Jump to content
Club-Monadire.Ge

Gurulo

ადმინი
  • Content Count

    3.856
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    68

Everything posted by Gurulo

  1. Garbi Armas გარბის თოფებს მოიხსენიებენ როგორც ზღაპრულს. ბასკური ენიდან გარბი ითარგმნება როგორც "გრაციოზული", თუმცა თავად სიტყვა Garbi დამფუძნებლების ინიციალებს აღნიშნავს (Guerena Barrena, Juan Alday, Ramon Churruca, Jesus Barranetxea და Domingo Iriondo). სიტყვა გრაციოზული ნამდვილად შეესაბამება ამ იარაღს. გარბი ერთ-ერთი ყველაზე ყველაზე ახალგაზრდა ფირმაა. ის დაარსებულია ქ. ეიბარში 1959 წელს 5 ოსტატის მიერ, რომლებიც წლების განმავლობაში სხვა ცნობილ იარაღის მწარმოებლებთან მუშაობდნენ. ხუთივე დამფუძნებელმა საკუთარი წვლილი შეიტანა გაბრის სტილის ჩამოყალიბებაში, თუმცა მიბაძვის ობიექტი ცალსახად
  2. Gurulo

    Arrieta

    Arrieta ესპანური ფირმა არიეტა დაფუძნებული იყო ქალაქ ეიბარში 1916 წელს 19 წლის აველინო არიეტას მიერ. თავიდანვე წარმოება ხელით შრომაზე იყო გათვლილი. არიეტა თავის გლუვლულიანებს გვერდით დაფებზე განლაგებული საკეტებით აკეთებდა. წარმატება საკმაოდ ჩქარა მოვიდა. ოსტატი ესპანეთის მეფე ალფონსო მეცამეტესათვისაც აკეთებდა თოფებს. ამ თოფებს დღემდე ამზადებენ მოდელი 600 იმპერიალის სახელით. 1940 წელს აველინო არიეტამ არეალი გააფართოვა და თავის ვაჟებთან ხოსესთან და ვიქტორთან ერთად ბასკების ქალაქ ელგოიბარში საიარაღო ფაბრიკა დააფუძნა და Arrieta Manufactures დაერქვა. მას 1981 წლიდან Arrie
  3. Gurulo

    Laurona

    Laurona კომპანია ლაურონა დაფუძნებული იყო ოთხი მეიარაღის მიერ 1941 წელს ესპანეთის ქალაქ ეიბარში. ბასკურიდან პირდაპირი თარგმანით ლაურონა ოთხთა საკუთრებას ნიშნავს. პირველად ფირმა დღეში ერთ თოფს უშვებდა მხოლოდ. 1964 წელს კომპანიამ ლულათა ვერტიკალური წყობის თოფების გამოშვება დაიწყო და წარმოებაც გააფართოვა. კომპანია ლაურონას შემუშავებულია ორმაგი მოქმედების სასხლეტი მექანიზმი. მისი მოქმედება შემდეგში მდგომარეობს: ორსასხლეტიანი მექანიზმი ერთ შემთხვევაში მოქმედებს როგორც ჩვეულებრივი და მეორე შემთხვევაში კი როგორც უნივერსალური ანუ თითოეულ სასხლეტს შეუძლია იმუშაოს ორთავე ლულაზე ნებისმიერი რიგით
  4. Gurulo

    Blaser

    ბლაზერზე ჩვენეული მოკლე ინფო ვერ იქნება სრულყოფილი, სანამ არ გვექნება განხილული თუნდაც ერთი ხრახნილი მაინც... Blaser R93 გამოჩნდა ბაზარზე 90-იანი წლების დასაწყისში და ნამდვილი სენსაცია მოახდინა. ეს კარაბინი მსუბუქი, მორგებული, აბსოლიტურად საიმედო და ელეგანტურია. ამ მახასიათებლებით კარაბინები ადერეც გამოსულა, მაგრამ ბლაზერში უნივერსალიზმი და მოხმარების სიმარტივე ისეა შერწყმული, რომ მონადირეებს ატყვევებს. სიახლე იმდენად მოთხოვნადი გახდა, რომ მწარმოებელი ძლივს აუდიოდა შეკვეთებს. დღესაც კი, 20 წლის შემდეგ Blaser R93 ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოდელია. აშშ-ში ეს მოდელი ასწლეულის(გასულის
  5. Gurulo

