Jump to content
Club-Monadire.Ge

Gurulo

ადმინი
  • Content Count

    3.856
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    68

Everything posted by Gurulo

  1. სურათი1 სანადირო გლუვლულიანი თოფის(სურათი#1) ძირითად ნაწილებს შეადგენს: ლულა(1), კალაპოტი(მექამიზმი)(3), კონდახი(2) და ტიბჟირი(5). თავის მხრივ ლულა შედგება(სურათი#2) 1)სავაზნისაგან,2)სავაზნე-არხის გარდამავალი კონუსისაგან,3) ლულის არხისაგან, 4)არხი-ჩოკის გარდამავალი კონუსისაგან, 5)ლულის შევიწროებისა და 6)სავაზნის ჭრილისაგან სურათი2 კალაპოტი თოფის ტიპის მიხედვით არსებობს ვერტიკალური(ე.წ. ლოყებიანი), ჰორიზონტალური და დარნის ტიპისა. სურათი3 კონდახი(სურათი 3) არის პისტოლეტური(4 და 6), ნახევრადპისტოლეტური(3 და 5) და ინგლისური(1 და2) ტიპისა. ტიბჟირი ა
  2. ეს პოსტი არის ჩემი. ყოფილ ფორუმში ჩემს მიერ იყო ჩასწორებული(ახლიდან დაწერილი) ,,რეზოს" პოსტში დაინტერესებული პირებისათვის შემიძლია დავაკონკრეტო წყაროც სანადირო თოფების სისტემები ტიპებისა და სისტემების მიხედვით თოფები ბევრნაირია. მათ განასხვავებენ შემდეგი ნიშნებით: გამოყენებული ჭურვის მიხედვით; ლულების რაოდენობის მიხედვით; გადატენვის საშუალებათა მიხედვით;გასასროლად გამზადებული ვაზნების რაოდენობის მიხედვით; დამცემი სისტემის მიხედვით; დანიშნულების მიხედვით. ჭურვის მიხედვით იყოფა საფანტიან(გლუვლულიან), ტყვიის(კუთხვილლულიან) და კომბინირენულ(ტყვია -საფანტიან) თოფებად. ნა
  3. გრავირება მაშ ასე, სიტყვა გრავირება როგორც წესი ნიშნავს მყარ, სწორზედაპირიან საგანზე ჭრას (ინგლ. engrave / რუს. гравировать) მაგალითად რკინა, ხე, შუშა, პლასმასი. ამ შემთხვევაში ჩვენი სპეციფიური ფორუმიდან გამომდინარე შევეხები მხოლოდ იარაღზე ჭრას. დამეთანხმებით ალბად გრავირებული იარაღი (ცივი, ცეცხლსასროლი) ბევრად უფრო ლამაზი და მიმზიდველია. არსებობს ქარხნული გრავირება, რომლებსაც სპეციალური დაზგები ასრულებენ, მარა ოსტატის ხელით გრავირება უფრო ფასობს, თუნდაც იმიტომ რომ გრავირება შეიძლება სპეც შეკვეთით გაკეთდეს, რომელსაც ანალოგი არ მოეპოვება. სპეციალური დაზგა (მრავალნაირი არსებობს). ხ
  4. ჩვენთან ყველაზე მეტად(სავაჭრო ქსელი იგულისხმება) გავრცელებულია რექსი II, რომელიც მოთავსებულია ყვითელ ქილაში. საერთოდ კი რექსი 0 ცისფერ ქილაშია, რექსი I წითელში, რექსი III კი მწვანეში. შესაფუთი ტარის სხვადასხვა ფერი განპირობებულია რექსების(0,I, II და III) სხვადასხვა სიძლიერით. რექსი II და რექსი III(ყვითელ და მწვანე ქილაში) შედარებით სუსტი დენთია, ხოლო რექსი 0 და რექსი I კი ძლიერი. პირადად მე რექსი 0 და რექსი I არც მინახია სადმე გასაყიდი. -------------------------------- ჩემი პირადი, სუბიექტური აზრი: რექსი(თუ დოზას ზუსტად შეურჩევთ) არაფრით ჩამოუვარდება ძველებურ სოკოლს( ახლა
  5. согласованая дробь თარგმანში ალბათ არის ,,შეთანხმებული(შეწონასწორებული) საფანტი" მცირე განმარტებას გავაკეთებ იმ ფორუმელებისათვის, ვინც დაინტერესდა ამ თემით. ჩემს ჯეელობაში ლულის საფანტთან ,,შეთანხმებას" შემდეგნაირად ზომავდნენ. ლულის ტუჩში რამდენიმე მილიმეტრ სიღრმეში(გააჩნია საფანტის ზომას; მაქს. 1-2 სმ) ჩადებდნენ საშუალო სისქის საფენს(პიჟს). საფენს ლულაში უნდა ქონოდა მკაცრად ჰორიზონტალური მდებარეობა. შემდგომ ამ საფენზე დაყრიდნენ საფანტს ისე, რომ მარცვლებს შეედგინათ მხოლოდ ერთი ფენა(მეორე ფენაზე დაცვენილ საფანტს პინცეტით ამოვიღებდით ხოლმე). იმ ნომრის საფანტი, რომელიც მაქს
