-
Content Count
3.856 -
Joined
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
68
Content Type
პროფილები
ფორუმები
კალენდარი
Everything posted by Gurulo
-
ИЖБ-K ორლულიანი შიდაჩახმახიანი თოფი ლულების ჰორიზონტალური განლაგებით. ეს თოფი მუყაოს ვაზნებისათვისაა განკუთვნილი. სავაზნის სიგრძე 70მმ(კონსტრუქტორი მოროზოვი). განკუთვნილია საფანტის, კარტეჟისა და ტყვიის სასროლად. ლულის სიგრძე 700 მმ_,, ცილინდრი-ჩოკი”. საკეტები გვერდით დაფებზე სახსნელი, ყველა ზამბარა სპირალური აქვს. ძალიან მყარი კალაპოტით, კონდახი პისტოლეტური ან ნახევრად პისტოლეტური ტიპის(კაკლის). გამოდიოდა 1934-1935 წლებში. კონსტრუქციის განსაკუთრებულობა გამოიხატება იმაში, რომ დამცემი მექანიზმის საბრძოლო მდგომარეობაში მოყვანა ხდება ჩამკეტი ბერკეტის გადაწევისას, რაც ითხოვდა მნიშვნელოვან
-
ИЖБ-36, ИЖБ-46, ИЖБ-47 მოდელთა ეს ჯგუფი გვერდით დაფებზე განლაგებულ საკეტებზეა და სერიულად იწარმოებოდა. 1_ ИЖБ-36 2_ ИЖБ-46; 3_ИЖБ-47 ИЖБ-36_ორლულიანი თოფი 12 ყალიბისა ლულების ჰორიზონტალური განლაგებით. იწარმოებოდა 1936 წლიდან 1946-47 წლებამდე. გამოშვებული იყო მცირე პარტია თოფებისა ИЖБ-36М, რომელიც წარმოადგენდა ИЖБ-36-ის მოდიფიკაციას. ლულების სიგრძე 700-710მმ, წონა(ლულა) 1,5კგ. მარჯვენა ლულა- ცილინდრი ლულის არხის დიამეტრით 18,2მმ. მარცხენა_ ლულის შევიწროებით 0,8მმ. იარაღის წონა 3,2 კგ. სიგრძე(მთლიანად) 1130მმ. ИЖБ-36М-ს ИЖБ-36-თან შედარებით აქვს
-
ორლულიანი თოფი ИЖ-49 ИЖ-49 არის ორლულიანი შიდაჩახმახიანი იარაღი ლულების ჰორიზონტალური განლაგებით ძირითადად 16, იშვიათად კი 12 და 20 ყალიბისა. ძველი მოდელია, რომელიც შექმნილია ,,ზაუერის” ბაზაზე. იწარმოებოდა 1950 წლიდან 1954 წლამდე სერიულ და ცალობით ეგზემპლარებად. თოფს გააჩნია საკმაოდ დიდი მასა და არადამაკმაყოფილებელი ბალანსი. ასე მაგალითად_ უდიდეს უმრავლესობას 16 ყალიბის თოფებისა გააჩნდათ წონა 3,25კგ(ზოგჯერ 3,5კგ), ხოლო 12 ყალიბის კი 3,5-3,75კგ, 20 ყალიბის 3-3,25კგ. ლულის სიგრძე 700-725მმ; ცალობითი შეკვეთებით, შემკვეთის სურვილისამებრ კეთდებოდა 750მმ-იანიც. ლულა დამზადებულია50À
-
16 ყალიბის ИЖ-57 ИЖ-57 არის ორლულიანი შიდაჩახმახიანი იარაღი ლულების ჰორიზონტალური განლაგებით. ძველი მოდელია, შემუშავებული პუგაჩოვის მიერ ИЖ-54-ის ბაზაზე. განსხვავდება საბაზოსაგან გრინერის ჭანჭიკის არარსებობითა და საბრძოლო ნემსის საწყის პოზიციაში დაბრუნების მექანიზმით. მზადდებოდა 1957 წლიდან ორი წლის განმავლობაში. არხების დიამეტრი 17+-0,25მმ(ცალკეულ თოფებზე 17,45მმ). გამოიყენება მუყაოსა და ლითონის ვაზნები. ლულათა შევიწროება სტანდარტული. 35 მეტრზე სიბურჯღლე შესაბამისად 50 და 60%. იარაღის წონა 3-3,25კგ(ლულის 1,4-1,5კგ), რესურსი 7500 გასროლა და მეტი. სულ დამზადებულია 20527 ცალი.
