Jump to content
Club-Monadire.Ge

Gurulo

ადმინი
  • Content Count

    3.856
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    68

Everything posted by Gurulo

  1. Gurulo

    Hambrusch

    Hambrusch ყველა დიდი მეიარაღე იმითაა განსაკუთრებული, რომ თავისი სტილი და გამორჩეული ხაზი აქვს... პეტერ ჰამბრუშმა(ავსტრია, ფერლახი) დაამზადა ორლულიანი, რომელშიც შერწყმულია კლასიკური ინგლისური და კონტინენტური იარაღის დეტალები. ამ თოფის ტექნიკურ თავისებურებას გვერდით დაფებზე განლაგებული მექანიზმი(HSSS) წარმოადგენს. თოფი განსაკუთრებულია თავისი გაფორმებითა და პრაქტიკული გამოყენებით. ის შექმნილია აფრიკული ნადირობისათვის და ამავე დროს ბრწყინვალედ შეიძლება იქნას გამოყენებული ნომრებზე ნადირობისას ან თუნდაც დათვზე. ერთი შეხედვით ეს თოფი ძველი ინგლისური სკოლის ნაწარმს მოგაგონებთ, თუმცა უფ
  2. Ludwig Borovnik 1848 წელს ავსტრიის ქალაქ ფერლახის ბურგომისტრმა ლუდვიგ ბოროვნიკმა(მაშინ 24 წლის იყო) თავისი საიარაღო საამქრო დააფუძნა. საწარმო თავიდანვე ელიტ კლასის შტუცერების წარმოებაზე იყო ორიენტირებული. ბოროვნიკი თავისი არსებობის 160 წლის მანძილზე არ ღალატობს ავსტრიული იარაღისათვის დამახასიათებელ უმაღლეს ხარისხს, სტილსა და დიზაინს. თოფები ელეგანტურებია და გამოირჩევიან ძალიან მაღალი სიზუსტით. საწარმოს მართვა თაობიდან თაობაში ოჯახის წევრებზე გადადის. მათ შორის უმეტესობა ლუდვიგ ბოროვნიკია. საწარმოში ნებისმიერი სახის სანადირო იარაღის შეკვეთაა შესაძლებელი ლულათა სხვადასხვა კომბინა
  3. Gurulo

    Franz Sodia

    Franz Sodia 1558 წელს ავსტრიის იმპერატორმა ფერდინანდმა, ფერლახში დააფუძნა სახელმწიფო საიარაღო ფაბრიკა, რომლის ხელმძღვანელობა ჰოლანდიიდან მოწვეულ სპეციალისტებს დაავალა. ამ საწარმოში დაიწყო ავსტრიული საიარაღო წარმოების ეპოპეა. ამ ფაბრიკაში შეისწავლეს პროფესია და შემდგომი განვითარება ჰპოვეს ავსტრიელმა ოსტატებმა. თაობიდან თაობას გადაეცემოდა ჭედურობის, გრავირების, ლულის წარმოებისა და კონდახის დამზადების საიდუმლოებანი... მე–17 საუკუნიდან ამ საწარმოდან გამოსვლა და საკუთარი საქმის წამოწყება დაიწყეს მთელმა რიგმა ოსტატებისა, რომლებიც უმეტესად ძვირფასი იარაღის დამზადებით დაკავდნენ.
  4. კარლ ჰაუპტმანი Karl Hauptmann ფირმა Karl Hauptmann არც თუ ისე ძველი საწარმოა. საგვარეულო მეიარაღეთა დინასტიის დამფუძნებლად გეორგ ჰაუპტმანი ითვლება, რომელმაც პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ ფერლახში საიარაღო საამქრო გახსნა. დღეს ეს საამქრო აღარ არსებობს, თუმცა ოჯახში სათუთად ინახავენ დამფუძნებლის მიერ მეოცე საუკუნის დასაწყისში შექმნილ ბევრ შედევრს. მამის კვალს შვილი კარლი გაყვა და სამუშაოდ ჯერ უდიდეს ავსტრიულ საქარმო Steyr-ში მოეწყო, ხოლო 1938 წელს მშობლიურ ფერლახში დაააფუძნა თავისი სახელობის კომპანია. დღეს ფირმა Karl Hauptmann-ს ხელმძღვანელობს კარლის შვილი და შვილ
  5. Gurulo