    Blaser

    Blaser ფორუმში ვწერთ ხოლმე იმ საინტერესო მიგნებებზე რასაც მოწინავე ევროპულ ქვეყნებში იყენებენ იარაღის მწარმოებელი ფირმები. ერთ-ერთ ასეთ დეტალზე მინდა მოგახსენოთ დღეს. გერმანული ფირმა Blaser დაფუძნებულია ჰორსტ ბლაზერის მიერ ქალაქ ისნი-ამ-ალგოიში 1977 წელს. 1986 წელს ბიზნესს კომპანიის ოსტატი გერჰარდ ბლენკი ჩაუდგა სათავეში. კომპანია ძირითადად ხრახნილლულიანი თოფების წარმოებითაა განთქმული. სულ რამდენიმე წლის წინ ამ ფირმამ გამოუშვა გლუვლულიანი ვერტიკალური Blaser F3 Game. რომელიც 12 ყალიბზეა და სავაზნე 76მმ-იანი აქვს. გარდა იმისა, რომ თოფი ბრწყინვალე ბალისტიკური მა
  6. A.W.Wolf, Suhl გერმანული იარაღის ხარისხზე ბევრი თქმულა და კიდევ ბევრი ითქმება... დღეს მინდა თქვენი ყურადღება ერთ-ერთ ფირმას მივაპყრო, რომელიც სუპერცნობილთა რიგებში არ დგას, თუმცა თავისი მაღალი ხარისხითა და გერმანული სისადავით დიდი ხანია მონადირეთა სიმპატიები დაიმახურა. საზოგადოდ გერმანული თოფები საუკეთესო მორგებულობით, ბრწყინვალე ბალისტიკითა და შედარებით ხელმისაწვდომი ფასებით გამოირჩევა. ერთ-ერთი მათგანია ფირმა ,,ვოლფი". ამ ფირმის მთელი ისტორიის მანძილზე გამოშვებული არსენალის 90% დღესაც ისვრის და ექსპლოატაციაშია(!!!) იმ შემთხვევაში როცა საწარმო ერთი საუკუნისაა, ასეთი ხარისხით ბევრი
  7. Gurulo

    Jakob Reeb

    Jakob Reeb-ის თოფი მონარქისათვის უკანასკნელი გერმანელი იმპერატორი ვილჰემ მეორე ნადირობის დიდი ფანატი იყო. თანდაყოლილი ნაკლის გამო მას სრულფასოვნად არ შეეძლო თოფის დაჭერა(გართულებული მშობიარობის შედეგად ვილჰემ მეორე მოევლინა ამ ქვეყანას მარცხენა ხელის დეფექტითა და მხრის ნერვის გაწყვეტით). 1911 წელს სპეციალური იარაღი მონარქისათვის Jakob Reeb-ის ფირმამ დაამზადა. იარაღის სისტემა ინგლისშია დამზადებული, ხოლო აწყობა და ,,დაყვანა" გერმანიაში(ზულში) მოხდა. ეს ანტიკვარული ორლულიანი 20 ყალიბისაა(გამოსულია აგრეთვე 16 ყალიბისაც); ძალიან ელეგანტური, სადა შესახედია და იმთავითვე თვალშისაცემია ი
  8. Gurulo