-
ИЖ-26 ორლულიანი სანადირო თოფი ჰორიზონტალურად განლაგებული ლულებით შიდასასხლეტებიანი სანადირო თოფია 12 ყალიბისა(ИЖ-54-ის ბაზაზე). განკუთვნილია სამოყვარულო და სარეწაო ნადირობისათვის. ამ თოფიდან დაშვებულია ბოლიანი და უბოლო დენთის სროლა; გადის სპეციალურ გამოცდას გაზრდილი დოზებით უბოლო დენთის სროლისა, რომლოს დროსაც ლულაში შექმნილი წნევა აღწევს 900კგ/სმ2, ხოლო აწყობილ(კომპლექტირებულ) თოფში 850კგ/სმ2-ს. გამოდიოდა 1970-1975 წლებში. ძველი მოდელია. ИЖ-26 და ИЖ-26Е გამოდიოდა სერიულად და საცალოდ. ლულის სიგრძე 725-730მმ, სავაზნის სიგრძე 70მმ. ლულა და ასვაზნე ქრომირებულია. შევიწროებები სტანდარტულ
-
ИЖ-41 ამ იარაღის კონსტრუქტორია ანატოლი მატვეები. ის იქმნებოდა, როგორც სასაჩუქრე ეგზემპლიარი და იწარმოებოდა მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში 1982 წელს. მზადდებოდა შეკვეთებით (ფასი შეადგენდა მაშინდელ 1000-დან 2000-მდე მანეთს) ყალიბი 12, სავაზნე 70მმ, ლულათა სიგრძე 725მმ. აღჭურვილია ეჟექტორით. წონა არა უმეტეს 3,4 კგ. გრავირება მაღალმხატვრული. კონდახი და ტიბჟირი მზადდებოდა მაღალი ხარისხის კაკლისაგან. თოფის განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ მას გააჩნია ორი უნივერსალური დამოუკიდებელი სასხლეტი კავი, თითოეული მათგანი დამოუკიდებლად მუშაობს ორთავე ლულაზე. წინა სასხლეტ კ
-
ИЖ-16 ორლულიანი შიდასასხლეტებიანი იარაღი(თოფი). 16 ყალიბის ორლულიანი თოფი მათი(ლულების) ვერტიკალური განლაგებით. ის განკუთვნილია სპორტული ნადირობისა და რეწვისათვის. შექმნილია ИЖ-12-ის ბაზაზე. ძირითადად იგივე სასხლეტ-დამცემი და საკეტი მექანიზმი აქვს, რაც საბაზო მოდელს. აქვს სახნელი ლულები 720მმ სიგრძით, ლულების შევიწროება სტანდარტულია(0,5 და 1,0). ლულის არხის დიამეტრი 17მმ-ა, ნახევარჩოკის დიამეტრი_16,5, ხოლო ჩოკის_16მმ. სავაზნის სიგრძე_ 70მმ. ლულის არხი და სავაზნე ქრომირებულია. თოფის საერთო სიგრძეა 1130მმ, ხოლო წონა_ 3,1-3,25კგ
-
тоз-39м ТОЗ-39 არის ორლულიანი სერეწაო თოფი შეწყვილებული ლულებით, რომელიც შემუშავებულია 60-იანი წლების პირველ ნახევარში კოროვიაკოვისა და ოჩნევის მიერ. 1988 წელს კოროვიაკოვმა წარმოადგინა მოდელი ТОЗ-39М(წარმოებაში არ ჩაშვებულა). კონსტრუქტორის ჩანაფიქრით მოდელი მოწოდებულია დააკმაყოფილოს მონადირეთა მოთხოვნები თოფის სარეწაო მნიშვნელობით გამოყენებასთან დაკავშირებით, ეფექტურობისა და მისი სხვადასხვაგვარი მოდიფიცირების კუთხით. მათ შორის ყალიბებისა და ლულების მრავალფეროვნებით. გამოირჩევა რიგი ტექნოლოგიური და კონსტრუქტორული გადაწყვეტილებებით_ უპირველეს ყოვლისა საბაზო კონსრტუქციის უნივერსალუ
-
ორლულიანი სანადირო თოფი ТОЗ-134 შემსუბუქებული ვერტიკალური(ლულა) განლაგების თოფია 20 ყალიბისა. შესაძლებელია 20 ყალიბის კალაპოტზე დადგეს 28 და 32 ყალიბის ლულა. მექანიზმის საფუძველს წარმოადგენს ТОЗ-34-ის უნიფიცირებული დეტალები და კვანძები. 20 ყალიბის ლულის სიგრძე 600მმ, 28-ის და 32-ის 550მმ; ზედა ლულა ჩოკი, ქვედა ცილინდრი(ტყვიის სასროლად); არხები ქრომირებულია, წონა ТОЗ-134 20,28, 32 ყალიბებისათვის 2,4-დან 2,6კგ-ს ფარგლებში, ხოლო სიგრძე 1020მმ.