  6. ვისაც აინტერესებს რა განსხვავებაა ვაზნის სტანდარტულ და ვარსკვლავა მოხუფვას შორის(იგულისხმება ბალისტიკა) კარგად დააკვირდეს ამ სურათებს და მიხვდება რომელი ჯობია შორს სასროლი ვაზნებისათვის. შეგახსენებთ, რომ ორთავე შემთხვევაში გამოყენებულია პიჟკონტეინერი სიბურჯღლის ასამაღლებლად. სურათები გადაღებულია სპეციალური აპარატურით. სტანდარტული მოხუფვით დატენილი ვაზნის გასროლა ვარსკვლავა მოხუფვით დატენილი ვაზნის გასროლა
  7. ტყვია-წამლის შენახვა უბოლო დენთის შენახვის ვადა გამოშვების თარიღიდან 5 წელია, ხოლო კაპსულებისა და ფისტონების 3 წელი. შესაძლებელია ამ ვადების გაორმაგება, თუ შესაბამისი პირობების დაცვით იქნება შენახული ერთიცა და მეორეც. კერძოდ, ლითონის ქილიდან დენთი უნდა გადავყაროთ მუქი შეფერილობის შუშის ქილაში, რომელსაც საცობს დავახურავთ და ამ უკანასკნელს დავასხამთ გამდნარ პარაფინს. აღნიშნული შუშის ქილა უნდა შევინახოთ ბნელ და მშრალ ადგილზე. ასეთივე მეთოდით ინახება კაფსულა და ფისტონი. ამ პირობებში შენახული უბოლო დენთი ვარგისია 10 წელიწადს, ხოლო კაფსულა და ფისტონი კი 6 წელიწადს. ზოგჯერ მონადირის წინაშ
  8. საცხები მასალებით თოფის დამუშავება ხდება სამი სხვადასხვა მიზნით. პირველ რიგში ჟანგისაგან დასაცავად, შემდგომ მოძრავი ნაწილების ხახუნის(ცვეთის) შესამცირებლად და ბოლოს, სროლის შედეგად დარჩენილი მავნე ნივთიერებებისაგან გაწმენდის გასაადვილებლად. შესაბამისად საცხები მასალებისადმი წაყენებული მოთხოვნები რამდენადმე განსხვავებულია. ლითონის ჟანგისაგან დამცავი ზეთი ადვილად არ უნდა შრებოდეს ანუ ქმნიდეს დამცავ ფენას დიდი ხნის განმავლობაში(ზაფხულშიც კი). ასეთი ზეთი ზომიერად ბლანტია(თხელი ზეთი სწრაფად ჩამოიღვენთება). გარდა ამისა ასეთი ზეთი არ უნდა შეიცავდეს მჟავებსა და ტუტეს ანუ როგორც ქიმიკოსები ამბობენ
  9. დისპერსანტი როგორც მოგეხსენებათ, საფანტის გაშლის(დიამეტრის) ზრდისათვის მოკლე დისტანციებზე საფანტს ყოფენ რამდენიმე ტოლ ნაწილად, თხელი საფენებით. გამყოფ საფენებს(სეპარატორებს) ათვსებენ ჰორიზონტალურად, ვერტიკალურად(ჯვარედინად) და ა.შ. გარდა ამ მეთოდებისა გამოიყენებენ დისპერსანტ-კონტეინერებს, რომელთა გამოყენება აადვილებს ვაზნის დატენას, კერძოდ, დისპერსანტის გამოყენებისას არაა საჭირო თითო წილი საფანტის აწონვა. წინასწარ გადაწონილი საფანტის მთლიანი დოზა(მაგ. 32 გრამი) იყრება ამ კონტეინერში და უბრალოდ მოუსწორებთ ზედაპირს. ეს დისპერსანტი საფანტს ყოფს 5 ტოლ ნაწილად დი
  10. მინდა მოგიყვეთ სავარჯიშო ვაზნის დამზადების ერთ საინტერესო მეთოდზე. ეს სტატია გამოქვეყნებულია ჟურნალში Охота и охотничье хозяйство N6, 1963წ. ავტორია გ. ნიკოლაევი. თავიდანვე აღვნიშნავ, რომ ასეთი ვაზნები ჯერ არ დამიმზადებია ბოლიანი დენთის უქონლობის გამო(თუ ვინმე მიწილადებს ან მომყიდის დიდად დამავალებს). ტრასერი გლუვლულიანი თოფისათვის სტენდზე სროლის ტექნიკის დაუფლებისას იხარჯება დიდი რაოდენობით ვაზნა. სამიზნეზე წინსწრების დისტანციის სწორი შერჩევა მხოლოდ ხშირი ვარჯიშებით მიიღწევა. წინსწრება მსროლელის მიერ ავტომატიზმამდე უნდა იქნეს მიყვანილი, რასაც ართულებს ის გარემოება, რომ სპორც
  11. საფანტის მარცვლების რაოდენობა სტანდარტულ(32გ), ,,მალიუტკა,,(40გ), მაგნუმის(50გ) და სუპერმაგნუმის(60გ) ვაზნაში: ცალობა წერია იმავე რიგითობით N 5/0 38ცალი, 48 ცალი, 60 ცალი, 72 ცალი; N4/0 43 ცალი, 54 ცალი, 67 ცალი, 81 ცალი; N3/0 50 ცალი, 62 ცალი, 77 ცალი, 93 ცალი; N2/0 58 ცალი, 77 ცალი, 96 ცალი, 115 ცალი; N0 67 ცალი, 84 ცალი, 105 ცალი, 126 ცალი; N1 78 ცალი, 104 ცალი, 130 ცალი, 156 ცალი; N2 94 ცალი, 125 ცალი, 156 ცალი,188 ცალი; N3 115 ცალი, 153 ცალი, 191 ცალი, 230 ცალი; N4 146 ცალი, 194 ცალი, 243 ცალი, 291 ცალი; N5 184 ცალი, 245 ცალი, 306 ცალი, 368 ცალი; N6 240 ცალი, 320 ცალი, 400
  12. Gurulo

