Jump to content
Club-Monadire.Ge

Gurulo

ადმინი
  • Content Count

    3.856
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    68

Everything posted by Gurulo

  1. სხვადასხვა ფირმის თოფების ფასებიც დაგვაინტერესებს ალბათ (გერმანიაში)... აქ მოცემულია ვერტიკალური მოდელების ფასები. იაფფასიანი მოდელები მოდელი Bayard 70L; ყალიბი 12/70; ლულის სიგრძე 700მმ; ლულათა შევიწროება 0,5/1,0; ორ სასხლეტზე; საკეტი ,,ბლიცი"; ვენტილირებადი 7 მმ სიგანის სამიზნე თამასა; კონდახი კაკლის(პისტოლეტური); წონა 2,66კგ; საერთო სიგრძე 1140მმ; საშუალო ფასი გერმანიაში 701 ევრო. მოდელი Hubertus Brasil 300; ყალიბი 12/70, 16/70, 20/76; ლულის სიგრძე 710მმ; ლულათა შევიწროება 0,5/1,0; საკეტი A&Di; ორ სასხლეტზე; ვენტილირებადი 9 მმ სიგანის სამიზნე თამასა; კონდახი კაკლი
  2. საბჭოთა წარმოების გლუვლულიანი თოფების ფასები 1984წ ახალ თაობას შევახსენებ, რომ 1984 წელს გეგმიური და სოციალისტური იყო ეკონომიკაცა და ფასებიც. ოფიციალური სახელმწიფო კურსი(ჩვეულებრივი ხალხისათვის ეს არარსებული იყო) შეადგენდა 1$=0,6 მან. ხოლო შავ ბაზარზე 1$=4 მან. სერიული ეგზემპლიარები: იჟ-18 მ_90 მან; იჟ-18ემ_ 112 მან; მც21-12_508-530 მან; იჟ-58მა_150 მან; იჟ-58მაე_185 მან; ტოზ-34 და ტოზ-34ე_297-600 მან; იჟ-27_ 230 მან; იჟ-27-1ს_270 მან; იჟ-27ე_305 მან; იჟ-27ე-1ს_325 მან. საცალო ეგზემპლიარები: მც 110_ 1300 მან; მც 111_2100-3000 მან; მც 105_900 მან;
  3. Gurulo

    мц

    МЦ-8 მრგვალი და სასანგრე სტენდისათვის ეს სპორტული იარაღი ითვლება რუსული(საბჭოთა) სასტენდო თოფების ლეგენდად. უშვებდა ЦКИБ СОО. არც ერთ რუსულ თოფს არც კი უოცნებია რესურსის იმ ზღვრისათვის რომელსაც გაუძლო ამ იარაღმა ესაა მილიონი გასროლა!!! დამეთანხმებით რომ ეს ნამდვილი ფანტასტიკაა. აღსანიშნავია, რომ თვით რუსი მეიარაღეებიც კი აღნიშნავენ პლაგიატს გერმანული მერკელიდან(და არა მარტო). თოფის კონსტრუქციის სიმყარე(რამაც განაპირომა შედარებით დიდი მასა) მისი უსაზღვრო რესურსის უპირველესი განმაპირობებელია. აქვს ლულებზე ფიქსირებული ტიბჟირი და მასიური(ელიფსური) გვერდითი საყრდენები კალაპოტის ზემო
  4. Gurulo

    мц

    МЦ109 ვერტიკალური შიდადამცემმექანიზმიანი თოფი ეს არის უმაღლესი კლასის 12 ყალიბის თოფი, რომელსაც МЦ105, МЦ106 და МЦ7-საგან განსხვავებით(МЦ111-ის მსგავსად) აქვს დამოუკიდებელი დამცემ-დამშვები მექანიზმი ორთავე ლულისათვის ცალ-ცალკე. МЦ109 არის МЦ9-ის მოდიფიკაცია. აქვს სახსნელი ტიბჟირი და ლულა(ეს უკანასკნელი ქრომირებულია). ლულა კალაპოტთან შეერთებულია კაუჭებით, ღერძულა ჭანჭიკითა(ორმაგი საკეტი) და ტიბჟირით. აქვს არაავტომატური მცველი. ლულის სიგრძეა 750მმ, სავაზნის სიგრძე 70მმ ; ლულის არხის დიამეტრი 18,5±0,2მმ. სტანდარტული შევიწროებებით, მაქსიმალური წნევა არაუმეტეს 750 კგ/სმ2. წონა
  5. Gurulo

