-
Content Count
3.856 -
Joined
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
68
Content Type
პროფილები
ფორუმები
კალენდარი
Everything posted by Gurulo
-
Jakob Reeb-ის თოფი მონარქისათვის
-
ლულის back-bored გაბურღულობა რამდენიმე ფორუმელი ლულის ბექ–ბოარდ გაბურღულობის შესახებ მსჯელობდა. წარმოგიდგენთ პატარა ინფოს. Back-Bored–ის ლულათა გაბურღვის სისტემა ფირმა ბრაუნინგის საცდელი განყოფილების მიერ მოწონებული და წარმოებაში ჩაშვებულია 1990 წლიდან. ამ ტექნოლოგიით წარმოებულ ლულებს აქვთ სტანდარტულთან შედარებით ლულის არხის გაზრდილი დიამეტრი( 18,8მმ), რომელიც საგრძნობლად ზრდის მის ტექნიკურ მახასიათებლებს. კერძოდ, დიდი დიამეტრი ამცირებს საფანტის ხახუნს ლულის კედელზე(შედეგად მცირდება უკუცემა); ენერგია აღარ იკარგება ხახუნის დაძლევაზე და შედეგად უფრო მეტი ძალით ხდება ზემოქ
-
სურათი1 სანადირო გლუვლულიანი თოფის(სურათიN1) ძირითად ნაწილებს შეადგენს: ლულა(1), კალაპოტი(მექამიზმი)(3), კონდახი(2) და ტიბჟირი(5). თავის მხრივ ლულა შედგება(სურათიN2) 1)სავაზნისაგან,2)სავაზნე-არხის გარდამავალი კონუსისაგან,3) ლულის არხისაგან, 4)არხი-ჩოკის გარდამავალი კონუსისაგან, 5)ლულის შევიწროებისა და 6)სავაზნის ჭრილისაგან სურათი2 კალაპოტი თოფის ტიპის მიხედვით არსებობს ვერტიკალური(ე.წ. ლოყებიანი), ჰორიზონტალური და დარნის ტიპისა. ცოტა რამ ლულების შესახებ: ალბათ ბევრი დამეთანხმება, რომ სანადირო თოფში(არა მარტო სანადიროში) ლულას განსაკუთრებული მნი
-
სანადირო თოფი ქალბატონებისათვის ბოლო დღეებია ნადირობიდან უმეტესად ნადავლის გარეშე ვბრუნდები(არადა ყველა დღე გავდივარ მაინც_ ხუშტური უნდა მოვიკლა. ცარიელი მაზილობის გამო არა ვარ_ სანადირო არაფერია და მიტომ). მეუღლე ღიმილითა და ერთი კითხვით მხვდება_ისევ არაფერი? დღეს წამაღადავა და მითხრა: მოკვლას თუ არ მომთხოვ, მეც დავიჭერ თოფს ხელში და გვერდით გამოგყვებიო... ამ სიტყვებმა ახალი თემის გახსნა გადამაწყვეტინა(იმედია დებისა და ცოლების პატრონები ამყვებიან და თემას არ ჩაკლავენ) თოფი ქალბატონებისათვის საქალე თოფები ბალისტიკურად სრულყოფილი და შედარებით მსუბუქი მოდელებია. ამაში
-
ფიქსირებული და მობილური ჩოკები ფიქსირებული ჩოკების აღმომჩენებად ამერიკელი ფრედ კიმბლი და ბრიტანელი პეიპი ითვლებიან... კიმბლი იყო კარგი მონადირე(წყალმცურავებზე ნადირობდა დიდი გატაცებით) და მეტალის დამუშავებაც საკმაოდ კარგად ეხერხებოდა. ის არ დააკმაყოფილა მისი თოფის სიბურჯღლემ, რომელსაც ცილინდრული ლულა ჰქონდა და გადაწყვიტა შეევიწროებინა ლულის ტუჩის მიმდებარე ადგილი. ეს 1870 წელს მოხდა. მან საკუთარი 10 ყალიბის თოფის ლულის ბოლო შეავირწოვა იმ დონემდე, რომ საცდელი გასროლის შემდეგ ძალიან ცუდი შედეგი მიიღო. შედეგით იმედგაცრუებულმა გადაწყვიტა, რომ კვლავ აღედგინა ლულის პირვანდელი დიამეტრ
