-
Content Count
1.419 -
Joined
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
12
Content Type
პროფილები
ფორუმები
კალენდარი
Everything posted by Коба
-
Дута, дамиреке да ак цавинадирот, агвистоши+7 903 0953249
-
Родис ихснеба сезони сакартвелоши целс?
-
Ivlissis bolos chamovdivar. 11-12 agvistomde iq viqnebi
-
19-22 მაისს, რუსეთში, იაროსლავის ოლქში, ჩატარდა ჩემპიონატი მეძებარ ძაღლებს შორის, ჭაობის და მინდვრის ფრინველზე. ჩემპიონატი გუნდურ-პირადული იყო და 60 ძაღლის რაოდენობით შეიზღუდდებოდა. მე სამწუხაროდ გვიან გავიგე ამ ჩემპიონატის შესახებ და გუნდის გაყვანა ვერ შევძელი. უფრო მეტიც, მე თვითონ დიდი პატივისცემის ქვეშ დამრთეს უფლება მიმეღო მონაწილეობა, რადგანაც, განცხადებების შეტანის ვადა უკვე გასული იყო. ეს პირველი ჩემპიონატი იქნა, რომელიც ერთობლივად ჩაატარეს ყოფილ პერიოდში "დაუძინელმა მტრებმა" - რუსეთის მონადირეთა და მეთევზეთა კავშირმა (РОРС -РосОхотРыба ловСоюз)და რუსეთის კინოლოგიურმა ფედერაციამ ( РК
-
11 თვის თუა შეიძლება კიდევ გაიზარდოს. 18 თვემდე ძაღლები იზრდებიან, კარგმა კვებამ შეიძლება შეცვალოს სიტუაცია. მთავარია ამ ასაკამდე არავითარ შემთხვევაში არ დააჯვარო
-
მეც შორსა ვარ სეტერებისგან, მაგრამ, ეტყობა, რომ სიმპატიური გოგოა, გივიკო. ისე ეცადე უფრო სრულყოფილი სურათი გადაუღო და არავითარ შემთხვევაში კიბეზე თავდაშვებით
-
სად ნახე ვახო? მეც მაინტერესებს მაგ ძაღლის მიღწევები (ყველაფრის ნახვა-წაკითხვას ვერ ვასწრებ, იმდენი მაქვს გამოტოვებული :( )
-
იკა, შეიძლება ვცდებოდე ან სურათის ბრალი იყოს, მაგრამ ცოტა გამხდარი სჩანს. ასეთ ფორმაში ძაღლი ან ნადირობის სეზონის ბოლოშია (როცა ხშირად ნადირობს) ან გლისტები ყავს. დარწმუნებული ვარ, რომ პირველი ვარიანტია (სეზონიც მგონი ახლახან დაიხურა საქართველოში), მაგრამ დეგელმეტიზაცია მაინც არ აწყენს მგონია. მკერდი კარგი აქვს და ამტანი უნდა გამოდგეს.
-
რაც შეეხება აპორტს - თუ გინდათ რომ ძაღლმა პირდაპირ თქვენ მოგიტანოთ აპორტის საგანი, შეხვდით მას წყლისა და ხმელეთის საზღვართან. იქ გააჩერეთ ბრძანებით, არ მისცეთ ნაპირზე გამოსვლის უფლება და იქვე გამოართვით აპორტი. შემდეგში, როცა ძაღლი ამას მიეჩვევა, ნელ-ნელა დაიწიეთ უკან და ასე დააგრძელეთ მანძილი თქვენსა და სანაპირო ზოლს შორის. - მოეშვით ზედმეტ ბრძანებებს. ძაღლი ისედაც მოცურავს ნაპირისკენ თქვენ კი ისევ და ისევ "აპორტ, აპორტს" უბრძანებთ. ამას ცუდის მეტი, კარგი არაფერი არ მოაქვს. ასეთი ბრძანება მიეცით თუ ძაღლი არ აიღებს აპორტს ან სხვა მხარეს გასცურავს - აპორტის მოტანის შემდეგ ძაღლი დააჯილდოვე
-
კი, გამოვა ირაკლი, შენ თუ არ გააფუჭე. პირველი და აუცილებელი, რაც ძაღლმა უნდა ისწავლოს, ეს მოსმენა და პატრონის ბრძანების აუცილებელი შესრულებაა. ამისათვის ჯერ პატრონმა უნდა ისწავლოს და გაიგოს, რა, რა დროს და როგორ უბრძანოს ძაღლს ე.ი. ძაღლის წვრთნა, მითუმეტეს წყალში მუშაობის ილეთების სწავლება, საკუთარი ცოდნის ამაღლებითაა დასაწყები. საბედნიეროდ დღეს ბევრი შესაძლებლობაა მიიღო ინფორმაცია, მათ შორის ვიდეომასალებიც, თუ რა და როგორ ასწავლო უნივერსალურ მეძებარ ძაღლს, როგორც მინდორში, ასევე წყალში ნორმალური მუშაბისთვის. შენს შემთხვევაში, ვიდეოროლიკიდან გამომდინარე, რამოდენიმე შეცდომას უშვებ. 1
-
საბჭოეთის დროს არ ვიცი ზუსტად, მაგრამ, რუსეთში, რომელიც საბჭოთა კავშირის "შთამომავალია", ცივი იარაღი, რომელსაც, როგორც ჯაბამ აღნიშნა,მიეკუთნება ნებისმიერი დანა, ისევე როგორც კანადაში, სხვადასხვა პარამეტრებით განისაზღვრება და გარკვეული ნაწილის თავისუფლად ტარება დაშვებულია
-
აუუუუუუ, სად მოვხვდი..... მალადეც ბიჭებო და გოგოებო მაგარი ეგზემპლარებია. ამ ზაზამ ხომ სულ გადამრია არა, გავიდე უნდა სათევზაოდ, ჩემი რეკორდი უნდა გავაუმჯობესო
-
მალადეც გელა! ეს სადაა დაწერილი?
