caucasica 1 Posted November 2, 2016 Report Share Posted November 2, 2016 01 ნოემბერი 2016 | თელავის მუნიციპალიტეტში „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება მიმდინარე წლის 4 ნოემბერს, 12:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში ,,ნადირობის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს. ,,ნადირობის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი იხილეთ აღნიშნულ ბმულზე - http://www.moe.gov.ge/res/docs/3681nadirobis-kanonis-proeqti.pdf შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის, ბიომრავალფეროვნების სამმართველოს უფროს სპეციალისტს ნუგზარ ღვალაძეს. ტელ: 598 60 50 53 http://www.moe.gov.ge/ka/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/klimatis-cvlileba/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%9D-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/2016-11-01-telavis-municipalitetshi-nadirobis ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 4 ნოებერს, 12:00 საათზე, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. აგრეთვე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები კახეთის რეგიონში, გარეული ცხოველების მიერ მოსახლეობისა და მათი ქონებისთვის საფრთხის შექმნასთან დაკავშირებით, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავენ. შეხვედრა თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში 14:00 საათზე, „ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვის დასრულების შემდგომ დაიწყება. აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ პირს. იხილეთ ,,ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის, ბიომრავალფეროვნების სამმართველოს უფროს სპეციალისტს ნუგზარ ღვალაძეს. ტელ: 598 60 50 53 ციტირება Link to post Share on other sites
kopala72 67 Posted November 9, 2016 Report Share Posted November 9, 2016 გთავაზობთ ჩემს შენიშვნებს და მოსაზრებებს ახალი სანადირო კანონის შესახებ. იმედია ჩემზე კომპეტენტური ხალხი ამ საკითხში კიდევ უფრო სიღრმისეულად გამოთქვამთ თქვენეულ შენიშვნებს ggggggg.pdf ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 9, 2016 Report Share Posted November 9, 2016 კარგი შენიშვნებია სოსო. დაუდე უკვე ფეისბუქზე? ციტირება Link to post Share on other sites
kopala72 67 Posted November 9, 2016 Report Share Posted November 9, 2016 კარგი შენიშვნებია სოსო. დაუდე უკვე ფეისბუქზე? არა ვახო,არ ვიცი მაგათი ფეისბუქგვერდის დასახელება,ვინც იცით დადეთ თქვენივე დამატებებით შენიშვნების, ჩვენი კლუბის ან ზოგადად ნადირობაზე გულშემატკივართა სახელით, სულერთია მთავარია ხმა მივაწვდინოთ და გათვალისწინებული იყოს ჩვენი მოსაზრებები და შენიშვნები.თორემ აღარ ეღირება არც ნადირობა და აღარც იარაღის ქონა. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted November 9, 2016 Report Share Posted November 9, 2016 SOSO K. წავიკითხე ეგ ყველაფერი და ღმერთი უნდა შევაწუხო. -ღმერთო, შენზე უკეთესად არავინ იცის. იცი და საერთოდ არ გაწუხებ. გამოუშვი რაა ჩემი თავის ხელა მეტეორი და მთხლიშე ამ მოზრდილ თავში, თან ისე რომ სხვას ზიანი არ მიადგეს. ციტირება Link to post Share on other sites
