Jump to content
Club-Monadire.Ge

Gurulo

ადმინი
  • Content Count

    3.856
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    68

Everything posted by Gurulo

  1. Marocchi Armi კომპანიის ფუძემდებელია სტეფანო მაროჩი, რომელიც 1922 წლიდანაა ცნობილი იტალიაში. 1926 წელს სტეფანომ საკუთარი საოჯახო საწარმო დააფუძნა გარდონ ვალ ტრომპიაში. ფირმა ყველა სახისა სანადირო და სპორტულ თოფს უშვებს(ორლულიანებს, კომბინირებულებს, ნახევარავტომატებს). 1957 წელს საერთაშორისო გამოფენაზე კომპანიის გამოგონებამ პნევმატიკაში(პნევმატური იარაღი СО2-ზე) მთავარი პრიზი მიიღო(მაშინ ეს სიახლე გახლდათ). ამ მოვლენიდან მალე კომპანიამ ამ სახის იარაღის წარმოება შეწყვიტა. 1972 წელს დამფუძნებლის ვაჟმა, პეტრომ(ამ პერიოდში ფირმის ხელმძღვანელი) საწარმო მეზობელ ქალაქში, სარეც
  2. Gurulo

    Breda

    Breda იტალიური ფირმა ბრედა მეოცე საუკუნის დასაწყისში შეიქმნა. პირველი მსოფლიო ომის დროს ის კომპანია ,,ფიატთან" ერთად ჩართული იყო ტყვიამფრქვევ ,,მოდელი 14" -ის გამოშვებაში. ომის დასრულების შემდეგ ბრედამ საკუთარი იარაღი შექმნა. ეს ტყვიამფრქვევებია ,,მოდელი 30", ,,მოდელი 31" და ,,მოდელი 37". ეს უკანასკნელი იტალიის არმიის შეიარაღებაში იყო მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. 1945 წლიდან ბრედამ თავისი ძალისხმევა სანადირო იარაღის შექმნაზე მიმართა. 60-იან წლებში ფირმის გლუვლულიანი ნახევარავტომატები აშშ-ში იყიდებოდა სხვადასხვა იმპორტიორი ფირმის სახელწოდებით. მაგალითად, სერია ,,ნოვომატიკი" იყიდებო
  3. Gurulo

    Caesar Guerini

    Caesar Guerini იტალიური კომპანია ცეზარ გუერინი დაფუძნდა 2000 წელს ბრეშიას რაიონში მარჩენოში. ფირმა იმ პერიოდში შეიქმნა, როცა კომპიუტერული მართვის ჩარხებმა თავის სრულყოფილებას მიაღწიეს. ამას შეერწყა ხელით შრომის მაღალი კლასი და მიღებული იქნა ულტრათანამედროვე საწარმო, რომელშიც იდეალურადაა შეთავსებული ახალი ტექნოლოფიები და ძველი ტრადიციები. კომპანიის დამფუძნებლებია ძმები ჯორჯიო და ანტონიო გუერინი, რომელთა მიზანი ექსტრა კლასის იარაღის სერიული წარმოებაა. ფირმის დაფუძნების დროისათვის ძმებს იარაღის ინდუსტრიაში სოლიდური გამოცდილება გააჩნდათ(ანტონიოს ინჟინრისა, ხოლო ჯორჯიოს კი იარ
  4. Gurulo

    Angelo Zoli

    Angelo Zoli ამჟამად ფირმა ,,ანჟელო ზოლი" არ არსებობს, მაგრამ მის მიერ წარმოებული სანადირო და სპორტული იარაღი მოწინავე იტალიური ფირმების ნაწარმს არაფრით ჩამოუვარდება. ეს ფირმა კომპანია ,,ანტონიო ზოლში" არ უნდა აგვერიოს მიუხედავად იმისა, რომ ორთავე იტალიის ქალაქ ბრეშაში მდებარეობდა. ,,ანჟელო ზოლი" ტიპიურ საოჯახო საწარმოს წარმოადგენდა, რომელიც ბრწყინვალე იარაღს აწარმოებდა თავისი კლიენტებისა და სხვა კომპანიებისათვის. ასე მაგალითად, ფირმა ,,ვეზერბისათვის" ამზადებდა მოდელს ,,რიჯენსი" , ხოლო კომპანია RWS/ Dynamit Nobel-სთვის ამზადებდა Rottweil- 650-ს. გარდა ამისა ,,ანჟელო ზოლი" .45 და .
  5. Gurulo

