Jump to content
Club-Monadire.Ge

Коба

წევრი
  • Content Count

    1.419
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    12

Everything posted by Коба

  1. თავიდანვე მინდა ავღნიშნო, რომ, მე მგლებს, როგორც ფაუნის ერთ-ერთ ყველაზე ჭკვინ და მკაფიო წარმომადგენლებს,უაღრესად დიდ პატივს ვცემ. უფრო მეტიც,იმის გამო, რომ მე, ჩემს სანადირო პრაქტიკაში არ მქონია ხშირი შეხება მგელზე უფრო დიდ მტაცებელ ცხოველებთან (ეპიზოდიური ნადირობები დათვზე მხედველობაში არა მაქვს), ვთვლი მგელს ყველაზე ორგანიზებულ და ღირსეულ მეტოქედ. მეტოქედ იმიტომ, რომ, მგელი ნადირობს თითქმის ყველაფერ იმაზე, რაზეც ჩვენ ვნადირობთ...დაწყებული ფრინველებით და დამთავრებული ჩლიქოსანი ცხოველებით. ფრინველები შემთხვევით არ მიხსენებია. მგლები ადვილად პოულობენ და ანადგურებენ ყველა იმ სახეობის ფრინველებ
  2. დიდი ხანია მინდოდა გამეგრძელებინა ეს თემა და თანაც შემევსო იმ სახის ნადირობებით, რაც ჯერ არ გამიშუქებია. ვახოს დადებულმა ინფორმაციამ FB-ზე მაიძულა დამეჩქარებინა ეს პროცესი. თემა ეხებოდა საქართველოში მავნებელი ცხოველების, და კერძოდ მგლების, პოპულაციას და მათი ზედმეტი დაცვის მცდელობას, სახელმწიფო ორგანოების გარკვეული წევრების მიერ. მოსმენილი სიუჟეტი, "შვლის ნუკრის ნაამბობის" არ იყოს, თვალებზე ცრემლს მოადენს საქმეში გაურკვეველ ნებისმიერ პიროვნებას, განსაკუთრებით კი იმათ, ვისაც არა აქვს შესაძლებლობა ზუსტად გაერკვეს რეალურ სიტუაციაში. მხედველობაში მყავს უბრალო მოქალაქეები, რომლებიც უმთავრესად ინ
  3. ძან მაგარი საქმე ქენი ავთია, რომ მიხვედი და ბავშვებს (და არა მარტო ბავშვებს) აუხსენი სინამდვილეში რა განსხვავებაა მონადირესა და მავნებლებს შორის. დიდი მადლობა ქალბატონ ქრისტინეს, რომ ასეთ შეხვედრას გაუკეთა ორგანიზაცია და თანაც ასეთი სახით :clapping:
  4. გაამართლა ჩემმა ტაქტიკამ....ბოლო ნადირობის სეზონში გადავწყვიტე იხვებისთვის ზიანი არ მიმეყენებინა...ვზრდიდი, ვკვებავდი, მონადირეებისაგან ვიცავდი, რომ საქართველომდე თავი ჩაეტანათ და ჩვენი ბიჭები გაეხარებინათ. აი, შედეგიც! გაიხარეთ ბიჭებო! სულ საინტერესო და შედეგიანი გასვლები გქონოდეთ! გელა, "ნაჭარი ტყე" რა არის? :karochera:
  5. გილოცავ მამუ! მშვენიერი ნანადირევია! ერთი-ორი სიტყვით მაინც დაწერე სად (ზუსტი კოორდინატების გარეშე ), როგორ ადგილებში, როგორ ნადირობ...დარწმუნებული ვარ ბევრს დააინტერესებს.
  6. აქეთა კანადურია, იქითა ბაღდადური
  7. ზური, თოვლს რა უნდა იქ, სადაც ამდენი თბილი ხალხი ჩაეხუტა ერთმანეთს....მარტო გელას სახე ნახე, ოზურგეტამდე გაადნობს თოვლს გაიხარეთ ბიჭებო! სულ სიხარულში და სიყვარულში შევხვედროდეთ ერთმანეთს!
