Jump to content
Club-Monadire.Ge

კანონი ნადირობის შესახებ.


Recommended Posts

გთავაზობთ ჩემს შენიშვნებს და მოსაზრებებს ახალი სანადირო კანონის შესახებ.

 

იმედია ჩემზე კომპეტენტური ხალხი ამ საკითხში კიდევ უფრო სიღრმისეულად გამოთქვამთ თქვენეულ შენიშვნებს

 

ვახო აი ჩემი შენიშვნები,მე თანახმა ვარ გადაუგზავნე,პლიუს შენ კიდევ უფრო კარგად ჩამოაყალიბებ დანარჩენ შენეულ შენიშვნებსაც,

იმედია რამეს მაინ გაითველისწინებენ.

ggggggg (5) (1).pdf

Edited by SOSO K.
Link to post
Share on other sites
  • Replies 325
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ეს შეხვედრა ძირითადად უფრო მოსამზადებელი შეხვედრა იყო შემდგომში უფრო მაშტაბური შეკრების, მაგრამ ძირიდი საკითხები რაც დაისვა იყო რომ: 1) გაკეთდა პეტიცია საზოგადოებროვ მაუწყებელზე გადაცემის და

მეგობრებო, მონადირე-მეთევზე-ბუნების მოყვარულნო! საკოორდინაციო საბჭოს სახელით გვინდა ერთი საინტერესო და საჭირო ინიციატივის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია. როგორც იცით, საკოორდინაციო საბჭო მემორან

გასული წლის ბოლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროში შედგა შეხვედრა ფაო–ს (გაეროს სოფლის მეურნეობის და სურსათის ორგანიზაცია) და სამონადირეო საზოგადოებებს შორის .შეხვედრები მიმდინარეობდ

Posted Images

ზაზა ხუციშვილს და გარემოს დაცვის სამინისტროს გადაეგზავნა კლუბის და ფორუმის შენიშვნები ნადირობაზე კანონპროექტის ირგვლივ. იმედია შედეგი გამოჩნდება.

Link to post
Share on other sites

ზაზა ხუციშვილს და გარემოს დაცვის სამინისტროს გადაეგზავნა კლუბის და ფორუმის შენიშვნები ნადირობაზე კანონპროექტის ირგვლივ. იმედია შედეგი გამოჩნდება.

 

 

ვაა, ძალიან კარგია ..

Link to post
Share on other sites

გარემოს დაცვის სამინისტრომ მოგვწერა რომ ჩვენს შენიშვნებს გადასცემს შესაბამის დეპარტამენტს. ასე რომ მიუხედავად შედეგისა მაინც ღირს ბრძოლა და აქტიურობა საკუთარი უფლებების დასაცავად.

 

 

მათი პასუხი:

 

 

''მოგესალმებით, აუცილებლად გადავცემთ შესაბამის დეპარტამენტს''.

Link to post
Share on other sites

"სამეგრელოში მონადირეები გადამფრენ ფრინველზე ნადირობის ნებართვის ლიცენზიას ითხოვენ.

მონადირეები გადამფრენ ფრინველზე ნადირობის სეზონის დასრულებამდე კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ნადირობის ნებართვის ლიცენზიას ითხოვენ. ნადირობის უფლების მოთხოვნით ანაკლიაში დღეს 100-ზე მეტი მონადირე შეიკრიბა. მონადირეები ამბობენ, რომ პრობლემა წლებია მოუგვარებელია და დახმარებისთვის რამდენჯერმე მიმართს შესაბამის უწყებებს, თუმცა არაფერი შეცვლილა.ისინი ეროვნული პარკის ბუნებრივი რესურსების დაცვის რეინჯერისგან პასუხს ითხოვდნენ.გოჩა გერლიანი განმარტავს, რომ მონადირეებმა პრობლემის მოგვარება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში უნდა სცადონ.აქციის მონაწილეების თქმით, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში პროტესტის უკიდურეს ზომას იმართავენ. კანონის თანახმად კი გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 1 მარტამდე გაგრძელდება. ნადირობა აკრძალულია სახელმწიფო ნაკრძალებსა და ეროვნულ პარკებში და მათ გარშემო 500-მეტრ ზონაში, ასევე, საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში."