-
тоз-84 ორლულიანი სანადირო თოფი тоз-84-11 ორი სასხლეტითა და უეჟექტოროდ тоз-84 არის 12 ყალიბის თოფი სტანდარტული 70მმ-იანი ვაზნებისათვის(тоз-84-10). განკუთვნილია სარეწაო და სამოყვარულო ნადირობისათვის. ეს მოდელი შემუშავებულია тоз-34, тоз-55,,ზუბრის”, тоз-57т-1с და тоз-57к-1с-ების შემცვლელად( тоз-84-ის ბაზაზე გათვალისწინებულია საშუალო და მცირე ყალიბის თოფების გამოშვება). წარმოება გაშვებულია 1985 წლიდან. тоз-84-10. სახსნელი ლულებით, ქრომირებული. საბაზო მოდელს აქვს 12 ყალიბის ლულები სიგრძით 711მმ. ეჟექტორი სურვილისამებრ შეიძლება გაითიშოს და იმუშაოს როგორც ჩვეულებრივმა ექსტრაქტო
-
тоз-91 ორლულიანი თოფი тоз-91(12ყალიბი) ორლულიანი სანადირო თოფები тоз-91-12, тоз-91-20, тоз-91-28, тоз-91-12-1 და тоз-91-20-1 ლულების ვერტიკალური განლაგებით განკუთვნილია სარეწაო და სამოყვარულო ნადირობისათვის ყველა კლიმატურ პირობებში, გარდა ტროპიკული ტენიანი კლიმატისა. სასროლად გამოიყენება სტანდარტული სანადირო ვაზნები(ლითონის ან მუყაოს) სიგრძით 70მმ. тоз-91 მოდელის გამოშვებით გათვლილი იყო тоз-34-ის შეცვლა. тоз-91-12-1 განსხვავდება тоз-91-12-საგან(ისევე როგორც тоз-91-20-1 тоз-91-20-საგან) გამოსართველი ექსტრაქტორითა და ერთი უნივერსალური სასხლეტით. тоз-91-12-1 იწარმოება როგორც ავტომა
-
ИЖ-25 ესაა სპორტულ-საწვრთნელი თოფი ვერტიკალურად შეწყვილებული ლულებით. დამზადებულია ИЖ-12-ის ბაზაზე. მისი მოდიფიკაცია_ИЖ-25Т განკუთვნილია ტრანშეულ სტენდზე სასროლად და აქვს 750მმ-იანი ლულა ჩოკური(1,0) შევიწროებებით. ტრანშეული სტენდისათვის აგრეთვე გამოდიოდა ლულები გაძლიერებული ჩოკით 1,25. იარაღის წონაა 3,5-3,7კგ. მეორე მოდიფიკაცია ИЖ-25К განკუთვნილია მრგვალი სტენდისათვის. მას გააჩნია 650მმ სიგრძის ლულა ცილინდრული(0) შევიწროებით და ლულის ბოლოს აქვს გაფართოება,რაც უზრუნველყოფს საფანტის გაშლას მოკლე დისტანციებზე. ამ მოდიფიკაციის წონაა 3,3-3,6კგ. ეს იარაღი გამოდიოდა მხოლოდ 12 ყალიბისა. სა
-
პომპამ თავისი სახელი მიიღო ინგლისური სიტყვიდან "рuмр". ამ თოფების მექანიზმი და მუშაობა ეყრდნობა ტიბჟირის მოქმედებაში მოყვანას მონადირის ხელის მოძრაობით. ამ მოძრაობის პირველი ფაზა გულისხმობს საკეტის გახსნას, ნასროლი ვაზნის ამოგდებას, დამცემი მექანიზმის შეყენებასა და მჭიდიდან მორიგი ვაზნის გათავისუფლებას(ტიბჟირის მოძრაობა შენსკენ). ხოლო მეორე ფაზაა_ ვაზნის მიწოდება ლულის პირში და საკეტის ჩაკეტვა(ტიბჟირის მოძრაობა შენგან). ИЖ-81 ИЖ-81 'Ягуар ИЖ-81 'Фокстерьер ИЖ-81 არის 12 ყალიბის ერთლულიანი 4 ვაზნიანი პომპა სტანდარტული(70მმ) ვაზნისათვის ან მაგნუმისათვის(76მმ).
