Jump to content
Club-Monadire.Ge

Gurulo

ადმინი
  • Content Count

    3.856
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    68

Everything posted by Gurulo

  1. Gurulo

    ИЖК

    ИЖК ესაა ერთლულიანი ჩახმახიანი თოფი 16, 20, 28 და 32 ყალიბებისა. გამოიყენებს სტანდარტულ მუყაოს ან მეტალის ვაზნებს. ძველი მოდელია, რომელსაც უშვებდა იჟევსკის მექანიკური ქარხანა 1955-1964 წლებში. წონა 3- 2,25კგ; ლულის სიგრძე 680-780მმ.
  2. Gurulo

    мц

    МЦ-9 ეს თოფი(ჩახმახებზე) აქვს ჩვენს ძმას ჩუბინს, ამიტომ ცალკე პოსტი ეკუთვნის უეჭველად ამ მარკირებით არსებობდა ორი ტიპის თოფი: გარეჩახმახიანი და შიდაჩახმახიანი. გარეჩახმახიანი МЦ-9 ,,მოდელი Б"-ს მოდიფიკაციაა. იგი 1954 წელს გამოვიდა(ამიტომაც ზოგჯერ ერევათ ტოზ 54-ში ) და ЦКИБ-ის მიერ მზადდებოდა 1956 წლამდე. კეთდებოდა 2 ვარიანტში_ სპორტული და სანადირო. 50-იანი წლების დასაწყისში საბჭოეთში სწრაფი განვითარება დაიწყო სპორტულმა მიმართულებამ, ამიტომ სასტენდო თოფებზე მოთხოვნილება გაიზარდა. ამ დროისათვის სპორტულ მოთხოვნებს მხოლოდ МЦ-11 აკმაყოფილებდა, თუმცა ის ძვირიანი მოდელი იყო. ამიტომ
  3. МЦ255 - ერთლულიანი რევოლვერის ტიპის იარაღი ესაა12 , 20 ან .410(ხრახნილი) ყალიბის 5 ვაზნიანი არაავტომარური იარაღი. კონსტრუირებულია რევოლვერის სქემაზე. გასროლა ხდება ჩახმახის წინასწარი შეყენების გარეშე(თუმცა შესაძლებელია ჩახმახის ხელით შეყენებაც). დოლურას ტიპის მჭიდი, ვაზნების მოთავსებისა ან გამოღებისათვის, გამოდის მარცხნივ. უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ჩახმახის ბლოკი და მჭიდის განმაცალკევებელი. 20 და .410 ყალიბებს გააჩნიათ გრძელი და მოკლე ლულები. მცირე ტექნიკური მახასიათებლები: ყალიბი 12; სავაზნე 70მმ ან 76მმ; წონა 3,7კგ; ლულის სიგრძე 755მმ; საერთო სიგრძე1115მმ. ყალიბი 20; სავაზნე 70მმ
  4. მოდელი ИЖ-27-1С; დამზადებულია 1970-1971 წელს; გრავირების მასალა ვერცხლი და ოქრო; მიეძღვნა კომპარტიის 26-ე ყრილობას; დაცულია(მდებარეობს) იჟის ქარხნის მუზეუმში. მოდელი ИЖ-54; დამზადებულია 1962 წელს; გრავირების მასალა ვერცხლი, ოქრო და ძვირფასი მეტალების შენადნობები; აჩუქეს საფრანგეთის პრეზიდენტს შარლ დე გოლს. მოდელი ИЖ-54; დამზადებულია 1958-1959წწ; გრავირების მასალა ოქრო და ვერცხლი; დაცულია იჟის ქარხნის მუზეუმში. მოდელი ИЖ-27; დამზადებულია 1995 წელს; გრავირების მასალა ოქრო; კალაპოტი გარედან ქრომირებულია; კერძო კოლექცი
  5. Gurulo