 

https://odishi.ge/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90/2271-23%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9C-%E1%83%A4%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%96%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C.html

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites

მოიცა ეროვნულ პარკში სადმე არის დაშვებული ნადირობა ???

კი არის ზურა ,გამოყოფილ სანადირო ობიექტებზე.

აქ მოთხოვნაა მარტო იხვზე და არა სხვა რამეზე. ,თელი საქართველოს ჭარბტენიანი ადგილები ტყეპარკებათ და ნაკრძალებადაა გამოცხადებული.ასვალტზე კი იხვი არ მოდის . თუ ადგილობრივ თევზზე თევზაობა დასაშვებია გადამფრენ იხვზე ნადირობამ რა დააშავა?

Link to post
Share on other sites

დაცულებზე არაფერზე არაა ნადირობა ნებადართული. ეს ხალხი კი სულ სხვა რამეს ითხოვს რომ ტერიტორია ნუ არის დაცულიო. დაცულზე ნადირობა იმიტომ არ უნდა მოხდეს რომ საშუალება მიეც ნადირ-ფრინველს საბუდარი და გასამრავლებელი გარემო ჰქონდეს, რაც გამორიცხულია თოფების ბახაბუხში. მთავარი პრობლემა აქ არის აღნიშნული ტერიტორიის დაცულობის საკითხი.

Link to post
Share on other sites

ბოლოს და ბოლოს გამოვაცხადოთ მთელი საქართველო დაცულ ტერიტორიად და ნადირობა კანონდარღვევად, რას გვაწვალებთ ტყუილად! ყველგან დაცული ტერიტორიაა და სანადირო ადგილები რომელია, თოფაძე და მისნაირები რომ გამოყოფენ ადგილებს?!

 

ავტობანის მშნებელობის და სხვა ინფრასტრუქტურის ხარჯზე ტბებს რომ აშრობენ და ჭაობებს ეგ არაფერია?!

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

შეიძლება დაგაინტერესოთ:

იმდინარე წლის 20 თებერვლიდან 24 თებერვლის ჩათვლით სამინისტრო გეგმავს "ნადირობის შესახებ" საქართველოს კანონის პროექტის საჯარო განხილვების ჩატარებას, სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში. ასევე, განხილულ იქნება საკითხი, გარეული ცხოველების მიერ მოსახლეობისა და მათი ქონებისთვის საფრთხის შექმნასთან დაკავშირებით.

 

წარმოგიდგენთ შეხვედრების განრიგს, ადგილმდებარეობისა და თარიღების მითითებით;

 

· 20 თებერვალი, 12:00 საათი - გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა;

· 21 თებერვალი, 11:00 საათი - ბათუმის მერიის შენობა;

· 21 თებერვალი, 15:00 საათი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა;

· 22 თებერვალი, 11:00 საათი - ფოთის მერიის შენობა;

· 22 თებერვალი, 15:00 საათი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა;

· 23 თებერვალი, 12:00 საათი - ქუთაისის მერიის შენობა;

· 24 თებერვალი, 11:00 საათი - ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობა;

 

„ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი იხილეთ შემდეგ ბმულზე

http://moe.gov.ge/res/images/file-manager/sajaro-ganxilva/nadirobis-kanonproeqti/nadirobis-kanonis-proeqti.pdf

 

შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის, ბიომრავალფეროვნების სამმართველოს უფროს სპეციალისტს ნუგზარ ღვალაძეს.

