Jump to content
Club-Monadire.Ge

კანონი ნადირობის შესახებ.


Recommended Posts

აზერბაიჯანში წელს, თებერვლის თვეში ეკოლოგიის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება და მთელი წლის განმავლობაში ნება დართეს ტურაზე, ნუტრიაზე და бобер-ზე (მგონი ვარხვი არა?) ნადირობა, როგორც მავნებელ ცხოველებზე!!!

Link to post
Share on other sites
  • Replies 325
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ეს შეხვედრა ძირითადად უფრო მოსამზადებელი შეხვედრა იყო შემდგომში უფრო მაშტაბური შეკრების, მაგრამ ძირიდი საკითხები რაც დაისვა იყო რომ: 1) გაკეთდა პეტიცია საზოგადოებროვ მაუწყებელზე გადაცემის და

მეგობრებო, მონადირე-მეთევზე-ბუნების მოყვარულნო! საკოორდინაციო საბჭოს სახელით გვინდა ერთი საინტერესო და საჭირო ინიციატივის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. როგორც იცით, საკოორდინაციო საბჭო მემორან

გასული წლის ბოლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროში შედგა შეხვედრა ფაო–ს (გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაცია) და სამონადირეო საზოგადოებებს შორის .შეხვედრები მიმდინარეობდ

Posted Images

მამუკა-25

იქნებ ჩვენებმა რაიმე მაგალითი აიღონ

 

მეეჭვება. სანამ სამინისტროში ვინმე ნადირობის მცოდნე პროფესიონალი კადრი არ იქნება, მაგ ამბავს არაფერი ეშველება. ევროპაში მგელი თითო-ოროლა ადგილასაა შემორჩენილი და თავიანთი დაფინანსებული არასამთავრობოებით ჩვენზე ატარებენ ექსპერიმენტებს. თვითონ თავს მშვენივრად გრძნობენ და არ იციან სად წაიღონ დახოცილი ირმები, ტახები თუ სხვა დახოცილი ცხოველი. ჩვენთან კი, ცხოველზე საერთოდ არაა ლაპარაკი ფრინველიც კი აღარ დარჩა სანადირო.

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

აუცილებლად ნახეთ!!!!!

ლიცენზიის აღება მინდოდა და ცვლილებებს ვეძებდი ინტერნეტში,

 

შემთხვევით წავაწყდი გუგლში "ოჩოზე" გამოქვეყნებულ ნადირობის შესახებ ახალ კანონპროექტს,

ეს თუ მიიღეს "კარგად ვინადირებთ" შემდგომში.

 

http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=13218&st=0

 

წყარო ochopintre.ge

Edited by SOSO K.
Link to post
Share on other sites

ვინმეს აქვს ილუზია რო საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა? :))სტრასბურგში თუ არ შეათანხმე კანონს ვერ იღებ ბლიად !

 

უნდა აიკრძალოს ყველა უცხოური არასამთავრობო (უმეტესად დავერბოვკებული აგენტებით დაკომპლექტებული) ორგანიზაციის მოღვაწეობა !

 

სხვისი ინტერესის განხორციელების და ფულის გათეთრების მეტს არაფერს აკეთებენ.

Edited by ქევხო
Link to post
Share on other sites

ამათ შიგააქვთ. აქ უნდა ჩავერთოთ ყველა ვისაც ნადირობა გვინდა. აქ თუ გავჩუმდით ვიღაც გერმანელის ნაბოდვარს დაგვიკანონებენ. რა ლითონის საფანტი და 2 ვაზნა? ნახევარ ავტომატი გვექნება ყველას მალე. :d030:

Link to post
Share on other sites

რომ გეუბნებით საგიჟეთში ცხოვრობთო, არა გჯერამთ.

 

რას დაამსგავსეს ქვეყანა ამ უმსგავსოებმა.

 

ჯერ რა გქონდათ სანადირო და ახლა ხომ საერთოდ.

 

არ ვისვრი მე ლითონის საფანტს.

 

არის ერთი ადგილი, სადაც მხოლოდ ლითონის საფანტიანი ვაზნები უნდა გამოვიყენო და ჩემს პომპაში შტოკი უნდა ჩავდო, ორზე მეტი ვაზნა რომ არ ჩაეტიოს.