Gurulo 154 Posted November 10, 2016 Report Share Posted November 10, 2016 გთავაზობთ ჩემს შენიშვნებს და მოსაზრებებს ახალი სანადირო კანონის შესახებ. იმედია ჩემზე კომპეტენტური ხალხი ამ საკითხში კიდევ უფრო სიღრმისეულად გამოთქვამთ თქვენეულ შენიშვნებს კარგია სოსო!!! როცა გურიაში ამ კანონპროექტის განხილვა იქნება, აუცილებლად მივალ და აგერაა გამზადებული შენიშვნები. ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted November 10, 2016 Report Share Posted November 10, 2016 (edited) არა ვახო,არ ვიცი მაგათი ფეისბუქგვერდის დასახელება,ვინც იცით დადეთ თქვენივე დამატებებით შენიშვნების, ჩვენი კლუბის ან ზოგადად ნადირობაზე გულშემატკივართა სახელით, სულერთია მთავარია ხმა მივაწვდინოთ და გათვალისწინებული იყოს ჩვენი მოსაზრებები და შენიშვნები.თორემ აღარ ეღირება არც ნადირობა და აღარც იარაღის ქონა. https://www.facebook.com/MOEgeorgia/?hc_ref=SEARCH&fref=nf ეს არის ფეისბუქ გვერდი, მივწეროთ პირადში კლუბის სახელით, არანაირი პრობლემა არ იქნება, ნახავენ აუცილებლად, მთავარია გულითადად მიუდგნენ. ჩვენ მაინც ჩვენი გავაკეთოდ. Edited November 10, 2016 by ი ლ უ შ ა ციტირება Link to post Share on other sites
kopala72 67 Posted November 10, 2016 Report Share Posted November 10, 2016 https://www.facebook.com/MOEgeorgia/?hc_ref=SEARCH&fref=nf ეს არის ფეისბუქ გვერდი, მივწეროთ პირადში კლუბის სახელით, არანაირი პრობლემა არ იქნება, ნახავენ აუცილებლად, მთავარია გულითადად მიუდგნენ. ჩვენ მაინც ჩვენი გავაკეთოდ. კი ბატონო,არავითარი პრობლემა,პირიქით,იქნებ გაითვალისწინონ, თქვენც გადახედეთ კანონს და თქვენეული შენიშვნები და მოსაზრებებიც დაამატეთ და მივწეროთ. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted November 15, 2016 Report Share Posted November 15, 2016 უცხოეთიდან იარაღის შემოტანის ნებართვას სამთვიანი ვადა ჰქონდა. გახადონ რა ერთწლიანი, მაგათგან რა მიდის. ძირითადად უცხოეთის მოქალაქეებს შემოაქვს იარაღი ევროპიდან და შრდილო ამერიკიდან და ასეთი ხალხი წელიწადში ერთხელ ჩამოდის საქართველოში. ციტირება Link to post Share on other sites
ზამთარა 0 Posted January 5, 2017 Report Share Posted January 5, 2017 მონადირეებო კლუბ მონადირის საშუალებით გავეცანი პროექტს საქართველოს კანონი ნადირობის შესახებ და შთაბეჭდილება უმთავრეს საკითხებზე ძალიან უარყოფითი ჩამომიყალიბდა. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ კანონპროექტს ნაკლებად აინტერესებს მონადირეობის უმთავრესი სუბიექტები /ობიექტი/ ფლორა და მონადირე. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ კეთილშობილურ მიზნებს ამოფარებულია პირადი ინტერესები, რაც როგორც ეტყობა არის უკვე წინასწარ განსაძღვრული პირის ან პირთა ჯგუფისთვის მონადირეთა ფედერაციის შექმნა, მათთვის სავალდებულო გადასახადების გადახდის მიზნით. პრაქტიკულად უამრავ უბრალო ადამიანებს მონადირეს არანაირ სასურველ გარემოს არ უქმნის აღნიშნული კანონი და პირიქით საწავროს გადახდის ვალდებულების იქით ფეხებზეც კიდია მონადირის ბედი. ვფიქრობ აქტიური ჩარევაა საჭიროამ კანონპროექტის გარშემო, თორემ როგორც ახლაა მაგალითად გარეულ ნადირზე, შემდგომ უფრო კანონს მიღმა აღმოჩნდება მონადირის ქმედება ნადირობაზე. 