    Krieghoff

    Krieghoff ყველაფერი 1886 წელს დაიწყო, როცა ლუდვიგ კრიგჰოფმა პატარა საიარაღო საამქრო გააკეთა. გერმანელი ოსტატი თავიდანვე კომბინირებული იარღის წარმოებას შეუდგა. მალე ლუდვიგმა მიიღო პატენტი კონდახის ოპტიმალური ზომების განსაზღვრის მეთოდიკაზე. ეს იმ დროს საიარაღო საქმეში გადატრიალების ტოლფასი იყო. თვით ინგლისელ მეიარაღებსაც კი აღნიშნული არ მოსვლიათ თავში!!! ფრთიანი ფრაზა ,,ისვრის ლულა და ხვდება კონდახი" სწორედ ლუდვიგ კრიგჰოფს ეკუთვნის. მამის გზა შვილმა, ჰენრიხ კრიგჰოფმა წარმატებით გააგრძელა. ჯერ კიდევ ყმაწვილობაში ის ცნობილი მეიარაღეების ფუნკისა და გეიმის შეგირდად მუშა
  9. Heym GmbH & Co. Jagdwaffen KG გერმანიის მეიარაღეთა ცნობილ ქალაქ ზულში ფრიდრიხ ვილჰემ ჰაიმმა 1865 წელს გახსნა საიარაღო საამქრო. მისი მიზანი მაშინ, სრულიად ემთხვეოდა ახლანდელი კომპანიის მიზნებს_იყოს საუკეთესო კოლეგებს შორის. პირველი წარმატება 1891 წელს მოვიდა სამლულიანის პატენტის მიღებასთან ერთად. იმ დროში საკმაოდ ძნელი იყო ზაუერისა და ზიმსონის კონკურენციის გაძლება, თუმცა ჰაიმმა მცირე რიცხოვნობოთ და უმაღლესი ხარისხით დაიკავა თავისი ნიშა. კომპანია ჰაიმი სწრაფად ზრდიდა თავის იმიჯს. ფრიდრიხ ჰაიმი კომპანიის მმართველის პოსტზე შვილმა ადოლფმა 1912 წელს შეცვალა, რომელმაც უპრო
  10. Hartmann & Weiss კომპანია 1965 წელსაა დაფუძნებული ოტო ვაისისა და გერჰარდ ჰარტმანის მიერ. ვაისს მეიარაღის პირველი სკოლა ინგლისსა და შვეიცარიაში ჰქონდა გავლილი, ხოლო ჰარტმანს ავსტრიაში. 1955 წელს ვაისმა ზულის მეიარაღეთა სკოლაში დაამთავრა სწავლა, ხოლო ჰარტმანმა კი 1959 წელს, ჰამბურგში. ეს ორი მეიარაღე ერთმანეთს 1963 წელს შეხვდა ჰამბურგში და აქედან 2 წელში დააფუძნეს საკუთარი მცირე საამქრო. ფირმა თავიდანვე ექსკლუზიური იარაღის წარმოება-რესტავრაციაზე იყო ორიენტირებული. საკუთარი წარმოებისპირველი თოფი 1970 წელს იყო გამოშვებული. 70-იანი წლების ბოლოს საწარმოს ცნობადობის ზრდასთან
  11. Frankonia Jagd ფირმა 1907 წელს ბავარიის ქალაქ ბიურცბურგში მეიარაღე ნიკოლაუს ჰოფმანმა დააფუძნა. დროთა განმავლობაში ფირმა პატარა საამქროდან მძლავრ საიარაღო კონცერნამდე გაიზარდა(მოიცავდა რამდენიმე დიდ საწარმოს) . 1945 წელს კონცერნის ყველა ფაბრიკა მოკავშირეების ავიადაბომბვების შედეგად განადგურდა. 1956 წელს ჰოფმანმა კვლავ განაახლა იარაღის წარმოების საკუთარი ბიზნესი. საწარმოში 80 ოსტატი იყო დასაქმებული. ფირმის სახელს Jagd(ნადირობა) 70-იანი წლების შუა წლებიდან დაემატა. ახლა ფირმა სანადირო მაღაზიების ქსელის მფლობელია მთელი გერმანიის მასშტაბით. ამ სავაჭრო იბიექტებში პარალელურად იარაღი
  12. RWS/ Dynamit Nobel ცნობილმა ქიმიკოსმა ალფრედ ნობელმა თავისი სახელობის ფირმა ჰამბურგთან ახლოს 1865 წელს დააფუძნა. პირველად კომპანია დამფუძნებლის მიერ გამოგონებულ დინამიტს აწარმოებდა, შემდგომში კი საბრძოლო მასალებისა და თოფების წარმოებაც დაიწყო. საწარმო 1931 წელს შეუერთდა ფირმა RWS-ს(Rheinisch-Westffllischen Sprengstoff-Fabriken_ამავე სახელითაა წარმოდგენილი დღესაც). RWS სახელით კომპანია ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი იარაღის ვაზნების დიდ ასორტიმენტს აწარმოებს. საფირმო მარკა Rottweil წარმოდგება პატარა ქალაქის სახელიდან, სადაც ნობელის მიერ დაფუძნებული ფირმა მდებარეობდა. ამავე
  13. Gurulo