 

ტელ: 598 60 50 53

Link to post
Share on other sites

კარგია შეხვედრები რომ იგეგმება. გუშინ ვუყურებდი, სამწუხაროდ რომელ არხზე იყო არ ვიცი, მონადირე რომელიც 2019 წლამდე არ ჩააბარებს სამონადირეო ტესტებს ავტომატურად ვეღარ იქნება მონადირე და არ ექნება ნადირობის უფლება ასე წერია კანონპროექტში რომლის მიღება სავარაუდოდ შეუქცევადია.

Link to post
Share on other sites

ელჩი,

ბრაუნინგ,

პესკატორე

 

როგორც იქნა განაახლეს კანონპროექტის განხილვები(იმედია გაითვალიწინებენ შენიშვნებს),

გორში დავესწრები შეხვედრას,

20 თებერვლამდე თუ შეძლებთ რომ დადოთ ფორუმზე ამ თემაში თქვენთან რა პირობებია ნახევრადავტომატურ იარაღზე(როგორც ვიცი 1+2),

როგორია ტყვიის საფანტის გამოყენება(თუ შეიძლება-სად?,) სანადირო ტერიტორიის (თუ როგორცაა თქვენთან) გარეთ,ვინმეს კერძო ტერიტორიაზე,მეპატრონის თანხმობით,იცენზიის და ნებართვების

პირობებში შეგიძლია თუ არა ნადირობა,

 

ამ ყველაფერს შენიშვნებად დავულაგებ,ვნახოთ რა იქნება.

Link to post
Share on other sites

კანადა:

 

ტყვიის შემცველი საფანტი აკრძალულია მხოლოდ გადამფრენზე(იხვი, ბატი).

 

ნახევრადავტომატი 1+2 (სულ სამი ვაზნა).

 

ნადირობის უფლება მიიღება გამოცდის ჩაბარებით(წინასწარ შესაბამისი კურსებიც შეგიძლია გაიარო). ეს ბარათი სამუდამოა. გასცემს ბუნებრივი რესურსების და ფაუნის სამინისტრო. ამ ბარათის მერე ითხოვ იარაღის შენახვის და ტარების უფლებას, რომელითაც, რამდენიც გინდა იმდენ იარაღს შეიძენ. იარაღზე ნებართვას გასცემს შსს-ს იარაღის რეგისტრაციების სამსახური.

 

მონადირეთა ფედერაცია არ არსებობს. ნადირობა ხდება საჯარო ტყეებში. არის კერძო მეურნეობებიც(ფასიანი). ლიცენზიები(სათევზაო, დიდ ნადირზე ცალკე, პატარაზე ცალკე, გადამფრენზე ცალკე) გაიცემა რეგიონების მიხედვით. მონადირების ლიმიტებიც რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. ლიცენზიებიდან ამოღებული ფულიც ნაწილი მიდის ბუნების დაცვაზე, მეცნიერებაზე(მაგალითად სათევზაო ლიცენზიიდან პროცენტი რეგიონის იხტიოლოგიურ კვლევებზე).

 

 

 

 

 

 

 

 

 

ელჩი,

ბრაუნინგ,

პესკატორე

 

როგორც იქნა განაახლეს კანონპროექტის განხილვები(იმედია გაითვალიწინებენ შენიშვნებს),

გორში დავესწრები შეხვედრას,

20 თებერვლამდე თუ შეძლებთ რომ დადოთ ფორუმზე ამ თემაში თქვენთან რა პირობებია ნახევრადავტომატურ იარაღზე(როგორც ვიცი 1+2),

როგორია ტყვიის საფანტის გამოყენება(თუ შეიძლება-სად?,) სანადირო ტერიტორიის (თუ როგორცაა თქვენთან) გარეთ,ვინმეს კერძო ტერიტორიაზე,მეპატრონის თანხმობით,იცენზიის და ნებართვების

პირობებში შეგიძლია თუ არა ნადირობა,

 

ამ ყველაფერს შენიშვნებად დავულაგებ,ვნახოთ რა იქნება.

