Jump to content
Club-Monadire.Ge

Gurulo

ადმინი
  • Content Count

    3.856
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    68

Everything posted by Gurulo

  1. Gurulo

    Hubert Lepage

    Hubert Lepage ლეპაჟის სახელით ისტორია ორ იარაღის მწარმოებელ ფირმას იცნობს. Faure Le Page ფრანგული ფირმაა(დაფუძნებული 1716 წელს პარიზში), რომელიც საცალო მწარმოებელი იყო და სამეფო კარისათვის ამზადებდა იარაღს. ბელგიური Hubert Lepage დააფუძნა ჰუბერტ ლეპაჟმა 1790 წელს(ფრანგული საწარმოს სახელი Le Page ცალ-ცალკე იწერება, ხოლო ბელგიურისა კი ერთ სიტყვად) ბელგიურ საიარაღო წარმოების ცენტრში ლიეჟში. საწარმო საკმაოდ დიდი მასშტაბის იყო, რომელიც მაღალი ხარისხის და შედარებით იაფ თოფებს აწარმოებდა. ფირმა თავისი არსებობის პირველივე წლებიდან ხარისხს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. ბ
  2. Manufacture Liegeoise d'Amies a Feu ბელგიელ მწარმოებელთა შორის ერთ-ერთი მოწინავე ადგილი Manufacture Liegeoise d'Amies a Feu-ს, იგივე ,,ლიეჟის მანუფაქტურას" ეკუთვნის. ფირმის ნაწარმი ფანტასტიკური ბალისტიკით, დამუშავების უმაღლესი ხარისხითა და მოდელების ფართო დიაპაზონით ხასიათდება. სააქციო საზოგადოება Manufacture Liegeoise d'Amies a Feu 1866 წელს დაფუძნდა ლიეჟში. ის 1889 წელს თავად გახდა ერთ-ერთი დამფუძნებელი კონცერნისა FN - Fabrique Nationale. მეოცე საუკუნის დასაწყისში ფირმის საწარმოო საშუალებები 60 მექანიკურ ჩარხსა 200 მუშაკს შეადგენდა. ამით საწარმო წელიწადში დაახლოებით 12 ათას
  3. Fabrique Nationale (FN Herstal ) ,,ერსტალის ნაციონალური ფაბრიკა" შედის Herstal Group-ის შემადგენლობაში, რომელიც აგრეთვე ფლობს Winchester Repeating Arms Company-ს და Browning Arms Company-ს. კომპანია დაფუძნებულია 1889 წელს მეიარაღეთა გაერთიანების მიერ ლიეჟთან ახლოს ქალაქ ერსტალში. კომპანია თავიდანვე ორიენტირებული იყო საბრძოლო იარაღის წარმოებაზე. პირველივე შეკვეთა სახელმწიფომ გააკეთა_ 150 ათასი ერთეული მაუზერის წარმოებაზე(1889 წლის მოდელი). Mauser 1889 1898 წლიდან კომპანია მჭიდროდ თანამშრომლობდა ბუმბერაზ მეიარაღე ბრაუნინგთან, რომელმაც უამრავი მოდელისა და ჩანაფიქრის გა
  4. Gurulo