    мц

    სანადირო МЦ7-12 МЦ7 ესა აორლულიანი შიდადამცემმექანიზმიანი მაღალი კლასის თოფი ვერტიკალური შეწყვილებით 12, 16 და 20 ყალიბისა. მზადდება მხოლოდ ცალობით. განკუთვნილია სამოყვარულო ნადირობისათვის. აქვს სახსნელი ქრომირებული ლულა სიგრძით 675( МЦ7-20)-დან 750მმ-მდე(МЦ7-12). გააჩნია ლულის სტანდარტული შევიწროებანი(0,5 და 1,0), თუმცა გვხვდება სხვა ჩოკებიც. სავაზნის სიგრძეა 70მმ. თოფი აღჭურვილია ეჟექტორით; კონდახი კაკლის, ინგლისური ან პისტოლეტური ტიპის, სალოყით ან მის გარეშე; სახსნელი ტიბჟირით. წონა შეადგენს: 12 ყალიბისთვის 3,0-დან 3,2კგ-მდე, 16 ყალიბისთვის 2,8-დან 3,0კგ-მდე, 20 ყ
  6. Gurulo

    мц

    мц мц5, мц5-12/32, мц5-20, мц5-28, мц5-32, мц105, мц105-20, мц105-28, мц105-32, мц6, мц6-12, мц6-16, мц6-20, мц106, мц106-12, мц106-20, мц106-20м, мц7, мц7-12, мц7-20, мц9, мц109-12 და мц109-01. ეს თოფები(ლულების ვერტიკალური განლაგებით) იწარმოება ტულის цкиб-ის მიერ 1950 წლიდან ცალობით ან პატარა პარტიებად. მათ ახასიათებთ ლულების განლაგება კალაპოტის ე.წ. ლოყებს შორის საკმაოდ ღრმად. ახალ მოდელებს, რომლებიც შეიქმნა საბაზო მოდელების სრულყოფის გზით მიენიჭათ საბაზო ნომრის წინ მდგარი რიცხვი 10. მაგალითად: мц5-ის სრულყოფის შედეგად გამოუშვეს мц105, мц5-20-ის გაუმჯობესებით შეიქმნა мц105-2
  7. Gurulo