1. ტერმინთა განმარტებაში საჭიროა კორექტირება სამონადირეო ტერიტორიასთან დაკავშირებით 2. მუხლი 4 სადაც მოხსენიებულია ცხოველთა სამყარო უნდა დაკორექტირდეს შეიცვალოს უფრო სრულფასოვანი ფართოდმომცველი სიტყვით მაგალითად ფაუნით 3 თავი 2 მუხლი 5 უნდა დაზუსტეს სამონადირეო ტერიტორიის შექმნის საკითხი, რომელიც გაუგებრადაა დღეს არსებულ პროექტში და ყველაზე მტკივნეული იქნება მომავალში მონადირეებისთვის თუ ასე დარჩება.კერძოდ სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრების ფარგლებში სამონადირეო ტერიტორიის შექმნა სამინისტროს დისკრეციული უფლება გააჩნია ასევე უნდა იყოს დისკრეციული უფლება კერძო საკუთრების მიწებზეც სადაც დამატებით შესაძლოა ნადირობაზე სპეციალური ვალდებულებების დაწესება. სხვა შემთხვევაში გარეულ ფრინველებზე მაგალითად მწყერზე შეუძლებელი იქნება ნადირობა რადგან მწყერი მხოლოდ სასოფლო სამეურნეო სავარგულებში მოიპოვება, რაც 100 %-ით კერძო საკუთრებებშია და თუ მესაკუთრეს უფლება ექნება სახელმწიფოს ნებას წინ აღუდგეს მაშინ გადამფრენ ფრინველებზე საქართველოში ნადირობა კაკონით შეუძლებელი იქნება. ასევე მთელი საქართველოს მაშტაბით სამინისტრო ვალდებული უნდა იყოს შექმნას კანონის ფარგლებში სამონადირეო ტერიტორიები, რომ არ აღმოვჩნდეთ შეზღუდულები ან კანონგარეშედ მონადირეები და იძულებული არ ვიყოთ თოფაძის ან მისთანების მეურნეობაში ვინადიროთ შინაურ ღორებზე ან დავალაგოთ იარაღი. ასევე დასაზუტებელია კვოტების გამოყოფის დადგენის საკითხები როგორ უნდა რეგულირდებოდეს სამონადირეო ტერიტორიებზე. ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted January 17, 2017 Report Share Posted January 17, 2017 (edited) გამარჯობა თქვენი, მოგვიანებით გილოცავთ ყველას შობა–ახალ წელს, მრავალს დაესწარით! არ შემოვსულვარ კარგა ხანია ფორუმზე. ხომ არ იცით რამე სიახლე თუ არის კანონის მიღებასთან დაკავშირებით, შენიშვნები თუ შეიტანეს ნეტავ? ერთერთი ყველაზე დიდი პრობლემა ეს საკითხია სხვა ბევრ საკითხთან ერთად, მაგრამ ეს განსაკუთრებით – გლუვლულიანი და ხრახნლულიანი თოფებისთვის ტყვიის შემცველი მასალის გამოყენების აკრძალვა. ეს თუ დაამტკიცეს 90% გადასაგდები ექნება თოფები. Edited January 17, 2017 by ი ლ უ შ ა ციტირება Link to post Share on other sites
avto 106 Posted January 17, 2017 Report Share Posted January 17, 2017 არანაირი ცვლილება არ შეუტანიათ და უცვლელად აპირებენ მიიღონ ეს ახალი სირობა(მეტს ვერაფერს დავარქმევ) აწვებიან ფედერაციის შექმნას და 2019 მდე ვინც არ გაწევრიანდება ავტომატურად დაკარგავს ნადირობის უფლებას.ყანაში შესვლამდე მეპატრონეს უნდა შეუთანხმდე ,წინააღმდეგ შემთხვევაში რასაც მოითხოვს უნდა გადაუხადო . აზრზე ხართ ხალხო რას გვიპირებენ? გლეხი ყანას აღარ გათოხნის ,ჩაგისაფრდება და ასმაგ მოგებას ნახავს რამე უნდა მოვიმოქმედოთ ! სასწრაფოდ ! ციტირება Link to post Share on other sites
