Jump to content
Club-Monadire.Ge

იარაღის შეძენა-რეგისტრაცია


Recommended Posts

თუ იცი ძამა, რატომ მოხდა ეგ "ვარდნა" წელს?

 

შენი აზრი მაინტერესებს და სხვებისაც რათქმაუნდა.

Link to post
Share on other sites
  • Replies 225
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Gurulo

 

მთელმა მსოფლიომ გაიგო, რაც ამ წელს მოხდა უმცროსკლასელების სკოლაში./ასაკის მიხედვით არის დაყოფილი სამ სხვადასხვა სკოლად./

 

ავადმყოფმა სიცოცხლეს გამოასალმა 31 ადამიანი, აქედან 27 ბავშვი იყო.

 

მერე პრეზიდენტმა განსახილველად შეიტანა კონგრესში წინადადება ნახევრად ავტომატური ხრახნილლულიანების შესახებ.

 

მთლიან არძალვას არ გულისხმობდა, ვაზნების რაოდენობა უნდა დასულიყო მაქსიმუმ 10-ზე.

ანუ თუ ეტევა AK47-ში 30 ცალი, ჩაიდებოდა რაიმე პლასტმასის შტოკი და ათზე მეტი არ ჩაეტეოდა, ან ახალი "მაგაზინები" უნდა დამზადებულიყო მსგავსი იარაღისთვის.

 

მთელი ამბავი ატყდა, RIFLE ასოსიეიშენმა ბუნდღა აცალა ტელევიზიებში მაგ მოთხოვნას.

 

 

ამის გაჟღერება იყო და დაიცალა მაღაზიები, ამ დროს სენატს და კონგრესს ჯერ არც ჰქონდათ განხილული ეს საკითხი.

გაქრა ტყვია-წამალი, ყველა სერიოზული კალიბრის თოფებისთვის, ერთ ვაზნას ვერ იშოვიდი.

ეხლაც იგივე სიტუაციაა.

 

ძნელად თუ იშოვი ამუნიციას, ისიც პატარა ქალაქების პატარა მაღაზიებში.

 

ასე თუ ისე იარაღი მოაყარეს თაროებზე, შეავსეს როგორღაც, მაგრამ ამუნიცია პრობლემად დარჩა.

 

 

ეს უნდა იყოს პასუხი გიო შენს შეკითხვაზე ჩემი აზრით.

Link to post
Share on other sites

მართალი ხარ ძამა, მაგ პოსტის მინიშნებას ვაპირებდი, რომ ვერ გეპასუხა, მაგრამ გურულებს გამოაპარებ რამეს? :e025:

 

 

მოკლედ, რაც საყიდელი იყო ყველაფერი იყიდეს, ადვილია დასკვნა, მეტი აღარ სჭირდებათ.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

Gurulo

 

არის აქაც უცნაური შეზღუდვები ძამა.

 

გუშინ გავაცილე მეგობარი, რომელიც კალიფორნიის შტატის რეზიდენტია.

 

მყავდა აქაურ იარაღის მაღაზიაში და ფასებზე პირი ღია დარჩა.

 

ვიყიდი ერთ ხრახნულსო და მივანიშნე აბრაზე, კალიფორნიის მაცხოვრებლებზე არ იყიდებაო.

 

კაი ხოშიანი შეუკურთხა კანონმდებლებს. :haha:

 

 

პ.ს. მაგ შტატში როცა შედიხარ, თვითმფრინავით ხომ საერთოდ, მანქანით შესვლისას საბაჟოს მსგავსია, გეკითხებიან თუ გაქვს მანქანაში: იარაღი, ან რაიმე ნივთი, რომელიც თუთიას შეიცავს, წარმოიდგინე და საკვები პროდუქტების შეტანაც აკრძალულია.

ორი წლის წინ კაი ხეირიანი სუფრით მივდიოდით და დაგვატოვინეს მაგ ჩემისთვრამეტიანებმა./ეს სიტყვა მგონი ერთად უნდა იწერებოდეს. :d030: /

თუ დაუმალე და უპასუხე რომ არ გაქვს, ვაიდა შეგიმოწმონ მანქანა, მერე ჯარიმებია ისეთი, დედა შვილს რომ არ იყვანს ხელში.

 

ვუსაჩუქრე UL-ის სპინინგი თავის კოჭით, კიდევ ათასი ხარახურა :haha:

თურმე კოჭა შეიცავს თუთიას/წარმოდგენა არა მაქვს რომელი დეტალია ეგეთი/ და დავარიგე არ დაგცდეს ერთი სიტყვათქო.

