Jump to content
Club-Monadire.Ge

ეკოლოგია-ბუნების(გარემოს) დაცვა.


Recommended Posts

გიორგი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიაა მარტო მისახედი? მომწონს რომ კარგად მუშშაობს შენი მეგობერები და თანამშრომლები მაგრამ სხვაგან როგორ მუშაობენ ?ან მუშაობენ საერთოდ?

თითქმის ყოველ მეორე დღეს დავდივარ კოლხეთის ეროვნულ პარკში,ხან ანკესით ხან ფოტოაპარატით.ყოველ შესვლაზე ვნახულობ მგელ-ტურასგან დაგლეჯილ შვლებს ,გედებს ,ბრაკონიერებისგან გატყავებულ შვლის თავფეხს,ბადეებითაა მოფენილი ყველა ტბა და მდინარე იმ დონეზე რომ სპინინგით სატყუარას ვერ გაატარებ. მესმის რო თოფიანი ბრაკონიერი რთული მოსახელთებელია მარა ამ ბადეებსაც ვერ ხედავენ? საცურაო აუზივითაა დახაზული წყლები ტივტივებით. დენით დადიან ისე ამაყად რო რამე უთხრა ეგრევე დენს შეგიერთებენ !!!!!!! და ამას ეძახი შენ მუშაობას? რაც აქვთ ხელფასი ისიც არ უნდა ქონდეთ მაგ უსაქმურებს!

პ.ს. რამდენჯერ დავრეკეთ არცერთჯერ რეაგირება არ მოყოლია !

 

 

ვადასტურებ!!!

 

მანდ თევზაობას არაფერი სჯობდა. ახლა საშინელი სურათია: კარჩხანასაც ვეღარ დაიჭერ...

 

აქაც(ფორუმს ვგულისხმობ) არაერთჯერ დაგვიწერია კოლხეთის ეროვნულ პარკში ბრაკონიერების თავგასულობის თაობაზე, თუმცა ამაოდ.

 

იხვის სეზონზე უნდა ნახოთ მანდ რა ხდება... :karochera:

Link to post
Share on other sites
  • Replies 453
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

caucasica   მითქვია, ვამბობ და ვიტყვი, გიორგი სულამანიძე საქვეყნო საქმეს ემსახურება და კბილებით იცავს ბუნებასთქო.   გიო, სხვა რამეში საქმე ძმაო.   ეს ვიდეო ადრე ვნახე და აქაურ ძმებს არ ვაჩვენე,

სალამანდრა, ერთიანი კანონი მე მგონი არ არის, ინდივიდუალურია თითოეული წყალსატევის მიხედვით. მე პირადად დასავლეთ კანადაში ო'ჰარა-ს ტბაზე 200 მეტრზე კი არა კილომეტრნახევარზე არ მიმიშვეს. სახელმწიფო ავტობ

Posted Images

caucasica

 

მითქვია, ვამბობ და ვიტყვი, გიორგი სულამანიძე საქვეყნო საქმეს ემსახურება და კბილებით იცავს ბუნებასთქო.

 

გიო, სხვა რამეში საქმე ძმაო.

 

ეს ვიდეო ადრე ვნახე და აქაურ ძმებს არ ვაჩვენე, მაგრა მიყვარს ეს ხალხი და ისიც ეყოფათ, რასაც ყეველდღე ჰხედავენ საკუთარი თვალით.

 

ეს რომელიღაცა სოფლის ტელევიზია არ არის ჯიგარო, მაგ TV-ს ფულს უხდით თქვენ.

 

იმ თბილისის ფორუმზე, სადაც 250K ადამიანია დარეგისტრირებული, თემაც გავხსენი და დავშალე ყველაფერი ბოლომდე, რომ ხალხს ატყუებენ.

 

მოვძებნი და იმ თემის ლინკსაც დავდებ, რა პრობლემაა.

 

ამაზე ხმას რატომ არ იღებთ?

 

პ.ს. salamandra და DMORAL-ი ჭკუიდან გადავლენ ამას რომ ნახავენ, სხვებზე აღარაფერს ვამბობ, იმათ თოფებიც უჭირავთ და დასაბმელები გახდებიან.

 

Link to post
Share on other sites

ამოვქექე არქივი და ვიპოვე ის თემა, რომელიც იმ ფორუმზე მქონდა გახსნილი.

