коба

 

ასე ვქნათ ჩემო კეთილო მეგობარო :friends: , სანამ მომდევნო სურათებით გაგვახარებ, მანამდე ჩვენს სამზარეულოს თემაში რამოდენიმე სურათს დავდებ, მერე შენები დაუშვი აქ, "ფარავს" ეს თემები ერთმანეთს, არადა ეს თემა ბევრად საინტერესოა, შედარებაც კი არ შეიძლება.

ატვირთული მაქვს სურათები და თუ მოვისროლე სალხინებელში, მერე მაგათი მპოვნელი ნაღდად არა ვარ. :d030:

Link to post
Share on other sites

კობა ძალიან საინტერესო რეპორტია :yes: ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მეც ვიყავი უკვე ანალოგიურ სიტუაციაში :yes:

Link to post
Share on other sites

მეორე დრე ისევე დაიწყო, როგორც პირველი. მიუხედავად იმისა, რომ, უფრო ადრე დავნიშნეთ ადგომის დრო (4-15), 6 საათამდე მაინც ვერ გადავედით. ერთ-ერთი მფლობელი ამ მეურნეობის ვერ იქნა და ვერ გადმოეტია. როგორც წინა დღეს, ჯერ კიდევ გზაში გაგვითენდა (გავდიოდით ახალ ადგილას, 25 კმ-ს დაშორებით ბანაკიდან) და ჩვენს მინდორში განლაგებამდე რამოდენიმე გუნდმა ისევ გადაგვიფრინა თავზე.

ისე მეორე დღე უფრო "ცოცხალი" იყო, იმ მხრივ, რომ ფრინველი გაცილებით მეტი იყო და სროლის შანსიც გვქონდა. მაგრამ, როგორც ყოველთვის, როცა კოლექტივში არის უპასუხუსმძებლო ხალხი, შედეგი არ შეიძლება იყოს დადებითი. ბატებზე ნადირობის დროს კიდევ, ძან დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველგვარ წვრილმანს. როგორც იქნა ერთი დიდი გუნდი მოვიტყუეთ, რამოდენიმე წრე დაარტყეს და დაეშვნენ დასაჯდომად. მე უკვე პირველ მონადირებულ ბატს ქვაბში ვხედავდი (წინასწარ გავაფრთხილე ყველა ცემს ტრადიციაზე - პირველი ბატი, ვინც არ უნდა მოინადიროს, მიდის საერთო ქვაბში) და იმაზე ვფიქრობდი, რა სუნელები დამემატებინა და რითი შემეკაზმა. მაგრამ, უცნებიდან გამოგვიყვანა იმ შტერის გასროლამ, რომელიც ღამის 3 საათამდე არაყს ურახუნებდა და რომელსაც დილით ყველა ერთად ველოდებოდით. არა და ეს დებილი სპეციალურად დავსვით შორს, რომ ჩვენთვის ხელი არ შეეშალა. ბატები უკვე ფეხებჩამოშვებულნი მოფრინავდნენ დაბლა და 10-15 წამში ჩვენი გასროლის არეში მოხვდებოდნენ, როცა, 200 მეტრის სიშორიდან, მათ სროლა დაუწყეს. შედეგი - ვერც ჩვენ მოვახერხეთ რაიმის მონადირება, მაგათ კი დაჟე თეურიული შანსი არ ქონდათ.

ათის ნახევარზე ჩვენმა "მონადირეებმა" განაცხადეს, რომ აწი არაფერი არ გადმოიფრეს და ბანაკში წავიდეთო (არაყის წამოღება დავიწყნიათ). მე გადავწყვიტე დავრჩენილიყავი და კატეგორიული უარი განვაცხადე დაბრუნებაზე. გარდა ამისა, ყველა გავაფრთხილე, რომ საღამომდე, ბატების საღამის გადმოფრენამდე, აქ, მინდორში დავრჩებიმეთქი. "საღამოს გადმოფრენას რა ყნდაო", კინაღამ სასაცილოდ ამიგდეს. მე კიდევ მაგათზე მეცინებოდა, რადგანაც, აშკარად ჩანდა, რომ ხალხი ცუდად ერკვევა ამ ფრინველზე ნადირობის ნიუანსებში.

ჩემი თანამგზავრი, ვიქტორი, ჩემთან დარჩა.

პირველი, რაც გავაკეთეთ, ეს ის იყო, რომ დავიწყე ორმოს ამოთხრა და ნორმალური თავშესაფრის გაკეთება. არ არის ეს ადვილი და სწრაფი პროცესი, განსაკუთრებით თუ არის ხელისშემშლელი პირობები. ასეთი ცემთვის აღმოჩნდა თვითონ გრუნტი, სადაც ბევრი იყო ქვა, თანაც დიდი ზომების და რომელთა ამოღება არც თუ ასე ადვილი აღმოჩნდა. სამაგიეროდ, ორმოში ზერგამათულად მჯდომს (ორმოს "კრესლოს" მსგავს ვთხრი ხოლმე), ადვილად შემეძლო კონტროლის ქვეშ მქონოდა 3 მხარე/ მეოტხე მხარეს (ჩემს ზურგს უკან) აკონტროლებდა ვიქტორი, რომელსაც ორმო ამოვათხრევინე ჩემს მოპირდაპირე მხარეს და სახით ჩემსკენ.