-
ТОЗ-94 12 ყალიბის ТОЗ-94 განკუთვნილია სტანდარტული 70მმ-იანი ვაზნებისათვის. ის შექმნილია ТОЗ-87-ის ბაზაზე. მჭიდი ცილინდრულია. კალაპოტი ალუმინის შენადნობის აქვს(ჩემი აზრით დიდი ნაკლია!!!). ТОЗ-94-ს აქვს მოდიფიკაციები, სხვადასხვა ჩოკებითა და სამიზნე თამასით: ТОЗ-94-01-ს საბაზოსაგან განსხვავებით აქვს სამიზნე თამასა. ТОЗ-94-2-ს აქვს სახსნელი ჩოკები. ТОЗ-94-03-ს აქვს სამიზნე თამასა და სახსნელი ჩოკებიც.
-
МР-131К პომპა ვაზნების სელექტორული მიწოდებით ესაა 12 ყალიბის იარაღი მაგნუმის ვაზნებზე. მჭიდი აქვს ორი_ პირველი(ფიქსირებული) განლაგებულია ლულის ქვემოთ ცილინდრში, ხოლო მეორე მჭიდი სახსნელია და განლაგებულია კალაპოტის ქვემოთ. კონსტრუქტორებია: ა. ანტონოვი და ა. კოზაკოვი. სერიული წარმოება დაწყებულია 1997 წლიდან(იჟევსკი). მოდელის ერთ-ერთი პლიუსია ის, რომ ე. წ. სელექტორული გადამრთველით, რომელიც განლაგებულია კალაპოტის მარჯვნიდან, შესაძლებელია პირველი ან მეორე მჭიდის ჩართვა და შესაბამისად სხვადასხვა მუხტის ვაზნების სროლა(წინასწარ მჭიდებში ჩაიწყობა სახვადასხვა მუხტის ვაზნები). ლულის ჩაკეტვა ხ
-
ИЖ-18 ИЖ-18 –ერთლულიანი სარეწაო დანიშნულების თოფია შიდა სასხლეტით. წარმოებულია ИЖК და ИЖКБ-ის ბაზაზე. გამოდის ძირითადად სერიულად 12, 16, 20, 28, 32(გლუვი) და 410(ხრახნილი) ყალიბებისა(1964 წლიდან დღემდე). დღეისათვის ის წარმოადგენს იჟევსკის მიერ წარმოებული რუსული ერთლულიანი თოფების საბაზო მოდელს. ადრინდელ მოდელებთან შედარებით თანამედროვე ИЖ-18-ში ამაღლებულია სასხლეტ-დამცემი მექანიზმის საიმედოობა, შემცირებულია წონა, გაუმჯობესებულია ბალანსი, შედარებით უფრო კომფორტულია კონდახი და ტიბჟირი. ИЖ-18МН ერთლულიანი სანადირო იარაღი გლუვი და ხრახნილი ლულით ეს ერთლულია
-
ИЖКБ (ИЖБ) ИЖКБ ერთლულიანი თოფია 16, 20, 28 ან 32 ყალიბისა. გამოიყენებს მუყაოს ან მეტალის სტანდარტული ზომის ვაზნებს. გაკეთებულია ИЖК-ის ბაზაზე და განკუთვნილია სარეწაო და სამოყვარულო ნადირობისათვის. ძველი მოდელია. უშვებდა იჟევსკის მექანიკური ქარხანა 1960-1963 წლებში. სულ დამზადდა 120 ათას ცალზე მეტი ეგზემპლიარი. ლულა და ტიბჟირი სახსნელია. ლულის სიგრძე შეადგენს 700-780მმ-ს. ლულას აქვს მცირე შევიწროება 0,05მმ. მთლიანი წონაა 2,25-3,0კგ, ლულის წონა კი 1,4-1,5კგ; ლულის სიგრძე 720მმ; სავაზნის სიგრძე 70მმ. ლულის არხის დიამეტრი შეადგენს 17მმ, სავაზნისა კი 18,9მმ.