    Kettner

    Kettner კეტნერების გვარში პირველი მეიარაღე XVIII საუკუნის ბოლოს გამოჩნდა. 1884 წელს კი კიოლნში დარეგისტრირდა ახალი ფირმა Eduard Kettner. თავიდან ფირმის საქმიანობა გამოიხატებოდა საფოსტო გზავნილით იარაღისა და სანადირო ატრიბუტიკის მიწოდებაში. მეოცე საუკუნის დასაწყისში კეტნერმა ზულში შეიძინა ორი საიარაღო ფაბრიკა და სწორედ აქედან დაიწყო იარაღის საკუთარი წარმოება. კარგად მორგებული და ბრწყინვალე ბალისტიკის მქონე თოფებმა თავიდანვე მოწონება დაიმსახურეს. ამ პერიოდში ზაუერის ბუმი იდგა და კეტნერი მშვენივრად ახერხებდა მასთან კონკურენციას. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისამდე კეტნერის საწარმომ წა
  14. Gurulo

    Buhag Suhl

    Buhag Suhl ფირმა ბიუჰაგი შექმნილია 1949 წელს ზულის მეიარაღეების მიერ(გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა). ფირმის სახელი BUHAG წარმოადგენს სიტყვათა Buchsenmacher Handwerks Genossenschaft შემოკლებას, რაც თარგმანში ,,მეიარაღე ოსტატთა ამხანაგობას" ნიშნავს. ამ კოოპერაციულ საწარმოში რამდენიმე ცნობილი ოსტატი იყო გაერთიანებული(მაგ ძმები ადამები). ამ ფირმის თოფები(უმეტესად საშუალო კლასის) საკმაოდ შემოდიოსა საბჭოთა კავშირში რეპარაციის ხაზით. აღნიშნული პროცესი დასრულდა 1955 წელს, თუმცა ექსპორტით შემოტანა კვლავაც გრძელდებოდა. პირველად საწარმო საშუალო კლასის თოფებს აწარმოებდა, ხოლო მოგვიანე
  15. ცოტა უფრო ვრცლად 303 მოდელის შესახებ. 1924 წლიდან ვიდრე დღემდე მოდელი 303 იყო და რჩება კლასიკად მერკელის შედევრებს შორის. 1932 წელს ეს იარაღი უფრო ძვირი ღირდა ვიდრე ავტომანქანა Opel P4. ყოველგვარი გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას რომ ეს მოდელი ფუფუნების საგანი იყო და არის. ამ მოდელის თანამედროვე ეგზემპლარებმა სახე, პროპორციები და მუშაობის პრინციპი შეინარჩუნეს, ამასთან მასალის მხრივ ტექნოლოგიური მიღწევები სრულადაა ჩადებული მასში. სერია 303-ის შემუშავებისას დასმული იყო შემდეგი სახის ამოცანა: შეექმნათ იდეალური სანადირო იარაღი როგორც ტექნოლოგიურად, ასევე დიზაინის მხრივ. მერკ
  16. MERKEL JAGD- UND SPORTWAFFEN GMBH ეს გერმანული სანადირო იარაღი ისეთივე შეუბღალავი სიმბოლოა ნაციონალური ტრადიციებისა, როგორც ბრანდენბურგის ჭიშკარი და ბავარიული ლუდი. 1898 წელს ქ. ზულში ძმებმა ალბერტ ოსკარმა, გებხარდმა და კარლ პაულ მერკელებმა გააერთიანეს თავიანთი სააწარმოები ღია სავაჭრო საზოგადოებად და დაირქვეს ,,ძმები მერკელები”. 1905 წელს ორლულიანი ჰორიზონტალური გლუვლულიანებისა და ერთლულიანი შტუცერების მხარდამხარ დაიწყეს ვერტიკალური თოფების გამოშვება, რომლებმაც მოუტანეს ამ ფირმას ყველაზე დიდი აღიარება. ვერტიკალურებმა არა მხოლოდ ასახელეს ფირმა, არამედ მოახდინეს რევოლუცია მსოფლიო
  17. Gurulo