  8. რა საინტერესო სურათები და ინფორმაციაა
  9. გაიხარე ჩემო ლევან! რაც შეეხება ყრუალას, ზუსტად ახლო მომავალში იწყებენ მაგენი "საქორწილო" დღესასწაულის ზეიმს ასე რომ, თუ შესძლებ და ჩამოხვალ ან ჩემთან, ან ბელორუსიაში, შევეცდები მაგ ოცნება აგისრულო
  10. ჩემი ნადირობის ისტორიებში ეს თოფი ხშირად ჩანს, მაგრამ აქაც დავდებ რამოდენიმე სურათს, სადაც ამ მარკის თოფით მოპოვებული ფრინველ-ნადირი ჩანს
  11. ამით, Husqvarna-ს, როგორც სანადირო თოფების მწარმოებლის, ისტორია არ შეწყვეტილა. არ ვიცი ზუსტად როდის, მაგრამ, შემდგომში, Husqvarna-ს ბრენდი იტალიელებმა შეისყიდეს და თუ არ ვცდები, დღესაც უშვებენ ამ მარკის სანადირო თოფებს. ყოველ შემთხვევაში, მე მაქვს Husqvarna-ს მარკის სანადირო თოფი 20 კალიბრის, რომელიც გამოშვებულია იტალიაში 2002 წელს (Husqvarna 300 prestige)
  12. ვააა, ჩემს აქ არყოფნაში გიორგი ნადირობას დაუბრუნდა თურმე (თუმცა კი ვიცი, რომ არასდროს მიუტოვებია) რაც შეეხება ტყის ქათამს, მართლაც ძნელია ძაღლის გარეშე ააფრინო. ძააან იშვიათ შემთხვევაში, თუ პირდაპირ თავზე დაადექი. შეუძლია შენგან ერთ მეტრში იჯდეს და არ აფრინდეს (რამდენჯერმე მქონდა ასეთი შემთხვევა, როცა შორიდამ მორბენილმა ჩემმა ძაღლებმა (მერიმ და კარმენმა),ჩემს გვერდში ააფქრინეს), ან რაც უმეტესად ხდება, ნონადირის მოახლოვების დროს, იწყებს გადაადგილებას აფრენის გარეშე. გიო, "ტიაგაზე" ნახავ მაგას თუ არის (გამორიცხულია თქვენთან რომ არ იყოს, თუ საერთოდ არის ამერიკაში)
  13. მირზა, გილოცავ! ჯანმრტელობას და ბედნიერებას გისურვებ!
  14. დიდი მადლობა ყველას, ვისაც ჩემი დაბადების დღე არ დავიწყნია და მომილოცა. სამწუხაროდ ვერ შემოვდივარ ისე ხშირად, როგორც მინდა, მაგრამ, სულითა და გულით თქვენთან ვარ
  15. ყველას, ვისაც დროულად ვერ მოგილოცეთ დაბადების დღე, გილოცავთ! ყველას ჯანმრთელობას, წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებთ!
  16. ეკა, გილოცავ დაიკო!ჯანმრთელობას, სიყვარულს და ბედნიერებას გისურვებ!
  17. როგორც ყოველთვის მშვენიერი რეპორტაჟები ულამაზეს ადგილებიდან :yes: :yes:
  18. ბიჭებო, ყველას გილოცავთ ახალი წლის დადგომას და შობის წმინდა დღეს! ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, სიყვარულს, ბედნიერებას და წარმატებებს! ღმერთმა ქნას, რომ, ყოველივე უბედურება, სიძნელე, კონფლიქტი და უარყოფითი წარსულში დარჩენილიყოს! გეხუტეთ ყველას!
  19. ყველას დიიიდი სალამი!
  20. Ai, 20-de ver davrchebi. 27-28 ivlissis chamovalt da 11-12 agvistomde viqnebi saqartveloshi
×
×
  • Create New...