    Sabatti

    საბატის საგვარეულო ფირმა SVR ერთ-ერთი წამყვანი საწარმოა ევროპაში კონდახების დამზადებაში. სპეციალიზაცია სანადირო და სპორტული იარაღის კონდახების წარმოებაა. ფირმის მფლობელებია რენალდო და ვალერიანო საბატები. საწარმო ცნობილია მსოფლიოს ყველა წამყვანი სპორცმენისათვის. რაზედაც ფირმაში არსებული საპატიო სტენდიც მეტყველებს. სტენდი სავსეა სამადლობელი მინაწერებით და ფოტოგრაფიებით ისეთი ცნობილი სპორცმენებისაგან, როგორებიცაა ენიო ფალკო(ევროპის ხუთგზის ჩემპიონი 2001-2006წწ და ატლანტის 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი), გეორგიოს ახილეოსი( მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი 1999, 2007წწ; ევროპის 2007 წ ჩემპიონი),
  6. Gurulo

    Sabatti

    Sabatti საბატის გვარი საუკუნეებია იარაღის მწარმოებელია. ასე მაგალითად, ლუდოვიკ საბატი(1674-1745წწ) მაღალი ხარისხის ლულებს აკეთებდა; ჯუზეპე საბატი(1760-1815წწ) საუკეთესო მუშკეტების წარმოებით იყო ცნობილი; მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში მცხოვრები მისი სეხნია კი მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეიარაღედ ითვლება(დამასკოს ფოლადის მისეულ ლულებს მთელ მსოფლიოში იცნობდნენ). ამ დიდი გვარის სხვადასხვა შტო დღესაც აგრძელებს თავის მოღვაწეობას იარაღთწარმოებაში სხვასთან ტანდემში ან დამოუკიდებლად. თანამედროვე მწარმოებელი სტრუქტურა დაფუძნებული იყო ანტონიო საბატის მიერ 1946 წელს. თავისი სახელწოდება FI
  7. Gurulo

    RENATO GAMBA SAB

    RENATO GAMBA გამბას ოჯახი გარდონში XVIII საუკუნის პირველ ნახევარში გადმოვიდა ვალ-ბრემბანადან, მას უკვე ჰქონდა გამოცდილება იარაღის წარმოებაში. იმ პერიოდში ამ ზონაში ინტენსიურად ვითარდებოდა ეს დარგი მეტალურგიასთან ერთად. 1748 წელს ჯუზეპე გამბასა და ადგილობრივი მეიარაღის ქალიშვილის, მადდალენე ბერელის ქორწინებით საფუძველი ჩაეყარა ახალ იარღისმწარმოებელ დინასტიას. დღეს ამ დინასტიის ტრადიციებს რენატო გამბა და მისი შვილები ენრიკო და მარცელა აგრძელებენ(მარცელას სპეციალიზაცია სანადირო და სპორტული ტანსაცმელია MG მარკით). დღეისათვის ფირმა შედის Societa Arm Bresciane s.r.l.(SAB)-ის შემა
  8. Gurulo