    იჟ-27; иж-27 ; IJ-27

    МР-27М "Де Люкс" МР-27М "პრესტიჟი"
  6. Remington SPR310 იგივე SPARTAN SPR 310 სპტარტანი იჟის მიერ ამერიკული ბაზრისათვის იწარმოება. ეს იჟევსკის ქარხნისა და რემინგტონის ერთობლივი პროექტია. რუსეთის ბაზარზე აღნიშნული მოდელი შეზღუდული რაოდენობით გამოაქვთ. 2004 წლის იანვარში რემინგტონის დელეგაცია იჟევსკს ესტუმრა, სადაც აღნიშნულ პროექტს ხელი მოეწერა. მართალია სპარტანი იჟ-27 გავს(მის ბაზაზე გამოდის), თუმცა დეტალების დაყვანის კუთხით ხარისხი თვალნათელია. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ მარალ ხარისხს ამერიკული ბაზრის მოთხოვნები განაპირობებს. თოფი გამოირჩევა ბრწყინვალე ბალისტიკითა და ბალანსით. გამოდის 2005 წლიდან
  7. ტოზ-34;тоз-34 ;TOZ-34 Е ТОЗ-34 შიდაჩახმახიანი ორლულიანი სანადირო თოფი ვერტიკალურად განლაგებული ლულებით 12, 20 და 28 ყალიბისა იწარმოება 1964 წლიდან დიდი პარტიებით, ადრე კი цкиб-ის მიერ მხოლოდ ცალობით. თოფი გამოირჩევა მკაცრი ფორმებით, აქვს კარგი ბალანსი, მორგებულობა და მაღალი სიბურჯღლე. 12 და 28 ყალიბის თოფები იწარმოება სერიული, საცალო და სუვენირული პარტიებით. შეზღუდული რაოდენობით კეთდება 20 ყალიბის იარაღიც, აგრეთვე მცირე რაოდენობით იყო გამოშვებული 32 ყალიბის თოფებიც; მცირე ყალიბის თოფებს აქვთ კალაპოტის იგივე ზომა რაც 12-ს. ეს ერთის მხრივ უმატებს წონას თოფს, მაგრამ სამაგიეროდ მატებს
  8. რუსული ნახევარავტომატები უკუქცეულ გაზებზე თვითდამტენი ТОЗ-87 ესაა 12 ყალიბის ნახევარავტომატი უკუქცეული გაზის მექანიზმზე. გამოიყენებს სტანრარტულ ვაზნებს(არა მეტალის) სიგრძით 70მმ. ლულა 1,0მმ შევიწროებითაა. განკუთვნილია სარეწაო და სამოყვარულო ნადირობისათვის ნებისმიერ ზომიერ კლიმატურ პირობებში(ტროპიკული ჰავის გარდა). თოფი გამოშვებულია МЦ24-12-ის ბაზაზე(კონსტრუქტორი ნ. ბაბანინი) 1987 წელს. გარეგნულად გავს ნახევარავტომატ МЦ 21-12-ს. ТОЗ-87-01-ს აქვს დანაყოფებიანი, ე.წ. ვენტილირებადი სამიზნე თამასა; ТОЗ-87-02-ს გააჩნია ჩასახრახნი ჩოკები; ТОЗ-87-03-ს_ მთლიანი სამიზნე თა
  9. Gurulo

    იჟ-27; иж-27 ; IJ-27

    ერთ-ერთი ფორუმელისაგან მივიღე პიემი შეკითხვით ,,იჟი თუ მრ-ი". ჩვენს მეგობარს აინტერესებდა, არის თუ არა იჟ-27-ის ზუსტი ანალოგი მრ-27. დღეს რამდენიმე წყაროში გადავამოწმე ინფო და მინდა წარმოგიდგინოთ. იჟევსკის მექანიკური ქარხნის 28-ე საამქროში იწყობა ИЖ 27 ,,Русь", ხოლო ამავე ქარხნის შვილობილ საწარმო ,,სტრელაში" კი МР-27 Стрела. აქვე აღვნიშნავ, რომ ფასი ორთავე შემთხვევაში თანაბარია. არც 28-ე საამქრო და არც შვილობილი საწარმო ლითონის დეტალებს თავად არ აწარმოებს, ყველაფერი ქარხნის კონვეიერიდან მიეწოდებათ. თუმცა დეტალების საერთო მასიდან უკეთესი დეტალები(არჩეული) 28-ე საამქროს ხვდება, დარჩენილები
  10. Gurulo