kopala72 67 Posted January 18, 2017 Report Share Posted January 18, 2017 ავთო მართალი ხარ,ისევ პირვანდელ ვერსიას აწვებიან,სულ ტყუილად დაანონსეს შეხვედრები რეგიონებში, არავითარი ცვლილებები არ ჩანს კანონპროექტში,(მაგ. მარტო იქედან ჩანს რომ, ის ვერ გაურკვევიათ ნახევარავტომატში დაშვებულია 2 ვაზნაო,როცა მინიმუმ 3 ყველგან-ერთი "პატრონნიკში",ორიც სავაზნეში,მაშინ რაღა განსხვავებაა 2 ლულიანს და ნ/ავტომატში?). ასევე ხელუხლებელია ყველა პუნქტი და მუხლი. რა უნდა მოვიმოქმედოთ რომ რამე გვეშველოს? ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted January 18, 2017 Report Share Posted January 18, 2017 http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/415116-mtacebeli-ckhovelebis-monadirebaze-shesadzloa-sanqciebi-aghar-gavrceldes.html "მტაცებელი ცხოველების მონადირებაზე შესაძლოა სანქციები აღარ გავრცელდეს 16:07 18-01-2017 მტაცებელი ცხოველების მონადირებაზე შესაძლოა სანქციები აღარ გავრცელდეს მტაცებელი ცხოველების მონადირებაზე შესაძლოა “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით“ დადგენილი სანქციები აღარ გავრცელდეს. ამასთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა ე.წ. სამუშაო შეხვედრის ფორმატში, მოქალაქე გიორგი ლაბაძის საკანონმდებლო წინადადება განიხილა, რომლის გათვალისწინებით, კოდექსის 86-ე მუხლით (თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევა, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა) გათვალისწინებული ჯარიმები და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მტაცებელი ცხოველების მონადირებაზე არ გავრცელდება. უფრო კონკრეტულად, პარლამენტში წარდგენილი პროექტის მიხედვით, კოდექსს ემატება პუნქტი, რომლის მიხედვით, ისეთი ცხოველების მონადირება, რომელთა სიმრავლეც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ასევე სოფლის მეურნეობის წარმართვასა და განვითარებას, ნადირობის წესების დარღვევად არ ჩაითვლება. ამ კონტექსტში ყურადღება მგელსა და ტურაზე გამახვილდა. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი ფიქრობს, რომ პრობლემა საყოველთაოა, რასაც შინაურ ცხოველებზე მტაცებლების თავდასხმის გახშირებული ფაქტები ადასტურებს. ხუციშვილის აზრით, მგლების რაოდენობის შემცირების მიზნით გარკვეული რეგულაცია უნდა დაწესდეს. “ამის თქმის უფლებას მაძლევს ინფორმაცია, რომელიც ევროპის ქვეყნებში მგლების რაოდენოსთან დაკავშირებით გამაჩნია: - გერმანიაში არის 165 ათასი ირემი და 12 მგელი, საფრანგეთში არის 100 ათასი ირემი და 40 მგელი, დიდ ბრიტანეთში არის 365 ათასი ირემი და არც ერთი მგელი. დანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში არც ერთი მგელი არ არის და არის უამრავი ჩლიქოსანი ცხოველი. შედარებით მეტი მგელია იტალიაში, მაგრამ არის ირმის რაოდენობის 1%. მგელზე ნადირობა უნდა იყოს დაშვებული, მაგრამ უნდა განისაზღვროს მათი ზუსტი რაოდენობა, თუ რამდენის ამოღება იქნება საჭირო იმისთვის, რომ აღარ იყოს თავდასხმები როგორც მოსახლეობაზე, ასევე შინაურ პირუტყვზე“, - განუცხადა ხუციშვილმა “ინტერპრესნიუსს“. გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელის კარლო ამირგულაშვილის ინფორმაციით, მგლების თავდასხმის თაობაზე თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან ყოველ კვირას იღებენ წერილს და მგლების ამოღებაზე ნებართვებსაც