-
Content Count
1.419 -
Joined
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
12
Content Type
პროფილები
ფორუმები
კალენდარი
Everything posted by Коба
-
გილოცავ გივი! კარგი ნადავლია. სულ წარმატებები გქონოდეს ძმაო.
-
მალადეც გელა! წელს შენს მეტს მგონი არავის აუყვანია ბატი
-
გაიხარე ავთო, მაგარი ტრანსპორტია. ჯერ ჯიდევ ადრე მინდოდა დამეწერა, როცა ფეისბუკში შენი ნაცელავი ავეჯი ვნახე, რომ ოქროს ხელები გაქვს და ღმერთმა სულ წარმატებები მოგცეს ძმაო! მართლა რა გაუხარდებოდა ბაბუს ეს რომ ენახა :( სიცოცხლე რომ გაუხანგრძლივდებოდა ეს 100 პროცენტიანია. * ერთი მეც შევამჩნიე - ასეთ ურემს კარგი "გუდ იარის" საბურავები და დისკები მოუხდებოდა + კიდევ ერთი კომპლექტი შიპებით, ზამთარში და ყინვაში სასიარულოდ
-
ბარაქა გელა! მაგარი მონადირე ხარ და ეტყობა ცუგრიაც გახარებს. საინტერესო ფაქტია ამ დროს მწყერის მონადირება. მე შენს ადგილას, ამ დარჩენილ 10 დღეს, იხვზე ნადირობის პარალელურად, მოვახმარდი დარჩენილი მწყერის გამოკვების საკითხს. რამდენადაც ვიცი, ჩვენთან ახლა გვარიანად ცივა და ბევრ ტერიტორიაზე თოვლიც დევს. მიუხედავად იმისა, რომ, მწყერს გარკვეული თავშესაფარი ალბათ ნაპოვნი აქვს (როგორც შენ აღნიშნე), ასეთ ამინდში მათ იავნად არ ულხინთ
-
თუ "მთლად არ გემორჩილება და გარკვეულ ბრძანებებს არ ასრულებს" არ გთვლის ჯერჯერობით ავტორიტეტად . გასაგებია, რომ ამ მცირე დროის მონაკვეთში, რაც თქვენ ერთად ხართ, ბევრის მიღწევა ძნელია, მაგრამ უნდა ეცადო. არ უნდა შეუქმნა ძაღლს იმის აზრი, რომ, შეიძლება დაუსჯელად შენი ბრძანების იგნორირება. ამას ეხლავე უნდა მიხედო (უფრო სწორედ პირველივე დღიდან უნდა მიგეხედა), თორემ მერე გვიანი იქნება. თუ ძაღლი არ ასრულებს შენს ბრძანებას, უნდა დასსაჯო. ამისათვის არაა აუცილებელი წიხლი ან ჯოხი ურტყა თავში. მთავარია აგრძნობინო, რომ შენ უკმაყოფილო ხარ მისი საქციელით. როგორ აგრძნობინო იფიქრე თვითონ. შენ უკეთესად იცი შ
-
ვაა, რა მაგარი სასტავია გაიხარეთ გურულები (დიდებო და პატარებო)
-
რას ქვია " ასე თუ ისე"?
-
გიო, გილოცავ სეზონის გახსნას! აბა არ შემარცხვინო, ველოდები სარეკორდო ეგზემპლიარს . მანამდე შორიდან გილშემატკივრებ
-
მალადეც დუტა, კარგი ფოტოებია აიღეთ მაგალითი დუტასგან ნანადირევზე ლამაზი სურათების გადაღება თვითონ ნადირის პატივცემლობაა. არ ვიცი ჩრდილო ამერიკაში რა ხდება, მაგრამ ევროპელები (განსაკუთრებით გერმანელები, ავსტრიელები, ჩეხები) მთელ რიტუალს ატარებენ მოპოვებული ნანადირევის პატივსაცემად, მუსიკალური ინსტრუმენტებით და შესაბამისი სიტყვებით
-
მალადეც ბიჭებო, კარგი გასვლებია ისე ერთი თხოვნა-შენიშვნა მინდა მოგცეთ უმრავლესობას - ეცადეთ ნანადირევს ლამაზად გადაუღოთ სურათები. ამას არა მარტო ფორუმის რეიტინგისათვის აქვს მნიშვნელობა, არამედ დიდი ესთეთიკური სიამოვნებაც მოაქვს. უბრალოდ დაყრილი "ტრუპების" ნახვა გაცილებით ამცირებს სხვისი წარმატებით ნადირობის ეფექტის გაზიარების დონეს * კიდევ ერთი - ძალიან გთხოვთ სიტყვა "მოვკალი" არ იხმაროთ. ჩვენ ხომ მკვლელები არა ვართ, მონადირეები ვართ
-
გამორიცხულია ეს რომ ბელორუსიაში ყოფილიყო
-
გილოცავ კაკო ნანადირევს!