    იჟ-27; иж-27 ; IJ-27

    იჟ–27 ,,სპორტინგი" ეს არის иж-27м-ის გათანამედროვებული მოდიფიკაცია(12 ყალიბი). გათვლილია როგორც სპორტულ ასევე სანადირო დანიშნულებაზე. გაძლიერებული აქვს ჩამკეტი მექანიზმი; ლულა ჩოკის უკან დახვრეტილია ჭარბი აირებისგან გასათავისუფლებლად, რაც საფანტის უკეთ დაჯგუფებას უწყობს ხელს; რეზინის ამორტიზატორი გაუმჯობესებულია და გამორიცხავს ტანსაცმელზე ე.წ. ჩაჭიდებას. კონდახი პისტოლეტური ტიპისაა და მარჯვნიდან აქვს სალოყე. სამიზნე თამასა ვენტილირებადია. ლულის სიგრძე 725მმ, სავაზნის სიგრძე 76მმ(ორთავე ქრომირებული), წონა 3,3-3,6კგ. აღჭურვილია სახრახნი ჩოკებით: ცილინდრი(0), ნახევარჩოკი(0,5), 3
  11. ИЖ-27 ორლულიანი შიდასასხლეტებიანი იარაღი ვერტიკალური განლაგების ლულებით. გამოდის 12, 16 და 20 ყალიბისა. სტანდარტული(70მმ-იანი ვაზნისათვის) ან ,,მაგნუმის”(76მმ-იანი ვაზნისათვის). ,,მაგნუმებს” აქვთ აღნიშვნა,,мм". გამოდის 1970 წლის დასაწყისიდან დღემდე სერიულ, საცალო და სუვენირულ ეგზემპლარებად. მისი საბაზო მოდელისაგან(ИЖ-12) განსხვავდება ცოტა შეცვლილი კონდახის ფორმითა და ტიბჟირით, დანაყოფებიანი სამიზნე თამასითა და გამარტივებული ჩამკეტი მექანიზმით( საიმედოობა გაზრდილია), აგრეთვე გამოსართველი ეჟექტორებით. ლულის სიგრძე 676-750მმ, იმის მიხედვით სერიული,სუვენირული თუ საცალოა
  12. МЦ22-1 და МЦ22-12 МЦ22-1 МЦ22-12 ამ თვითდამტენ ავტომატს საბჭოთა წარმოება(ЦКИБ) უშვებდა 1961-1963 წლებში ცალობით ეგზემპლიარებად და შეკვეთებით, ძალიან შეზღუდული რაოდენობით. გააჩნია 2 ვარიანტი: სპორტული(МЦ22-1) და სანადირო(МЦ22-12). МЦ22-1-ის ლულის არხს აქვს სტანდარტული შევიწროება, რომელიც უზრუნველყოფს სამიზნის დაზიანებას 25-დან 50 მეტრამდე მანძილზე, ხოლო МЦ22-12-ის ლულა აღჭურვილია სიბურჯღლის მარეგულირებლით. ორთავე გათვლილია 12 ყალიბის 65მმ სიგრძის ვაზნაზე. მექანიზმის მუშაობა დამყარებულია ლულის მოძრაობაზე. კონდახი კაკლის, პისტოლეტური ტიპის. ორ ვაზნაზე გათ
  13. ნახევარავტომატი мц21 (ТОЗ-МЦ 21-12) ერთლულიანი ნახევარავტომატი мц21-12(ТОЗ-МЦ 21-12) განკუთვნილია სარეწაო და სამოყვარულო ნადირობისათვის(ტყვიისა და საფანტის სასროლად). მართალია კონსტრუქტორად ნიკოლაევი ითვლება, მაგრამ თოფი აღებულია ბრაუნინგის auto 5-ის მოდელისაგან(auto 5 მე-20 საუკუნის დასაწყისშია შექმნილი). мц21-12 იწარმოება საცალოდ და სერიულად ტულის ქარხანაში 1965 წლიდან, მას შემდეგ რაც თოფმა ამავე წელს ლეიპციგის გამოფენაზე მოიპოვა ოქროს მედალი. 1956-1964 წლებში კი 12, 16 და 20 ყალიბის мц21-ს აწარმოებდა цкиб соо. თოფის მექანიზმის მუშაობა დაფუძნებულია ლულის მოძრაობაზე უკან