    Mauro Battaglia

    Mauro Battaglia მაურო ბატალია დაიბადა 1954 წელს იტალიის ჩრდილოეთში ქალაქ რევენაში, სადაც დღემდე მოღვაწეობს. ბავშვობის წლებიდან ტექნიკისადმი იჩენდა მიდრეკილებას, ხოლო ნადირობის სიყვარული მამიდან შთამომავლობით გადაეცა. ამ ორი მისწრაფების გაერთიანებით მაუროსათვის იარაღი უფრო მეტი გახდა ვიდრე ინჟინერული ჩანაფიქრი. იარაღი მაუროსათვის მხატვრული ინტერესის ობიექტს წარმოადგენს. 1983 წელს მან კონდახების გაკეთება და დაყვანა დაიწყო. ამისათვის საჭირო ინსტრუმენტები თავად დააპროექტა და დაამზადა. ამ საქმეში მაუროს კლასი სწრაფად აღიარეს იტალიის რამდენიმე ცნობილმა ოსტატმა. შემდებ ბატალია პრაქტიკას გადიოდა
  9. Art Manufactura Armi ეს იტალიური ფირმა 1998 წელს დააფუძნა დენის ფონტანამ(დაბ. 1975წ) გარდობ-ვალ-ტრომპიაში. ფონტანა მეიარაღის პროფესიას მოწინავე იტალიელ ოსტატებთან ეუფლებოდა ოთხი წლის განმავლობაში. ამის შემდეგ პატარა საამქროში იარაღის რემონტითა და აწყობით იყო დაკავებული. საკუთარი საწარმოს შექმნის შემდეგ ოსტატი მხოლოდ უმაღლესი კლასის შტუცერებსა და გლუვლულიანებს ამზადებს. ფირმაში ფონტანასთან ერთად რამდენიმე ოსტატი მუშაობს. მათი წარმადობა წელიწადში 50 ერთეულ თოფს არ აღემატება. საფირმო თოფების წარმოშობის დადგენა ძალიან მარტივია. ყველა ეგზემპლიარზე მოდელის სახელთან ერთად აქვს წარწერა Art
  10. Armi Perugini & Visini კომპანია მდებარეობს ბრეშიასთან ახლოს ნუვონერაში. ის პატარა საწარმოს წარმოადგენს, რომელიც მხოლოდ მაღალი კლასის სპორტულ და სანადირო იარაღს უშვებს. ფირმა 1986 წელს ორმა მეიარაღემ ვინჩენცო პერუჯინიმ და დარკო ვიზინიმ დააფუძნეს. საფირმო მოდელები ბევრია_ შტუცერები, კარაბინები, სანადირო და სპორტული გლუვლულიანები, მაგრამ აწარმოებენ შეზღუდული რაოდენობით. თოფები ბრწყინვალე ბალისტიკით გამოირჩევიან. ოსტატები ლითონისა და ხის მასალების შერჩევისას მეტად სკურპულოზურები არიან. ფოლადის ყველა დეტალი(ლულები, კალაპოტები და სხვა) რენდგენოგრაფიულ ანალიზს ექვემდებარება, რამ
  11. Gurulo

    Investarm

    Investarm ინვესტარმი შედარებით ახალგაზრდა კომპანიაა. ის 1975 წელს იქნა დაფუძნებული მარჩენოში სამი ძმა სალვინელის მიერ. ძმები იარაღის ბიზნესში ახალბედები არ იყვნენ, ისინი 1955 წლიდან სხვადასხვა ადგილობრივ კომპანიაში მუშაობდნენ. ფირმის სპეციალიზაცია ორლულიანი სპორტული და სანადირო თოფებია. საწარმო კომპიუტერული ჩარხებითაა აღჭურვილი. ამ ჩარხებზე წარმოებული კვანძები და დეტალები ურთიერთმონაცვლებადია, რაც პროდუქციის თვითღირებულებაზე დადებითად აისახება. საწარმოს ერთი სტანდარტის(ტიპის) საბაზო თოფი აქვს, ესაა მოდელი ,,სიდნეი", რომელიც სხვადასხვა მოდიფიკაციით გამოდის(აღჭურვილია ბოსის საკეტებით
  12. Gurulo

    Armi Perazzi

    Armi Perazzi კომპანია Armi Perazzi კარგადაა ცნობილი იარაღის ბაზარზე. მისი სპორტული და სანადირო თოფების პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება. აღსანიშნავია პროდუქციის უმაღლესი ხარისხი და ორიგინალური კონსტრუქცია. კომპანია პერაცი ტიპიური იტალიური საწარმოა, სადაც მანქანურ წარმოებას კარგად ერწყმის ხელით შრომა. დანიელ პერაციმ 16 წლის ასაკში სამსახური დაიწყო იარაღის საწარმოში, სადაც ადგილი საწყობში მუშად მიუჩინეს. ამ პოსტიდან დანიელი საწარმოს წამყვან ოსტატად გაიზარდა. 20 წლის ასაკში ერთ-ერთ დიდ საიარაღო ქარხანაში გადადის სამუშაოდ. მთელ ამ პერიოდში პერაცი საკუთარ კომპანიაზე და იარღზე
  13. Gurulo