    Browning

    Browning იმედად, რამდენადაც ამ ბუმბერაზმა მეიარაღემ და კონსტრუქტორმა მსოფლიო საბრძოლო და სანადირო იარაღის განვითარების ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა, მიზანშეწონილად მიმაჩნია, აქ დაიპოსტოს ცოტა რამ ისტორიიდან და მოკლედ რამდენიმე მოდელის შესახებ(დიდი მეიარაღეების განყოფილებაში მისი ბიოგრაფია მოტანილია უკვე). ჯონ ბრაუნინგი დაიბადა იარაღით მოვაჭრის ოჯახში(Ogden, Utah, აშშ.). ის იყო ერთ-ერთი შვილი ჯონათან ბრაუნინგისა(22 შვილი ყავდა). ჯონი ბავშვობიდანვე კარგად იცნობდა იარაღსა და მის კონსტრუქციებს. 23 წლის ასაკში მან მიიღო თავისი პირველი პატენტი ერთლულიანი თოფისა "J. M. Browning Sin
  5. პირველი კატეგორიის კაკლის კონდახი მეორე კატეგორიის კაკლის კონდახი მესამე კატეგორიის კაკლის კონდახი მეოთხე კატეგორიის კაკლის კონდახი მეხუთე(საგამოფენო) კატეგორიის კაკლის კონდახი
  6. ანთროპომეტრია კონდახის დამზადებისას თითოეული ნაკეთობა კონკრეტული მონადირისა თუ სპორცმენის კონდიციების მიხედვით უნდა გაკეთდეს სპეციფიური ანთროპომეტრული ზომების შესაბამისად. ყველა ადამიანს სხვადასხვა ანთროპომეტრული მონაცემები აქვს, ამიტომ ნებისმიერი ,,სხვისი" კონდახი მხოლოდ დაახლოებით და პირობითად მოგერგებათ. ზომების ასაღებად პროფესიონალები სპეციალურ master-gun-ს ანუ რეგულირებად კონდახს გამოიყენებენ(ამ დროს გაცილებით მეტი პარამეტრი იზომება ვიდრე სტანდარტული დამზადებისას). master-gun თითოეული განზომილება შეიტანება სპეციალურ ფორმაში, გაკეთდება სპეციალური ჩანაწერები, შენიშვნები
  7. საიარაღე კაკალი თავისი საყვარელი თოფის კონდახით ტკბობისას მონადირე იშვიათად ფიქრობს იმაზე, თუ რა გზა განვლო კაკლის ხემ ვიდრე თოფს დაამშვენებდა. მაღალი ხარისხის თოფების საკონდახედ მსოფლიოს ყველა მეიარაღე კაკალს იყენებს, რომელიც ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სამხრეთ ზოლში. კაკალი იზრდება როგორც მთაში ასევე ბარშიც. ბარის კაკალი კარგ პირობებში(ფაქტიურად სუბტროპიკებში) ძალიან სწრაფად იზრდება. ასეთი ხის მასალა არაა მკვრივი, აქვს დიდი ზომის ფორები. ნიშანდობლივია, რომ ბარის კაკლის ხე სიცოცხლის მეხუთე წელს უკვე მსხმოიარეა. აქვე აღვნიშნავთ, რომ ბარის კაკლის სწოდერ ეს თვისებაა(
  8. ,,ტყვია მიფრინავს ჯერ ლულაში, შემდეგ პარაბოლაზე, ბოლოს კი ინერციით" რაზე იხარჯება გასროლისას დენთის წვის შედეგად გამოყოფილი ენერგია? ეს კითხვა ალბათ ზოგიერთს დაებადა დენთის წვის შედეგად ენრგია შემდეგნაირად იხარჯება: ვაზნის გათბობა 4% ტყვიის(საფანტის) კინეტიკური ენერგია 29% გაზების კინეტიკური ენერგია 19% ლულის გათბობა 22% გაზების გათბობა 19% ტყვიის(საფანტის ან კონტეინერის) ხახუნი ლულის შიდა ზედაპირზე 7% სულ 100% აქედან ადვილი მისახვედრია რატომ აქვს თოფს უკეთესი ბალისტიკური მაჩვენებლები თბილ ამინდში. პ.ს. 12 ყალიბის თოფს, რომლის წონაა
  9. ცოტა რამ ბალისტიკის შესახებ მეცნიერებას, რომელიც შეისწავლის ჭურვის მოძრაობას ბალისტიკა ეწოდება. აღნიშნული დისციპლინა იყოფა 2 ნაწილად_ შიდა და გარე ბალისტიკად. შიდა ბალისტიკა შეისწავლის ჭურვის ლულაში მოძრაობის პროცესებს, ხოლო გარე_ შეისწავლის ჭურვის(საფანტის) მოძრაობას ჰაერში, მის ტრაექტორიას, გაშლასა და სიჩქარეს სხვადასხვა დისტანციებზე. ბალისტიკა ძალიან დიდი დისციპლინაა. მართალია თქვენს მონა-მორჩილს იოტის ოდენადაც არ აქვს პრეტენზია ამ საქმის მცოდნედ გამოაცხადოს თავი , მაგრამ ცოტაოდენ ინფოს, რომელიც ალბათ დაგაინტერესებთ, აქვე მოგაწვდით: ა)დენთის მაქსიმალურ წნევა არის დენთის წვის