-
тоз-б ესაა გარეჩახმახიანი თოფი ლულების ჰორიზონტალური განლაგებით 12, 16 და 20 ყალიბისა, რომლებიც გამოდიოდა 1902-1941 და 1945- 1956 წლებში. ომის შემდგომდროინდელ თოფების პირველი პარტიებს ჰქონდათ ერთმანეთთან შეუდუღებელი ლულები_ერთმანეთში დაკავშირებული იყვნენ სარტყლებით. თოფს გააჩნდა ორმაგი საკეტი: პერდეს ჩარჩო და გრინერის ჭანჭიკი, ინგლისური ტიბჟირი, სავაზნის სიგრძე 70მმ. 1957 წელში გამოუშვეს тоз-б-ის მოდიფიცირებული ვარიანტი тоз-бм, სადაც საბაზოსთან შედარებით გამყარებულია ლულები. тоз-бм უმეტესად გამოდიოდა 16 ყალიბისა(იშვიათად 20 ყალიბი). დემიბლოკია, ლულის სტანდ
-
иж-39 иж-39 არის უნივერსალური თოფი(ლულების ვერტიკალური განლაგებით) სპორტული სროლოსა და ნადირობისათვის. დაპროექტებულია კლიმოვის მიერ. მზადდება როგორც მრგვალი ასევე ტრანშეული სტენდისათვის 1979 წლიდან. თოფის ძირითადი მექანიზმები иж-27м-ის ანალოგიურია. საბაზო მოდელისაგან განსხვავდება გაძლიერებული საკეტით, რაც მის საიმედოობას ზრდის. მოდელს გააჩნია ერთსასხლეტიანი მექანიზმი, სროლის რიგითობის გადამრთველით( иж-27м-1с-ის ანალოგი). ლულის სიგრძეა 675მმ მრგვალი სტენდისათვის და 750მმ ტრანშეული სტენდისათვის; სავაზნის სიგრძე 70მმ, დიამეტრი 18,4მმ; კონდახის(უმეტესად მონტეკარლოს ტიპის) მასალა მ
-
МЦ20 - ერთლულიანი ჰორიზონტალურად მოძრავსაკეტიანი ("ზატვორიანი")თოფი. ესაა ტულის ქარხნის სამჯერადი გადატენვის თოფი 20, 28 და 32 ყალიბისა. ლულა კალაპოტში ფიქსირებულია. მასა შეადგენს 2,75კგ-ს 20 ყალიბისათვის და არაუმეტეს 2,6კგ-ს 28 და 32 ყალიბისათვის. კონდახი ხის ან პოლიეთილენისაა, პისტოლეტური ან ინგლისური ტიპის, სალოყით ან მის გარეშე. სიბურჯღლე აღწევს 60%-მდე. განკუთვნილია უმეტესად სარეწაოდ. მოდელი შემუშავებულია 60-იანი წლების დასაწყისში ი. ბერეზინის მიერ. ამავე წლებში МЦ20-ის ბაზაზე გამოუშვეს კარაბინი МЦ20-09(ამჟამად ამ მარკით გამოდის გლუვლულიანი) 9х53 ვაზნაზე. სერიულად ამ იარაღის
-
ტოზ–119 ტოზ-119 არის ერთლულიანი იარაღი გარე ჩახმახზე. გამოდის 12, 16, 20, 28, 32 და 410 ყალიბებისა. ყალიბების ასეთი მრავალფეროვნების გამო გამოიყენება როგორც სანადიროდ ასევე სავარჯიშოდ(მ.შ. ქალებისა და ყმაწვილებისათვის) თოფს გააჩნია ხრახნილლულიანის მსგავსი სამიზნე, რომელიც აუმჯობესებს დამიზნებას ტყვიის სროლის შემთხვევაში. მისი სანადიროდ ტარება გაადვილებულია მცირე წონის გამო. წონა შეადგენს მხოლოდ 2,5 კგ-ს(12 ყალიბის შემთხვევაში). ლულის არხი და სავაზნე ქრომირებულია. სასხლეტ-დამცემი მექანიზმის კონსტრუქცია უზრუნველყოფს დამატებით უსაფრთხოებას(გამორიცხულია უნებლიე გასროლა ლულის არასრუ
