-
Content Count
1.419 -
Joined
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
12
Content Type
პროფილები
ფორუმები
კალენდარი
Everything posted by Коба
-
მალადეც ტერი, მაგარი @კაიფია@ როცა ძაღლი კარგად მუშაობს. შემდგომ წარმატებებს გისურვებთ
-
ბიჭებო, ყველას (ვინც გამომრჩა) გილოცავთ დაბადების დღეებს. ჯანმრთელობას და წარმატებებს გისურვებთ
-
დღეს დილით, 14 წლის და 8 თვის ასაკში, გარდაიცვალა ჩემი საუკეთესო მეგობარი, ჩემი საყვარელი ძაღლი - მერი. მერიმ დიდი წვლილი შეიტანა ჩემი, როგორც ნაღდი მონადირის დადგომაში. გარდა ამისა, თავისი წარმატებებით მერიმ არა მარტო თვითონ გაითქვა სახელი მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ მეც ამიყვანა მეძებარ ძაღლების (კერძოდ კურცჰაარების) მოყვარულთა უმაღლეს საფეხურზე. მერი მინდვრის ჩემპიონი და რამოდენიმე შეჯიბრების გამარჯვებულია, 5 წლის ასაკში ჯიშის ელიტაში შევიდა და სამონადირო გამოფენის ჩემპიონი გახდა. მერიმ დატოვა ბრწყინვალე შთამომავლობა, რომლებიც თავიანთი წარმატებებით ადასტურებენ მისგან გადაცემულ სამუშ
-
დათო,სად გქონდა მიტანილი ეს საბუთი? რა ვერ გაიგეს აქედან ძმაო? ცუდად კი ჩანს აქ, მაგრამ, ყველაფერი (მშობლების და წინაპრების მიღწევები) საერთაშორისო აბვიატურებით არის აღნიშნული. ამის გაშიფრვა არ არის ძნელი.
-
მადლობა/ ესეც რამაზი და ნორბი ერთად. ეს სურათები არის ამ თემაში, მაგრამ, დრო რომ არ დაკარგოთ დავდებ აქაც
-
სულ იმაზე ვოცნებობ, ჩამოვალ და ბიჭებთან ერთად ცოტას წავინადირებ მეთქი. ოფიციალურად თოფი რომ მქონოდა იქ, ბოლოს რომ ვიყავი საქართველოში, განცხადება დავწერე და უკვე თანხმობა მომივიდა საქართვოლოს მოქალაქეობის მიღებაზე. მაგრამ ეტყობა ნადირობას, საქართველოში, უმთავრესად გულისტკივილი მოაქვს ნამდვილი მონადირისათვის. არა, სხვა გზა არაა, უნდა დავიწყო ვარჯიში სმაში და რონ ჩამოვალ ჩაგიჯდებით გვერდში და მოვუსმენ თქვენს ტკბილ სადღეგრძელოებს * რუსეთშიაც ხშირია ბრაკონიერობის ფაქტები და უმეტეს შემთხვევაში ეს სახელმწიფო და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებისგან მოდის.
-
ამ თემის დასაწყისში ხშირად მყავს ნახსენები კარმენის შვილი ვოლგოგრადიდან, ჩვენი თანამემულის, რამაზ ქარდავას ნემო (ნორბი). სურათებიც გვარიანადაა. წელს ბელორუსეთში ჩატარებულ კურცhაარების ჩემპიონატში ნორბი ერთადერთი ძაღლი გამოდგა რუსეთ-უკრაინიდან. ვინც აიღო დიპლომი. წინა კვირას ვოლგოგრადში ჩატარდა კომპლექსური შეჯიბრება მინდვრის ფრინველზე (გნოლზე) და წყალმცურავ ფრინველზე. ნემომ ორივე სახეობაში პირველი ადგილი აიღო და კომპლექსური შეჯიბრების გამარჯვებული გამოვიდა. წყალმცურავ ფრინველზე პირველი ხარისხის დიპლომით (მინდვრის ჩემპიონის წოდებით) და გნოლზე 3 ხარისხის დიპლომით (მინდვრის გამარჯვებულის წოდები
-
სურათები ჩემი გადაღებული არაა და არც საპრიზო ადგილზე გავსულვართ გივი ასე რომ საამაყო არაფერი არა გვაქვს.
-
რა უნდა მომერიდოს ძმაო , სინამდვილეში ეგრეა - " ერთი უმგვანოს შთამომავლობაა ყველა". მაგათ ყველას უცხო ქვეყნების გრანდები უდგათ თვალწინ. იქიდან ითხოვენ და აფინანსებენ, არა მარტო საგაზაფხულო ნადირობის აკრძალვას, არამედ ძაღლების სავარჯიშოდ გაყვანასაც. ვითომდა ეს უქმნის ფრინველს გამრავლების პერიოდში დამატებით საფრთხეს და ნერვიულობის ფაქტორს. სამაგიეროდ, მაგალითად ფრანგები, რომლებიც არიან ევროპაში ყველაზე მეტად აქტიურები პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე გაზაფხულზე ნადირობის აკრძალვისა, ყოველწლიურად აქვეყნებენ ციფრებს, თუ რამდენი მილიონი!!!!! ვალდშნეპი (ტყის ქათამი)მოინადირეს.