  10. ყველაზე პატარა გლუვლულიანი მსოფლიოს ყველაზე პატარა გლუვლულიანი ფრანგებმა დაამზადეს. მისი საერთო სიგრძე 37სმ-ს უდრის, ხოლო წონა 140 გრამს, თუმცა ისევე ისვრის როგორც ჩვეულებრივი თოფი. მას აქვს სასხლეტ-დამცემი მექანიზმი და ეჟექტორები. მისი ვაზნები(მასრა თითბერის ძირზე და მუყაოს კორპუსზე) 6 სმ სიგრძისაა. ეს უნიკალური თოფი ერთ-ერთი ჰორიზონტალური მოდელის კოპიოა და ნატურის პროპორციების 1/3-ია მხოლოდ. შედევრი სენტ-ეტიენის 4 საუკეთესო ოსტატის, ლუი მარტენის, ჟან ლიუკეს, ჟოანეს ფეის და პიერ პეტიოს ერთობლივი შრომის შედეგია. თოფი კეთდებოდა სამსახურიდან თავისუფალ დროს 20 წლის განმავლობაში. მარტე
  11. რამდენჯერმე მონადირეებისაგან მსმენია მოსაზრება, რომ მცირე ყალიბის თოფები გამოირჩევიან უფრი დიდი შორსმსროლებლობით. ამასთან მათი მცირე წონის გამო მანევრირებისა და ბალანსის უფრო დიდი ხარისხით. მოგაწვდით სტატიას მცირე შემოკლებით, რომელიც ერთ-ერთ რუსულ ფორუმში გამოქვეყნდა. აქვე დავსძენ, რომ ამ სჯა-ბაასში რამდენიმე ავტორიტეტული მეიარაღე იღებდა მონაწილეობას. არსებობს ლოგიკური მოსაზრება, რომ რაც უფრო მცირეა ლულის შიდა დიამეტრი, მით მეტია ამ ლულის შიგნით შექმნილი წნევა. ლულის კედლის ერთნაირი სისქის შემთხვევაში მცირედიამეტრიანის წონა ნაკლებია. მაღალი შიდა წნევიდან გამომდინარე კი მცირეყალიბიანი
  12. გლუვლულიანი თოფის ყალიბი ყალიბის ზომა ერთი გირვანქა შეადგენს 409,5 გრამს. მისი მე-12 ანუ 1/12 არის 34,125 გრამი. 1/10=40,95 გრამი 1/16=25,59 გრამი 1/20= 20,475 გრამი 1/24= 17,06 გრამი 1/28= 14,625 გრამი 1/32= 12,8 გრამი 10 ყალიბის ზომაა 40,95 გრამი ტყვიის ბურთულას დიამეტრი, 12 ყალიბის ზომაა 34,125 გრამიანი ტყვიის ბურთულას დიამეტრი, 16 ყალიბის ზომაა 25,59 გრამიანი ტყვიის ბურთულას დიამეტრი; 20 ყალიბის ზომაა 20,475 გრამიანი ტყვიის ბურთულას დიამეტრი; 24 ყალიბის ზომაა 17,06 გრამიანი ტყვიის ბურთულას დიამეტრი; 28 ყალიბის ზომაა 14,625 გრამიანი ტყვიის ბურთულას დი
  13. ინგლისური თოფების ლეგენდარული ბალისტიკა ლულის დამამზადებელ ოსტატებთან პირდაპირ კავშირშია. ბევრი ამ ოსტატთაგანი საკუთარი ფირმის მფლობელი იყო. თუმცა მათი პრესტიჟი კიდევ უფრო იზრდებოდა იმ შემთხვევაში თუ ელიტარული ფირმები მათ შეუკვეთავდნენ ლულებს. ჯეიმს პერდე სხვადასხვა დროს სხვადასხვა ოსტატს უკვეთავდა თავისი პროდუქტისათვის ლულებს. პირველ პერდეებს ლანკასტერის ლულები ამშვენებს დამღით CL; გარკვეული დროის შემდეგ პერდემ კიდევ ერთ ლულების ოსტატს მიმართა შეკვეთით ეს იყო ჯონ პორტლოკი(John Portlock), რომელიც თავისი ინიციალებით დამღავდა ლულებს JP(აღნიშნულ დამღას ზოგიერთი შეცდომით ჯეიმს პერდეს ინიციალებად