 

i-1492.jpg

 

ეს ყოლიფერი კარგი, მაგრამ საყვირის უქონლობამ მაგრად შეგვიშალა ხელი. ბატები რასაკვირველია ჩვენი სკეპტიკოსების წასვლის შემდეგაც დაფრინავდნენ, დაჯდომასაც აპირებდნენ, მაგრამ როცა თავიანთ "ზაპროსზე" პასუხს (შეხმიანებას) ქვევიდან არ ღებულობდნენ, შეუჩერებლად აგრძელებდნენ გზას.

ისე ერთ ბატს კი ვესროლე, მაგრამ უშედეგოდ. ის ოხერი, მარტო, ჩუმად დაგვაფრინდა თავზე, როცა მე ორმოს ვთხრიდი. ვიქტორმა დაიძაღა "ბატიო", როცა მაგ ოხერი სულ ჩემს თავს ზემოთ იყო (არა და ღიად ვიდექი და ორმოს ვთხრიდი), თოფი კი 5 მეტრში.

საღამოს 7 საათამდე ვიჯექით და იმის გამო რომ გადმოფრენა მართლა არ იყო (ვაი სირცხვილო :karochera: :( ), გადავწყვიტე დრო არ დაგვეკარგა და ტყის ქათამზე წავსულიყავით. აქ ისევ დავუშვი შეცდომა, ვერ გავითვალისწინე, რომ რუსეთში ამ გაზაფხულზე დრო არ შეუცვლიათ (წინათ ცვლიდნენ, ზაფხულ - ზამთარზე) და ზველი დროით ადრე გამოვედით. ჩვენი გამოსვლა და 10 წუთში გადმოფრენა დაიწყო. მაგრამ უკვე ფიტულები და მთელი ჩვენი ბარგი-ბარხანა გამოტანილი გვქონდა და გზაში ვიყავით.

გზას მდინარე (სხვა) ჩაუდიოდა გვერდით, სადაც ალაგ-ალაგ იხვები იჯდნენ. გადავწყვიტეთ გვეცადა ბედი, თუმცა გზის მხრიდან ნაპირი ღია იყო და ჩვენი მიახლოება იხვებისთვის შეუმჩნეველი ვერ დარჩებოდა. ასეც მოხდა, უმრავლელობა გაფრინდა, მაგრამ... ერთი მაინც გადმოფრინდა ჩვენსკენ. მივაწვდინე საფანტი, დანარჩენი კი კარმენის დამსახურებაა. დაჭრილ იხვს (რომელმაც რამოდენიმეჯერ ჩაყვინთვით მოატყუა ძაღლი) არ მოეშვა, სანამ არ დაითრია და გამოიტანა ნაპირზე.

ვალდშნეპზე მე და კარმენამ დავუბერეთ ჩვენ მიერ წინა დღეს დაზვერილ მინდორზე. შედეგმაც არ დააყოვნა. პირველი ორი გასროლით ორი გრძელნისკარტა მოვხსენით, მესამემ კი მოგვატუა. დაჭრილი ფრიმველი დაფრინდა ტყეში, 10-15 მეტრში ჩვენგან. მე დამშვიდებულმა, რომ კარმენი მაგას არ დაკარგავდა დავიწყე ვაზნის გამოცვლა. ამ დროს ვალდშნეპი ფრინდება და მოფრინავს პირდაპირ ჩემსკენ ნელ-ნელა. კი მოვასწარი თოფის გადატენვა და ერთხელ გასროლაც, მაგრამ უკვე გვიანი იყო.

იმ საღამოს ჩვენს მეტს ქათამი არავის არ მოუნადირებია, სამაგიეროდ იმან, ვინც მე ჭკუას მასწავლიდა, რომ, საღამოობით ბატები არ დაფრინავენო, მოინადირა .... ბატი :-). ვიღაცა ადგილობრივს უთქვია, კობა მართალი არისო და ის საღამოს მოხვდა იმ გადაფრენას, რომელსაც ჩვენ ვერ დაველოდეთ.

 

ჩვენი ნანადირევი ამ ორ დღეს.