-
სიბურჯღლე, ჭრა, დაჯგუფება, საფანტის და ფინდიხის ნომერაცია, ვაზნის დამზადება ხშირად მონადირე, რომელიც თავადაა დაკავებული საფანტის ჩამოსხმით, დგება კითხვის წინაშე: რა ნომერს შეესაბამება მის მიერ ჩამოსხმული პროდუქტი? ძირითადად გამოყოფენ 15 ნომრის საფანტს: 11, 10, 9, 8, 7, 6, 5, 4, 3, 2, 1, 0, 00, 000, 0000. ყველაზე პატარა ზომის 11 ნომერი საფანტის დიამეტრია 1,5მმ და ამის მერე ყოველ შემდგომ ნომერს აქვს დიამეტრი +0,25მმ და აღწევს 5მმ-ს 0000-ის შემთხვევაში. აქედან გამომდინარე ადვილია განისაზღვროს თითოეული ნომრის საფანტის დიამეტრი: №11_1,5მმ; №10_1,75მმ; №9_2,0მმ; №8_2,25მმ; №7
-
წყვილი(ტყუპი) თოფები დაწყვილებულ იარაღს უშვებდნენ ,,პერდე", ,,ლებო", ,,ჰოლანდ-ჰოლანდი", ,,ბოსი" და სხვა ფირმები. ეს თოფები გამოიყენებოდა ფრინველზე სროლისას მორეკვით ნადირობის დროს. ასეთ იარაღს მეორენაირად ტყუპებსაც ეძახიან. ტყუპები მზადდებოდა და მზაადება უმაღლესი კლასის ოსტატების მიერ. ასეთი ნაკეთობანი არა მარტო გარეგნული მსგავსებით ხასიათდებიან, არამედ პრაქტიკულად ერთნაირია წონითა(10-20 გრამის სიზუსტით) და ბალანსით. ტყუპები ყველა მაჩვენებლით იდენტურნი არიან და მხოლოდ მარკირებით განსხვავდებიან. ერთს აწერია ,,1" მეორეს კი ,,2". ადრე ასეთი აბსოლიტური მსგავსება განპირობებული იყ
-
დიდი მეიარაღენი ჯოზეფ მენტონი ლონდონის კენსალ გრინის ძველ სასაფლაოზე ერთ-ერთ საფლავის ქვაზე ასეთი წარწერაა: ,, მისტერ ჯოზეფ მენტონის ხსოვნის უკვდავსაყოფად, რომელიც 1835 წლის 29 ივნისს გარდაიცვალა 69 წლის ასაკში..." ჯოზეფ მენტონი, სრულიად სამართლიანად, ყველა დროისა და ერის ყველაზე დიდ მეიარაღედ ითვლება. მენტონი 1766 წელს დაიბადა და თავისი დროის გამოჩენილი მოღვაწე, უნიკალური პიროვნება გახლდათ. სწორედ ჯოზეფი იყო ინგლისური საიარაღო სკოლის ფუძემდებელი. ამ ადამიანმა დაიწყო ტექნიკური სიახლეების შემოტანა ესთეტიურ ხედვასთან სინქრონში. ყველა სხვა ინგლისელი მეიარაღე პრაქტიკუ
-
W.& C. Scott & Son ამ კომპანიის ბედი მეცხრამეტე საუკუნიდან ,,უებლი და სკოტის" ბედთანაა გადაჯაჭვული, რაც შესაბამიდად Webley & Scott-ის თემაშია აღწერილი, აქ კი მისი დამოუკიდებელი მოღვაწეობის რამდენიმე შტრიხს შევეხებით. კომპანია W & C Scott შეიქმნა ბირმინგემში 1834 წელს ძმების უილიამისა და ჩარლზ სკოტების მიერ. რამდენიმე წელიწადში ამ კომპანიამ უკვე წამყვანის რეპუტაცია მიიღო. 1850 წელს საწარმოში შემოდიან უილიამის შვილები, უილიამ მედიჩი და ჯეიმს ჩარლზი. უილიამ მედიჩი იყო ნიჭიერი ინჟინერი და გამომგონებელი, რომელმაც თავისი პირველი პატენტი მიიღო 1865 წელს,