    Bettinsoli

    Bettinsoli Bettinsoli მდებარეობს ბრეშიაში გარდონ-ვალ-ტრომპიაში. ის ოჯახური საწარმოა, რომელიც და-ძმა ბეტინსოლებს ეკუთვნის. ძმა ფირმის ხელმძღვანელია, ხოლო და ადმინისტრატორი. საწარმოს შტატი 20 თანამშრომელია. ფირმის ტექნიკური აღჭურვილობა ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვეა მთელ ბრეშიაში(მაგალითად, ერთ ავტომატიზირებულ ჩარხზე შესაძლებელია 12 სხვადასხვა დეტალის დამზადება). კომპანიის ისტორია 1969 წელს დაიწყო. წელიწადში დაახლოებით 15 ათას თოფს უშვებენ, საიდანაც მესამედი სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მიდის, რამდენადმე ნაკლები საფრანგეთში... საერთოდ საფირმო თოფები ევროპის 16 ქვეყანაში იყიდება
  14. Gurulo

    Beretta

    ბერეტამ მორიგი სიახლე გამოიტანა ბაზარზე. თავის ნახევარავტომატურ მოდელებზე A400 Xplor Light და Beretta Xplor Action დააყენა ელექტრონული მრავალფუნქციური მოწყობილობა Gun Pod , რომელსაც თხევადკრისტალური დისპლეი გააჩნია. ეს მოწყობილობა აჩვენებს ჰაერის ტემპერატურას, თოფის უკუცემის ძალას და გასროლილი ვაზნების რაოდენობას. მოწყობილობას შეუძლია დააფიქსიროს 450 ათასი გასროლა. გასროლის ნებისმიერი რაოდენობის შემდეგ შესაძლებელია ათვლის ახლიდან დაწყება. თოფის უკუცემის მაჩვენებლის შესაბამისად შესაძლებელია განისაზღვროს დენთისა და ვაზნის მუხტის სიდიდე. ამ მოწყობილობას გამომგონებლები ავტომანქანის ბორტკომპიუ
  15. Gurulo

    Beretta

    Beretta UGB25 ფორუმში განხილული გვაქვს იტალიური ,,კოსმი", რომელიც სრულიად სამართლიანად ითვლება მსოფლიოს საუკეთესო ნახევარავტომატად. დღეს წარმოგიდგენთ ბერეტას სპორტულ ნახევარავტომატს Beretta UGB25, რომელიც ამ ფირმამ რამდენიმე წლის წინ დაამზადა და ტექნიკური თვალსაზრისით სიახლეს წარმოადგენს. მოდელის სახელი წარმოდგება ფირმის პრეზიდენტის, უგო გუსალ ბერეტას ინიციალებისაგან. ამ თოფს მჭიდი არ გააჩნია, ის ორტყვიანია(პირველი ვაზნა სავაზნეში). ლულა ღრმადაა ჩაფლული ტიბჟირსა და კალაპოტში და აქვს მაღალი ვენტილირებადი სამიზნე თამასა. ნასროლი ვაზნები ცვივა არა გვერდიდან, არამედ ქვემოთ-წინ. გვერდი
  16. Gurulo

    Beretta

    Beretta Fabbrica d'Armi Pietro Beretta - ესაა ერთ-ერთი უძველესი საწარმო მსოფლიოში, რომელსაც წარმოების წყვეტა არ ჰქონია. 1526 წელს გარდონელმა მასტრო ბართოლომეო ბერეტამ გაყიდა 185 ცალი ლულა, რომელშიც მიიღო იმ დროში საკმაოდ დიდი ანაზღაურება, 296 დუკატი. უკვე მე-15 საუკუნის დასაწყისისათვის ბერეტას ნაწარმი აღიარებული იყო მისი ხარისხის გამო. სახელი ბერეტა ასოცირდებოდა(ახლაც ასეა ) უკომპრომისო ხარისხთან, დიზაინთან, მასალებთან, კონკურენციასა და იტალიის საზღვრების გარეთ მუშაობასთან. ფირმა ინარჩუნებს ტრადიციებს 15 თაობის შემდეგაც. 1800-ების დასაწყისში პეტრო ანტონიო ბერეტა, სხვადასხვა სიძნ
  17. Gurulo