გასცემენ, მაგრამ ეს დროში გაჭიანურებული პროცესია და საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. მისივე თქმით, არის სხვა სერიოზული პრობლემებიც, რის გამო გახშირებულია მგლების თავდასხმებიც. მათ შორის, უშუალოდ სოფლის სიახლოვეს გაჩენილი ნაგავსაყრელები, ხშირ შემთხვევაში საძოვარზე უპატრონოდ გაშვებული პირუტყვი, სათანადოდ დაუცავი სადგომები. პრობლემის მოგვარებას ხელს პროფესიონალ მონადირეთა კადრების უქონლობაც უშლის ხელს. სამუშაო შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ პარლამენტი და სამინისტრო პრობლემის დარეგულირების გზებზე შეჯერდებიან, რომლებიც კანონმდებლობაში აისახება." ციტირება Link to post Share on other sites
ი ლ უ შ ა 0 Posted January 18, 2017 Report Share Posted January 18, 2017 (edited) ზაზა ხუციშვილს თუ ვინმე იცნობთ მიწერეთ, ფორუმზე არავინ იცნობთ? მე კი მივწერ მაგრამ ვინც იცნობს უკეთესია, ტყვია თუ ამოიღეს ჩათვალეთ 95%-ს ახალი თოფი ექნება საყიდელი და ძველი გადასაგდები! ეს არის მინიმუმ ადამიანების უფლებების დარღვევა! Edited January 18, 2017 by ი ლ უ შ ა ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted January 19, 2017 Report Share Posted January 19, 2017 (edited) - გერმანიაში არის 165 ათასი ირემი და 12 მგელი, საფრანგეთში არის 100 ათასი ირემი და 40 მგელი, დიდ ბრიტანეთში არის 365 ათასი ირემი და არც ერთი მგელი. დანიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში არც ერთი მგელი არ არის და არის უამრავი ჩლიქოსანი ცხოველი. შედარებით მეტი მგელია იტალიაში, მაგრამ არის ირმის რაოდენობის 1%. მგლის შეჭმას ირემის წიხლს გოუძლებთ რავარც იქნება ჰა, რას იტყვით თქვენ ? ))) ხუმრობა იქეთ იყოს და ეს წუთია ფეისბუქზე მომწერა ახლობელმა ჩვენთან სოფელში,კაცხში მგელს კაცი დაუკბენია მაგრად ფეხებზე და ბეჭებზე... Edited January 19, 2017 by salamandra ციტირება Link to post Share on other sites
courage 2 Posted January 19, 2017 Report Share Posted January 19, 2017 მგელზე ნადირობა მეორეხარისხოვანია, მდევრებით და კარაბინებით ტყეში ნადირობის სურვილს უფრო ვხედავ მე. რამდენი ესვრის მარტო მგელს და ისე ჩაატარებს შველს და დათვს, ალბათ 1%. როგორც არ უნდა იყო შედეგი ყველა შემთხვევაში გვექნება, რამდენად კარგი ეგ სხვა თემაა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 19, 2017 Report Share Posted January 19, 2017 არაფერი არ შეიცვლება თუ კლუბები(მონადირეები) ერთად არ დადგნენ და ერთი კარგი დემონსტრაცია არ მოაწყვეს თბილისში თუნდაც მთავრობის სახლთან, მედიაგაშუქებით რა თქმა უნდა. პოსტსაბჭოთა(საბჭოთა) ცნობიერება მხოლოდ ძალას სცემს პატივს და სკამის დაკარგვის საშიშროებას. ციტირება Link to post Share on other sites
salamandra 65 Posted January 19, 2017 Report Share Posted January 19, 2017 მგელზე ნადირობა მეორეხარისხოვანია, მდევრებით და კარაბინებით ტყეში ნადირობის სურვილს უფრო ვხედავ მე. რამდენი ესვრის მარტო მგელს და ისე ჩაატარებს შველს და დათვს, ალბათ 1%. როგორც არ უნდა იყო შედეგი ყველა შემთხვევაში გვექნება, რამდენად კარგი ეგ სხვა თემაა. თორნიკე გეთანხმები 100 % ! ბევრ მონადირეს ვესაუბრე მაგ თემაზე საქართველოში ინტერნეტით და აქაც.შენი თქმის არ იყოს რამდენი ესვრის მარტო მგელს და ისე ჩაატარებს შველს და დათვს ?? ალბათ ძალიან ცოტა.კლუბებმა უნდა მიიღონ აქტიური მონაწილეობა ამ საქმეში.უნდა შექმნან ბრიგადები.ბრიგადაში შევიდეს აგრეთვე გდი-ს წარმომადგენელი რომ აღარავის გაუჩნდეს სურვილი სხვა ცხოველს ესროლოს გარდა მგლისა და ტურისა ციტირება Link to post Share on other sites