-
C.G. Bonehill, Ltd მეცხრამეტე საუკუნის უმაღლესი კლასის ინგლისურ თოფებში ერთი მწარმოებლის პროდუქციაშიც კი იშვიათად იპოვით ერთნაირ ეგზემპლიარებს(თუ რა თქმა უნდა სპეციალურად არაა შეკვეთილი იდენტური თოფები). იარღის თითოეული დეტალი კონკრეტულ თოფზე იყო მორგებული. არმიის შეიარაღება მასიური და იდენტური იარაღის წარმოებას მოითხოვდა. ამიტომ მეცხრამეტე საუკუნის შუახანებში კონვეიერულ წარმოებაზე მოთხოვნილება გაიზარდა. კონვეიერზე დელალები იმდენად ერთნაირი კეთდებოდა, რომ შესაძლებელი იყო მათი ურთიერთმონაცვლეობა(თან გაიაფდა). ინგლისურ კომპანიებს შორის სერიული სანადირო თოფების წარმოებ
-
B.S.A., Guns ფორუმში ბევრგან გვაქვს აღნიშნული, რომ ინგლისური თოფები ძალიან ძვირს ფასობს... დღეს მოგითხრობთ საწარმოზე, რომელმაც უმაღლესი ხარისხის შენარჩუნებაც მოახერხა და ამავე დროს თავისი ფასით ხელმისაწვდომი იყო რიგითი მონადირისათვის. ამ ფირმას Birmingham Small Arms, Guns ქვია(შემოკლებით B.S.A., Guns). ფირმა დაფუძნებული იყო სააქციო საზოგადოების სახით ბირმინგემში 1861 წელს ცეცხლსასროლი საბრძოლო იარაღის წარმოების მიზნით. აქციონერები ცნობილი ბირმინგემელი მეიარაღეები იყვნენ. ამ პერიოდში საწარმომ ბრიტანეთის მთავრობის შეკვეთა მიიღო, რომელიც არმიის შეიარაღებაში არსებული თოფების გად
-
James Woodward & Sons რამდენიმე ინგლუსირი კომპანია მხოლოდ ორიოდ მოდელით გახდა ცნობილი, მაგრამ ეს მოდელები იმდენად სრულყოფილი იყო, რომ დრომ და მოდამ ვერაფერი დააკლო. აღნიშნული განსაკუთრებით ეხება ჯეიმს ვუდვორდის ლონდონურ კომპანიას, რომელიც თვით პერდეს კომპანიონი იყო. ფირმის დამფუძნებელმა ჯეიმს ვუდვორდმა მეიარაღის კარიერა 12 წლის ასაკში, 1827 წელს დაიწყო ჩარლზ მურის საწარმოში. სწავლების დასრულების შემდეგ ჯეიმსი მასწავლებლის კომპანიაში დარჩა, რომელიც 1844 წლიდან ,,მური და ვუდვორდის" სახელით წარსდგა. 1851 წლიდან ფირმის მფლობელი მხოლოდ ჯეიმსი ხდება და სახელწოდებაც ,,ჯეიმს ვუდვორდი"
-
Joseph Lang & Son, Ltd ჯოზეფ ლანგი მეიარაღის პროფესიას ა. ვილსონის კომპანიაში ეუფლებოდა. საკუთარი ფირმა ჯოზეფმა 1821 წელს დააფუძნა ლონდონში. საწარმომ სწრაფად დაიწყო ავტორიტეტის მოხვეჭა(ამ პერიოდში თვით დ. მენტონის კომპანიასაც კი სავაჭრო პრობლემები ჰქონდა), ლანგი უფრო და უფრო ფართოვდებოდა. 1852 წელს ლანგმა საკუთარი სტენდი გახსნა, ხოლო 1853 წელს კი ლონდონის ახალ მისამართზე გადავიდა უფრო დიდ საწარმოში. ჯოზეფ ლანგი ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ადგილობრივ მეიარაღეთა შორის. მას ჯეიმს პერდეს ქალიშვილი ჰყავდა ცოლად. როგორც მეიარაღეთა დინასტიის წარმომადგენლებს შეშვენი