    ЦКИБ СОО

    ЦКИБ СОО აღსანიშნავია, რომ ძლიერნი ამა ქვეყნისანი ,,დიადი საბჭოეთის" დროსაც კი არ ამბობდენ უარს უმაღლესი კლასის იარაღზე. მაგალითად, ხრუშჩოვს ჰქონდა პერდეს თოფი, ბრეჟნევს გააჩნდა რამდენიმე ბრენდი მ.შ. კოსმი... პარტიული ელიტაც არასოდეს ამბობდა უარს მატერიალურ სიკეთეებზე. იმდენად რამდენადაც ქვეყანაში უმაღლესი კლასის იარაღის მასიურად შემოტანა საზღვარგარეთიდან არ შეიძლებოდა, 1945 წლის მაისში ტულის ქარხანასთან შეიქმნა ,,საიარაღო ოსტატთა სკოლა", რომელიც იმ დროინდელ მოწინავე მეიარაღეთა კრებულს წარმოადგენდა. უკვე 1946 წლის აგვისტოში კი ამ სკოლის ბაზაზე დაარსდა ЦКИБ СОО(სპორტუ
  8. მასლოვი კონსტანტინე პეტრეს ძე მასლოვი დაიბადა 1880 წელს. ის ადრეულ ასკში მაცკასთან ეუფლება მეიარაღის პროფესიას, რომელმაც პირველად მოსწავლეს ხელფასის სახით დღიურად 1 მანეთი დაუნიშნა. სწავლების მეოთხე წელს მასლოვის დღიური გამომუშავება უკვე 3 მანეთს შეადგენდა. შემდგომში მასლოვი აღნიშნავდა, რომ ის მასწავლებლის მსგავსად დღეში 10-12 საათს მუშაობდა. სწავლების დასრულების შემდეგ მასწავლებელმა მოსწავლე საკუთარ საამქოში დატოვა დამხმარე ოსტატად. მოგვიანებით კი მას უკვე ყველა საპასუხისმგებლო სამუშაოს ანდობდა. 1907 წელს მაცკა გარდაიცვალა და მასლოვი მისი მემკვიდრე ხდება. ამავე პერიოდში ის თავისი მასწ
  9. გონო შვეიცარიელი ნიკოლოზ გონო პეტერბურგში მოღვაწეობდა. ოსტატი მხოლოდ ძვირფას თოფებს ამზადებდა, რომლებსაც ხელოვნების ნიმუშებს ადარებდნენ. ასეთ შეფასებებს თოფები არა მარტო მაღალმხატვრული დამუშავების გამო ღებულობდნენ, ისინი ბრწყინვალე ბალისტიკითაც გამოირჩეოდნენ. ლულები გონოს ნაკეთობებზე მხოლოდ საუკეთესო ინგლისური ან ფრანგული(ლეოპოლდ ბერნარი) წარმოშობის იყო; საკეტები ჯოზეფ ბრაზიეს ნაკეთობას, ხოლო საკონდახე მასალა კი უმაღლესი ხარისხის კაკალს წარმოადგენდა. პირველი აღიარება გონოს თოფებმა 1867 წელს პარიზის გამოფენაზე მიიღეს, სადაც წარმოდგენილი ჰქონდა ლეფორშეს სისტემის თოფები. სავა
  10. Ижевск იჟევსკის იარაღის ქარხანა რუსეთის უდიდესი იარაღის მწარმოებელი ქარხანა, რომელიც ადრე იწოდებოდა Ижевский оружейный завод(იჟევსკის იარაღის ქარხანა), დაფუძნებულია 1807 წელს მეფე ალექსანდრე პირველის მიერ. 5 წლის შემდეგ მისი წლიური წარმადობა წელიწადში შეადგენდა 7000 ერთეულს. აღიარება იჟევსკის თოფებმა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში მოიპოვეს, 1887 წელს ციმბირ-ურალის გამოფენაზე ქარხანამ წარმოადგინა სანადირო თოფების 30 სხვადასხვა სისტემა და დაჯილდოებული იყო ოქროს მედლით. ქარხნის უნიკალურობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ქარხანამ გამოუშვა 1,5 მილიონი თოფი.
  11. მაცკა ფორუმში ხშირად გვაქვს მსჯელობა იმაზე, რომ საბჭოთაა(რუსი) მეიარაღეები მეასლეები არიან, თუმცა სამართლიანობისათვის უნდა ითქვას_ რუსეთშიც მოღვაწეობდა რამდენიმე დიდი მეიარაღე. ერთ-ერთი ასეთი ოსტატია ფარანც ოსიპის ძე მაცკა(ეროვნებით ჩეხი ). მაცკა(ოსტატ გონოს მოსწავლე) თავის იარაღს 1883-1907 წლებში პეტერბურგში ქმნიდა. მუშაობდა მხოლოდ კერძო შეკვეთებზე. აგრეთვე ახდენდა თოფების რემონტსა და გადაკეთებას. თავისი ნაკეთობის სინატიფისა და მაღალი ხარისხის გამო მან სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. ოსტატი ლულას თვითონ არ აწარმოებდა. თავის თოფებში სხვადასხვა წლებში გამოყენებული აქვს ვიტვორტი
  12. Gurulo

    Antonio Zoli

    Antonio Zoli ამ გარდონელი მეიარაღე გვარის ისტორია ზოგიერთი წყაროს მიხედვით 1490 წლიდან იწყება. რაც შეეხება დადასტურებულ ინფორმაციას, 1867 წლიდან იტალიაში სახელი გაითქვა ჯოვანი ზოლიმ, რომელიც თოფების საკეტებს ამზადებდა და თავის დამზადებულ პისტოლეტებსაც ჰყიდდა. შთამომავლობით ცოდნა არ დაუკარგია მის შვილს ჯუზეპეს, ხოლო ამ უკანასკნელის შვილს ანტონიოს წილად ხვდა გამხდარიყო ყველაზე ცნობილი ამ მეიარაღეთა დინასტიაში. ფირმა Antonio Zoli დაარსდა 1905 წელს. 1960 წლიდან ფირმამ დაიწყო კომბინირებული იარაღის სერიული დამზადება, რითაც ჩამოართვა მონოპოლია გერმანელ და ავსტრიელ მეიარაღეებს ამ
  13. Gurulo