 

i-1493.jpg

 

i-1500.jpg

 

i-1498.jpg

Edited by კობა
Link to post
Share on other sites
:yes: :yes: :yes: ბრავო კობა ბრავო ბედნიერი კაცი ხარ სეზონის ამ დროს მუხლის გამართვა და სანადიროდ გასვლა რომ შეგიძლია ამაზე მაგარი რა არის მონადირე კაცისთვის, ჩვენი ფორუმის 95 პროცენტი ახლა მომავალ სეზონს ელოდება შენ კიდე ნადირობ მაგარია! :hi: :hi: Edited by დევი
Link to post
Share on other sites

კარგია კობა,მშვენივრად გართობილხარ,ისე მეც ვერ ვიტან არამონადირეებთან ერთად სანადიროდ წასვლას,შენსავით ახალი ადგილის ნახვის ხათრით თუ გავიღებ მსხვერპლს!!!!!კარმენს კი ქება და დიდება!!!!! :yes:

Link to post
Share on other sites

მოკლედ ეს ლოტები ყველგან ასე უშლიან ხელს ნადირობას რა! :haha:

მასე გამატარა ახლა ბუნებაში და დავჯერდები მასეთ ნანადირევსაც კობა :yes: :yes: :yes:

Link to post
Share on other sites

Коба

 

ერთი ამოსუნთქვით წასაკითხავია და მაგ ყველაფრის შეგრძნება ერთ რამედ ღირს :yes:

 

პ.ს. ბოლოს სურათებზე გონივრული ეჭვი მაქვს ჩვენებული ორნახადი უნდა იყოს ნაბეღლავის ბოთლში :haha:

Link to post
Share on other sites

რკინის ნერვები გქონია ძმაო, მე ასიანი ჩხუბი მომივიდოდა შენს ადგილზე მაგ ბრადიაგებთან.

 

ატანა არა მაქვს არასერიოზული ხალხის.

 

რა უბედურებაა კაცო, სახლში უშლიან დალევას მაგ ჩემის თვრამეტიანებს?

 

ამხელა გზაზე წასულს რომ ჩაგაშხამებენ ნადირობას, საცემები არიან აბა რა ჯანდაბაა.

 

მაინც გიყოჩაღია, საღოლ შენ.

 

აფსუს, გყოლოდა გვერდში ჩვენი "გრუპა ზახვატა"?!

Link to post
Share on other sites

:yes: :yes: :yes: ბრავო კობა ბრავო ბედნიერი კაცი ხარ სეზონის ამ დროს მუხლის გამართვა და სანადიროდ გასვლა რომ შეგიძლია ამაზე მაგარი რა არის მონადირე კაცისთვის, ჩვენი ფორუმის 95 პროცენტი ახლა მომავალ სეზონს ელოდება შენ კიდე ნადირობ მაგარია! :hi: :hi:

 

ვიცი დევი, ამიტომაცაა, რომ ასე დაწვრილებით ვწერ ყველაფერს. მინდა ბიჭებს გავუადვილო მომავალი სეზონის გახსმის მოლოდინი :drinks:

Link to post
Share on other sites

Коба

 

..................................................................................

პ.ს. ბოლოს სურათებზე გონივრული ეჭვი მაქვს ჩვენებული ორნახადი უნდა იყოს ნაბეღლავის ბოთლში :haha:

 

რასაკვირველია, აბა მინერალურ წყალს ხომ არ გადავუღებდი სურათს :e025:

 

მგონი ვახო-ბრაუნინგის სურათებში მაქვს ნანახი ქართული წყლის ბოთლი, ქოდა მეც მივბაძე ;)

ისე მიმქონდა ყველაფერი ჩვენებური ხარჩოს და სხვა რაღაცეების გასაკეთებლად, ჭაჭაც დასაყოლებლად, მაგრამ, მაგ ღორები მაინც ვერ შეაფასებდნენ და უკან წამოვიღე, არც გამიხსნია ისე.

Link to post
Share on other sites

რკინის ნერვები გქონია ძმაო, მე ასიანი ჩხუბი მომივიდოდა შენს ადგილზე მაგ ბრადიაგებთან.

 

ატანა არა მაქვს არასერიოზული ხალხის.

 

ხომ გაგიგია ძმაო, "სადაცა ხარ იქაური ქუდი დაიხურეო". მაგათი იყო ის მეურნეობა და ... ისე ჩემი სათქმელი ყველას წინაშე მაგათ კი ვუთხარი. :meeting:

 

რა უბედურებაა კაცო, სახლში უშლიან დალევას მაგ ჩემის თვრამეტიანებს?

 

:d030: კანეჩნო, უშლიან :e025: :e025: სახლში მაგათ ვინ დაალევინებს, ამიტომ მოიპარებიან სანადიროდ, სათევზაოდ და ა.შ.

 

ამხელა გზაზე წასულს რომ ჩაგაშხამებენ ნადირობას, საცემები არიან აბა რა ჯანდაბაა.

 

მაინც გიყოჩაღია, საღოლ შენ.

 

აფსუს, გყოლოდა გვერდში ჩვენი "გრუპა ზახვატა"?!

 

ჩვენი "გრუპა ზახვატა" რომ მყოლოდა გვერდში, კი ვიცოდი სად წავიყვანდი მაგათ. აი სად უნდა ვყოფილიყავი ამ დროს :( :karochera:

 

4a6dcddc1700.jpg

 

ეს ცემი მეგობარია ბელორუსიაში. მე რომ ვერ ჩავედი ორნი წასულან და 24 ცალი ბატი მოინადირეს. კიდევ 2 დაჭრილი დაკარგეს

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...