  14. ТОЗ 57 მოდელები ТОЗ 57т-1с, ТОЗ 57к-1с და ТОЗ 57т-12е - 12 ყალიბის სპორტული თოფებია ლულათა ვერტიკალური წყობით. დამზადებულია ტოზ-34-ის ბაზაზე(გაძლიერებული აქვს ლულების ჩაკეტვა). გამოდიოდა 1978-1985 წლებში. მრგვალი სტენდისათვის განკუთვნილია ТОЗ 57к-1с(675მმ სიგრძის ლულით), ხოლო სასანგრე სტენდისათვის კი ТОЗ 57т-1с და ТОЗ 57т-12е(ორთავე მოდიფიკაცია 750მმ სიგრძის ლულით). მრგვალი სტენდისათვის განკუთვნილ მოდიფიკაცია იწონის 3,3-3,6 კგ-ს, ხოლო სასანგრე სტენდისათვის_ 3,4-3,7 კგ-ს. სავაზნის სიგრძე შეადგენს 70მმ-ს. ერთსასხლეტიანია. მოდიფიკაცია ТОЗ 57т-12е აღჭურვილია ეჟექტორით
  15. ეს იჟ-43 გამოუშვეს იჟევსკის 250 წლისთავზე(20 ყალიბი). გრავირებაზე გრაფი შუვალოვის პორტრეტი და საწარმოო პროცესი... პ.ი. შუვალოვი აქ ლითონწარმოების ქარხნის დამფუძნებელია, რის ბაზაზეც შემდგომ ქალაქი იჟევსკი წარმოიშვა ამ თოფზე მუშაობდნენ ოსტატები: მატიუშინი, ნიკონოვი, კასატკინი, ეფიმოვი და გორდენკო. გრავირება ეკუთვნის კორობეინიკოვს
  16. ორლულიანი ИЖ-43 ეს არის ორლულიანი შიდასასხლეტიანი სანადირო თოფი ჰორიზონტალურად განლაგებული ლულებით 12 და 16 ყალიბისა. შექმნილია ИЖ-58 მა და ИЖ-58МАЕ-ს ბაზაზე(20 ყალიბის ИЖ-43 ,,მაგნუმი” გამოდის მხოლოდ საექსპორტოდ). შემუშავებულია კონსტრუქტორ კალინინის მიერ. ИЖ 43M სახსნელი ლულებით, რომლებიც შეერთებულია ზედა(სამიზნე) და ქვედა თამასით და სარტყელით სახაზინო(საწყის) ნაწილში. ლულის სიგრძე_725მმ, სავაზნის სიგრძე 70მმ. ლულა და სავაზნე ქრომირებულია. მარჯვენა ლულა ნახევარჩოკი(სიბურჯღლე არაუმცირეს 50%), ხოლო მარცხენა ჩოკი(სიბურჯღლე არაუმცირეს 60%).საცალო და საექსპორტო ეგზემპლარე
  17. იჟ-58;иж-58;IJ-58 ИЖ-58 არის ორლულიანი შიდაჩახმახიანი იარაღი ლულების ჰორიზონტალური განლაგებით 12, 16, 20 და 28 ყალიბისა. მოდელი შემუშავებულია პუგაჩოვის ხელმძღვანელობით. გამოდიოდა 30-ზე მეტი წლის განმავლობაში დიდი პარტიებით 58 წლიდან დღემდე(რამდენიმე მოდიფიკაციით). უდიდესი უმრავლესობა გამოშვებულია 12 და 16 ყალიბისა, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ნავარაუდევი იყო მისი სარეწაო მნიშვნელობით 20 და 28 ყალიბის გამოშვება. სერიულად 28 ყალიბის გამოშვება არ მომხდარა. 1987 წლიდან მოდელი შეცვლილია ИЖ-43-ით. ИЖ-58-20_ 20 ყალიბის იარაღი(თოფი). სერიულად იწარმოებოდა 1958 წლის ბო
  18. Gurulo