Link to post
Share on other sites

კანადა:

 

ტყვიის შემცველი საფანტი აკრძალულია მხოლოდ გადამფრენზე(იხვი, ბატი).

 

ნახევრადავტომატი 1+2 (სულ სამი ვაზნა).

 

ნადირობის უფლება მიიღება გამოცდის ჩაბარებით(წინასწარ შესაბამისი კურსებიც შეგიძლია გაიარო). ეს ბარათი სამუდამოა. გასცემს ბუნებრივი რესურსების და ფაუნის სამინისტრო. ამ ბარათის მერე ითხოვ იარაღის შენახვის და ტარების უფლებას, რომელითაც, რამდენიც გინდა იმდენ იარაღს შეიძენ. იარაღზე ნებართვას გასცემს შსს-ს იარაღის რეგისტრაციების სამსახური.

 

მონადირეთა ფედერაცია არ არსებობს. ნადირობა ხდება საჯარო ტყეებში. არის კერძო მეურნეობებიც(ფასიანი). ლიცენზიები(სათევზაო, დიდ ნადირზე ცალკე, პატარაზე ცალკე, გადამფრენზე ცალკე) გაიცემა რეგიონების მიხედვით. მონადირების ლიმიტებიც რეგიონების მიხედვით განსხვავებულია. ლიცენზიებიდან ამოღებული ფულიც ნაწილი მიდის ბუნების დაცვაზე, მეცნიერებაზე(მაგალითად სათევზაო ლიცენზიიდან პროცენტი რეგიონის იხტიოლოგიურ კვლევებზე).

 

ვახო

საჯარო ტყეებში გადასახადის გარეშეა ნადირობა?

კერძო ტერიტორიაზე თუ შეიძლება ნადირობა მეპატრონის ნებართვით? მაგ:ტყე,ან მინდორი სადაც მოსავალი აღებულია?

Edited by SOSO K.
Link to post
Share on other sites

გადავანგრიე სახლი და ვერ ვპოულობ შენს ტელეფონს სოსო.

მომწერე PM-ზე და მაშინვე დაგიკავშირდები.

Link to post
Share on other sites

გადავანგრიე სახლი და ვერ ვპოულობ შენს ტელეფონს სოსო.

მომწერე PM-ზე და მაშინვე დაგიკავშირდები.

 

თუ გინდა სკაიპში დარეკე

Link to post
Share on other sites

საჯარო ტერიტორიაზე ნადირობა უფასოა (ნუ შესაბამის ნადირზე ლიცენზიის ფულს არ ვგულისხმობ, მაგ: დათვი 50$მდე, ცხენირემი 65$, გადამფრენი 20$, თევზაობა სეზონი 20$).

რეგიონმა შეიძლება რომელიმე დიდ ტბაზე დააწესოს საკუთარი დამატებითი გადასახადი. მაგალიტად აქედან ას კილომეტრში 35 კმ სიგანის ტბაა და მანდ გარდა 20$ სატევზაო ლიცენზიისა, ათ დოლარიანი სპეც გადასახადი გიწევს(შეგიძლია სეზონური თევზაობის ბილეთი აიღო მაგ ტბაზე) რაც ადგილობრივ ბიუჯეტში მიდის და შესაბამისად ტბასაც ხმარდება. ორაგულზე სხვა გადასახადია, რადგან შედარებით ნაკლებია ამ რეგიონში და სპეც მოთხოვნებია(მხოლოდ შოლტით თევზაობა, გასაშვები ორაგულის ზომები და ა.შ.).

 

კერძო მინდორში შედიხარ მეპატრონესთან მოლაპარაკებით. მაგალითად ბატზე ფერმერს დაელაპარაკები და შეგიშვებს თუ სხვას არ არის უკვე შეპირებული. აქ სახელმწიფო არ ერევა.