 

ეს არის დეგენერატობა და მაგის მომგონისაც კიდევ.....

Link to post
Share on other sites

SOSO K.

 

წავიკითხე სოსო. :karochera:

 

რას აკეთებენ, ჯერ აზრზე არა ხართ..

 

პომპა და 4+1 -ები ყველას "გადასაყრელი" გაგიხდებათ.

 

მაგ ლითონის საფანტიანი ვაზნებით გააუბედურებთ თოფებს, ერთი სეზონის შემდეგ უვარგისი გახდება ლულები.

 

რატომ მე ამის დედა ავატირე, რატომ? :karochera:

Link to post
Share on other sites

უნდა აიკრძალოს ყველა უცხოური არასამთავრობო

რომ გეუბნებით საგიჟეთში ცხოვრობთო

აჩია ჩემი დამოკიდებულება კი იცი ნაბიჭვრობასთან მიმართებაში. ერთ საკაიფო ქართულად ნათქვამს გავიმეორებ: არასამთავრობო არა სლე, არადა უფრო სლე :alfons:

საგიჟეთში არა სამოთხეში ვცხოვრობთ გიო. კურთხეულში, დალოცვილში. აღარ გავაგრძელოთ ჯობია :dato:

Link to post
Share on other sites

ფედერაცია თავსმოხვეული იდეაა.

 

ეს ტერიტორიის დირექტორი და მისი კომპანია საერთოდ.

 

ფოლადი წესით მხოლოდ გადამფრენზე იხმარება.

 

ნახევრადავტომატზე ორი ვაზნა დურაკობაა, მაშინ რა საჭიროა ნახევრადავტომატი მარტო ორლულიანი დატოვონ. კანადაში და ბევრ ქვეყანაში სამი ვაზნის უფლება გაქვს გადამფრენზე.

 

სხვა ბევრი ნონსენსიცაა. წესით კლუბებმა ხმა უნდა ამოიღონ.

Link to post
Share on other sites

ზოგადად კიდევ, საზოგადოება რამდენსაც აბედინებს(ტო ესტ აყოფინებს) ხელისუფლებას, ზუსტად იმდენს ბედავენ(ყოფენ).

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

აუცილებლად ნახეთ!!!!!

ლიცენზიის აღება მინდოდა და ცვლილებებს ვეძებდი ინტერნეტში,

 

შემთხვევით წავაწყდი გუგლში "ოჩოზე" გამოქვეყნებულ ნადირობის შესახებ ახალ კანონპროექტს,

ეს თუ მიიღეს "კარგად ვინადირებთ" შემდგომში.

 

http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=13218&st=0

 

წყარო ochopintre.ge

ამათ შიგ აქვთ

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • 1 month later...

http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=13218&st=0

 

მოგესალმეთ ყველას,

როგორ ხართ?

მომიტევეთ რომ ვერ ვაქტიურობდი ბოლო პერიოდი(მწყერზეც ვერ ვინადირე),სამსახურიდან გამომდინარე.

 

კანონპროექტის განხილვა მოუწყვიათ გარემოს დაცვის სამინისტროში,ხომ არ იცით ვინმემ საით მიყავთ საქმე?

მონადირეებისთვის იქნება კანონი თუ "მეურნეებისთვის"?

 

 

 

 

ნადირობის სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონის პროექტის განხილვა გაიმართა

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სამუშაო ვერსიაზე იმსჯელეს.

შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ბესარიონ აბაშიძემ ნადირობის სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობის კონცეფცია, სტრუქტურა და მიმართულებები გააცნო, რომლის დახვეწის პროცესი ამჟამადაც ინტენსიურად მიმდინარეობს.

კანონპროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის მხარდაჭერით მომზადდა. იგი მიმართულია ნადირობის სფეროს უფრო ეფექტურად მართვასა და ორგანიზებაზე.

ახლო მომავალში კანონპროექტის პირველადი ვერსიის ფართო საჯარო განხილვები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს ყოველმხრივ შეჯერებული და ეფექტური ნადირობის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის განვითარებას საქართველოში. კანონპროექტის მომზადების პორცესში ჩართულნი იყვნენ დარგის სპეციალისტები, ექსპერტები და სამონადირეო საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლები.