-
რუსეთის თითქმის მთელ ევროპულ ნაწილში მაგრა მოუჭირა ყინვებმა, დაჟე ასტრახანში -35-ს გვპირდებიან. ასე რომ შეიძლება იხვებმა კვლავ გაგახარონ. მთავარია, "не проспать"
-
ახლა დავუფიქრდი და სიტყვა "გამძლეობა" მაინც და მაინც არ შეესაბამება იმ აზრს, რაც "ვიდერშკაში" არის ჩაქსოვილი. გამძლეობა უფრო ფიზიკური კონდიციების დახასიათებას უხდება, ვიდრე ფსიქოკოგიურის, რასაც მე მივაკუთნებდი ლეკვის (ძაღლის) თავშეკავებას. ალბათ ეს სიტყვა ("თავშეკავება") ყველაზე უფრო მისაღებია იმ მოქმედების შესაფასებლად, რაზეც ჩვენ ეხლა ვკამათობთ . ასე რომ, თუ ჩემთან თანახმა ხარ, გაძლევ უფლებას შეიტანო რაციონალური წინადადება საქართველოს კინოლოგიურ ფედერაციაში, ახალი ტერმინის დასამტკიცებლად
-
შე ოჯახ აშენებულო, დაგაწერა პირდაპირ რას ეძახით ქართულად კინოლოგიური ტერმინით "მოთმინებას"
-
არავინ არ ამბობს ნაჯახით არის ნამუშევარიო. არც ხერხით არის - ნაფოტები დიდია ხერხისთვის, თანაც ასე დაქანებულად (ზევიდან ქვევით) არავინ დახერხავდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანის ნაფეხურები ფაქტიურად არაა (ის ერთი ალბათ ფოტოგრაფის ნაფეხურია), რჩება მხოლოდ ცხოველი. ცხოველებიდან კი თახვის მეტი ასეთს ვერავინ ვერ იზამს.
-
კი ჯაბა, "ვიდერშკას" ვგულისხმობ.
-
მარტო ნაფოტების სურათი რომ დაეDო თორნიკეს, კაცი იტყოდა , შეიძლება კოდალის ნამუშევარი იყოსო. ასეთი რაღაცა კი მხოლოდ ორი "სულიერის ნასიკეთვარია" შეიძლება იყოს - თახვის და ....ადამიანის (ნაჯახით ხელში). კაცის გაკეთებული რომ ყოფილიყო უფრო სწორი კუთხეები ექნებოდა ცამოწრილს და ალბათ ბოლომდეც მიიყვანდა საქმეს (რახან დაიწყო ხის მოჭრა). ასე რომ, ჩემი აზრით, არის რაჭაში თახვი. საბუდარს მაგენი სადაც გინდა იქ შექმნიან, მაგალითად, პატარა ღელეში. ასეთ ადგილას მაგენი ადვილად აშენებენ "კაშხალს", გუბავენ წყალს და იკეთებენ ე.წ. "ხატას". სურათზე ნაჩვენები რელიეფი ასეთი მიზნებისათვის იდეალურია. ორ ასეთ ფერდობ
-
საბჭოთა წყობილობის დროს იაპონელები თურმე ყიდულობდნენ დიდი რაოდენობით რკინის .... (არ ვიცი ზუსტად რა დავარქვა) "სტანოკს" (მთლიანად რკინის, რაზეც ხელოსნები დასამუშავებელ ლითონს დებენ და ზევიდან ჩაქუჩით ურახუნებენ). ამ "სტანოკებს" რუსები ხის ფიცრებისგან გაკეთებულ ყუთებში ("იაშიკებში") აგზავნიდნენ თურმე (ყუთები უფასოდ მიდიოდა). ფიცრები ლისტვინიცის ხიც მასალისგან იყო დამზადებული და თურმე ეს ყოფილა ამ დიდფასიანი კონტრაქტის მთავარი მიზანი . სტანოკებს, რომელიც კაპიკები ღირდა, ადნობდნენ და მანქანათმშენებლობაში იყენებდნენ. ალიკა - ამდენი რაღაცა თუ მოყვებოდა მაგ თოფს, მარტო მაგიტომ ღირდა მაგის აღება.
-
ჭკვიანი ლეკვია, პაატა! ყველაფერი კარგია, მაგრამ, მამაშენს უთხარი, იატაკზე ან მიწაზე ნუ უყრის საკვებს. ჯობია ხელიდან მისცეს (განსაკუთრებით მაშინ, როცა დაჯილდოება უნდა) ან რაიმე სპეციალურ ჯამში ჩაუყაროს. *...და კიდევ მეორე - ბურთს რომ გაუგორებს, უცებ არ მისცეს მოტანის ბრძანება. პირიქით - სანამ ბურთი მიგორავს, ჯობია მისცეს ბრძანება ერთ ადგილზე დარჩეს და მხოლოდ გარკვეული დროის მერე (ეს დრო თანდათანობით უნდა გადიდდეს) მოიტანოს. ისიც მხოლოდ ბრძანების შემდეგ. ამით ლეკვი მიეჩვევა მოთმინებას, რაც აუცილებელია მეძებარი ძაღლისთვის
-
მადლობა, გელა! ძან საინტერესო და ამომწურავ ინფორმაცის დებ ძმაო. გაიხარე
-
ჩემი კარმენის ძმის, კინგის, პატრონმა აგარაკზე ძაღლისთვის სპეციალურად ააშენა დიდი საქათმე, სადაც ამრავლებს მწყერს, ხოხობს, კურდღელს და სხვა მრავალ ფრინველს. მათ შორის ინდაურსაც/ რომ ვკითხე რად გინდა მეთქი? როგორ, ძაღლი ხომ უნდა იცნობდესო სანადირო ობიექტებს. არადა იმსიდიდეები იზრდებიან, რომ, მწყერი მაგალითად გნოლს წამოგავს. საახალწლოდ მაჩუქეს 4-5 თვის ინდაური და 14 კილო იყო სუფთა წონა. ასე რომ, 4,5 კილოიანი, ის მართლა ტყის ქათამი ყოფილა