    Cosmi

    Cosmi ფორუმში ადრე გვქონდა საუბარი, რომ ნახევარავტომატებს არასტაბილური ბალანსი აქვთ, რასაც განაპირობებს გასროლის სერიისას ვაზნების რაოდენობის კლება მჭიდში. ამ დროს სიმძიმის ცენტრი უკან ინაცვლებს. ამ პრობლემის გადაწყვეტა იტალიურმა ფირმამ Cosmi-მ მოახერხა ორიგინალური კონსტრუქციით იარაღს Cosmi-ს მარკით რეკლამა არ ჭირდება. ამაზე ტრადიციებმა და დრომ იზრუნეს. ამ კონსტრუქციის თოფები მხოლოდ იტალიის ქალაქ ანკონაში კეთდება. წლის განმავლობაში მზადდება მხოლოდ 100-მდე იარაღი. კომპანიაში მუშაობს 18 მეიარაღე(ხელმძღვანელის ჩათვლით). აქ დანერგილია კონვეიერული ხაზი, თუმცა საბოლოო აწყობა ხელით ხდებ
  14. Vincenzo Bernardelli ერთ- ერთი უძველესი იტალიური ფირმა Vincenzo Bernardelli დაფუძნებული იყო 1865 წელს ვინჩენცო ბერნარდელის მიერ. საზოგადოდ ბერნარდელის გვარის მიერ დამზადებული იარაღი ჯერ კიდევ 1721 წლიდანაა ცნობილი, როცა ოჯახმა შეიძინა საკმაოდ დიდი საიარაღო საწარმო ბრეშიასთან ახლოს გარდონში. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ფირმა უკვე საკმაოდ ცნობადი ხდება სანადირო და სამხედრო იარაღით. მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან კომპანიას ახალი პერსპექტივები ეხსნება სახელმწიფო შეკვეთების მიღებასთან ერთად. სამხედრო- საჰაერო ძალებისათვის ბერნარდელი იწყებს ძრავების მექანიზმების დამზადებას. ამასთან ე
  15. Isidoro Rizzini ფირმა FAIR(Fabbrica Armi Isidoro Rizzini) განლაგებულია ბრეშიადან ჩრდილოეთით გარდონში. დღეისათვის საწარმო უმეტესად ვერტიკალურ გლუვლულიან და ხრახნილლულიან იარაღს უშვებს. ბოლო პერიოდის ტენდენციებიდან გამომდინარე ჰორიზონტალურების გამოშვებაც დაიწყო მცირე ოდენობით. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია სერია ,,იმპერიალი". ვერტიკალურების უმეტესობა ერთნაირი კონსტრუქციისაა: ლულების ქვედა თაღით ჩაკეტვა. ლულები კალაპოტში ნახევარღერძებს ეყრდნობა. საბღძოლო ზამბარა სპირალისებრი; საკეტი გამორიცხავს შემთხვევით გასროლას სრული დაკეტვის გარეშე. ლულები მზადდება სპეციალუ
  16. Battista Rizzini კომპანია Battista Rizzini 1971 წელს დაფუძნდა ბატისტა რიცინის მიერ. დღეს ეს ოჯახური კომპანიაა სადაც ბატისტა, მისი ვაჟი და ორი ქალიშვილია დასაქმებული. ბევრი სპეციალისტის მიერ ეს კომპანია საშუალოფასიან სპორტულ თოფებში ერთ-ერთ საუკეთესო მწარმოებლადაა აღიარებული. ამ ფირმის პროდუქცია არა მარტო იტალიაში, არამედ ევროპასა და ამერიკაშია ცნობილი(ამ ქვეყანაში წარმომადგენლობაც აქვთ). პრემიუმ-კლასის თოფებში ტრანშეული სტენდისათვის, ბატისტა რიცინი იტალიურ გრანდებთანაც კი ახერხებს კონკურენციას. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ამ კლასის თოფების ფასის ხელმისაწვდომობა, რაც ძალიან რ
  17. Emilio Rizzini, Battista Rizzini, Isidoro Rizzini ბევრი იტალიური კომპანია წარმოიშვა უფრო ძველი, ოჯახური საწარმოდან. ასევეა ფირმა F.A.I.R. S.r.l. ეს კომპანია წარმოადგენს ნათესაურ საწარმოთა გაერთიანებას, სადაც თითოეულ მათგანს დამოუკიდებელი იურიდიული სტატუსი აქვთ. ეს კოპრორაცია 1965 წელს ბატისტა რიცინიმ შექმნა. ამავე საწარმოსთან დაკავშირებულია კომპანია Fratelli Rizzini, რომელიც უფრო ადრე ძმები ბატისტა, ემილიო და ისიდორო რიცინის მიერ იყო დაარსებული. რიცინის გვარი იტალიაში ბევრ კომპანიაში ფიგურირებს. მათგან ყველაზე მეტად ცნობილებია Emilio Rizzini, Battista Rizzini, F.A.I.R. S.r.l. - Fabb
  18. Gurulo