შეხვედრას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“, სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი“, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ასევე, საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია, საქართველოს მონადირეთა, მეთევზეთა და ბუნების დამცველთა მოძრაობა, საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია - მონკავშირი, (კლუბი „ბაზიერი“, კლუბი „ოჩოპინტრე“, „რემისია“), სამეცნიერო წრეები და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

წყარო ბაზიერი.გე

Edited by SOSO K.
Link to post
Share on other sites

ჩვენ ნამეტანი ვპასიურობთ, ამიტომ მიიღებენ იმას რაც სურთ. მაგ ორგანიზეციები რაც ჩამოტვლილია, საჩვენოს არაფერს შექმნიან.

 

 

http://www.ochopintre.ge/forum/index.php?showtopic=13218&st=0

 

მოგესალმეთ ყველას,

როგორ ხართ?

მომიტევეთ რომ ვერ ვაქტიურობდი ბოლო პერიოდი(მწყერზეც ვერ ვინადირე),სამსახურიდან გამომდინარე.

 

კანონპროექტის განხილვა მოუწყვიათ გარემოს დაცვის სამინისტროში,ხომ არ იცით ვინმემ საით მიყავთ საქმე?

მონადირეებისთვის იქნება კანონი თუ "მეურნეებისთვის"?

 

 

 

 

ნადირობის სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონის პროექტის განხილვა გაიმართა

 

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის სამუშაო ვერსიაზე იმსჯელეს.

შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ბესარიონ აბაშიძემ ნადირობის სფეროს მარეგულირებელი ახალი კანონმდებლობის კონცეფცია, სტრუქტურა და მიმართულებები გააცნო, რომლის დახვეწის პროცესი ამჟამადაც ინტენსიურად მიმდინარეობს.

კანონპროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-ის მხარდაჭერით მომზადდა. იგი მიმართულია ნადირობის სფეროს უფრო ეფექტურად მართვასა და ორგანიზებაზე.

ახლო მომავალში კანონპროექტის პირველადი ვერსიის ფართო საჯარო განხილვები საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება, რაც ხელს შეუწყობს ყოველმხრივ შეჯერებული და ეფექტური ნადირობის მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის განვითარებას საქართველოში. კანონპროექტის მომზადების პორცესში ჩართულნი იყვნენ დარგის სპეციალისტები, ექსპერტები და სამონადირეო საზოგადოებრივი გაერთიანებების წარმომადგენლები.

შეხვედრას კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN), ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“, სახეობათა კონსერვაციის ცენტრი „ნაკრესი“, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ასევე, საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაცია, საქართველოს მონადირეთა, მეთევზეთა და ბუნების დამცველთა მოძრაობა, საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია - მონკავშირი, (კლუბი „ბაზიერი“, კლუბი „ოჩოპინტრე“, „რემისია“), სამეცნიერო წრეები და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

წყარო ბაზიერი.გე

Link to post
Share on other sites

ამ კანონის განხილვა რეგიონებში გაგრძელდება

http://ambrolauri.gov.ge/open_news.php?id=102

 

ვახო ელჩი ძალიან მნიშვნელოვანია აქ ჩამოვწეროთ ხარვეზები, რეკომენდაციები, ჩვენი ხედვა, რადგან ფორუმზე ყველა რეგიოონიდანაა წარმომადგენელი და რეგიონალური შეხვედრების დროს შესაძლებელი იქნება იქ განვიხილოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები, მივიღოთ პასუხები და ყოველ ახალ შეხვედრას უფრო მომზადბულები შევხვდეთ.

Link to post
Share on other sites

caucasica

 

სეხნიავ, დაწერით, რამდენსაც გინდა იმდენს დავწერ.

 

 

არ გამამტყუნო.

 

აზრი არა აქვს და იმიტომ ვარ "დამკაში".

 

 

ვის უნდა მივმართო გიო, რა უნდა გავაგებინო მითხარი?

 

არ იციან რამხელა სიმდიდრის პატრონები არიან, ამხელა თანამდებობები უკავიათ და ამხელა ხელფასებს ყლაპავენ?

 

არა გიორგი, არა გენაცვალე.

 

მაგ წურბელებს, ეგ ტანჯული ქვეყანა, ვერასოდეს ვეღარ მოიშორებს.