-
Atkin Grant & Lang Ltd ინგლისელი მეიარაღეები, როგორც წესი, დამოუკიდებელ კომპანიებში მუშაობდნენ, დამოუკიდებლად უმკლავდებოდნენ სიძნელეებსა და პრობლემებს, თუმცა მკაცრი კონკურენციის პირობებიდან გამომდინარე გაერთიანებაც უხდებოდათ. ასეთი საწარმოები არც თუ ისე ბევრია(მათი ნაწარმი მთელ მსოფლიოშია ცნობილი). ერთ-ერთი მათგანია თანამედროვე ფირმა Atkin Grant & Lang Ltd, რომლის დასახელებაში აღნიშნული კომპანიები ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის პირველი მეოთხედიდანაა ცნობილი. ფაქტიურად ფირმა ,,ეტკინი, გრანტი და ლანგი" არსებობს 1960 წლიდან, როცა ცნობილი ფირმა Henry Atkin, Ltd შეერწყა არანაკლ
-
Alfred J.Jewson ინგლისურ სანადირო თოფებს ერთი საერთო მახასიათებელი აქვთ: მაღალი ხარისხი. თუ თოფი შესრულებულია ამა თუ იმ კატეგორიის მოთხოვნების შესაბამისად(მაგალითად The Best), მიუხედავად მწარმოებელი ფირმის მასშტაბისა და ცნობადობისა, ის ძალიან დიდი ხნით ინარჩუნებს კარგ ჭრას, სიბურჯღლეს, სტაბილურობას, ბალანსსა და დიდ რესურსს. ინგლუსურ მწარმოებლებშიც არსებობენ ისეთები, რომელთა პროდუქციასაც შედარებით დაბალი ფასი აქვთ, თუმცა ინგლუსური ხარისხი ცალსახადაა შენარჩუნებული. აღნიშნული ეხება ერთ-ერთ ინგლისურ კომპანიას, რომელიც Alfred J.Jewson-ის სახელითაა წარმოდგენილი. ფირმა, რომელიც
-
William Powell & Son, Ltd ფირმის დაფუძნების თარიღად 1802 წელი ითვლება, როცა უილიამ პაუელმა და ჯოზეფ სიმონსმა იარაღის სავაჭრო დაწესებულება გახსნეს ბირმინგემში. 1812 წელს პაუელი პარტნიორის გარეშე დარჩა. 1830 წლიდან ფირმა იარაღის წარმოებას იწყებს, სადაც ამ ოჯახის შემდეგი 5 თაობა მოღვაწეობდა. 1846 წელს ბიზნესში დამფუძნებლის ვაჟიშვილი შემოვიდა და ფირმის დასახელებაც William Powell & Son გახდა. უილიამ პაუელს ეკუთვნის რიგი გამოგონებებისა. მაგალითად 1864 წელს მან დააპატენტა გარეჩახმახიანი თოფის საკეტი კვანძის ბერკეტი, რომელიც ზემოთ აწევით ხსნიდა საკეტს(შემდეგში ეს ბერკეტი შიდაჩახმ
-
Cogswell & Harrison, Ltd რაც უფრო ძველია კომპანია, მით მეტია მისი რეიტინგი. ლონდონური წარმოშობის ფირმათა შორის უძველესია Cogswell & Harrison, Ltd, რომელიც 1770 წლის მაისში ბენჯამინ კოგსველმა დააფუძნა. ის პროფესიონალი მეიარაღე არ იყო. პირველად მან იარაღით ვაჭრობას მიჰყო ხელი. კოგსველმა თავიდანვე განაცდახა, რომ გააჩნია საბრძოლო იარაღის დიდი მარაგი. ფირმამ კომერციულ წარმატებას ნაპოლეონის ბრძოლების დროს მიაღწია, არმიისათვის იარაღის მიყიდვით. ომის დამთავრების შემდეგ სანადირო და სპორტულ თოფებზე მოთხოვნილება გაიზარდა. ფირმას იარაღის დამზადებისათვის შესაბამისი საწარმო ესაჭირ