  14. ალბათ ძველი თაობის ყველა მონადირისათვის ცნობილია ტერმინი ,,სამრგოლიანი ზაუერი". თუმცა სიტყვათა წყობა ,,სამი რგოლი" მხოლოდ ზაუერს არ ეკუთვნის. ეს ზიმსონი, ვოლფი, კეტნერი, ჰაიმი, ლეპაჟი, პიპერი და ბევრი სხვა თოფია. რისი სიმბოლოა სამი რგოლი და როდის შემოვიდა ეს ლეგენდარული მარკა? დღეს ესენში ნებისმიერი გამვლელი მოგითხრობთ კრუპების დინასტიის შესახებ, რომლებსაც ოთხი თაობაა ,,ქვემეხების მეფეებს" უწოდებენ. გვარი კრუპი ჰოლანდიური წარმოშობისაა და გერმანიის დასავლეთში ქალაქ ესენში მისი პირველი წარმომადგენელი 1587 წელს გამოჩნდა. გვარში პირველი მეიარაღე იყო ანტონ კრუპი, რომელსაც ქვემეხების ლულების
  15. ყველა სანადირო თოფი(ლულა) გადის გამოცდას. გლუვლულიანებში არსებობს გამოცდის 2 სახე_ ნორმალური და გაძლიერებული. ნორმალური წნევებით გამოცდას გადიან თოფები, რომლებიც განკუთვნილია ვაზნებისათვის შემდეგი საექსპლოატაციო პროპორციებით: 10 და 12 ყალიბისათვის საექსპლოატაციო წნევით 663კგ/სმ2(65მპა); 16 ყალიბისათვის საექსპლოატაციო წნევით 694კგ/სმ2(68მპა); 20, 28 და 32 ყალიბისათვის საექსპლოატაციო წნევით 734კგ/სმ2(72მპა); გაძლიერებული წნევებით გამოცდას გადიან თოფები, რომლებიც განკუთვნილია ვაზნებისათვის საექსპლოატაციო პროპორციებით 918კგ/სმ2-მდე(90მპა) წნევამდე. გამოცდებისას ლულაში წარმოქმნიან ე.წ. საექსპ
  16. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამაინტერესა ფოლადის სიმკვრივისა და ელასტიურობის საკითხებმა მოგაწვდით მცირე ინფოს სალულე ფოლადის შესახებ უძველესი დროიდან სანადირო იარაღის ლულებს ჯერ რკინისაგან, ხოლო შემდეგ დამასკური ფოლადისაგან ამზადებდნენ. თანამედროვე ეტაპზე ლულებს სპეციალური სალულე ფოლადისაგან აკეთებენ. რკინის ლულებიანი თოფები მუზეუმებსა და კოლექციონერების ინტერესთა სფეროა. დამასკური ფოლადისაგან დამზადებული თოფები ჯერ კიდევ გვხვდება... დამასკურ ფოლადს კიდევ წითელ რკინასაც უწოდებენ. მას ამზადებდნენ შემდეგნაირად: რკინისა და ფოლადის გრძივ ნამზადს აწყობდნენ ჭადრა
  17. რუსეთი 50PA-მარკის ფოლადი გამოყენებულია სერიულ და საცალო იარაღებზე. 50A-მარკის ფოლადი გამოყენებულია სერიულ და საცალო იარაღებზე. ცალკე საუბრის თემაა 3ХН2МФА_ მარკის ფოლადი. ეს ფოლადი გამოყენებულია ЦКИБ СОО-ის მიერ გამოშვებულ ლეგენდარულ მც8-ში(აგრეთვე სხვა მც-ებშიც). შეგახსენებთ, რომ ამ ფოლადისაგან დამზადებულმა მც-8-ის რამდენიმე ეგზემპლიარმა გაუძლო მილიონ გასროლას. ნახევარმილიონიანი ზღვარი კი, სწორი ექსპლუატაციის პირობებში, ამ მარკის ფოლადისათვის ნორმალური ნიშაა(სამწუხაროდ თანამედროვე რუსული ნაწარმი ამ სტანდარტებს ვერანაირად ვეღარ ქაჩავს). 1959 წლიდან ЦК
  18. გერმანია ,,ნიროსტა" უჟანფი ფოლადი_ გამოყენებულია სამრგოლიან ზაუერზე. ფრიდრიხ კრუპის პეც.სამხედრო სალულე ფოლადი_ გამოყენებულია სამრგოლიან ზაუერზე. კრუპის ფოლადი_გამოყენებულია სხვადასხვა გერმანული ფირმის იარაღზე. კრუპის ფოლადი_ გამოყენებულია შედარებით იაფფასიან მოდელებზე. ,,ექსცელსიორ ვიტენი"_გამოყენებულია სერიულ იარაღზე. "ერხარდტ ფოლადი"_გამოყენებულია სერიულ იარაღზე. "რელინგ ელექტროფოლადი"_გამოყენებულია სერიულ იარაღზე. "რელინგ ელექტროსპეც. ფოლადი"_გამოყენებულია სერიულ
  19. შვედეთი ,,შვედური სპეც.ფოლადი"_ გამოყენებულია სერიულ შვედურ იარაღზე. ,,შვედური სპეც.ფოლადი ანტიოქსიდი"_გამოყენებულია საცალო და საკოლექციო იარაღზე.
