Jump to content
Club-Monadire.Ge

Коба

წევრი
  • Content Count

    1.419
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    12

Everything posted by Коба

  1. თოფები და ძაღლები, ალბათ ალიბისთვის იყო წამოღებულ-წამოყვანილი ისე ნადირობაში მთავარი ნანადირავის რაოდენობა კი არ არის, არამედ, პროცესსი. სურატებიდან გამომდინარე,პროცესსმა ბრწყინვალედ ჩაიარა
  2. ი ლ უ შ ა - დიდი მადლობა. ძაან საინტერესო ინფორმაციაა. რუსები რომ იტყვიან- "Век живи, век учись" - ზუსტად ამაზეა ნათქვამი.
  3. ყმაწვილია ჯერ ...იმედია, რომ წამოუვა თუ, მამუკა ძაღლის ლეკვია, მაშინ მშვიდად ვიქნები, თორემ იმის კითხვა მინდოდა, სამეზობლოში სადმე კურცჰაარის ჯიშის "დონ ჟუანი" ხომ არ ცხოვრობს მეთქი
  4. სწორია. თუ ლეკვი ყოველთვის კონტაქტშია თქვენთან. მაშინ ეს ოპერაცია საჭირო არ არის. მაგრამ, მე მგონია, რომ ეს დროებითი მოვლენაა. დუტა, შენს ლეკვს შეიძლება ჯერ-ჯერობით თვითონ გარემო სამყარო (როგორც უცხო) აშინებს, მაგრამ არ შეამცირო ყურადღება. როგორც კი ცოტა წამოიზრდება და ამ სამყაროში თავს უფრო თამამად იგრძნობს, დაიწყებს პეპელებისა და ფრინველების დევნა-თამაშს. სწორედ ამ პერიოდში უნდა ჩაატაროთ ასეთი ექსპერიმენტაბი. ოღონდ არ არის საჭირო, რომ, თქვენ თვითონ მოშორდეთ ლეკვს, დაემალეთ მიშინ, როცა ის რამეთი გაერთობა და თვითონ მოგშორდებათ.
  5. ქუთათური-ო, არ გეწყინოს და პირველი შეხედვით (უფრო სწორედ ამ სურათებიდან გამომდინარე) უფრო კურცჰაარს მოგავს. თუ დაბალბეწვიანობას (რაც ელჩმაც აღნიშნა) შეიძლება კაცმა არ მიაქციოს დიდი ყურადღება (თუმცა ხშირი და უხეში ბეწვი ერთ-ერთი მთავარი განმამსხვავებელია ამ 2 ჯიშის), თვალში საცემია ულვაშების და წვერის უქონლობა. ეს კი მთავარია, რითაც კურცხაარისაგან განსხვავდება დრათჰაარი. ისე სიმპატიურია.
  6. ჭოვილო საიდან მოვიდა?
  7. დუპელის კიდევ ერთ ქართულ სახელწოდებას შევხვდი - ჭოვილო. რომელია უფრო სწორი - გოჭა, თუ ჭოვილო?
  8. დროის მონახვაა პრობლემა, თორემ,დანარჩენს ყველაფერს იპოვნი ინტერნეტში
  9. ყველას, ვისაც მეძებარი ძაღლი ყავს და აპირებს მის გაყვანას საველე გამოცდებზე დიპლომის ასაღებად, ვურჩევ, დროულად და კარგად გაეცნოს "საველე გამოცდის ჩატარების წესებს ("http://club-monadire.ge/index.php?showtopic=1377). იქ მოყვანილია ის მოთხოვნები, რისი შესრულების საფუძველზე იძლევიან დიპლომს ე.ი. ნაცვენებია ყველაფერი ის, რასაც უნდა მიექციოთ ყურადღება ძაღლის აღრზდის და დაგეშვის პროცესში.
  10. კი ძმაო, სიამოვნებით
  11. რომელი წიგნიდან? ვინაა ავტორი და როდის არის გამოცემული? მე ეხლა გადავხედე ლევან ციციშვილის სახელობის რიგით XIII მემორიალის (შარშან რომ ჩატარდა) შედეგებს. მანდ იმ წესებით სჯიდნენ, რომელიც მე გამოვაქვეყნე
  12. თუ მასეთ სიკეთეს იზამ, დიდი მადლობელი დაგრჩები. დარწმუნებული ვარ, სხვებსაც დააინტერესებს.