kopala72 67 Posted January 19, 2017 Report Share Posted January 19, 2017 (edited) BROWNING, ელჩი და მათ ვისაც შეხება გაქვთ ევროპის სანადირო კანონთან, თქვენთან რამდენი ტყვიაა დაშვებული ნ/ავტომატში? რამდენადაც მე ვიცი, იმ ქვეყნებში, სადაც შეზღუდვებია ვაზნების რაოდენობაზე, ყველგან სამი ვაზნაა დაშვებული, 2 სავაზნეში, 1 ე.წ."პირში" . ჩვენთან რა ემართებათ,რას აიჩემეს ეს 2 ვაზნა? მუხლი 23. სანადიროდ დაშვებული იარაღები და მეთოდები 2. აკრძალულია სანადირო სახეობათა არასელექტიური ხასიათის მეთოდებით დაჭერა ან მოკვლა, რომლის გამოყენებამ მოცემულ ტერიტორიაზე შესაძლებელია გამოიწვიოს სახეობათა დაღუპვა ან მნიშვნელოვანი შეშფოთება, მათშორის აკრძალულია: ზ) ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი სანადირო იარაღის გამოყენება, თუ მასში ორზე მეტი ვაზნაა მოთავსებული; მაშინ რაღა სხვაობაა ორლულიანს და ნ/ავტომატს შორის? თავიდანვე ასე ეწერათ კანონპროექტში და ეხლაც იგივეს აწვებიან, რაც იმის მაჩვენებელია რომ რეგიონული განხილვები ფარსია და მეტი არაფერი, დავიჯეროთ არც ერთ რეგიონში არ გაუჩნდათ კითხვა ამ საკითხზე? პ.ს.ეს მაგალითისთვის მოვიყვანე,თორემ ამნაირი შენიშვნები უამრავი გვაქვს თვითოეულს,მაგრამ როგორც ჩანს რეაგირება "ნული" იქნება. Edited January 19, 2017 by SOSO K. ციტირება Link to post Share on other sites
გიორგი 46 Posted January 19, 2017 Report Share Posted January 19, 2017 ჩემთან ორი ადგილია, სადაც ორ ვაზნაზე მეტის ჩადება არ შემიძლია, სპეციალური პლასტმასის შტოკი მოყვება პომპას, თანაც ვაზნა მხოლოდ ლითონის საფანტით უნდა იყვეს დატენილი. დანარჩენ ადგილებში, გაძეძგე თოფი ბოლომდე და უბრაგუნე რამდენიც გინდა. იმ ორ ადგილს მაქსიმალურად ვერიდები. თოფი იმიტომ ვიყიდე, რომ ვინადირო ჩემს გემოზე, და არ მოვსპო ერთ სეზონზე ნერვებ და ლულა დაგლეჯილმა. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 20, 2017 Report Share Posted January 20, 2017 კანადაში გადამფრენზე ნადირობისას დაშვებულია ორი ვაზნა მჭიდში და ერთიც ლულაში, სულ სამი ვაზნა. იხვზე და ბატზე(წყალმცურავზე) გამოიყენება ფოლადის ან შენადნობის(უფრო ძვირია) საფანტი. სხვა შემთხვევაში(ჟრუნი, როჭო, ინდაური, კურდღელი და ა.შ.) დაშვებულია ტყვიის შემცველი საფანტი. არ დამიჯერებთ და მოშორებულ რეგიონებში გადამფრენსაც ტყვიის შემცველ საფანტსაც ურახუნებენ ადგილობრივები BROWNING, ელჩი და მათ ვისაც შეხება გაქვთ ევროპის სანადირო კანონთან, თქვენთან რამდენი ტყვიაა დაშვებული ნ/ავტომატში? რამდენადაც მე ვიცი, იმ ქვეყნებში, სადაც შეზღუდვებია ვაზნების რაოდენობაზე, ყველგან სამი ვაზნაა დაშვებული, 2 სავაზნეში, 1 ე.წ."