 

შემიძლია შენნაირ გულიანებს ყველანაირად გვერდში დავუდგე, თორემ მაგათთან საუბარს აზრი არა აქვს.

 

 

გაყიდულია ძმაო ყველა სანადირო და სათევზაო სავარგული, რა უნდა მივწერო მითხარი?

 

უზრდელი არ ვარ და ვერიდები სკარბეზს, მაგრამ მაგათთან პირისპირ ლაპარაკს აზრი არა აქვს.

 

რამდენი ფოტო-ვიდე ფაქტი მქონია, ვრეკავ აქედან, ჰო, აქედან.............., ანუ "დამკიდან".

 

 

დააააა, ვიღაცა გოგონა მპასუხობს, მოითმინეთ ახლავე დაგაკავშირებთ და მანამდე მოუსმინეთ მუსიკასო.

 

გამომემილია ის 20$-იანი კარტა ბევრჯერ ლოდინში და ამასობაში მიდის სალაროსთან გაჩეჩილაძე და ცაგარეიშვილი და იღებენ ათასობით ლარს ხელფასს.

 

პ.ს. არადა რა მაგარი ოპტიმისტი ვარ.

 

პპ.სს. არ ვიცი გიო, შენს გვერდით გვიგულე.

 

შევძლებთ ერთად დგომით.

Link to post
Share on other sites

ელჩი მასე არ გამოვა. მაგ ჩვენი ''დამკაც'' ჩვენზე უარეს დღეში იყო ერთ დროს და ადგილობრივებმა ააშენეს ის რაც დღეს აქვთ. ჩვენ გამზადებულზე მივედით. ახლა ჩვენი ჯერია ჩვენივე ქვეყანაში ვიბრძოლოთ ნორმალური ქვეყნის შესაქმნელად. ძნელია მაგრამ სხვა გზა არ არის. სხვა ვერავინ გააკეთებს ჩვენს გასაკეთებელს.

 

მე კიდევ დავდებ შენიშვნებს კანონზე, მაგრამ ვინ მიიტანს კანონის შემქნელებამდე? სოსო უნდა დასწრებოდა ერთ შეხვედრას და იქნებ მომავალშიც დაესწროს ვინმე ჩვენი მხრიდან. არადა ცუდი კანონი თუ მიიღეს ვინღა იქნება მაგის გამსწორებელი.

 

ქართული გათითოკაცების ამბავია თორემ ყველა კლუბი უნდა დამჯდარიყო ერთად და ერთიანი პოზიცია შეემუშავებინათ.

 

კაუკაზიკა, ხვალ-ზეგ დავდებ ჩემს შენიშვნებს.

Link to post
Share on other sites

ის უძრაობა რაცაა ნადირობის სფეროში ყვლე ვტანხმდებიტ გამოსასწორებელია, ამ გადმოსახედიდან ეს კანონი 1 ნაბიჯია წინ....

და ეს კანონი არაა სრული სახით და ბევრი რამე სეიცველა კიდევ...

საჯარო განხილვები დამერწმუნეთ ბევრი გაიმართება, ყველა რეგონში - და ფორუმის წვერებს სეეძლებათ განხივებზე მონაწილეობის მირება,მეც შევეცდები გავაზიარო ინფო სად იგეგმება განხილვა...

ამიტომ მნისვნელოვაბია ჩვენი სენიშვნები იყოს მკაფიოდ ჩამოყალიბებული და აშშ... აქ შევკრიბოთ ტუნდაც 1 პოსტში რომ არ აგვერიოს და მერე სადაც 1 განხილვა იქნება იქ წარვადგინოთ, განხილვიდან დაბრუნებულმა ფორმელმა გაგვაცნოს პოზიცია და შემდგომ განხილვაზე კვლავ წარვადგინოტ ჩვენი მოსაზრებები.

 

ეს სტატია ვნახე ამ ტემაზე:

 

 

რას ითვალისწინებს ”ნადირობის შესახებ” ახალი კანონპროექტი?

”ნადირობის შესახებ” ახალი კანონი მომზადდა, რომელიც აქამდე არსებულ რეგულაციებს აერთიანებს და ახალ შეზღუდვებსა თუ უფლებებს აწესებს.