    Fausti Stefano

    Fausti Stefano თანამედროვე ფირმა Fausti Stefano(ქართ. ,,ფაუსტი სტეფანო”; თავდაპირველად ერქვა ,,ფაუსტი სტეფანო და ქალიშვილები”) დაფუძნებულია 1948 წელს, ძველი მეიარაღეების შთამომავლის სტეფანო ფაუსტის მიერ იტალიის ქალაქ ბრეშიაში. მხოლოდ იმის თქმა, რომ ეს ქალაქი მეიარაღეებისაა_ ძალიან ცოტაა. ამ ქალაქის ერთ-ერთი მთავარი ქუჩაა Via Pietro Beretta მეტყველებს იმაზე თუ რა მძლავრი იარაღის წარმოებაა გაჩაღებული აქ. უკვე ათეული წლებია ფირმა Fausti Stefano-ს უძღვებიან მისი დამფუძნებლის ქალიშვილები, ვისი მეშვეობითაც წარმოება გამუდმებით იზრდება, როგორც რაოდენობრივად, ასევე ასორტიმენტითაც. 1999 წელს ფ
  18. Gurulo

    Fabarm

    http://www.fabarm.com/
  19. Gurulo

    Fabarm

    Fabarm Fabarm შედარებით ახალგაზრდა ფირმაა, რომელიც მდებარეობს ქალაქ ტრავალიატოში. თუმცა მისი პროდუქცია, თავისი ხარისხით, დიდად არ ჩამოუვარდება ბერეტას, ბრაუნინგს, ბინელის და სხვა გარანდებს. Fabarm-ი იმიჯის ზრდასთან ერთად ზრდის თავის ასორტიმენტსაც. ეს ფირმა ადრე მუშაობდა ბერეტასა და ბინელზე, ასეთმა სკოლამ უკვაკოდ არ ჩაიარა. გალეზების გვ არის ფირმა მეორე მსოფლიო ომამდე მდებარეობდა ბრეშიაში და ორიენტირებული იყო რამდენიმე ტიპის ბაბრძოლო იარაღის წარმოებაზე. ომის დამთავრების შემდეგ საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე ევროპის ბევრ ფირმას ჩამოერთვა სამხედრო იარაღის წარმოების უფლებ
  20. Gurulo

    Benelli Armi

    გუშინ ჩვენი ვახოსაგან ძალიან ბევრი საჩუქარი მივიღე. ერთ-ერთი მათგანია ბენელის ინერციული ნახევარავტომატის დიიიიიდიიიი პლაკატი. სურათზე გამოსახული ულამაზესი იტალიური თოფი ჩემს სამუშაო ოთახში ყველაზე თვალსაჩინო ადგილზე გავაკარი. Raffaello Crio Evo საერთაშორისო გამოფენაზე IWA 2008 ფირმამ პირველად წარმოადგინა მოდელი Raffaello Crio Evo. მოდელში თავმოყრილია ელეგანტურობა, ზედაპირის დამუშავების რთული ტექნოლოგია და საფირმო ბალისტიკა. ეს პირველი მოდელია, რომელშიც ბენელიმ გამოიყენა Benelli Multilayer Barrier(შემოკლებით BMB). ესაა მეტალის გარე ზედაპირის რამდენიმეფენოვანი დაფარვ
  21. Gurulo