პირში" . ჩვენთან რა ემართებათ,რას აიჩემეს ეს 2 ვაზნა? მუხლი 23. სანადიროდ დაშვებული იარაღები და მეთოდები 2. აკრძალულია სანადირო სახეობათა არასელექტიური ხასიათის მეთოდებით დაჭერა ან მოკვლა, რომლის გამოყენებამ მოცემულ ტერიტორიაზე შესაძლებელია გამოიწვიოს სახეობათა დაღუპვა ან მნიშვნელოვანი შეშფოთება, მათშორის აკრძალულია: ზ) ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი სანადირო იარაღის გამოყენება, თუ მასში ორზე მეტი ვაზნაა მოთავსებული; მაშინ რაღა სხვაობაა ორლულიანს და ნ/ავტომატს შორის? თავიდანვე ასე ეწერათ კანონპროექტში და ეხლაც იგივეს აწვებიან, რაც იმის მაჩვენებელია რომ რეგიონული განხილვები ფარსია და მეტი არაფერი, დავიჯეროთ არც ერთ რეგიონში არ გაუჩნდათ კითხვა ამ საკითხზე? პ.ს.ეს მაგალითისთვის მოვიყვანე,თორემ ამნაირი შენიშვნები უამრავი გვაქვს თვითოეულს,მაგრამ როგორც ჩანს რეაგირება "ნული" იქნება. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 20, 2017 Report Share Posted January 20, 2017 სალამანდრა, არასწორი მიდგომაა. კანონდარღვევის გამოვლინება აღკვეთა უნდა მოახდინოს სახელმწიფომ. ამიტომ კეთილი ინებოს და გაზარდოს რეინჯერების რაოდენობა და მათი მოტივაცია. მასე ნებისმიერი ნადირობისას შეიძლება მოკლა აკრძალული ნადირი ან ფრინველი. თავიდან ყროლდება ყველა საქმე.... თორნიკე გეთანხმები 100 % ! ბევრ მონადირეს ვესაუბრე მაგ თემაზე საქართველოში ინტერნეტით და აქაც.შენი თქმის არ იყოს რამდენი ესვრის მარტო მგელს და ისე ჩაატარებს შველს და დათვს ?? ალბათ ძალიან ცოტა.კლუბებმა უნდა მიიღონ აქტიური მონაწილეობა ამ საქმეში.უნდა შექმნან ბრიგადები.ბრიგადაში შევიდეს აგრეთვე გდი-ს წარმომადგენელი რომ აღარავის გაუჩნდეს სურვილი სხვა ცხოველს ესროლოს გარდა მგლისა და ტურისა ციტირება Link to post Share on other sites
kopala72 67 Posted January 20, 2017 Report Share Posted January 20, 2017 (edited) BROWNING, ელჩი მეც სწორედ მაგას ვგულისხმობ,ყველგან სადაც აკრძალვაა-იგულისხმება პლასტმასის შტოკით სავაზნის მოცულობის შემცირება იმ კონდინციამდე რომ სავაზნეში 2 ვაზნაზე მეტი არ მოთავსდეს,ერთიც კიდევ ლულაში,ანუ დაშვება სამი ვაზნა 1+2, აქ კიდევ რას მიაჯინდნენ მხოლოდ 2 ვაზნას? ეს ყველაფერი იმას მიუთითებს რომ არავითარ შენიშვნებს არ ითვალისწინებენ. ზოგადად ამ კანონში ბევრი რამეა ბუნდოვანი და გაურკვეველი,ჩამოუყალიბებელი,მიუღებელი მაგრამ კაცი პატრონი არა ყავს. თვალსაჩინოებისთვის ამონარიდი კანონპროექტიდან: მუხლი 23. სანადიროდ დაშვებული იარაღები და მეთოდები 2. აკრძალულია სანადირო სახეობათა არასელექტიური ხასიათის მეთოდებით დაჭერა ან მოკვლა, რომლის გამოყენებამ მოცემულ ტერიტორიაზე შესაძლებელია გამოიწვიოს სახეობათა დაღუპვა ან მნიშვნელოვანი შეშფოთება, მათშორის აკრძალულია: ზ) ნახევრადავტომატური ცეცხლსასროლი სანადირო იარაღის გამოყენება, თუ მასში ორზე მეტი ვაზნაა მოთავსებული; Edited January 20, 2017 by SOSO K. ციტირება Link to post Share on other sites
BROWNING 349 Posted January 20, 2017 Report Share Posted January 20, 2017 ზაზა ხუციშვილმა მოგვწერა: Zaza Khutsishvili ჯერ კანონპროექტი პარლამენტში არ შემოსულა.თუ შეიძლება თქვენი შენიშვნები წერილობით გამომიგზავნეთ! ამოვკრეფ ყველა შენიშვნას ამ თემიდან და გადავუგზავნი. თანახმა ხართ? ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.