Jump to content
Club-Monadire.Ge

იარაღის შეძენა-რეგისტრაცია

Recommended Posts

შვეიცარია

ზომით პატარა, მაგრამ მნიშვნელობით ძალიან დიდ ქვეყანაში დაახლოებით 7,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და მათ ხელზე გააჩნიათ 3,4 მილიონი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი. ეს მესამე მაჩვენებელია მსოფლიოში. იარაღის საერთო რაოდენობით ეს ქვეყანა 22 ადგილზე დგას.

აღნიშნული მილიტარიზაცია პირველ რიგში ქვეყნის თავდაცვითუნარიანობითაა განპირობებული_ აქ მოქალაქეები არმიაში შეიძლება საკუთარი იარაღით გაიწვიონ(!!!).

არმიის შეიარაღებაზე მოდის 325 ათასი ერთეული იარაღი, ხოლო პოლიციაზე 27 ათას ერთეულზე ნაკლები.

ცეცხლსასროლი იარაღით ქვეყანაში კვდება წელიწადში დაახლოებით 50 ადამიანი.

იარაღის ექსპორტი წელიწადში შეადგენს 45,5 მილიონ დოლარს, ხოლო იმპორტი 12,3 მილიონ დოლარს.

იარაღის ლეგალური ბრუნვით შვეიცარია პირველია. აქ ფაქტიურად არ არსებობს იარაღის შავი ბაზარი, იატაკქვეშა წარმოება და კონტრაბანდა.

ქვეყნის კანონმდებლობით იარაღის ფლობა შესაძლებელია 18 წლიდან(ავტომატური აკრძალულია).

2013 წლიდან შვეიცარიაში ცეცხლსასროლი იარაღის შეტანაზე ახალი წესები ამოქმედდება.

ყოველი ერთეული იმპორტირებული იარაღისა უნდა იყოს მარკირებული სპეციალური დამღით. აღნიშნული დამღა შეიცავს ინფორმაციას მწარმოებლის შესახებ და ინფოს შემომტანის თაობაზე.

2013 წლის 1 ივლისამდე ყველა კომპანია, რომელსაც შვეიცარიაში შეაქვს იარაღი უნდა დაეთანხმოს ახალ წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში თავიანთი პროდუქტით ვერ გადმოკვეთენ ქვეყნის საზღვარს.

მათთვის ვინც შეეცდება გააყალბოს მარკირება გათვალისწინებულია კუტუზკა 3 წლამდე.

Link to post
Share on other sites
  • Replies 225
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

საჩვენო სამოთხეში ვარ, ანუ რუისია აქაც რაა, ყველა ზემოთ ჩამოწერილი ქვეყნების კანონებს გავეცანი გურულოს დახმარებით და აქა???

რაც გინდა იყიდე და გქონდეს, ოღონდ ისე არა პაპაჩემს რომ მივუსწარი ერთხელ უთენიას.

ჰოოო, ენგრე იყო.

ზეთს ასხავდა მიწაში.

-რათა შვები პაპა მაგასთქო და ტანკი მყაამ დამარხული, და რა იცი რაში დაგვჭირდესო. :d030:

საღოლ გელა, კაი ინფოებია. :yes:

Link to post
Share on other sites

საქართველოში ხომ შეიძლება ვტომატურის გადაფორმება, ავტომატური ჯერის გაუქმების შემთხვევაში? ან საიდან უნდა მოიტანოს კაცმა ის ავტომატი, ან სად უნდა გადააკეთოს, ჯერი რომ გააუქმოს? მაინტერსებს ეს თემა

ეგეთები იყიდება მაღაზიებში და უკვე გადაკეთებულია კანონის შესაბამისად. თვითნებურად გადაკეთება არ ხდება.

Link to post
Share on other sites

როგორც ამბობენ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებდა თურმე სანადირო იარაღის ბიზნესს. ეს იარაღი სასომხეთ-აზერბაიჯანშიც გადიოდა. ერთერთ იტალიურ ფირმასთან ჰქონიათ კონტრაქტი იარაღზე და ვაზნებზე, ყოველგვარი ტენდერის გარეშე.

გასაგებია ეს ფასზე რა გავლენასაც მოახდენდა. საქმე გადაეცა პროკურატურასო.