 

რავი აბა, გუშინვე უნდა დაერეკა ჩასულს, დღესაც არ პასუხობს ტელეფონს.

 

ხომ არ დაიჭირეს ეგ დალოცვილი.

 

 

 

ჟურნალმა Guns&Ammo-მ ჩაატარა კვლევა ამერიკის სხვადასხვა შტატში. კვლევის საგანს წარმოადგენდა ადგილობრივი კანონები(ცალკეული შტატების კანონებზეა საუბარი).

დადგინდა, რომ იარაღის მფლობელთათვის და პოტენციური მყიდველებისათვის საუკეთესო პირობებია არიზონის, ჯორჯიის და კენტუკის შტატებში. მაქსიმალური კომფორტია იარაღის მოყვარულთათვის შექმნილი ალიასკაზეც.

ყველაზე მკაცრი პირობები და შესაბამისად უარესი ,,საიარაღო" გარემოა ვაშინგტონის ოლქში და ყველაზე მჭიდროდდასახლებულ შტატში ნიუ-იორკში. ანტირეიტინგის შემდეგ საფეხურებზე ჰავაი და კალიფორნია დგანან. აქ უარყოფით რეიტინგს აკრძალვები განაპირობებენ(აკრძალვები ფლობაზე, მჭიდის ტევადობის შეზღუდვა და ა.შ.).

 

 

პ.ს. გიო შენი მეგობრის ბედი გაგვაგებინე... მართლა ხომ არ დაუჭერიათ?

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

Gurulo

 

ერთი ღამით სასტუმროში გაჩერებულა კალიფორნია-ორეგონის საზღვარზე/ათასი კმ-ია ჩემიდან SF-მდე/.

 

ჩემი მობილის კავშირი ვერ სწვდება ეგეთ მთიან მხარეებს.

 

მშვიდობით ჩასულა, მეორე დღეს დარეკა.

 

გამოდის, რომ გადარჩა. :d030:

 

 

პ.ს. ზოგი რა დეგენარუტული კანონი აქვთ აქ, ყველას ვერ დავწერ, რადგან საკმარისზე მეტად გადარეულები ხართ. :e025:

Link to post
Share on other sites

სულ ახლახანს კურიერზე ქალბატონმა წულუკიანმა განაცხადა რომ,ცეცხლსასროლ იარაღს ვერ შეიძენენ ის პირები ვინც წვრილმან ხულიგნობაზე, ნასვამი საჭესთან მოხდილი ან იხდიან როგორც ადმინისტრაციულ ისე სისხლის სამართლის სასჯელს, მიუხედავად იმისა გაქარწყლებულია თუნდაც ეს სასჯელიო. ოოო....

Link to post
Share on other sites

ეს რაღა უბედურებაა, გამოდის რომ ჩვენც უნდა გაგვიჩონონ ზედმეტი საზრუნავი???

 

---------------

იარაღის მფლობელები ყოველ წელს ტესტირებას გაივლიან

პარასკევი, 19 სექტემბერი 2014 14:39

ცეცხლსასროლი იარაღის ტარების ასაკი 18-დან 23 წლამდე იზარდება, სანადირო თოფის ტარების კი - 18-დან 21 წლამდე. ამასთან, იარაღის ტარების ნებართვის მისაღებად, საჭირო იქნება გამოცდის და ტესტირებების გავლა.

 

იარაღის შესახებ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტები მთავრობის სხდომაზე დღეს დაამტკიცეს.

 

ცვლილებების მიხედვით, თუ პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში იმყოფებოდა მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის გამო, იარაღის დარეგისტრირებას ვერ შეძლებს. ასევე, იარაღი არ გაიცემა ადმინისტრაციული წესით ნარკოტიკის და ალკოჰოლის მოხმარების გამო დაჯარიმებულ პირზე, სასჯელის ამოწურვამდე.

 

იარაღის აღებისას ჩატარდება გამოცდა, იარაღის მფლობელი ყოველ წელს გაივლის ტესტირებას, რამდენად აკმაყოფილებს იარაღის ტარებასთან დაკავშირებით კანონის ნორმებს. სამ თვეში ერთხელ კი, იარაღის მფლობელი შსს-ს აცნობებს, რა მდგომარეობაშია და სად ინახება მისი იარაღი.