 

რატომ გახდა ახალი კანონის შემუშავება საჭირო და რას ითვალისწინებს კანონპოექტი, რომელიც ახალი მოწვევის პარლამენტს უნდა წარუდგინონ, ამ კითხვებით ”ფორტუნა” გარემოსა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს დაუკავშირდა.

 

როგორც სამინისტროში განმარტეს, ეკოსისტემური მიდგომებისა და ცხოველთა დაცვისთვის, ასევე მონადირეების უფლებების გათვალისწინებისთვის, საჭირო იყო არსებული რეგულაციები ერთ კანონპროექტში გაეერთიანებინათ. ამავდროულად, ცხოველებისა და მათი საბინადრო გარემოსთან დაკავშირებული საკითხებისთვის ”ბიომრავალფეროვნების დაცვის” კანონპროექტი მომზადდა.

 

კარლო ამირგულაშვილის თქმით, ორივე კანონპროექტის თავდაპირველი პროეექტი, ქართველი და უცხოელი ექსპერტების დახმარებით შემუშავდა.

 

”ნადირობის შესახებ” კანონპროექტი აწესრიგებს რა არის ნადირობის უფლება, ვის ენიჭება ნადირობის განხორციელების უფლება და ა.შ.

 

კანონპროექტის ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი მონადირეთა სერთიფიცირებაა.

 

როგორც კარლო ამირგულაშვილმა ”ფორტუნასთან” საუბრისას განმარტა, კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, მონადირე სერთიფიცირებული პირი იქნება. სერთიფიცირებისთვის კი პოტენციურმა მონადირემ, შესაბამისი ტესტირება უნდა გაიაროს.

 

კანონის ამოქმედების შემდეგ, არასერთიფიცირებული პირის ნადირობა აიკრძალება და დარღვევის შემთხვევაში მას ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრება.

 

”იარაღის ტარებასთან ერთად, მონადირეს ნადირობასთან და გარეულ ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ტესტირება უნდა ჰქონდეს ჩასაბარებელი. ეს ვფიქრობთ, რომ ერთი ფანჯრის პრინციპზე აგებული სისტემა უნდა იყოს. დაახლოებით, ისე, როგორც მართვის მოწმობის აღება ხდება”, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

 

ასევე, განსხვავებულ სისტემაზე გადადის სანადირო ტერიტორიებიც. ამ კუთხით სამინისტრომ საერთაშორისო პრაქტიკა გაითვალისწინა. განიხილება მონადირეთა ფედერაციის შექმნის შესაძლებლობაც.

 

”პირველ რიგში შემოდის სამონადირეო ტერიტორიის მმართველი, რომელსაც ნადირობის განხორიცელებაზე მართვის უფლება მიენიჭება. შესაბამისი უფლებები და მოვალეობები კანონში იქნება გაწერილი. ასევე გამოიყოფა სამონადირეო ტერიტორიები. განიხილება აგრეთვე, მონადირეთა ფედერაციის შექმნის საკითხი. ჯერ ამასთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობაა, უნდა შეიქმნას თუ არა ეს ფედერაცია და რა უფლებები ექნება მას. ამას საჯარო განხილვების შემდეგ გადავწყვეტთ”, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

 

სამონადირეო ტერიტორიის გამოყოფა შეიძლება მოხდეს როგორც სამინისტროს ინიციატივით, ასევე ნებისმიერი დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.

 

ამ ტერიტორიის მოცულობა არ უნდა იყოს ისეთი მცირე, რომ იქ შეუძლებელი იყოს, სანადირო სახეობების მდგრადი მართვა და სარგებლობა.

 

სამონადირეო ტერიტორიაზე შესვლისთვის გარკვეული სახდელი იქნება დაწესებული.

 

”სამონადირეო ტერიტორიის მმართველთან იქნებიან გაწევრიანებულები გარკვეული მონადირეები, რომელთაც ექნებათ დადგენილი კვოტა – რა სახეობაზე რამდენის მონადირების უფლება ექნებათ, მათ მოუწევთ გარკვეული მოსაკრებლის გადახდა. გარდა ამისა, იმ პირებს, რომლებიც არ იქნებიან წევრები, ნადირობის უფლება, მმართველთან შეთახნმებით მიეცემათ”, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

 

მანვე ”ფორტუნასთან” პრობლემატურ საკითხებზე ისაუბრა. როგორც ამირგულაშვილმა განმარტა, დღეს, ბევრ ისეთ ტერიტორიაზე ხდება ნადირობა, რომლებიც კერძო მესაკუთრეების მფლობელობაშია.