-
მადლობა სოსო, ვარ ნელ-ნელა. შენ როგორა ხარ? ვაიმონადირეები იქაც საკმარისია, მაგრამ დალოცვილ ბელორუსეთში თითქმის ყველა მინდორი დამუშავებულია (ე.ი. სავარგისია ფრინველ-ცხოველებისთვის საკვების საძებნად) და შეგიძლია ასეთები ახლოს არ მოუშვა(ყველა პოულობს ჩასასაფრებელ ადგილს). როგორც ზევით ავღნიშნე, იქ სადაც ჩვენ ვნადირობდით სიმინდის მინდვრები იყო და ძან ბევრი სიმინდი იყო მინდვრებში დარჩენილი. ამ სიმინდით იკვებებოდნენ ბატებიც და იხვებიც. არაფერს ვამბობ სხვა ფრინველებზე და განსაკუთრებით ტახებზე, რომელთა ნაკვალევით გადათელილი იყო თიტქმის ყველა მინდორი
-
ბელორუსეთში კი, რუსეთში არა. მუსიკა ჩვენს შემოქმედებას დავარქვი. უფრო შესაფერისი სიტყვა ვერ გავიხსენე ვერ ავაწყვეთ წესიერად მელოდიები. ვინ რას ყიოდა და ვინ რას მე 4 საბერი "მანოკი" (არ ვიცი სწორად რა ქვია ქართულად) მქონდა და როცა მე ერთს ვუბერავდი (მაგალითად თეთრშუბლა ბატის ხმას), სხვები სხვას უბერავდნენ (მაგალითად, ღერღეტას) და ა.შ. ბატები შორიდან არ აქცევდნენ ამას დიდ ყურადღებას, მაგრამ როცა ახლოს იყვნენ ეტყობა ტყუილს ხმებში არჩევდნენ და ცდილობდნენ სასწრაფოდ მოშორებოდნენ ჩვენს ადგილს. ამ საკითხში ერთობლივი ვარჯიშია საჭირო და მუსიკალური სმენის გაუმჯობესება. ამის დრო და საშუალება
-
მოკითხვას გადავცემ. ბავშვი შეეძინა და კიდევ ერთი დიდი სიხარული აქვს, წინა შაბათ-კვირას ალეკsეის კურცჰაარი პირველი ხარისხის დიპლომით მინდვრის ჩემპიონი გახდა. შეჯიბრი გნოლზე ტარდებოდა.
-
კი მამუკა, მაგრა ვისიამოვნე
-
კი, ვახო, ძააან პრაკტიკულია. ოღონდ ზომას უნდა მიაქციო ყურადღება. "კაბელასის" ვერცერთი ვერ მომერგო, კინაღამ ჩავიხრჩვი შიგ (მეორე დღეს მასეთში მომიწია წოლამ). პატარა ზომისაა. რუსების გაკეთებული უფრო განიერი და მოსახერხებელი იყო. მე და კარმენი თავისუფლად ვგრძნობდით თავს და ნანადირევსაც შიგ ვათავსებდით. საქმეც იმაშია, რომ ბატები ფაქტიურად არ გამჩნევენ, რადგანაც არ რჩება ისეთი ღია ადგილები, როგორიც ორმოს ამოთხრის დროს რჩება. ჩვენს შემთხვევაში, ბატის გუნდების უმრავლესობა (ალბათ 80-90%), პირველ დღეს, სასროლ მანძილამდე დავუშვით. მიუხედავად ამისა სროლას ვიწყებდით ისეთ მომენტში, როცა ფაქტიურად "თავზე
-
ამ თემას დააკლდა ჩემი ხელი. შევეცდები, სანამდე ზუგდიდში ვარ, ნელ-ნელა გამოვასწორო სიტუაცია. დავიწყებ ბოლო ნადირობით. როგორც ყოველთვის, გაზაფხულის სეზონი ბელორუსეთში გავხსენი. შეგახსენებთ, რომ, რუსეთისგან განსხვავებით გაზაფხულის სეზონი იქ 2 თვით იხსნება. მარტის მეორე შაბათ-კვირიდან და გრძელდება მაისის შუა რიცხვებამდე. სეზონის პირველი 2 კვირის განმავლობაში ნადირობა შეიძლება მხოლოდ ბატებზე, შემდეგ კი ემატება სხვა ფრინველებიც (მამალი იხვი, ტყის ქათამი (ვალდშნეპი), ყრუალა, როჭო). ეს იმას ნიშნავს, რომ, თუ სურვილი გაქვს თავისუფლად ასწრებ ყველა სახეობაზე წანადირებას. რუსეთში გაზაფხულის სეზონი