 

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განმარტებით, იარაღის უკანონოდ ტარება ნაკლებად მძიმეს ნაცვლად, მძიმე დანაშაულის კატეგორიაში შევა. იარაღის უკანონო ტარებასთან დაკავშირებით სასჯელი კი 3-5 წლის ნაცვლად, 4-6 წლამდე განისაზღვრება.

 

„ის პირი, რომელსაც უნდა ნებართვა მოიპოვოს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა- შენახვა-ტარებაზე, ამიერიდან ვალდებული იქნება გაიაროს გამოცდა თეორიულ ცოდნაში და ჩააბაროს გამოცდა იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში. აგრეთვე ის შემოწმდება პიროვნულად იმისთვის, რომ სანდოობის და ფსიქიური თავისებურებების მიხედვით გაიცეს, ან არ გაიცეს ნებართვა“,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

Link to post
Share on other sites

რაღაც უაზრობა არ დააბრეხვონთქო ვფიქრობდი. მაგ ყოველწლიური ტესტი სანადირო იარაღსაც ეხება თუ მარტო თავდაცვისას.

 

არადა რა ადვილია ყველაფერი კარგად მოაწესრიგო, ნახე განვითარებული ქვეყნების რეგლამენტაცია და მოარგე შენს ქვეყანას. მაგრამ სკამზე დამჯდარს პროფესიონალისთვის ყურის დაგდება არ უნდა, მე ყველაფერი ვიციო და მივდივართ აქამდე.

Link to post
Share on other sites

ეს ყველაფერი იცით რისი ბრალია? ამ ბოლო დროს გახშირებულმა მკვლელობებმა გამოიწვია, თითქმის უმეტესობა სანადირო იარაღითაა ცადენილი. სადაც ლუდის დალევა აკრძალეს ესეც ადვილად მოსალოდნელი იყო, ძალიანაც არ მომწონს მაგრამ ის ვინც მოწესრიგებულია და დაინტერესებული აიტანს ამ შეღონებას.

 

ზოგი ჭირი მარგებელია, იქნებადა ბევრმა უცოდინარმა ვეღარ მიიღოს ტარების უფლება და გაანებოს იარაღს თავი.

Link to post
Share on other sites

გამოდგება მაგრამ ჯერ ჩანგლაობა და ბარაობა არ ამტყდარა ამ ქვეყანაში, რაც იყო შუაში კი ხედავთ და...

 

ვნახოთ რა იქნება.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

იარაღის შესახებ კანონში ცვლილებები დაუმტკიცებია პარლამენტს 30 ოქტომბერს

 

http://www.parliament.ge/ge/law/download_43371/29102014-pdf

 

ეს კიდევ თვითონ კანონი,ადვილი რომ იყოს კანონის და ცვლილებების დაკავშირება.

 

http://www.police.ge/files/pdf/sakanonmdeblo%20baza/6.Law_on_Arms.pdf

 

 

ესეც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი,რაღაც მუხლები ამასთანაც კავშირშია

 

http://www.tcc.gov.ge/uploads/kanonmdebloba/samartaldargevata_kodeqsi.pdf

Edited by SOSO K.
Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

კანადაში იარაღის რეგისტრაცია გაუქმდა(ორ მილიონამდე კაცზეა გაცემული იარაღის ლიცენზია). კვებეკს დარჩა მხოლოდ. ახლა მონადირეები და იარაღის მოყვარულები ვომობთ რომ აქაც გაუქმდეს.

Link to post
Share on other sites

კანადაში იარაღის რეგისტრაცია გაუქმდა(ორ მილიონამდე კაცზეა გაცემული იარაღის ლიცენზია). კვებეკს დარჩა მხოლოდ. ახლა მონადირეები და იარაღის მოყვარულები ვომობთ რომ აქაც გაუქმდეს.

 

 

ახლა როგორ იქნება?! მიხვალ მაღაზიაში, ყიდულობ და არანაირი საბუთი, საზღაური და ქაღალდომანია?

ფსიხი ან ნასამართლევი რომ არა ვარ იქვე დაადგენს მაღაზია?

 

ასე თუა მაგარია!!!!!

 

კერძო პირიდან თუ ვყიდულობ, მაშინ ვინ არკვევს მივიშვები თუ არა იარაღთან?

Link to post
Share on other sites

Gurulo

 

 

დაგავიწყდა ძამა რაებს ვწერ აქაურ კანონმდებლობაზე?