    Benelli Armi

    Benelli Armi კომპანია Benelli Armi მდებარეობს იტალიის ქალაქ ურბინოსთან ახლოს ადრიატიკის სანაპიროდან 20კმ-ში. ჯერ კიდევ XVII საუკუნეში ამ რეგოინში წარმოებული პისტოლეტები და თოფები გამოირჩეოდნენ დეკორატიული ელემენტებით. ამ იარაღის იშვიათი ეგზემპლიარები, რომლებიც გაკეთებულია Marchigiana-ს სტილში, გვხვდება მუზეუმებსა და კერძო კოლექციებში. ამიტომ ლოგიკურია, რომ ფირმა Benelli Armi, წარმოიშვა სწორედ იქ, სადაც საუკუნეების წინ იარაღი მუშავდებოდა და აღიჭურვებოდა ორიგინალური კონსტრუქციებითა და ელემენტებით. ფორმალურად ამ კომპანიის ისტორია დაიწყო 1967 წელს მისი ოფიციალური დარეგისტრირებით. თუმ
  22. Auguste Francotte Auguste Francotte -ის პოპულარობა და პრესტიჟულობა საყოველთაოდაა ცნობილი. ეს ფირმა ყოველთვის ამართლებდა მონადირეთა იმედებს და დაიმსახურა დიდი სიყვარული. მან მსოფლიო აღიარებას მიაღწია XIX საუკუნის ბოლოს. ამ ბელგიურმა ფირმამ საცალო და შეკვეთილი იარაღის ჰარმონიულობა გადაიტანა სერიულ ნაწარმზე, ხოლო ბალისტიკური მაჩვენებლებით Auguste Francotte-თან კონკურირებს მხოლოდ რამდენიმე მსოფლიო მნიშვნელობის ფირმა. 1799-1805 წლებში ჟოზეფ ფრანკოტმა ააგო ლიეჟში ,, პორტატული იარაღის ფაბრიკა”. თავდაპირველად ჟ. ფრანკოტი შეუდგა სამხედრო ნაწარმის გამოშვებას, მაგრამ შემდეგ სანადირო
  23. Gurulo

    Lebeau-Courally

    Lebeau-Courally ფირმა Lebeau დაფუძნებული იყო ქ. ლიეჟში 1865 წელს აუგუსტ ლებოს მიერ. 1896 წლიდან ფირმის სათავეში ფერდინანდ კურალის მოსვლის შემდეგ მიიღო სახელი Lebeau-Courally. კურალი ნიჭიერი მეიარაღე იყო. მის კონსტრუქციას წარმოადგენს ცნობილი ეჟექტორები, რომლებსაც საერთო შემყენებლეგი გააჩნიათ. ფირმა მთლიანობაში დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ეჟექტორს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამ მექანიზმის ზამბარები, რომლებიც უზარმაზარი რესურსით გამოირჩევიან. აუგუსტ ლებოს მიზანი თავიდანვე ძვირფასი იარაღის წარმოება იყო. საერთაშორისო აღიარება მოვიდა 11 წლის შემდეგ, როცა ფირმის ნაწარმმა ფილადელფიის გამო
  24. Gurulo

    Piper boyard

    Piper boyard ანრი პიპერი გერმანული წარმოშობის ბელგიელი ფაბრიკანტია, რომელიც საკმაოდ კარგადაა ცნობილი ძველი თაობის მონადირეთათვის. მისი წარმოებული თოფები რუსეთში და იქედან საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის ბოლოდან შემოვიდა. ჯერ კიდევ 1892 წელს ლ. საბანეევი წერდა: ,,პიპერის იარაღი უმაღლესი ხარისხისაა და არაფრით ჩამოუვარდება ფრანკოტს, ფასით კი გაცილებით იაფია." ანრი პიპერი პირველი ბელგიელი მეიარაღე გახლდათ, რომელიც რუსულ ბაზარზე მასშტაბურად შემოიჭრა. რუსეთისათვის განკუთვნილ ზოგიერთ(არა ყველაზე) თოფზე წარწერა რუსულენოვანი გახლდათ:,, ორიგინალური ბოიარდი" ან ,,ორიგინალური დიანა".
  25. DUMOULIN HERSTAL s.a ბელგიური იარაღთწარმოება ძალიან შორეულ წარსულში იღებს სათავეს. წარმოება XVI საუკუნეში დაიწყო, მაღალი ტემპებით ვითარდებოდა XVIII საუკუნეში, ხოლო XIX–ს ბოლოს ისეთ დონეს მიაღწია, რომ ეს პატარა ქვეყანა უშვებდა იმაზე მეტ იარაღს რასაც დანარჩენი მსოფლიო ერთად აღებული. წარმოების ცენტრი იყო და რჩება ლიეჟი. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ლიეჟში კონცენტრირებული იყო ძალიან ბევრი მცირე საწარმო. 1890 წელს აქ ითვლიდნენ 187 კუსტარულ საამქროს, ხოლო ქალაქის გარეუბნებში კიდევ 280–ს. ამ საწარმოებში დასაქმებული იყო 80 000 ოსტატი. ჰერსტალში მდებარე ფირმა DUMOULIN HERSTAL s.
×
×
  • Create New...