    иж-54

    ალბათ ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს იჟ-54-ია ხო?! არა ბატონებო ეს გახლავთ ზაუერ 8. ხომ მაგრად დაამსგავსეს რუსებმა?
  19. Gurulo

    иж-54

    иж-54 ორლულიანი თოფი ИЖ-54 12 ყალიბისა ჰორიზონტალური ИЖ-54 ძველი მოდელია. მართალია გადმოკოპირებულია, თუმცა რუსები კონსტრუქტორად თვლიან ა.ა. კლიმოვს და ლ.ი. პუგაჩოვს. მზადდებოდა 1954 წლიდან 1969 წლის ჩათვლით(1969 წელს გამოშვებული ეს თოფი აქვს თქვენს მონა-მორჩილს) დიდ პარტიებად და საცალოდ. პუგაჩოვი საბაზო მოდელად მიიჩნევს ИЖ-49-ს. ლულები სახსნელი 730 ან 750მმ სიგრძისა. დემიბლოკი, სავაზნის სიგრძე 70მმ. ლულათა შევიწროება სტანდარტული, პარაბოლური. სავაზნე და ლულა ქრომირებულია. მასა შეადგენს 3,2-3,6კგ. რესურსი 7500 გასროლა. აქ პატარა ჩართვას გავაკეთებ_ ჩემი ИЖ-54 მამაჩემის მიე
  20. иж-12 იჟ-12;IJ-12 ИЖ-12_ეს არის ორლულიანი შიდასასხლეტებიანი თოფი 12 და 16 ყალიბისა. ძველი მოდელია(1962-1974წ), მზადდებოდა დიდ პარტიებად(ოფიციალურად საბაზო მოდელია_ ,,სპუტნიკი”, ხოლო ფაქტიურად გადაღებულია ,,ბრაუნინგ" ბ-25-დან). ლულები შედუღებული აქვს, მათი სიგრძე დააპატარავეს 720-730მმ-მდე, არხის დიამეტრი დაიყვანეს სტანდარტულ 18,2მმ-მდე. დააყენეს ინტერსეპტორები. ლულათა შევიწროება სტანდარტულია(0,5 და 1,0). სავაზნის სიგრძე 70მმ. ლულის არხი ქრომირებულია. 12 ყალიბიანის წონაა 3,3-3,5კგ, 16 ყალიბისა 3,1-3,2კგ. რესურსი 10 ათასი გასროლა. სულ დამზადებულია დაახლოებით 300 ათასი
  21. тоз-120 ტოზ-120;TOZ-120 12 ყალიბის ორლულიანი თოფი тоз-120 ეს არის იარაღი ვერტიკალურად შეწყვილებული ლულებით, რომელიც განკუთვნილია რეწვისა და სამოყვარულო ნადირობისათვის. 2000 წლის მოდელი შემუშავებულია тоз-91-ის ბაზაზე სტარუხინის ხელმძღვანელობით. საბაზო მოდელისაგან შენარჩუნებულია კვანძები, რომლებმაც კარგად წარმოაჩინეს თავი ექსპლოატაციაში. საფუძვლიანად გადამუშავდა სასხლეტ-დამცემი მექანიზმი(ერთ სასხლეტზე): ახლა ის აღჭურვილია სროლის რიგითობის დამოუკიდებელი სელექტორული გადამრთველით, რომელიც გაერთიანებულია მცველის ღილაკთან. ლულები საცვლელი 710 ან 750მმ სიგრძის, რომელიც კალაპოტს უე