-
William Evans, Ltd ფირმა არსებობს 1883 წლიდან, როცა მისმა დამფუძნებელმა უილიამ ევანსმა დაარეგისტრირა ის ბუკინგემ პალას რუოდ 91 ა-ში. საწარმოს პირველ თოფებზე იყო წარწერა William Evans, From Purdey's, London. რითაც კლიენტების მოზიდვას ცდილობდა. მართლაც გარკვეული პერიოდი ოსტატი პერდეს კომპანიაში მუშაობდა, სადაც სრულყოფილად ჩაწვდა უმაღლესი კლასის იარაღის წარმოების საწყისებს. აღნიშნული წარწერა ევანსის თოფებიდან მეოცე საუკუნის დასაწყისში გაქრა. ამ დროისათვის უკვე საწარმო William Evans-ს საკუთარი პრესტიჟი მოპოვებული ჰქონდა. 1920 წლისათვის ფირმა სტაბილურ ფინანსურ დონეს აღწევს და
-
Watson Bros Gun & Rifle Manufacturers ლონდონური ფირმა ,,ძმები ვატსონები" მცირე ზომის საწარმოა, რომელიც მხოლოდ The Best კატეგორიის იარაღს უშვებს. მცხრამეტე საუკუნის ბოლოს ბრიტანეთში ვატსონების გვარის რამდენიმე საიარაღო ფირმა იყო. მათ შორის ყველაზე დიდ აღიარებას ბირმინგემელმა ვატსონების დინასტიამ მიაღწია, რომელიც დღემდე წარმატებით მოღვაწეობს. ფირმა 1875 წელს თომას ვატსონმა შექმნა, როცა დიურს ეგის საიარაღო საამქრო შეიძინა ლონდონში. ამ ფირმის პირველი ნაწარმი 28 ყალიბის გარე ჩახმახიანი თოფია სამმაგ საკეტზე. ლულის სიგრძე 711 მილიმეტრია, ხოლო სავაზნე 70მმ. 1885 წლიდან ფირ
-
Charles Boswell ინგლისური იარაღის მწარმოებელთა შორის ერთ-ერთ საპატიო ადგილი ჩარლზ ბოსველს უკავია, რომელიც თავისი ჰორიზონტალურებითაა ცნობილი. ბოსველმა თავისი პროფესიული კარიერა ენფილდში სამეფო საიარაღო ფაბრიკაში დაიწყო. ოსტატს თავიდან არ გააჩნდა არც კაპიტალი, არც იმიჯი და დიდი რისკის ფასად თავისი სარემონტო საამქრო გახსნა ედმონტონში. თანდათან სიძნელეები დაძლეულ იქნა და 1884 წელს ოსტატს თავისი მცირე საწარმო გადააქვს ლონდონში. ამ დროისათვის ბოსველი ჩამოყალიბდა როგორც წამყვანი ექსპერტი და კარგი მეიარაღე. მისი თოფების ლულებზე ჩნდება წარწერა საწარმოს მისამართით Strand Street. ფი
-
Stephen Grant & Sons სტეფენ გრანტმა თავის საწარმოში არც თუ ისე ბევრი თოფი გააკეთა, თუმცა მათზე ძალიან დიდი მოთხოვნილებაა, რაც კიდევ ერთი დასტურია ამ უდიდესი ლონდონელი ოსტატის უბადლო ნიჭისა. დუბლინში უილიამ კავანახთან განვლილი სწავლების სრული კურსის შემდეგ, სტეფენ გრანტი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში გაემგზავრა ჩარლზ ლანკასტერთან, რომლის სიკვდილის შემდეგაც 1847 წელს მის შვილებთან, უილიამთან და ალფრედთან, გააგრძელა მუშაობა. 1850 წელს კი თომას ბოსის ფირმაში გადავიდა. 1857 წელს თომას ბოსის გარდაცვალების შემდეგ, ბოსის ქვრივმა ამ ფირმის მმართველად გრანტი აიყვანა. ამ თანამდებობაზე გრ