    Sarsilmaz

    Sarsilmaz თურქული კომპანია SARSILMAZ დაფუძნებულია 1880 წელს ქალაქ დიუზჯეში. თავისი არსებობის მანძილზე ის სამართლიანად ითვლება წამყვან თურქულ საწარმოდ პომპებისა და თვითდამტენი თოფების კუთხით. პროდუქცია ექსპორტზე გააქვს 66 ქვეყანაში. ორლულიანების წარმოებაში კი პირველობას ჰუგლუსთან ერთად იყოფს. სანადირო იარაღის გარდა კომპანია საბრძოლო პროდუქციასაც უშვებს. cobra ფირმის ყველაზე ცნობილი პომპაა ,,კობრა", რომელიც პისტოლეტური ტიპის სინთეტიკის კონდახითაა აღჭურვილი. ყალიბი 12, სავასნის სიგრძე 76, ლულა ქრომომოლიბდენის ფოლადისაა და წარმოადგენს ცილინდრს, არხი ქრომირებულია, ლულის სიგრძ
  13. Gurulo

    Stoeger

    Stoeger შტოგერი ყველა სახისა და მოდიფიკაციის იარაღს აწარმოებს, რომლების ნადირობისა და სპორტისთვისაა განკუთვნილი. კომპანიის ისტორია 1924 წელს დაიწყო, როცა ავსტრიელმა ემიგრანტმა შტოგერმა იარაღის საამქრო-მაღაზია დააფუძნა. იმ პერიოდისათვის დამფუძნებელი აღნიშნავდა, რომ წარმოადგენს ერთადერთ ექსპორტიორს აშშ-სა და კანადაში. შტოგერს ამ ქვეყნებში გერმანული პისტოლეტები შეჰქონდა. დაფუძნების შემდგომ წელს ფირმამ საკუთარი კატალოგიც დაბეჭდა. 1990 წელს საწარმო იყიდა ფინურმა კომპანია საკომ და შენაძენს Stoeger Industries უწოდა. 2000 წელს კი თავად საკო შევიდა Beretta Holding SpA-ს შემადგენლობაში.
  14. Gurulo