    Ferlach

    Ferlach ავსტრიული სანადირო იარაღის უმაღლესი ხარისხი საყოველთაოდაა ცნობილი. ამ ქვეყნის იარაღთწარმოების ცენტრი ფერლახშია, რომელიც ჯერ კიდევ მეთექვსმეტე საუკუნიდან იყო ცნობილი თოფების წარმოებით. 1900 წლამდე აქ მხოლოდ საბრძოლო იარაღი მზადდებოდა. მეიარაღეთა გილდია და სკოლა ამ ქალაქში დაახლოებით 1850 წელს შეიქმნა. შემდგომი 100 წლის განმავლობაში აქცენტი ძირითადად უმაღლესი კლასის ექსკლუზიური გლუვლულიანებისა და ხრახნილლულიანების დამზადებაზე კეთდებოდა. მოგვიანებით ასეთი კლასის იარაღის დამზადებამ შრომის დანაწილების აუცილებლობა წარმოშვა, წინააღმდეგ შემთხვევაში თოფის თავიდან ბოლომდე ერთ პატარა ს
  6. Gurulo

    peter hofer

    peter hofer წარმოგიდგენთ ერთ–ერთ უნიკალურ სამლულიანს პიტერ ჰოფერის შესრულებით(ფერლახი, ავსტრია). ამ უნიკალური იარაღის შექმნა შესაძლებელი გახდა მხოლოდ .17 HMR კალიბრის ტყვიის გამოსვლის შემდეგ. ლულის შიდა დიამეტრი ამ ტყვიისათვის შეადგენს 6,5მმ-ს. ლულის სიგრძე 76 სმ, ხრახნის სიღრმე 0,1მმ. ჰოფერმა აღნიშნული ლულა განათავსა ორ ჰორიზონტალურად განლაგებულ გლუვ ლულას შორის. ასეთმა კომბინაციამ განაპირობა მისი მსგავსება კლასიკურ ორლულიანთან წონით, ბალანსითა და ზომებით. აქვე აღვნიშნავ, რომ ჰოფერი თავის ყველა თოფში ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს იარაღის სიმსუბუქეს. ამ თოფის
  7. Gurulo