Link to post
Share on other sites

გამარჯობათ ბიჭებო.ამას მჩუქნიან და შემიფასეთ remington 700 SPS varmint 308,გასაგებია რომ ფრინველზე არ ინადირება ამითი.:)

http://www.remington.com/products/firearms/centerfire/model-700/model-700-sps-varmint.aspx

კარგი მუშა შაშხანაა, მშვიდობაში, კარგი საჩუქარია.

Link to post
Share on other sites

როგორც ამბობენ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებდა თურმე სანადირო იარაღის ბიზნესს. ეს იარაღი სასომხეთ-აზერბაიჯანშიც გადიოდა. ერთერთ იტალიურ ფირმასთან ჰქონიათ კონტრაქტი იარაღზე და ვაზნებზე, ყოველგვარი ტენდერის გარეშე.

გასაგებია ეს ფასზე რა გავლენასაც მოახდენდა. საქმე გადაეცა პროკურატურასო.

ხო ეგ ერთ ნაცნობ მაღაზიას ქონდა, წინა ფორუმზე რომ დიდი რეკლამა მიდიოდა იმას :)

ეხლა სხვებისთვისაც გაიხსნება კარი, ფასები დასტაბილურდება

Link to post
Share on other sites

გამარჯობათ ბიჭებო.ამას მჩუქნიან და შემიფასეთ remington 700 SPS varmint 308,გასაგებია რომ ფრინველზე არ ინადირება ამითი.:)

http://www.remington.com/products/firearms/centerfire/model-700/model-700-sps-varmint.aspx

დადებითად ვაფასებ მაგ იარაღს მახო, 308-იანი მოზრდილი ცხოველისთვის არის.

რემინგტონის 700-ებმა გაამართლეს, და რომელმა მაგათმა მოდელმა არა რო?

მეზობელს აქვს, ამ ზაფხულს იყო ალასკაზე წასული.

სურათები მაჩვენა და კინაღამ დავბლუვდი.

მთის თხა, რომელიც 200კგ-ზე მეტია/არ მეშლება ციფრი, დაგუგლეთ MOUNTAIN GOAT და დარწმუნდებით/ და მეორე კიდევ მთის კარიბუ/კარიბუს 5 სახეობა ყოფილა, ესეც ნახეთ MOUNTAIN CARIBOU/ მაგ იარაღით დაყარა ძირს.

საღოლ ძმაო, მაგარი საჩუქარია. :yes:

გილოცავ. :friends:

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

როგორც ამბობენ, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აკონტროლებდა თურმე სანადირო იარაღის ბიზნესს. ეს იარაღი სასომხეთ-აზერბაიჯანშიც გადიოდა. ერთერთ იტალიურ ფირმასთან ჰქონიათ კონტრაქტი იარაღზე და ვაზნებზე, ყოველგვარი ტენდერის გარეშე.

გასაგებია ეს ფასზე რა გავლენასაც მოახდენდა. საქმე გადაეცა პროკურატურასო.

კარგით რა, ესეთი რამე როგორ შეიძლება საქართველოში მოხდეს?

უცნაური ხალხი ხართ.

პ.ს. გაქანებული ვტროლავ. :d030:

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

იარაღის ჩამოტანა უცხოეთიდან როგორ ხდება? თუ არ ხდება საერთოდ? საიტიდან რომ გამოიწეროს კაცმა არ შეიძლება?

Link to post
Share on other sites

ვერ გამოიწერ. ან ვინმემ უნდა ჩამოგიტანოს(რაც ათასი ხათაბალაა) ან ადგილზე, საქართველოში უნდა იყიდო.

იარაღის ჩამოტანა უცხოეთიდან როგორ ხდება? თუ არ ხდება საერთოდ? საიტიდან რომ გამოიწეროს კაცმა არ შეიძლება?

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

შტატი ფლორიდა(აშშ)

ამ შტატში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური კანონებია იარაღის შეძენა რეგისტრაციის კუთხით. შტატის მოსახლეობის დიდი ნაწილი ყიდულობს და არეგისტრირებს ცეცხლსასროლ ინსტრუმენტს და ასეთი თითქმის მილიონია(მსურველთა მხოლოდ 0,3%-ს ეთქვა უარი იარაღის შეძენაზე). ამასთან ერთად ნაციონალური საიარაღო ასოციაცია გამუდმებით ატარებს აქციებს შტატის მოსახლეობაში იარაღის პოპულარიზაციის კუთხით. ფლორიდაში იარაღის შეძენის მსურველთა რაოდენობა რეკორდულად მზარდია ბოლო 25 წლის განმავლობაში. ფლორიდამ გაასწო ილიონისის შტატსაც, სადაც იარაღის კულტი მუდამ იყო.