  22. კომბინირებული თოფები МЦ30, МЦ30-01, МЦ30-02, МЦ30-03, МЦ30-09, МЦ30-12, МЦ30-13 კომბინირებული სამლულიანი ორი გლუვითა და ერთი ხრახნილით МЦ30 ესაა მაღალი კლასის შიდადამცემმექანიზმიანი თოფი, რომელიც მზადდებოდა მხოლოდ შეკვეთებით საცალოდ. აქვს ორი ძირითადი მოდიფიკაცია: МЦ30-12 ზემოთა 12 ყალიბის გლუვი ლულებით და ქვედა ხრახნილით 9 მმ (ვაზნა 9х53); МЦ30-09 ზემოთა ხრახნილი ლულებითა(9მმ ყალიბის) და ქვედა გლუვი 12 ყალიბის ლულით. МЦ30-01_ ზედა ლულები გლუვი 20 ყალიბისა, ხოლო ქვედა ხრახნილი 5,6მმ(ხრახნის რაოდენობა4). ლულის სიგრძე–600მმ, მთლიანი წონა 3,25-3,5კგ. МЦ30-02_ ზედა
  23. კომბინირებული თოფები წარმოგიდგენთ მერკელის კომბინირებული თოფის ერთ-ერთ ბრწყინვალე ექსპონატს მოდელს BBF B3 შესრულების Jaqd ვარიანტში. ზედა ლულა 12/76; ქვედა ლულა .30-06 Springfield; ლულის სიგრძე 76სმ; მთლიანი სიგრძე 119სმ; წონა 3,4კგ; კაკლის კონდახით გერმანული სალოყით; სტანდარტული ტიბჟირით; ლულების სელექტორული გადართვით; ორსასხლეტიანი; ეჟექტორზე;
  24. Mossberg 500 და Winchester 1300 ბალანსი --------- ვინჩესტერ 1300:სიმძიმის ცენტრი გაწეულია წინ კალაპოტის წინა უკიდირესი წერტილიდან 1 სმ-ში( ლულის კედელი ზომიერად სქელია). Mossberg 500: სიმძიმის ცენტრი გაწეულია წინ, კალაპოტის წინა უკიდირესი წერტილიდან 2 სმ-ში( ლულის კედელი უფრო თხელია ნიდრე ვინჩესტერის). საზოგადოდ სიმძიმის ცენტრი უმჯობესია ,,იჯდეს” კალაპოტში. ამ პატარა ნაკლის გამოსწორება შესაძლებელია კონდახზე ვაზნების განლაგებით( ალბათ იცით, რომ ამისათვის არსებობს სპეციალური პატარა შალითები, რომლებიც ემაგრება კონდახს ) წონა ------ ვინჩესტერი 1300 დაახლოებით 3,35 კგ
  25. იჟ-27 და ტოზ-34 პმ-ში რამდენიმე წერილი მივიღე თხოვნით, რომ შემედარებინა უფროსი თაობის მონადირეების არსენალში არსებული ყველაზე გავრცელებული ორი ვერტიკალური მოდელი, ესენია იჟ-27 და ტოზ-34. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ქვემოთ მოტანილი შედარება მხოლოდ და მხოლოდ სუბიექტური მოსაზრებაა(თითოეულის დახასიათება არის ამ განყოფილებაში). თავიდანვე აღვნიშნავ, რომ თითოეულ ამ მოდელს აქვს სხვადასხავა მოდიფიკაციები. ამიტომ მოდელის ფარგლებშიც კი არის განსხვავებანი. ტესტი-შედარებისათვის მათ დამახასიათებელ ,,ავადმყოფობებსა" და დადებით მხარეებს მოგახსენებთ: ლულა ლულის ფოლადის მარკა ორთავე
×
×
  • Create New...