    Johann Fanzoj

    Johann Fanzoj წარმოგიდგენთ ერთ-ერთ დიდ ავსტრიულ ფირმას, რომელსაც სუსტი სქესის წარმომადგენელი უდგას სათავეში. ფანზოის გვარი თავის სახელობით იარაღს 1790 წლიდან აკეთებს ფერლახში. ამდენწლიანმა სტაჟმა ინდივიდუალური ხელწერა და ესთეტიკა შემატა მათ სამლულიანებს(ოთხიანებსაც), ექსპრესებსა და კლასიკურ ორიანებს. ნადირობის სიყვარული და იარაღის წარმოების საიდუმლოებანი მამისაგან შვილებზე გადადიოდა თაობიდან თაობაში(აღსანიშნავია, რომ დღეს ამ გვარს გააჩნია უზარმაზარი სანადირო სავარგულები საკუთრებაში). 1998 წლიდან ფირმის ხელმძღვანელობა დანიელა ფანზოიმ ჩიბარა. თავიდან ეს მოულოდნელობა იყ
  8. Johann Kalezky იოჰან კალეცკის(მამა) დაბადების თარიღი ცნობილი არაა. ამ მეიარაღემ თავისი საქმე 1845 წელს წამოიწყო. აქედან 30 წლის შემდეგ ის ვენაში Mariahilferstrasse, 17 მისამართზე მუშაობდა. აღნიშნული მისამართი ამ პერიოდის თოფების იდენტიფიცირებისთვისაა გამოსადეგი(ეს თოფები კოცექციონერთა ოცნებას წარმოადგენენ). როგორც ბევრი საცალო შემსრულებელი კალეცკიც არ აკეთებდა იარაღს სრული ციკლით. ძირითად ნაწილებს ოსტატი ყიდულობდა ცნობილი საწარმოებიდან, შემდეგ უკეთებდა გრავირებას, დაყვანას, ასვამდა საკუთარ დამღებს და ისე მიაწოდებდა შემკვეთს. 1872 წელს კალეცკიმ თავისი პირველი თოფი გააკეთა ავსტრიის
  9. Fuchs Fine Guns ფირმა დააფუძნა გერჰარდ ფუხსმა 1986 წელს. ფუხსის ნიჭიერება კარგად აისახა მის მიერ წარმოებულ პირველივე გლუვლულიანებში, კარაბინებსა და შტუცერებში. პროდუქცია იმდენად მარალი ხარისხის გახლდათ, რომ ოსტატის რეიტინგი მალე გაუთანაბრდა ავსტრიისა და სხვა ქვეყნების წამყვანი ოსტატების იმიჯს. მონადირეთა შორის, რომლებიც აფრიკული ნადირობით არიან დაკავებულები, არ წყდება კამათი თემაზე: რა უფრო შეესაბამება ნადირობის ამ სტილს, ორლულიანი შტუცერი თუ მჭიდიანი კარაბინი. თუ შტუცერი 2 მძლავრი გასროლის საშუალებას იძლევა, მჭიდიანი კარაბინი რეზერვში დამატებით რამდენიმე გასროლის შანსს ტოვებს.
  10. Johann Springer's Erben იოჰან შპრიგერი უნგრული წარმოშობის ოსტატია. ის 1819 წელს დაიბადა. 30 წლის ასაკში საცხოვრებლად ვენაში გადავიდა, სადაც საიარაღო იარაღის მაღაზია გახსნა, რომელშიც პირველად ოსტატ ნოვოტნის პროდუქციას ყიდდა. ამ პერიოდში მაღაზიას ერქვა Johann Springer, vorm. Matthias Nowotny.JOHANN SPRINGER მალე მაღაზიასთან ერთად საიარაღო საამქრო გაიხსნა, სადაც სანადირო თოფების წარმოება და რემონტი ხდებოდა. 1872 წელს შპრინგერი იღებს განსაკუთრებულ შეკვეთას: დაამზადოს თოფი იმპერატორ ფრანც იოსებ პირველისათვის. ამ შეკვეთამ საწარმო ძალიან ცნობილი გახადა. დამფუძნებლის სიკვდილის შემდეგ(
  11. VO Gun and Rifle makers ფორუმში ხშირად ვმსჯელობთ, რომელია ყველაზე მაგარი მეიარაღე ფირმა, კომპანია, ქვეყანა და ა.შ. ამან შვედი მეიარაღეების ნაკეთობანი გამახსენა, ამ თოფებში ცალკეული დეტალები სხვადასხვა ფირმისა თუ ოსტატის ნაკეთებია, მაგრამ ერთიანობაში ამ ,,შტუჩნიკებს" მოჰყავთ და ისეთ შედევრებს ღებულობენ, რომ სამეფო ოჯახებიც კი აღფრთოვანებულნი არიან ამ თოფებით! დღეს წარმოგიდგენთ ერთ-ერთი შვედური ოჯახის, ოლსონების(მამა-შვილი) ნაკეთებ თოფებს. ამ პატარა კომპანიას VO Gun and Rifle makers ქვია და განლაგებულია ქალაქ კრიშტიანშტადტთან ახლოს. ფირმის დამაარსებელი ვიგო ოლსონი(
  12. Husqvarna Vapenfabriks Aktiebolag საწარმო 1689 წელს დააფუძნა შვედეთის მეფემ. სპეციალიზაცია არმიისათვის საბრძოლო იარაღის წარმოება იყო. საწარმოს აყვავების პერიოდში ის 11000 მუშკეტსა და პისტოლეტს აწარმოებდა წლიურად. ფირმა 1757 წელს კერძო მფლობელის ხელში მოხვდა. შემდეგი რეორგანიზაცია 1867 წლით თარიღდება, როცა კომპანია სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა. შვედთა ლეგენდარული მეიარაღე, ავგუსტ ფრედერიკ ჰაგსტრემი, ამ საწარმოში მუშაობდა. მისი ერთ-ერთი გამოგონებაა საკეტი, რომელიც უკუცემის ძალით მუშაობს. ამ საკეტთა გამოყენებით საგრძნობლად ამაღლდა უსაფრთხოება. ჰაგსტრემის შვილი კარლ ვილჰელმ
  13. Gurulo