  13. jaba, საიდან მოიტანე ეს ცხრილი? ახლა რომ დავაკვირდი, თვალში მეცა სხვაობა, ჩემს მიერ გამოქვეყნებულ "საველე გამოცდის ჩატარების წესებში" გამოქვეყნებულ ცხრილსა და შენს მიერ გამოქვეყნებულ ცხრილს შორის. შენს ცხრილსში ყნოსვის სიშორე 15 ქულით ფასდება, და ამიტომ შემცირებულია წვრთნის ელემენტების ფასი, სადაც დამატებულია კიდევ ერთი ელემენტი - რეაქცია სროლაზე (რეაგირება). მე მგონი ეს არის რუსეთში მიმდინარე პროცესების მიბაძვა, კინოლოგიის ამ საკითხში ("საველე გამოცდის ჩატარების წესებში"). აქ ჩვენთან, რამოდენიმე წლის წინათ, იყო მცდელობა შეეცვალათ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში 1981 წელს მიღებული "საველე გა
  14. jaba- დიდი მადლობა, მაგრამ, შენ ალბათ გამოგრჩა რომ მე აქვე უკვე გამოვაქვეყნე "საველე გამოცდის ჩატარების წესები", ყველა საჭირო ცხრილით (სხვა საიტიდან ვინათხოვრე ) http://club-monadire.ge/index.php?showtopic=1377 კარგი იქნება ამ წიგნის ელექტრონულ ვერსის თუ მომაწვდი
  15. jaba შენი დადებული სურათები არ იხსნება. ნახე თუ ძმა ხარ, რაშია პრობლემა
  16. დავითი - როგორ შეიძლება ასეთი სურაTების გაუფრთხილებლად დადება . კინაღამ ნერწყვზე დავიხვრჩე კაცი. მრავალ წელს წარმატებით გენადიროთ და გეთევზაოთ ყველას
  17. აუ, როგორ წავშალო ჯაბასთვის მიწერილი პოსტი, განმეორება გამომივიდა
  18. ამისათვის, სანამ ლეკვს არ მობეზრდება თამაში ქუჩაში (საერთოდ გარეთ) არ შეიძლება მის გაწვრთნაზე იფიქრო. ასევე სანამ ბუნებრივ მოთხოვნილობებს არ მოისტუმრებს ე.ი. უნდა მისცე ჯერ თამაშის და "ორთქლის გამოშვების: საშუალება და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო გაწვრთნა. მიზანშეწონილია "გაკვეთილები" ისეთ ადგილებში ჩაატაროთ, სადაც არ არის ლეკვისათვის ყურადღების გამფატველი პირობები (სხვა ცხოველები, ფრინველები (როგორც შინაური ასევე გარეული), ხალხი და ა.შ.), ე.ი. ქალაქგარეთ ან საკუთარ ეზოში. როცა სეირნობის და მით უმეტეს, აღრზდის (სწავლების) დროს თქვენ მარტო ხართ ლეკვთან, ის, უნდა თუ არ უნდა მთელ ყურადღებას უთმობს
  19. გეთანხმები jaba, არავითარი მნიშველობა არა აქვს, ამა თუ იმ ბრძანების შესასრულებლად რა სიტყვას ეტყვი ძაღლს, და რა ენაზე . მთავარია მოსახერხებელი იყოს გამოსათქმელად და რაც მთავარია ძაღლისთვის აღსათქმელად. რუსეთში ხშირად იყენებენ ინგლისურ სიტყვებს ("დაუნ", "პილ" და ა.შ.). მე არ ვიცი საქართველოში რა ბრძანებები იხმარება (მადლობელი დაგრჩები თუ ჩამოწერ), "არ შეიძლება" უბრალოდ პირდაპირ გადავთარგმნე რუსულიდან როგორც ვარიანტი, და მივუწერე "ან რაიმე ამის მსგავსი" (მხედველობაში მქონდა ქართული ეკვივალენტი.
  20. რაღაც დროებითი პრობლემა იყო ალბატ. ეხლა ჩემთან ირთვება ნორმალურად.
  21. "თამაშით გაყოლა" არ უნდა. ადგილზე გაგზავნა მაინც დასჯის ერთ-ერთი მეთოდია და სანამ ლეკვი მაგ ბრძანებას ბოლომდე არ შეასრულებს, არ ღირს მასთან თამაში. როცა შეასრულებს, ცოტა მოგვიანებით (უნდა შეიგნოს, რომ "მამიკო" ნაწყენია), აუცილებლად ჭირდება დააჯილდოვება და ამის მერე შეიძლება თამაშიც. საერთოდ კურცჰაარისთვის (ალბათ სხვა ჯიშის მეძებრებისთვისაც) ყველაზე დიდი დასჯაა ისაა, როცა მას იგნორირებას უკეთებ ე.ი. არ აქცევ ყურადღებას (ებუტები). ესეც უნდა გამოიყენოთ აღრზდის პროცესში.
  22. ბრზანება "ფუ"-ს მონადირე ძაღლებს არ აძლევენ. ეს უფრო სლუჟებნი ძაღლების ბრზანებაა. ჩვენი ძაღლებისთვის უფრო მიზანშეწონილად ითვლება "არ შეიძლება" ("нельзя") ან რაიმე ამის მსგავსი
×
×
  • Create New...