    Mauser

    Mauser ალბათ იშვიათია იარაღის მოყვარული, რომელსაც გვარი მაუზერი არ გაუგია. ეს სიტყვა გერმანულ იარაღთან ასოცირდება, ხოლო ამავე სახელობის 10 ტყვიანი პისტოლეტი-კარაბინი კი ახლო წარსულის ისტორიაში მყარადაა ჩაბეჭდილი. იარაღის სამყაროში ძმები ვილჰემ და პაულ მაუზერები უკვე დიდი ხანია ლეგენდად იქცნენ. მათ უამრავი გამოგონება ეკუთვნით, მაგრამ მთავარი, გასწვრივ მოძრავი საკეტია, რომელიც უცვლელად ან მცირე მოდიფიცირებით დღესაც ამშვენებს კარაბინების უდიდეს უმრავლესობას. სანადირო კარაბინების საბაზო მოდელი ,,მაუზერ 98" გახდა. ძმები მაუზერები დაიბადნენ მეიარაღის ოჯახში.
  18. Ziegenhahn & Sohn ფირმა ,,ციგეჰანი და ვაჟიშვილი" შტუცერებისა და მსხვილყალიბიანი სამლულიანების წარმოებაზეა ორიენტირებული, რომლებიც აფრიკულ ხუთეულზე ნადირობისათვისაა განკუთვნილი. ამ დინასტიის წარმომადგენლები მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან მოღვაწეობდნენ იარაღის წარმოების სფეროში. გვარის პირველი მეიარაღე ალფრედ ციგეჰანი 1889 წლიდან გადიოდა სწავლებას ცნობილ ოსტატებთან შმიდტთან და ჰაბერმანტან. შეგირდად მუშაობიდან თავისუფალ დროს ალფრედი საკუთარ სახლში მუშაობდა სხვადასხვა კონსტრუქციებზე(ოსტატს ეკუთვნის რამდენიმე პატენტი). ამ საწარმოში ციგეჰანი მალე წამყვანი ოსტატი ხდება(აქ მოღვაწეობდა
  19. Christoph Funk Suhl გერმანელმა მეწარმემ კრისტოფ ფუნკმა 1835 წელს ქალაქ ზულის ცენტრში დააფუძნა საიარაღო საამქრო. 1864 წელს მან ფაბრიკა ააგო და ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების მასშტაბები გაზარდა. 1890 წელს დამფუძნებელი ბიზნესიდან გავიდა, ხოლო აქედან 5 წელიწადში გარდაიცვალა. 1890-1895 წლებში ფირმის ხელმძღვანელის ვინაობა ისტორიას არ შემოუნახია. ფირმის არსებობის ისტორიაში მისი მფლობელი აუცილებლად ფუნკის გვარისა გახლდათ. 1895 წელს ფირმის მფლობელად ალფრედ და ოსკარ ფუნკები გვევლინებიან, ხოლო პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისათვის კი ოსკარ და ერნსტ ფუნკები. 1920-1939 წლებში საწარმო მხოლოდ ერნსტ
  20. Heinrich Barella ამ ოსტატის შესახებ ცნობები საკმაოდ ბუნდოვანია. სხვადასხვა წყაროების მიხედვით ჰაინრიხ ბარელა დაიბადა 1819 წელს სოესტში. 1840–იან წლებში ბარელა მაგდებურგში მუშაობდა, სადაც დაეუფლა მჭედელის პროფესიას. 1844 წელს კი მან დააარსა სასუთარი საიარაღო კომპანია H. Barella Gewehrfabrik. მაშინდელ კლიენტებს შეძლებული ოჯახები შეადგენდნენ_ ნადირობა ერთგვარ პომპეზურ გართობის ნაწილად ითვლებოდა. 1860-1871 წლებში ბარელა პრუსიის სამეფო მეიარაღე იყო. ყველა ეგზემპლიარი, რომელიც სამეფო კარის მიერ იყო შეკვეთილი, უნდა ყოფილიყო უმაღლესი ხარისხის, თუმცა ყველა თოფი სამეფო კოლექციაში არ შედიოდა