-
иж-59 спутник ИЖ-59 ,, спутник” ეს არის ორლულიანი შიდასასხლეტებიანი თოფი 12 ყალიბისა(კლიმოვის კონსტრუქცია). ძველი მოდელია. სერიულად გამოდიოდა 1960-1964 წლებში. განკუთვნილი იყო ძირითადად სამოყვარულო ნადირობისათვის, აგრეთვე სპორტული სროლისათვის ტრანშეულ სტენდზე. ლულის სიგრძე 750მმ, სავაზნის სიგრძე 70მმ(ორთავე ქრომირებული). ლულები ერთმანეთთან არაა შედუღებული. ლულის არხის დიამეტრი შეადგენს 18,5მმ, სავაზნისა კი 20,6მმ. შევიწროებები სტანდარტული. სიბურჯღლე შეადგენს ქვედა ლულისათვის არანალკებ 50%-ს, ზედასთვის კი 60%. შესაძლებელია ბოლიანი და უბოლო დენთის გამოყენება როგორც მუყაოს ისე მ
-
ორლულიანი ТОЗ-25 ეს არის ორლულიანი შიდასასხლეტებიანი თოფი ჰორიზონტალური ლულებით 12 და 16 ყალიბისა. კოზლოვისა და პარამონოვის კონსტრუქციის ძველი მოდელი. სერიულად გამოდიოდა 1963-1966 წლებში. სახსნელი ლულებით 700-730მმ; ლულების შევიწროება სტანდარტული(0,5 და 1,0). სიბურჯღლე არანაკლებ 55 და 70% შესაბამისად მარჯვენა და მარცხენა ლულებისა. მასში გამოიყენება მუყაოსა( პლასტმასისაც) და ლითონის ვაზნები. ლულების ჩეაკეტვა სამმაგი_ ლულების ქვემოთ კაუჭებზე და გრინერის ჭანჭიკით კალაპოტის (სახაზინო) ზედა მხარეს. ლულა და სავაზნე(სიგრძე 70მმ) ქრომირებულია. კონსტრუქციის თავისებურებაა გვერდითი ს
-
ИЖ-17 ИЖ-17 – ერთლულიანი შიდასასხლეტიანი თოფია, რომელიც გამოუშვეს იჟევსკის მექანიკურ ქარხანაში 1963-1970 წლებში ИЖК-ს ბაზაზე. ყალიბები:12, 16, 20, 28 და 32; ლულის სიგრძე 730-675მმ; წონა 2,7-2,4კგ. ამ მოდელში საბაზოსთან შედარებით ამაღლებულია სასხლეტ-დამცემი მექანიზმის საიმედოობა, შემცირებულია წონა და უკეთაა დაბალანსებული. გაზრდილია სიბურჯღლე და რესურსი(8000 გასროლა). არ გააჩნია მცველი. სასხლეტის ქვემოთ აქვს წაგრძელებული ნაწიბური, რომელიც ხელს უშლის თოფის შეყენებას ლულის არასრულად ჩაკეტვის პირობებში. ძველი მოდელია. სულ გამოშვებულია 500 ათას ცალზე მეტი თოფი.
-
МР-133 გამოშვებულია ИЖ-81-ის ბაზაზე. იარაღის კვანძების უმეტესობა МР-153-ისგაა უნიფიცირებული და თითქმის იდენტურია. მცირე ტექნიკური მახასიათებლები: 1) ყალიბი_12; სავაზნე_89; ვაზნა_12x89, 12x76, 12x70; მჭიდის ტევადობა 3 ან 5(12x89); ლულის სიგრძე 540მმ, 600მმ ან 700მმ; წონა_ 3,3კგ. 2) ყალიბი_12; სავაზნე_76; ვაზნა_ 12x76, 12x70; მჭიდის ტევადობა 4 ან 6(12x76); ლულის სიგრძე 540მმ,600მმ ან 700მმ; წონა_ 3,3კგ.