-
John Rigby & Co.,Gu Gunmakers, Ltd ფირმა ,,ჯონ რიგბი" ცნობილია 1735 წლიდან. მაშინ ის ირლანდიის დედაქალაქში იყო განლაგებული. ფირმის დამფუძნებელი ჯეიმს რიგბი ცნობილი მეიარაღე იყო. ფირმის ისტორიის საწყის პერიოდზე ცნობები ძალიან ცოტაა შემორჩენილი, ცნობილია მხოლოდ, რომ 1801 წელს საწარმო დუბლინში სუფოლკის ქუჩაზე მდებარეობდა. ჯეიმსის შემდეგ ფირმას სათავეში მისი შვილები, უილიამი და ჯონი ედგნენ. ამ პერიოდში ფირმას ,,უილიამ და ჯონ რიგბი" ერქვა. აღსანიშნავია, რომ ამ დინასტიაში თითქმის ყველა მემკვიდრეს უილიამი ან ჯონი ქვიოდათ. მათგან ყველაზე უფრო ცნობილი ჯონ იასონ რიგბი გახლდათ
-
David McKay Brown(Gunmakers) Ltd დევიდ მაკეი ბრაუნმა მეიარაღის პროფესიის დაუფლება გლაზგოში ალექს მარტინის კომპანიაში 1957 წელს დაიწყო. შემდეგ ის შოტლანდიელთა საამაყო კომპანიაში John Dickson & Son Ltd-ში იწყებს მუშაობას ედინბურგში. სწალისა და მუშაობის დროს მაკეი წარმატებით დაეუფლა ბრიტანული იარაღის დამზადების ყველა ნიუანსს. 1967 წელს დევიდ მაკეი საკუთარ კომპანიას აფუძნებს ჰამილტონში, სადაც 1974 წლამდე ძირითადად დიქსონის კომპანიის შეკვეთები სრულდებოდა. ამჟამად კომპანია განლაგებულია ბოტუელში და საცალო თოფებს უშვებს, რომლებიც განკუთვნილია ამერიკელი და ევროპელი მყიდველისათვის. სა
-
Charles Lancaster ჩარლზ უილიამ ლანკასტერი ლონდონში 1811 წლიდანაა ცნობილი, როგორც ლულების მწარმოებელი. ეს ლულები ძალიან მაღალი ხარისხის იყო და კარგად იყიდებოდა დიდ ბრიტანეთში. ლანკასტერს ლულებს უკვეთავდნენ ისეთი დიდი ოსტატები, როგორიცაა ჯოზეფ მენტონი და ჯეიმს პერდე. ლანკასტერი თავის ლულებზე ინიციალებს აწერდა CL. 1826 წლიდან ჩარლზ ლანკასტერი თავის საწარმოს აფუძნებს და ამ მომენტიდან ცალკე ლულების გაყიდვა შეწყდა. მძაფრი კონკურენციის პირობებში ლანკასტერი ახერხებს თავისი ადგილის პოვნას, რისი დასტურიც 1843 წელს მიღებული ნებართვაა სამეფო კარზე იარღის მიწოდების თაობაზე. ლანკასტერი თავ
-
Dickson & MacNaughton შოტლანდიელი მეიარაღეების რიგში ერთ-ერთი გამორჩეულია მამა-შვილი დიქსონები. ამ პლიადაში პირველი წამომადგენელი ჯონი იყო, რომელმაც თავისი კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო ედინბურგელ ოსტატთან ჯეიმს უოლესთან. ჯონ დიქსონმა თავისი ფირმა ოფიციალურად დააარსა 1820 წელს. თავისი დამღით ამ ფირმამ პირველი თოფი 1854 წელს გამოუშვა. მე-19 საუკუნის ორმოცდაათიან წლებში ედინბურგი ბრიტანეთის იარაღთწარმოების ცენტრი გახდა და დიდი იყო კონკურენციაც. ამ ეტაპზე ფირმა ჯოზეფ ბრაზიეს, პერდეს და ვესტლი რიჩარდსისაგან ნაყიდი პატენტებით მუშაობდა. 1875 წელს ბედისწერამ დიქ