  21. W.Collath Sohne კომპანია ,,ტეშნერი და კომპანია ფრანკფურტში"-ს (G. Teschner & Со Frankfurt) 1838 წელს შეიქმნა. აქ გეორგ ტეშნერი სხვადასხვა სისტემისა სახის იარაღს აწარმოებდა(ზუმბიანს, სარჭიანს და ა.შ). 1860–იანი წლების მეორე ნახევარში ტეშნერმა დააპროეტქა ცენტრალური აფეთქების ორლულიანი, რომელსაც ძალიან ორიგინალური საკეტი ჰქონდა. 1890–იან წლებში ამ ფირმის მესაკუთრე ვილჰემ კოლატი და მისი ოჯახი გახდნენ. ამ პერიოდიდან იარაღზე შესაბამისი სახელი(წარწერა) გაჩნდა_ W.COLLATH SОЕHNE FRANKFURT A.O. მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის დასაწყისამდე საწარმო უშვებდა სხვადასხვა მოდელის სან
  22. Sauer & Sohn ალბათ იშვიათია მონადირე, რომელსაც არ სმენოდეს ზაუერის თოფების შესახებ. მე-19 საუკუნის ბოლოდან ამ ფირმის ნაწარმი შემოდიოდა ჯერ რუსეთის, იქედან კი საქართველოს ბაზარზე(გერმანიაში ფაშისტური მმართველობის პერიოდის გამოკლებით). გერმანიის ყველაზე ძველი ფირმა Sauer & Sohn დაფუძნდა 1751 წელს გერმანიის ქალაქ ზულში იოჰან პაულ ზაუერის მიერ. მე-19 საუკუნის ბოლოს ფირმა გადადის თოფების სამანქანო(კონვეიერულ) გამოშვებაზე, რამაც საგრძნობლად შეამცირა მათი თვითღირებულიება და გაზარდა კონკურენტუნარიანობა. კონსტრუქციებში ზაუერის ფირმა არსებითი ცვლილებების შეტან
  23. Simson & Со, Suhl სიმსონები და ზული(ეს უკანასკნელი ქალაქია) არიან გერმანიის მრეწველობის ისტორიის განუყოფელი ნაწილები. თუმცა უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ სწორედ სიმსონების წყალობით მოიპოვა ქალაქმა მსოფლიო დიდება. ამ გვარის პირველი წარმომადგენელი ზულში გამოჩნდა 1766 წელს. ის გახლდათ ებრაელი ვაჭარი. მისმა შთამომავლებმა: ლიოვმა და მოზესმა 1856 წელს იყიდეს ფაბრიკა, რითაც საფუძველი ჩაუყარეს იარაღის მწარმოებელი მომავალი ქარხნების არსებობას. აქვე აღვნიშნავ, რომ ებრაულიდან გვარი ჟღერს როგორც ,,სიმსონი”, ხოლო შემდგომი გაგერმანელების( ) შედეგად მათი ნაწარმი იწოდებოდა ,,ზიმსონებად”(ამიტომ იარა
  24. ჟურნალ ,,ნადირობის" 2005 წლის მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით ,,Иосифу Виссарионовичу Сталину", რომელშიც საუბარია თოფზე, რომელიც სოსო ჯუღაშვილს ტულელმა ოსტატებმა დაუმზადეს(тоз-А-ს ბაზაზე). სტატიაში ნათქვამია, რომ აღნიშნული იარაღის კვალი დღეისათვის დაკარგულია. ხოლო მის ტყუპისცალს(ის სტალინის ხელში არასოდეს მოხვედრილა) ,,მცირე უზუსტობა უპოვეს და... თოფი ამჟამად შესანიშნავად არის შენახული". დუბლიკატი ომის დამთავრების შემდეგ ს. ვართაზანიანს(ამ თოფების დამამზადებელი ჯგუფის ხელმძღვანელი) გადაეცა. სტატიაში საინტერესოდაა გადმოცემული ყველა ნიუანსი და დეტალი ტყუპისცალი თოფის მექანიზმის,
  25. тоз ტულის იარაღის ქარხანა 1712 წლის 15 თებერვალს პეტრე პირველის ბრძანებით დაიწყო ტულის იარაღის ქარხნის მშენებლობა, რომელიც საკმაოდ ჩქარა გაეშვა ექსპლოატაციაში. ქარხანა აღიჭურვებოდა იმ დროისათვის პროგრესული ტექნოლოგიებით, რის გამოც მისი ნაწარმი ითვლებოდა რუსულ ეტალონად. 1720 წლისათვის რუსული არმიის შეიარაღებისათვის გამოუშვეს 22 ათასი ერთეული იარაღი, რომელიც ეპოქის შესაბამისად იყო მსუბუქი და მოხდენილი. ხოლო 1749 წლიდან ქარხანამ დაიწყო ხმლების, დაშნებისა და სხვა ცივი იარაღის წარმოება. მე-19 საუკუნის შუა წლებში ქარხანას ჩაუტარდა რეკონსტრუქცია და დაინერგა ახალი ტექნოლოგიები.
×
×
  • Create New...