 

არცერთ იარაღზე არ მაქვს საბუთი, რადგან არ არის საჭირო.

 

ვისგანაც ხელზე მაქვს ნაყიდი, ან გაყიდული, იწერება ორ პირს შორის წერილი, სადაც მინიშნებულია იარაღის სერიის ნომერი და გამყიდველ-მყიდველის სახელ-გვარები მისამართებთან ერთად, ასევე პირადობის მოწმობის ნომრები.

 

მორჩა.

 

კაციშვილი არ ერევა ამ ორი კაცის საქმეში.

 

ოოოო, იმ იარაღით თუ რაიმე შტერობა მოხდა, ტრიფონიასაც დაიჭერენ, მარგალიტასაც და მეც დამიბარებენ "იქ".

 

ამიტომ ყველა ფრთხილობს და შტერს არ მიჰყიდიან იარაღს.

 

რაც შეეხება მაღაზიებს, მისცემ შენს პირადობის მოწმობას და 15 წუთში ზეპირად იციან ვინ დგას დახლის მეორე მხარეს.

 

სუფთა ხარ?

ამოიდებ იღლიაში შენს სასურველ ფიშტოს და წაი სადაც გინდა.

Link to post
Share on other sites

Gurulo

 

რაც შეეხება მაღაზიებს, მისცემ შენს პირადობის მოწმობას და 15 წუთში ზეპირად იციან ვინ დგას დახლის მეორე მხარეს.

 

 

შენც გიკვირს ისეთი რამეები იციან ხო :)

Link to post
Share on other sites

Gurulo

 

 

დაგავიწყდა ძამა რაებს ვწერ აქაურ კანონმდებლობაზე?

 

არცერთ იარაღზე არ მაქვს საბუთი, რადგან არ არის საჭირო.

 

ვისგანაც ხელზე მაქვს ნაყიდი, ან გაყიდული, იწერება ორ პირს შორის წერილი, სადაც მინიშნებულია იარაღის სერიის ნომერი და გამყიდველ-მყიდველის სახელ-გვარები მისამართებთან ერთად, ასევე პირადობის მოწმობის ნომრები.

 

მორჩა.

 

კაციშვილი არ ერევა ამ ორი კაცის საქმეში.

 

ოოოო, იმ იარაღით თუ რაიმე შტერობა მოხდა, ტრიფონიასაც დაიჭერენ, მარგალიტასაც და მეც დამიბარებენ "იქ".

 

ამიტომ ყველა ფრთხილობს და შტერს არ მიჰყიდიან იარაღს.

 

რაც შეეხება მაღაზიებს, მისცემ შენს პირადობის მოწმობას და 15 წუთში ზეპირად იციან ვინ დგას დახლის მეორე მხარეს.

 

სუფთა ხარ?

ამოიდებ იღლიაში შენს სასურველ ფიშტოს და წაი სადაც გინდა.

 

 

გამახსენდა ... :hi:

 

 

რა მაგარ ქვეყნებში ცხოვრობთ შენ და ვახო!!!

არადა ერთ დროს ჩემი საქართველო სხვას ასწავლიდა ჭკუას... :(

 

 

პ.ს.

 

 

"როს კოლუმბი შუა ზღვაში ამერიკას დაეძებდა,

მაშინ ქართლში ვახტანგ მეფე კანონების კრებულს სცემდა"

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

გელა იარაღის შეძენის და ტარების უფლება უნდა გქონდეს და ამისთვის გამოცდაა ჩასაბარებელი. შემდეგ სადაც გინდა და რამდენიც გინდა იმდენი იარაღი იყიდე, რეგისტრაცია ცალკე ორგანოში არ გჭირდება. კვებეკში ჯერჯერობით ისევ არეგისტრირებენ(ფორმალური ფუნქციაა). კერძო იარაღს არ მოგყიდის თუ შეძენის უფლება არ გაქვს.

 

 

 

ახლა როგორ იქნება?! მიხვალ მაღაზიაში, ყიდულობ და არანაირი საბუთი, საზღაური და ქაღალდომანია?

ფსიხი ან ნასამართლევი რომ არა ვარ იქვე დაადგენს მაღაზია?

 

ასე თუა მაგარია!!!!!

 

კერძო პირიდან თუ ვყიდულობ, მაშინ ვინ არკვევს მივიშვები თუ არა იარაღთან?

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...