    Winchester

    Winchester ოლივერ ვინჩესტერი დაიბადა 1810 წელს. ის არ იყო ბუმბერაზი ინჟინერ-კონსტრუქტორი, მაგრამ იყო კარგი ბიზნესმენი. 1850 წელს მან გადაწყვიტა კაპიტალი დაებანდებინა ახლადშექმნილ კომპანია Volcanic Repeating Arms-ში, რომელიც უშვებდა თვითდამტენ თოფებს. 6 წელიწადში ვინჩესტერი გახდა ამ კომპანიის ძირითადი მეწილე(ამ დროისათვის კომპანიას დაარქვეს New Haven Arms). ამავე პერიოდში ვინჩესტერს მოყავს ფირმაში ბენჟამინ ჰენრი, რომელმაც გააუმჯობესა თოფი Volcanic და ამით შეიძლება დამთავრებულიყო ამ ფირმისა და ჰენრის პროფესიული ზრდა, მაგრამ აშშ_ში განვითარებულმა სამოქალაქო ომმა ახალი ბიძგი მისცა
  14. Gurulo

    Sturm, Ruger & Co

    Sturm, Ruger & Co კომპანიის ერთ-ერთი დამაარსებლის, უილიამ რუგერის წინაპარი ჩრდილოეთ ამერიკაში გერმანიიდან წავიდა ემიგრაციაში 1848 წელს. ტექნიკის სიყვარული უილიამს ბავშვობიდანვე მოსდევდა. ის ჩრდილოეთ კაროლინას უნივრსიტეტში სწავლობდა, მაგრამ არ დაუმთავრებია სასწავლებელი. სდუდენტობის წლებში რუგერი ექსპერიმენტებს ატარებდა მჭიდიან კარაბინზე, რომელიც გადააკეთა გაზების უკუქცევაზე მოქმედ ნახევარავტომატად. თავისი ნახელავი ვაშინგტონელ სამხედრო ოფიცრებს აჩვენა, რომლებმაც მოუწონეს ის. შედეგად 1939 წელს რუგერი სამუშაოდ აიყვანეს კომპანიაში ,,სპრინგ- ფილდ არმორი". ამ კომპანიაში მუშაობა რუგერს
  15. Gurulo

    Dakota Arms

    Dakota Arms ეს კომპანია შედარებით ახალგაზრდაა. ფირმის დამფუძნებელი დონ ალენი 1984 წლამდე ,,ბოინგ 727-ის" პილოტი იყო. 1962 წლიდან ის გართობის მიზნით თოფებს ამზადებდა ვინჩესტერის 70-ე მოდელის ბაზაზე. პენსიაზე გასვლის შემდეგ 1984 წელს მეუღლესთან ერთად ქალაქ სტერჯისში(შტატი სამხრეთ დაკოტა) დააარსა კომპანია Dakota Arms. ფირმის პირველი იარაღი გახდა Dakota model 76, რომლის გამოშვება 1987 წლიდან დაიწყეს. დონ ალენმა შეიმუშავა 6 სხვადასხვა მოდელი, ხოლო 1995 წლიდან დაიწყო ჰორიზონტალური გლუვლულიანების გამოშვება. ეს მოდელი იწარმოება American Legend სახელით და ხასიათდება ძალიან მაღალი
  16. Gurulo

    A.H. Fox

    A.H. Fox კომპანია ფოქსი 1905 წელს იქნა დაფუძნებული ფილადელფიაში. თუმცა მისი მოღვაწეობა დიდ ხანს არ გაგრძელებულა. წარმოების ბუმი 1909 წელს დაემთხვა, როცა ამერიკის პრეზიდენტს თეოდორ რუზველტს აჩუქეს ამ ფირმის თოფი . ეს კარგი სარეკლამო სვლა გამოდგა. უკვე 1931 წელს სამრეწველო დეპრესიის პერიოდში საწარმომ არსებობა შეწყვიტა. ფირმის არსებობის ამ ეტაპზე ჯამში 3500 ერთეული თოფი ქნა დამზადებული(უმეტესად 20 და 12 ყალიბის). ამ პერიოდის თოფების დახასიათებისას უნდა აღინიშნოს, რომ კონსტრუქციულად პროდუქცია დიდი სირთულით არ გამოირჩევა(მექანიზმი ენსონ-დილი), ორ სასხლეტზე, არც თუ ისე მდიდარი გრავ
  17. Colt's Manufacturing Company Inc ეს კომპანია მსოფლიოში კარგადაა ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებით. განსაკუთრებით პოპულარულია კოლტის პისტოლეტები და რევოლვერები. 1847 წელს დაფუძნებული ეს კომპანია განლაგებულია კონეკტიკუტის შტატში ქალაქ ჰარტფორდში. დასაწყისში კომპანია მხოლოდ რევოლვერებს უშვებდა, მაგრამ მეოცე საუკუნის დასაწყისიდან კოლტმა ნახევარავტომატური პისტოლეტების წარმოებაც დაიწყო. 1911 წელს საწარმომ ჯონ ბრაუნინგის პისტოლეტის, მოდელი .45 ACP-ის გამოუშვა. მეოცე საუკუნის ბოლო წლებამდე კომპანია აწარმოებდა Colt Colteer და Stagecoach თოფების სერიას; აგრეთვე მცირეყალიბიან
  18. Gurulo