Link to post
Share on other sites

გერმანია

ამ ქვეყანაში ბოლო მონაცემებით ოფიციალურად დარეგისტრირებულია 5,5 მილიონი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი(მოსახლეობა 82 მლნ), ყოველ 15 ადამიანზე ერთი. ეს მაჩვენებელი საშუალოა მსოფლიოსათვის, მაგრამ ევროპისათვის ერთ-ერთი პირველი.

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

ესთი ადამიანისგან ვყიდულობ თოფს და გაფორმება მტლიანად რამდენი დამიჯდება??პრავა არამაქვს წინასწარ მადლობა

მე გავყიდე თოფი ერთი თვის უკან და გადაფორმებაში 76 ლარი გამოართვეს, მაგრამ იმას პრავა ჰქონდა

Link to post
Share on other sites

ესთი ადამიანისგან ვყიდულობ თოფს და გაფორმება მტლიანად რამდენი დამიჯდება??პრავა არამაქვს წინასწარ მადლობა

76 ლარი რეგისტრაცია და ფსიხო გინდა კიდე თუ პრავა არ გაქვს თუარ ვცდები 40 ლარი უნდა : ))

Link to post
Share on other sites

მე რომ გავიფორმე, მართვის მოწმობა არ მქონდა და ფსიხო მომთხოვეს, 30 ფსიხოს მივეცი და 45 გადაფორმებაში გადავიხადე. ერთ კვირაში მარტვის მოწმობაც ავიღე მერე, მაგრად გაასწორა ორივემ :alfons:

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

ავსტრალია

ავსტრალია მოსახლეობის სიმჭიდროვით მსოფლიოში უკანასკნელ ადგილზეა ანუ ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეტი მიწა აქვს. აქ მოქალაქეებს ხელზე აქვთ 3,5 მილიონი ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი ანუ ყოველ 100 მოსახლეზე 15 ერთეული(ამ მაჩვენებლით 42-ე ადგილზეა).

იარაღის საერთო მასიდან უმრავლესობა სანადირო თოფებია, სულ 172422 ერთეული. არალეგალური იარაღი შეადგენს 400 ათასიდან 700 ათასამდე ერთეულს.

ჯარს შეიარაღებაზე გააჩნია 241420 ერთეული, ხოლო პოლიციას კი 61211 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი.

2008 წელს იარაღით დაიღუპა 19 ადამიანი, აქედან 5 გაუფრთხილებლობით_ ეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მსოფლიოს მასშტაბით.

იარაღის წარმოების მხრივ ავსტრალია ერთ-ერთ უკანასკნელ ადგილზე დგას. იარაღის ექსპორტი 2008 წელს შეადგენდა 8 მილიონ დოლარს, ხოლო იმპორტი კი 123,3 მილიონ მწავნეს.

ამ ქვეყანაში სამოქალაქო სექტორში ავტომატური იარაღისა და გლუვლულიანი პომპის( :scratchchin: ) ქონა აკრძალულია.

იარაღის უკანონო ფლობა ისჯება ჯარიმით 60 000 დოლარით ან 14 წლამდე ციხით!

როგორც ადრე აღვნიშნავდით ავსტრალია იარაღის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე ,,მშვიდი" ქვეყანაა. მიუხედავად ამისა ქვეყნის სამხრეთი ნაწილის ხელისუფლება მაინც შეწუხებულია იარაღის გამოყენებით მზარდი კრიმინალით(ბოლო 2 თვეში 17 შემთხვევა... შეადარეთ აშშ-ს ჩიკაგოს, სადაც ანალოგიურ პერიოდში იარაღით მოკლეს 50 ადამიანი).

მიუხედავად ამისა პრეზუმციის სახით ავსტრალიის ხელისუფალნი 10 000 დოლარს პირდებიან პირებს, რომლებიც პოლიციას მიაწვდიან ინფორმაციას იარაღის უკანონო შენახვისა და გამოყენების შესახებ...

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...