-
მადლობა მამუკა... შენ ხომ ვერაფერს გამოგაპარებს კაცი ამ შეჯიბრში (და კიდევ ერთში) იმიტომ მივიღეთ მონაჭილეობა, რომ ისე მაინც გვენახა დუპელი. წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ (აქ ცოტა სხვა სახელი ქვია) ძაღლის მინდორში გაყვანა (იარაღის გარეშეც) არა ნადირობის პერიოდში, ბრაკონიერობას გაუთანასწორა. შეუძლებელი გაXდა ვარჯიში და ბევრი შეჯიბრებაც ჩაიშალა. ამას დიდი რეზონანსი მოყვა მეძაღლეების მხრიდან და სამინისტროში უკან დაიხიეს, შეჯიბრებების ჩატარების უფლება დაგვრთეს. ჩვენ აბსოლიტურად მოუმზადებლები ვიყავით (შარშანდელი ნოემბრის შემდეგ მინდორში აეც ვყოფილვართ), მაგრამ მიუხედავად ამისა, ცოტა დაგვაკლდ
-
კიდევ ერთ არგუმენტს დავუმატებდი - ძნელი წარმოსადგენია რომ ისეთი პატარა ცხოველი, როგორიც სიასამურია, ერთ ადგილზე ტოვებდეს ამდენ განავალს. იმ ფრინველებს კი, რომელიც მე ჩამოვთვალე, ასეთი რამე ჩვევიათ, რადგანაც ერთ და იგივე ხის ტოტზე დიდხანს ათევენ ღამეს. განავალსაც ეტყობა რომ ერთი დღის არაა.
-
მადლობა მამუკა! მაშინ, ზუსტად არ იქნება სიასამურის. სიასამური. როგორც ყველა მტაცებელი ცხოველი უმთავრესად ცხოველური საკვებით იკვებება (ფრინველები, ტაგვები, კვერცხები და ა.შ.). განავალიც ძაან მიუგავს მაგალითად მელიის განავალს - წაგრძელებულია და დაგრეხილივით. სურათზე ნაღდად ფრინველის განავალია. თუ თვითონ სურათი არ ცვლის რეალურ ზომას, მე ვიტყოდი რომ ყრუალასია (დიდად მეჩვენება). ძან მსგავსი განავალი აქვს როჭოს და "рябчик"-ს (დამავიწყდა ისევ სახელი ქართულად), ოღონდ უფრო პატარა ზომის.
-
ლამაზი სეიფია. მშვიდობაში გიო!
-
ვახო, ცხენირემის გასაგებია, მაგრამ, ჩემი აზრით აქ სიასამურის "კვალი" არ უნდა იყოს. უფრო ფრინველის "ნაკვალევია", ძალიან გავს ყრუალას "კვალს". თუმცა შეიძლება ვცდებოდე. სიასამურს რა ქვია რუსულად?
-
ლევან, გილოცავთ ძმაო! სულ სიმრავლე და სიხარული ყოფილიყოს თქვენს ოჯახში
-
ავთო, ძმაო! გილოცავ დაბადების დღეს. ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებ შენს საყვარელ ოჯახთან ერთად. გეხუტე
-
რასაკვირველია,მომცრო ეგზემპლარებზე - აბა დიდის დაჭერას რა უნდა. რა უფრო ადვილი მოსანადირებელია - სპილო თუ ბეკასი? ქოდა, ბიძია-ბაბუა ჩემს ჩამოსვლამდე ივარჯიშე მეც ვვარჯიშობ დიდ ეგზემპლიარებზე. ჯერჯერობით სუპერმარკეტებში. როცა თევზს ვყიდულობ (კალმახს ან ორაგულს) მთელი მონდომებით ვარჩევ 67 სანტიმეტრზე ნაკლები რომ არ იქნეს ამინ! მეც მასევე ელჩო - საყვარელი კაცი ხარ და დიდ პატივს გცემ
-
ერთი კვირის წინ საქმეზე წავედი ვოლოგდაში. სახლიდან 100 კილომეტრში დათვმა გადამირბინა გზაზე. გადამირბინა კი არა, მშვიდად გადავიდა. სანამ ფოტოაპარატი ამოვათრიე, მანამდე დიდმა სატვირთო ავტომობილმა ჩაიქროლა და დათვის დასაშინებლად საყვირები ჩართო . მე მხოლოდ ზურგის გადაღება მოვასწარი. ამ დღეებში ვნახავ ჩანს რამე, თუ არა, და თუ ჩანს დავდებ აქ სურათებს. ეს პირველი შემთხვევაა ჩემს ცხოვრებაში, როცა დათვი გზაზე ვნახე. ირმები, შველი, ტახი, ლოსი, ფოცხვერი, მგლები, კურდღელი და მელა კი, მაგრამ დათვი არასოდეს. არადა შუაგული დღე იყო.
-
საინტერესოა, ზუსტად რა ქვია ქართულად (სადაა ჩვენი თორნიკე?) - ბატი კია, მაგრამ, კანადური კაზარკა ქვია რუსულად ამ სახეობას.
-
ვახო, 12 ივლისს ზუსტად არ ვიქნები საქართველოში. ბელორუსიაში 11-13 ივლისს ტარდება კურცჰაარების ჩემპიონატი და იქ ვღებულობთ მონაწილეობას. ერთი კვირის შემდეგ იქვე, მხოლოდ სხვა რეგიონში მეორე შეჯიბრებაში მინდა ძაღლს მივაღებინო მონაწილეობა. ისე საქართველოში ვაპირებ ჩამოსვლას ივლისის ბოლოს თუ არა აგვისტოში მაინც. დედაჩემს დავპირდი საირმეში წაგიყვან მეთქი და თვითონაც მინდა იქ ერთი კვირა მაინც დავრჩე.