    Gazalan

    Galazan გალაზანის მარკით თოფები 1994 წლიდან გამოდის. ამ სავაჭრო მარკით კომპანია CSM(Connecticut Shotgun Manufacturing Company of New Britain, in Connecticut, USA) უშვებს გლუვლულიანების ძალიან მრავალფეროვან მოდელთა გამას. თითოეული ეს თოფი საცალო შესრულებისაა და განსაკუთრებით ცნობადი თავისი გრავირებით გახდა. საფირმო თოფების გრავირებას იტალიელი ძმები სტეფანო და ჯანკარლო პედრეტები და სტადუტო ჯოვანი აკეთებენ. ყველა თოფი მზადდება და გრავირდება კონკრეტული შემკვეთის სურვილისამებრ, სიგრძე, ლულათა შევიწროება და ა.შ. პარამეტრებს მხოლოდ კლიენტი ირჩევს. ამიტომ რომელიმე სტანდარტულ ტექნი
  19. Gurulo

    Harrington & Richardson

    Harrington & Richardson ფირმა დაფუძნებულია 1871 წელს ჰილბერტ ჰარინგტონისა და მისი ბიძის ფრანკლინ ვესონის მიერ. ბიძას მცირე საამქრო ჰქონდა სადაც იარაღს არემონტებდა. სწორედ ეს საამქრო გახდა ფირმის პირველი ოფისი. მალე საწარმოში ნიჭიერი კონსტრუქტორი, უილიამ რიჩარდსონი მოვიდა. ფირმის პირველი თოფი დაფუძნებიდან ერთ წელში გამოვიდა სახელწოდებით Wesson-Harrington M 1871. დაფუძნებიდან 3 წელში ფირმიდან ვესონი გავიდა. ამ პერიოდში საწარმოს მაპროფილებელ პროდუქციას რევოლვერები შეადგენდა. 1886 წლიდან ბაზრის კონიუქტურიდან გამომდინარე ჰარინგტონი და რიჩარდსონი გლუვლულიანების წარმოებას გეგმავდნე
  20. Gurulo

    Charls Parker

    პარკერმა რუსეთის ბოლო იმპერატორს ნიკოლოზ მეორეს სპეციალურად დაუმზადა თოფი, კარგი იარაღით განებივრებული იმპერატორი (ლებო მისი კარის მეიარაღედ ითვლებოდა),უბრალო თოფს ხელში არ დაიჭერდა,ასე რომ დასკვნები თქვენთვის მომინდია. მამუკა ისეთ კაი კომენტარებს აკეთებ, რომ ძალაუნებურად სტიმულს მაძლევ მეტი ინფო დავდო . პარკერის თოფები იმდენად პრესტიჟული და ცნობილი იყო, რომ ნაკეთობით სამეფო პერსონები ინტერესდებოდნენ. პარკერის ერთ-ერთი განსაკუთრებული ორლულიანი რუმინეთის მეფის შეკვეთით დამზადდა. ნიკილოზ მეორეს კი პარკერის A-1 მოდელი ჰქონდა თავის არსენალში. ეს სამეფო ფარკერი ფირმას პოლკოვნიკმა
  21. Gurulo

    Charls Parker

    Charls Parker დღეისათვის უკვე არ არსებულ ამ ფირმას ამერიკელთა ჰოლანდს ეძახიან. ექსპერტთა შეფასებით მეოცე საუკუნის დასაწყისში პარკერის თოფები მსოფლიო რეიტინგში მერვე ადგილზე იდგნენ. დასავლეთში ნებისმიერი მუზეუმი თუ კოლექციონერი დიდ პატივად თვლის ამ ფირმის თოფების ფლობას. ფასიც შესაბამისად ძალიან მაღალია. მაგალითად, უმაღლესი კლასის ორლულიანი, რომელიც 1930 წელს 625 დოლარი ღირდა, ამ დროისათვის 10 000 დოლარადაა შეფასებული. კიდევ უფრო ძვირია მცირეყალიბიანი თოფები... ამ ფირმის ისტორია მეწარმე ჩარლზ პარკერთანაა დაკავშირებული, რომელმაც სამოქალაქო ომის პერიოდში საბრძოლო იარაღის
  22. Gurulo