 

”მაგალითად, ხდება მწყერზე ნადირობა ყანებში, ბაღებში, რომლებიც კონკრეტული პირის საკუთრებაა. ასეთი ტერიტორიებიც სამონადირეო ტერიტორიის ფარგლებში შეიძლება მოექცეს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ ნადირობის უფლება იქნება გაცემული. ამას გადაწყვეტს თავად კერძო მესაკუთრე. თუკი მან განაცხადა, რომ მის კერძო ნაკვეთზე ნადირობა განხორციელდეს, მაშინ მოხდება ამის აკრძალვა სამინისტროს მხრიდან”, – განაცხადა მან.

 

მონადირეთა ნაწილი ”ფორტუნასთან” საუბარში ამბობს, რომ სფერო დასარეგულირებელია. ისინი რეგულაციების კანონში გაერთიანებას მიესალმებიან. თუმცა მათი ნაწილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ მონადირეების სერთიფიცირება მიუღებელია.

 

“იარაღის გასაფორმებლად ტესტირება ისედაც საჭიროა. აუცილებელია, მონადირემ ნადირობის გარკვეული წესები იცოდეს – თუნდაც ის, რომ მანოკი და მსგავსი ბრაკონიერული ხელსაწყოები არ გამოიყენოს, სათანადოდ მაინც არ კონტროლდება ეს სფერო. ბრაკონიერული გზით, იგივე მანოკის საშუალებით, მაინც ნადირობენ გადამფრენ ფრინველებზე, მაინც ხოცავენ მთაში გადაშენების პირას მყოფ ჯიხვს და რაჭაში გადაშენების პირას მყოფ დათვს, მაინც ნადირობენ ირემზე და ა.შ. ეს ტესტირება კი ვთვლი, რომ მიმართულია არა იმისკენ, რომ მოქალაქემ იცოდეს როგორ ინადიროს და რა წესები დაიცვას არამედ, ფულის კეთების მექანიზმია. თუ სახელმწიფოს სურს ამ დარგის განვითარება ამისათვის ტესტირებები კი არ უნდა ატაროს და ფული აიღოს, არამედ ლექციები და ტრენინგები ჩაუტაროს მათ, ვინც ეს არ იცის და გაამკაცროს გარემოს ზედამხედველობა: დაამატონ ჯგუფები გარემოს დაცვის სამსახურს და დაისაჯონ ბრაკონიერები”, – განაცხადა ს.ჯ.-მ ”ფორტუნასთან” საუბარში.

 

ჩვენი კიდევ ერთი რესპონდენტი თორნიკე გულიაშვილი, დამატებით რეგულაციებზე, მათ შორის სერტიფიცირებაზე ასევე, უკმაყოფილებას გამოთქვამს. თუმცა, მიესალმება ფედერაციის შექმნას.

 

”დამატებითი ვალდებულებები და რეგულაციები, კარგია თუ არ იქნება, რადგან ვისაც ჰობად აქვს ნადირობა, იმ მცირე დროსაც ვერ დაუთმობს ამ საქმეს, რასაც აქამდე უთმობდა. რაც შეეხება ფედერაციის შექმნას, ეს შეიძლება კარგი იყოს, რადგან პირველ რიგში, ფრინველთა და ცხოველთა გამრავლებაა საჭირო. სწორედ ამას შეიძლება შეუწყოს ხელი ფედერაციამ”, – განაცხადა თორნიკე გულიაშვილმა ”ფორტუნასთან”.

 

კანონპროექტის საჯარო განხილვები რეგიონებში უკვე დაიწყო. როგორც სამინისტროში განაცხადეს, ყველა დაინტერესებული პირის აზრს მაქსიმალურად მოუსმენენ და გაითვალისწინეენ.

 

მხოლოდ ამის შემდეგ გავა კანონპროექტი პარლამენტში დასამტკიცებლად.

 

http://oxotv.com/index.php?newsid=2732

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...