  20. ფოლადის მარკები ფორუმში საკმაოდ ბევრს ვსაუბრობთ ფოლადის ხარისხზე. ამიტომ გადავწყვიტე წარმოგიდგინოთ პატარა ინფო მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ფოლადის მარკებზე. ინგლისი ჯოზეფ ვიტვორტის თხევადი პრესირების ფოლადი_ გამოყენებულია პერდეს, გრინერისა და ჰოლანდ-ჰოლანდის იარაღებზე. ვესტლი რიჩარდსის სპეც. ფოლადი_ გამოყენებულია მხოლოდ ვესტლი რიჩარდსის იარაღებზე. გრინერის ჭედური ფოლადი_ გამოყენებულია მხოლოდ გრინერის იარაღზე. ,,სიმენს მარტინი"_ გამოყენებულია ვესტლი და სკოტის იარაღზე.
  21. იარაღის ევოლუცია ადამიანმა უძველესი დროიდან დაიწყო იარაღის დაამზდება და გამოიყენება. პირველად მას იარაღი თვითგადარჩენისათვის ესაჭიროებოდა. ნადირობდა საკვების მოპოვებისათვის და იცავდა სანადირო ტერიტორიას პრეტენდენტებისაგან(გარეული ცხოველებისაგან და სხვა ადამიანებისაგან). შუა საუკუნეებამდე იარაღს წარმოადგენდა დანა, ხანჯალი, შუბი, შურდული და ხელკეტი. მეთხუთმეტე საუკუნეში ევროპაში პირველად გამოჩნდა იარაღი, რომელიც ჭურვს ისვრიდა დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი გაზების მეშვეობით. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩინეთში შავ დენთს გაცილებით ადრე იცნობდნენ. მას ძირითადად ფეერვერკებისათვის იყენებდნ
  22. მსუბუქი ლითონის შენადნობის კალაპოტი ქვემოთ მოტანილი შეხედულება სუბიექტურ ხედვას მოკლებული ვერ იქნება, თუმცა ეყრდნობა რამდენიმე ცნობილი ექსპერტის მოსაზრებას იარაღის წარმოებაში ბოლო ათწლეულებში ფართოდ შემოიჭრა მსუბუქი ლითონების გამოყენების ტენდენცია(მოდელების ჩამოთვლისაგან შეგნებულად შევიკავებ თავს). მზეზი_ მასალის დამუშავების გაადვილება, სიიაფე და იარაღის წონის შემცირებაა. ფოლადსა და მსუბუქ შენადნობს შორის მექანიკური ზემოქმედების შედეგად ცვეთა გაცილებით მეტია ვიდრე ფოლადსა და ფოლადს შორის. აქედან გამომდინარე ფოლადის კალაპოტის რესურსი უფრო დიდია. გარდა ამისა ისეთ თოფებში, რომლებსაც
  23. პატენტები თოფის დეტალების, კვანძებისა და მექანიზმების უმეტესობა პატენტებითაა დაცული(გამოგონების საავტორო რწმუნება, სავაჭრო ნიშანი... ზოგ-ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლები ამას არაფრად დაგიდევს ). პატენტები ძალიან ბევრია. მეიარაღეები გამუდმებით აუმჯობესებდნენ ერთსა და იმავე კვანძსა თუ დეტალს. ბევრი პატენტი დღეისათვის რეალიზებულია, მაგრამ ყველა მათგანს აღიარება და დიდება არ მოუტანია ავტორისათვის. თანამედროვე ეტაპზე საიარაღო ტექნოლოგიაში დარჩენილია მხოლოდ ყველაზე პერსპექტიული პატენტები(მათ შორის ბევრს ბრიტანული წარმოშობა აქვთ). _ ლეკპერკის პირველი ზუმბიანი ორლულიანი ლულათა ჰორიზონტა
  24. მცველი მცველი განკუთვნილია უნებლიე, გაუთვალისწინებელი გასროლის აღმოსაფხვრელად. დამცველ სისტემებს გააჩნიათ მრავალნაირი კონსტრუქცია. მათი სისტემატიზაციის შედეგად სულ განასხვავებენ 7 სახესხვაობას: 1) სასხლეტი კავის მცველი_ მეორენაირად გრინერის მცველსაც უწოდებენ; 2) ჩახმახის ან მერყევას მცველი_ ბლოკირებას უკეთებს ორმაგ გასროლას(გამოიყენება ერთსასხლეტიან თოფებში, რომლებსაც რიგითობის გადამრთველი არა აქვთ); 3) ნემსას ან ჩახმახის მცველი; 4) ავტომატური მცველი_მეორენაირად შეყენების მცველი. გადახსნილი თოფის პირობებში ზამბარები დაძაბული არაა. მათი შეყენება ხელით უნდა მოხდეს ბერკეტის ან ღილა
×
×
  • Create New...