 

ვისაც დრო გაქვთ წაიკითხეთ რას ფიქრობს მოსახლეობა.

 

https://forum.ge/?showtopic=34922716&hl=

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

სალამი ბიჭები, 1 კარგი ამბავი მინდა გაგიზიაროთ - ჩვენმა ფოტომახემ პირველად ისტორიაში ლაგოდეხის ნაკრძალში ნიამორი დააფიქსირა . მანამდე ნიამორის არსებობის შესახებ ლაგოდეხში არავითარი ცნობა არ იყო არც წგნებში და არც გადმოცემებში.

 

სასიხარულო ფატია, შეიძლება ვაშლოვანში ლეოპარდის აღმოჩენას შევადაროთ. ეს ფაქტი მეტყველებს მართვის ეფექტურობაზე, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების რეინჯერების კარგ მუშაობაზე. კიდევ უფრო მეტი მონდმებით ვიშრომებთ, თუ მეტი სიწყნარე და ნაკლები ბრაკონიერი იქნება იქნებ დარჩეს კდეც ნიამორი და გამრავლდეს.

სადაც ხმა მიგიწვდებათ უთხარით მოუფრთხილდნენ

 

ki92b.jpg

Link to post
Share on other sites

ძალიან მაგარი ამბავია, არც მეგონა თუ სადმე იყო შერჩენილი. დავიჯერო მხოლოდ ერთი ეგზემპლარია?

Link to post
Share on other sites

ვააააააა !!! ეს მართლა ძალიან სასიხარულო ამბავია !!!! გამბურძგლა ტანში ვფიცავარ ადამიანობას . ღმერთმა ქნას და მრავალი გამოჩენილიყოს.აჩვენეთ ეს სურათები სამინისტროს.იქნებ ეგერები დაამატონ და ხელფასიც მოუმატოოოონ ! :)

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ყველას შეგვიძლია ბორჯომის ნაკრძალში დავრგოთ ხე ჩვენს ან ჩვენი ახლობლების სახელზე. სხვათა შორის კომპანიებსაც შეუძლიათ.

 

მე ''დავრგე'' უკვე 4 ხე.

 

https://aghadgine.ge/ka

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

ძალიან გაჭირდება ბორჯომში ხანძრის ჩაქრობა წვიმა თუ არ მოვიდა. საშინელი კატასტროფაა და როგორც ყოველთვის ალბათ ვიღაცის დანთებულმა კოცონმა ან გადაგდებულმა სიგარეტმა გამოიწვია. ხალხის თვითშეგნების დონე არის ნულზე. ამასთან სახელმწიფოს ერთი თვითმფრინავი მაინც არ უნდა ჰქონდეს ხანძრის ჩასაქრობად, მითუმეტეს ასეთ გეოგრაფიულ ზონაში?

Link to post
Share on other sites

ბომბარდიეს ცნობილი კანადური ცეცხლმქრობი თვითმფრინავი Canadair CL-415. დაბალ სიმაღლეზე მუცლით ეხება ტბას(ზღვას, მდინარეს) და 6 ტონა წყალს ხაპავს. მიახლოებით 30 მილიონი დოალრი ღირს. ნახმარი უფრო იაფი ეღირება. ბოლობოლო კავკასიის ქვეყნებმა საერთო ხარჯით რომ იყიდონ რამდენიმე, მაინც საქმე იქნება.

 

https://fr.wikipedia.org/wiki/Canadair_CL-415

post-3-0-65481300-1503415394_thumb.jpg

Link to post
Share on other sites

წინა შაბათ-კვირას ვიყავი მაგ ადგილებში და ძალიან ბევრი კოცონის დანანთები იყო ტყეში და ჯერ კიდევ რამდენიმე ჩაუმქრალი ნაკვერჩხალი ბოლავდა, ერთი ეგეთი წინა დღის დანატოვარი მე ჩავაქრე. :(

Link to post
Share on other sites

როცა მაგ ნახანძრალის გაშენება დაიწყება, კლუბის და ფორუმის სახელით ჩვენც ვთქვათ ჩვენი სიტყვა....საქმით რა თქმა უნდა.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

სანამ შვილების თაობები სწრაფი პროგრესიით არ აჯობებს მშობლების თაობებს (ჩემი თაობაც მაგ ჭაობშია ჩაყვინთული), მანამდე არც ბუნებას, არც ეკონომიკას და არაფერს ეშველება.