    Franchi

    Franchi Franchi ერთ-ერთი მდიდარი ისტორიის მქონე იტალიური კომპანიაა, რომელსაც თავისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე აღმაფრენებიც ქონია და რთული ეტაპებიც. ფირმა დაარსებულია 1858 წელს ლუიჯი ფრანჩის მიერ ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციის ქალაქ ფორნაჩში. 1995 წლიდან Franchi ბერეტა ჰოლდინგის სრულუფლებიანი წევრია. თავისი განვითარების ეტპზე ფირმაამ რამდენიმე ღირშესანიშნავი მოდელი შექმნა, რომელთა შესახებაც მოკლედ მოგახსენებთ. ფირმის ერთ-ერთი ყველაზე მასიური(გამოსული ეგზემპლიარების რიცხვით) თვითდამტენი ნახევარავტომატი 48 AL-ია, რომლითაც ბევრი კონკურენტი დაიძირა. უკუქცეულ გა
  19. Gurulo

    Zanardini

    Zanardini ფირმა დაფუძნებულია 1946 წელს პიერო ზანარდინის მიერ. საწარმო მდებარეობს იტალიის ქალაქ გარდონში(ბრეშია). ფირმის პროდუქცია მთელ მსოფლიოში იყიდება. ზანარდინის პირველი პრიზი აქვს მიღებული 1971 წელს იტალიაში მოწყობილ გამოფენაში ნომინაციით ,,ხარისხი და მოწინავე ტექნოლოგიები". ფირმა ყოველ კონკრეტულ კლიენტზეა ორიენტირებული. მისი ასორტიმენტი სხვადასხვა პროფილის გლუვლულიანი და კომბინირებული იარაღია. ზანარდინი სალულედ უმაღლესი ხარისხის ფოლადს გამოიყენებს. ის ცივი წრთობის მეთოდით მუშავდება. რაც შეეხება კალაპოტის ფოლადს, ის თერმოდამუშავებას გადის და ,,ცემენტაციის" მეთოდის გამო ძალ
  20. Gurulo

    LUCIANO BOSIS

    LUCIANO BOSIS პირადად მე ინგლისური კლასიკის თაყვანისმცემელი ვარ, თუმცა არასოდეს ვამბობ უარს დავტკბე სხვა ქვეყნის კლასიკოსების შედევრებით. დღეს, იმის დასტურად, რომ საფუძველთა საფუძველი და დვრიტა ინგლისია, მინდა წარმოგიდგინოთ იტალიური ელიტური იარღის ერთ-ერთი წარმომადგენელი საწარმო FABBRICA D’ARMI LUCIANO BOSIS დაფუძნებულია 35 წლის წინ. დამფუძნებელი ლუჩანო ბოსისი მოწინავე იტალიურ კომპანიებში მუშაობდა სანამ საკუთარ წარმოებას გააკეთებდა. დღეს მისი საწარმო ქალაქ ბრეშიასთან ახლოს ტრავალიატოშია განლაგებული. ლუჩანოს დიდმა გამოცდილებამ და უდიდესმა ოსტატობამ თავიდანვე განსაზღვრა ფირმ
  21. Gurulo