    Weatherby Inc

    Weatherby Inc ფირმის დამფუძნებელია როი ედვარდ ვეზერბი, რომელმაც 1945 წელს საკუთარი მცირე საწარმო დააფუძნა 5000 დოლარის საწესდებო კაპიტალით. დამფუძნებელი საკუთარი კონსტრუქციის გაკეთებას შეუდგა. ამ მიზნით ოსტატი სხვადასხვა მოდელების გადაკეთებას ახდენდა. თავის პირველ თოფში ვეზერბიმ მაუზერის საკეტი და ვინჩესტერ-რემინგტონის მექანიზმი გამოიყენა. გარდა ამისა საკუთარი სერიის ვაზნებიც შეიმუშავა. 1957 წელს ვეზერბიმ ახალი ტიპის საკეტი დააპატენტა, რომელსაც Mark V Magnum უწოდა. საკეტი მაღალი მდგრადობით გამოირჩეოდა(3-ჯერ აღემატებოდა იმ დროისათვის არსებული საკეტების სიმყარეს), ამან ამერიკელებში დ
  23. Gurulo

    Ljutic Industries Inc

    Ljutic Industries Inc ელ ლიუტიკი, სერბი ემიგრანტის შვილი, ამერიკაშია დაბადებული. მან 1952 წელს დააფუძნა მცირე საოჯახო საწარმო ნევადის შტატის ქალაქ რენოში(ამჟამად ვაშინგტონის შტატის ქალაქ იაკიმაშია განლაგებული). ოსტატმა გადაწყვიტა გაეკეთებინა ისეთი იარაღი, რომელსაც სუსტი ადგილი არ ექნებოდა. მისი პირველი არაორდინალური მოდელები დაცინვის საგანი გახდა, მაგრამ ქილიკი იმთავითვე შეწყდა, როცა ლიუტიკის იარაღებმა რიგითობით დაიწყეს სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვება. კომპანია ,,ლიუტიკის" მთავარი მიღწევა იმაში მდგომარეობს, რომ სპორტული ნაწარმის შექმნისას, არ მიუბაძია არავისათვის, არამედ დამოუკი
  24. Gurulo

    Marlin Sporting Firearms

    Marlin Sporting Firearms 1870 წელს ჯონ მალოი მარლინმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო კონეკტიკუტის შტატის ქალაქ ნიუ-ჰეივენში. პირველი წარმატება 1891 წლის მოდელს მოყვა, შემდეგი აღიარება კი 1893 წლის მოდელს ერგო წილად. ამ მოდელის მოდიფიკაციები დღესაც გამოდის სახელით ,,მარლინ-39" და ,,მარლინ-336". 1870-1899 წლებში კომპანია აგრეთვე რევოლვერებს, პისტოლეტებსა და დირინჯერებს(მოკლელულიანი მსხვილყალიბიანი პისტოლეტები) აწარმოებდა. უბოლო დენთის შემოსვლას თან მოყვა 30-30 ვინჩესტერის ვაზნა, რასაც დაუყონებლივ გამოეხმაურა კომპანია და დაამზადა თოფების სერია ამ ვაზნაზე. მარლინის 1891 და 1897 წლის თოფე
  25. Gurulo

    Savage Arms

    Savage Arms ფირმა ნიუ-იორკის შტატის ქალაქ იუტიკაში დააფუძნა არტურ უილიამ სევეჯიმ 1894 წელს. კომპანიის პირველი ყველაზე განთქმული მოდელია ,, Savage 99", რომელმაც ძალიან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ამერიკელებში საიმედოობის, ბრწყინვალე ბალისტიკური მაჩვენებლებისა და მისაღები ფასის გამო. უკვე 1915 წლისათვის კომპანია .22 ყალიბის მძლავრ თოფებს აწარმოებდა. 1919 წელს რეზერვაციაში მყოფმა ინდიელთა ბელადმა Lame Bear შეუკვეთა კომპანიას იარაღის პარტია, რომელიც მნიშვნელოვანი ფასდაკლებით მიიღო. მადლობის ნიშნად არტურ სევეჯიმ სავაჭრო ნიშანზე ,,ინდიელის თავის" გამოსახვის უფლება მიიღო. დიდი ეკონომი
×
×
  • Create New...