 

 

 

 

სამწუხაროდ :(

Link to post
Share on other sites

ზოგადად ქვეყანას....მაგრამ ის შვილებიც კარგად თუ არ აღიზარდნენ, ისევ კაი ხანს ვიტრიალებთ წრეზე.

 

 

სანამ შვილების თაობები სწრაფი პროგრესიით არ აჯობებს მშობლების თაობებს (ჩემი თაობაც მაგ ჭაობშია ჩაყვინთული), მანამდე არც ბუნებას, არც ეკონომიკას და არაფერს ეშველება.

 

 

 

 

სამწუხაროდ :(

Link to post
Share on other sites

მგლების და ტურების ასე მაღალი პოპულაცია ბუნების დაცვაა?

 

 

https://palitranews.ge/video/mglebis-shemoseva-zugdidshi-1-kvirashi-sofel-urtashi-monadireebma-11-mtatsebeli-mokles-mosakhleoba-reagirebas-itkhovs

Link to post
Share on other sites
  • 7 months later...

მეგობრებო ვინც უცხოეთში ხართ,ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან.რუსეთში მაგალითად ასეთი წესია რომ წყალსატევთან მანქანას 200 მეტრზე ახლოს ვერ დააყენებ.წინააღმდეგ შემთხვევაში დაგაჯარიმებენ.თქვენთან როგორაა ეს ამბავი ?

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
On 16/04/2018 at 5:06 AM, salamandra said:

მეგობრებო ვინც უცხოეთში ხართ,ასეთი კითხვა მაქვს თქვენთან.რუსეთში მაგალითად ასეთი წესია რომ წყალსატევთან მანქანას 200 მეტრზე ახლოს ვერ დააყენებ.წინააღმდეგ შემთხვევაში დაგაჯარიმებენ.თქვენთან როგორაა ეს ამბავი ?

სალამანდრა, ერთიანი კანონი მე მგონი არ არის, ინდივიდუალურია თითოეული წყალსატევის მიხედვით. მე პირადად დასავლეთ კანადაში ო'ჰარა-ს ტბაზე 200 მეტრზე კი არა კილომეტრნახევარზე არ მიმიშვეს. სახელმწიფო ავტობუსი აგროვებს ტურისტებს და მერე მას გადაჰყავს ტბამზე ეს ხალხი გარკვეული ინტერვალით.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

გარემოს ეროვნული სააგენტოს დეპარტამენტის უფროსმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი არჩილ გუჩმანიძე თანამდებობას ტოვებს. 
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გუჩმანიძემ განუცხადა, აღნიშნულის მიზეზი მასსა და სააგენტოს ხელმძღვანელობას შორის აზრთა სხვადასხვაობაა. გურჩმანიძის განმარტებით, მას შემდეგ, რაც გარემოს ეროვნულ სააგენტოში მენეჯმენტი შეიცვალა, ის აქტიურად ცდილობდა სხვადასხვა საკითხის პოზიციონირებას, თუმცა უშედეგოდ. საქმე ასევე ეხება იქთიოლოგიური და შავი ზღვის კვლევების 90-წლიან სკოლას, რომელიც ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და ტექნიკურ გადაიარაღებას საჭიროებს. 

„გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობასთან იდეური და თემატური შეუთავსებლობის გამო ვტოვებ მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას. სამწუხაროა, რომ ქვეყანაში არავინ აღმოჩნდა 90-წლიანი სკოლის დამფასებელი. ვწუხვარ, რომ ვერ შევძელი ამ სკოლის გადარჩენა და აღორძინება. მადლობა ყველას. პირველ რიგში ჩემს გუნდს. გამაგრდით, ყველაფერი კარგად იქნება“, - აღნიშნა არჩილ გუჩმანიძემ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნებობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გუჩმანიძემ გადადგომის მოთხოვნით სააგენტოს ხელმძღვანელს წერილობითი ფორმით უკვე მიმართა, თუმცა, მისი გათავისუფლების მოთხოვნა ამ ეტაპზე დაკმაყოფილებული არ არის. 

 

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/504296-garemos-erovnuli-saagentos-departamentis-ufrosma-gadadgomis-shesakheb-ganckhadeba-datsera.html

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...