    Fabbri

    Fabbri შემდგომში განთქმული იტალიელი ოსტატი ივო ფაბბი ბავშვობიდანვე ნადირობის დიდი მოყვარული გახლდათ. ამ საქმის სიყვარულმა თავისთავად იარაღთან დააკავშირა. ის 50-იანი წლების დასაწყისში კონცერნ Fiat-ში მეტალის დამუშავებასა და ხარისხის კონტროლის მეთოდებს სწავლობს. იმ დროისათვის ადგილობრივი მნიშვნელობის მეიარაღე გახლდათ ვინმე დეზენციანი, რომლის საამქროშიც ერთ-ერთი ვიზიტისას ფაბბი ნაკეთობებში გარკვეულ ხარვეზებს ამჩნევს და მათი აღმოფხვრის გზებს ასწავლის ოსტატს. დეზენციანი ახალბედა ფაბბიში ტალანტს ამჩნევს და იარაღის კეთებით დაკავებისაკენ მიუთითებს მას. ამ მიზნით ივო უკავ
  22. Gurulo

    Piotti

    Piotti იტალიის ქალაქ ბრეშიაში ძმებმა ორალდო და ფაუსტო პიოტებმა 50 წლის წინ საკოლექციო, სანადირო და სპორტული თოფების სარემონტო საამქრო გახსნეს. 60-იანი წლების შუა ხანიდან თოფების გამოშვებაც დაიწყეს კარგად აპრობირებული მერკელის სისტემების საკეტებზე. ფირმა პიოტის ცნობადობა განსაკუთრებით გაიზარდა მას შემდეგ, რაც 1972 წელს მიუჰენის ოლიმპიადაზე ამ ფირმის თოფით ოქროს მედალი იქნა მოპოვებული. ამ მოვლენის შემდეგ ფირმაში შტატი 12 ოსტატამდე გაიზარდა, ხოლო წლიური წარმადობა 160 ერთეულამდე. 75 წლიდან გამოუშვეს მოდელი ,,მონაკო", რომელშიც ყველა დეტალი საკუთარი წარმოების იყო. მალევე გამოვიდა მო
  23. Gurulo

    FAMARS

    FAMARS ყველაფერი 1967 წელს გარდონში დაიწყო, როცა ორმა ნიჭიერმა ოსტატმა მარიო აბიატიკომ და რემო სალვინელიმ ფირმა დააფუძნეს. მათ კლასიკური ბრიტანული კონსტრუქციისა და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიის შერწყმით, ერთბაშად მოინადირეს იარაღის მოყვარულთა გულები ევროპასა და ამერიკაში. აბრევიატურა FAMARS დამფუძნებლების ინიციალებისაგან წარმოიშვა _Fabbrica Armi Mario Abbiatico e Remo Salvinelli. ფირმის პროდუქცია ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული. განსაკუთრებული როლი ამ საქმეში დამფუძნებელს, უნიჭიერეს გრავიორს, მარიო აბიატიკოს ეკუთვნის. 1980 წელს გამოცემული მისი წიგნი ,,თანამედრ
  24. Gurulo

    Ferlib

    Ferlib ეს ფირმა მეორე მსოფლიო ომის დასასრულს შეიქმნა ქალაქ გარდონ-ვალტრომპიაში ლიბერო ფერაგლიოს მიერ. დღეს ფირმას ხელმძღვენელობს ამავე საწარმოს ყოფილი ოსტატი ივანო ტრანფოლიო. ფირმა წარმოადგენს პატარა საწარმოს, რომელიც 30-მდე ერთეულ ხელნაკეთ თოფს უშვებს წელიწადში. ფირმას მჭიდრო კავშირი აქვს სხვა საწარმოებთან, რადგან სრული საწარმოო ციკლის შესრულება მცირე კომპანიის პირობებში შეუძლებელია. ამავე დროს სხვებიც სარგებლობენ ფერლიბის მომსახურებით. ფერლიბში დასაქმებულია 7 ოსტატი, რომლებიც ერთად ქმნიან თავიანთ შედევრებს. კომპანია ლეგენდარული პირველ რიგში თავისი ზღაპრული გრავირების გამო გახ
×
×
  • Create New...