 

კერძო მეურნეობაში ნადირობა ნებაყოფლობითია და ძვირი სიამოვნებაა (მაგ. იგივე ცხენირემზე 600$ კაცზე და ოთხი კაცი უნდა იყოთ). პატარა ნადირობა და თევზაობა იაფია შედარებით. ეს კერძოც ველური სიტუაციაა, უბრალოდ ტერიტორია ეკუთვნის კერძო პირს.

 

 

ვახო

საჯარო ტყეებში გადასახადის გარეშეა ნადირობა?

კერძო ტერიტორიაზე თუ შეიძლება ნადირობა მეპატრონის ნებართვით? მაგ:ტყე,ან მინდორი სადაც მოსავალი აღებულია?

Link to post
Share on other sites

ბიჭებო, რეგიონებში იქნებ დაესწროთ ამ შეხვედრებს და ჩვენი შენიშვნები გააჯღეროთ(ფედერაციის უსაფუძვლობა, მხოლოდ მეურნეობაში ნადირობის არასერიოზულობა, კერძო ტერიტორიაზე ნადირობის საკიტხების გაუკვევლობა, ტყვიის შემცველი საფანტის, ნახევრადავტომატურის ვაზნების რაოდენობა და ა.შ.).

Link to post
Share on other sites

ქევხო

ამ დოკუმენტში რაც გაწითლებულია ცვლილებებია ანუ რაც გფაითვალისწინეს წინა შეხვედრებიდან. ერთ ერთი ცვლილება შეეხება ფედერაციას (რომელიც მე საბჭოთა პერიოდის მონკავშირის აღდგენის მცდელობად მიმაჩნდა ) , რომელი საერთოდ ამოღებულია....

http://eiec.gov.ge/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/Biodiversity/Legislation/Law/nadirobis-kanonis-proeqti.aspx

 

„ნადირობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი იხილეთ შემდეგ ბმულზე

http://moe.gov.ge/res/images/file-manager/sajaro-ganxilva/nadirobis-kanonproeqti/nadirobis-kanonis-proeqti.pdf

Edited by caucasica
Link to post
Share on other sites

რაც ცვლილება შედის თითქმის ყველა აბსურდულად მიმაჩნია.

 

მონკავშირი გვაკლია ახლა და ავშენდებით!

ყველაფერს ჯობია გარემოს დაცვას დაეხმაროს მთავრობა,ხელფასები მოუმატონ, გააძლიერონ და ეკიპაჟების რაოდენობა გაზარდონ.

არც ფოტოხაფანგების გაზრდა აწყენდა ნაკრძალებს.

Link to post
Share on other sites

გადავხედავ ცვლილებებს. საჯარო ტერიტორიების მოწესრიგება-რეგლამენტაცია უფრო ძნელია და ძვირი, ამიტომ მოძებნეს გამოსავლად მეურნეობებში მონადირეების შერეკვა?

 

საჯარო ტერიტორიებზე უნდა მოხდეს ფაუნის აღწერა რეგიონების მიხედვით. მერე განსაზღვრონ სად რაზე შეიძლება ნადირობა, შექმნან ლიცენზიების სიტემა და ნადირზე ლიცენზია გააძვირონ. ეს თანხა ნაწილობრივ მოხმარდეს რესურსების აღდგენა-დაცვას. მერე გაამკაცრონ კონტროლი ბრაკებზე, ოღონდ რეალურად და არა შერჩევით.

 

სახელმწიფო ეძებს ადვილ გამოსავალს რომ ხელი დაიბანოს მონადირეებისგან. არ გამოვა მასე. კეთილი ინებონ და ჩადონ მატერიალური და ინტელექტუალური ინვესტიციები ამ სფეროში.

 

ის ვერ მოახერხეს ამ ერთციცქნა ტერიტორიაზე, ზუსტად დათვალონ რამდენი ნადირი გვყავს.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...