    Akkar

    Akkar ფირმა განლაგებულია სტამბულში, სადაც წარმოება სრული ციკლით მიმდინარეობს. საწარმო დაფუძნებულია 1989 წელს. მისი ძირითადი მიმართულება თურქეთის არმიისა და პოლიციის იარაღით უზრუნველყოფაა. გარდა ამისა კომპანია ორლულიან, თვითდამტენ, პომპიან და პნევმატურ თოფებს აწარმოებს. თანამედროვე ეტაპზე თვითდამტენი და პომპიანი იარაღის წლიური წარმოება 100 000 ერთეულს აღწევს. აშშ-ში, ევროპაში, ახალ ზელანდიასა და სხვა ქვეყნებში ექსპორტი მთელი პროდუქციის 90%-ს შეადგენს. აშშ-ში ამ კომპანიის იარაღი Charles Daly-ს სახელით იყიდება. საფირმო თვითდამტენების კალაპოტები უმეტესად მსუბუქი მეტალების შენადნობი
  15. Hatsan Arms Company კომპანია 1976 წელს დაფუძნდა ქალაქ იზმირში. კომპანიამ სწრაფად მოიპოვა საკუთარი ადგილი ბაზარზე. პირველად საწარმო ორლულიან თოფებს უშვებდა. მალე ასორტიმენტი შეივსო პომპებითა და ნახევარავტომატებით, აგრეთვე პნევმატიკით. 1998 წლისათვის კომპანია უკვე მსოფლიოს 90 ქვეყანაში აკეთებდა ექსპორტს(ექსპორტზე პროდუქციის 95% გადის). მისი პროდუქცია რამდენიმე ქვეყნის პოლიციის არსენალს ავსებს. თანამედროვე ეტაპზე ჰატსანის წარმოება სრულ ციკლს მოიცავს, ესენია: ხის, მეტალის დეტალებისა და თერმო დამუშავება, გრავირება, მარკირება, ქრომირება და ოქსიდირება. ამ პროცესებს 350 კვალიფიციური თანამშრო
  16. Gurulo

    Huglu

    Huglu სავაჭრო ნიშანი Huglu საკმაოდ კარგადაა ცნობილი. სახელი ჰუგლუ აღებულია ერთ-ერთი თურქული სოფლის საპატივცემულოდ. 1962 წელს ამ სოფელში გაერთიანდა რამდენიმე წვრილი სახელოსნო და ჩამოაყალიბეს ეს ფირმა. ჩვენს დროში ფირმა მერკელისა და ფაბარმის პარტნიორია და უშვებს ერთლულიან, ორლულიან, ვერტიკალურ, ჰორიზონტალურ და ავტომატურ თოფებს. იარაღი არის ეჟექტორებსა და ექსტრაქტორებზე. ლულათა სიგრძე კი ძალიან მრავალფეროვანია. ამ ფირმის ყველა ლულა ქრომირებულია. Huglu-ს თოფები შედარებით იაფი და საკმაოდ ხარისხიანია. გასათვალისწინებელია, რომ ხელით შრომა ფირმაში დიდ სეგმენტს მოიცავს. მთელ მსოფ
  17. Gurulo

    Ata Arms

    Ata Arms კომპანია დაფუძნებულია სტამბულში 1996 წელს სელალ იოლუს მიერ, რომელიც მეიარაღედ 1959 წლიდან მუშაობს. იოლუს უფრო ადრე კომპანია Vursan Silah ჰქონდა დაფუძნებული, რომელიც ერთლულიან და ორლულიან სანადირო თოფებს აწარმოებდა(ორლულიანები გამოდიოდა ლულათა ორივენაირი წყობით). ოსტატის ჰორიზონტალური თოფი ამ ტიპის პირველი თურქული მოდელი გახლდათ. მოგვიანებით კი Vursan Silah-მა პირველი თურქული კონსტრუქციის ვერტიკალურიც დაამზადა. ახალი პერიოდი 1992 წლიდან დაიწყო, როცა საწარმომ გამოუშვა ნახევარავტომატი ინერციულ მექანიზმზე. ეს მოდელიც პირველი თურქული კონსტრუქციის ნახევარავტომატი იყო. თოფი 10
  18. Gurulo

    CZ

    CZ Ceska Zbrojovka კომპანია მდებარეობს ჩეხეთის ქალაქ უგერსკი-ბროდში. იარაღის წარმოებამ ამ ქვეყანაში განვითარება პირველი მსოფლიო იმის შემდეგ დაიწყო. ფირმა Ceska Zbrojovka (როგორც ჩვენში მოიხსენიებდნენ_ ,,ჩეზე") დაფუძნებულია 1936 წელს. ის 1919 წელს დაფუძნებული დიდი საწარმოს ფილიალი გახლდათ. მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელების მიერ ჩეხების ოკუპაციის პერიოდში, კომპანიას Bohmische Waffenwerke ერქვა. ომის დასრულების შემდეგ ეს რეგიონი საბჭოების კონტროლს დაექვემდებარა. 1947 წელს მოხდა საწარმოს ნაციონალიზაცია და ძირითადად სამხედრო იარაღის წარმოებას შეუდგა(მაგალითად, ავტომატი კალაშნიკოვი)
  19. Gurulo

    Jan Nowotny

    Jan Nowotny მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარსა და მეოცეს დასაწყისში თავისი თოფებით სახელი გაითქვა პრაღელმა ოსტატმა იან ნოვოტნიმ, რომელმაც საკუთარი ფირმა 1865 წელს დააფუძნა. ამ დროისათვის ნოვოტნის დიდი გამოცდილება ჰქონდა მიღებული ლებედასა და სხვა კომპანიებში. ფირმა მთელ ევროპაში გახდა ცნობილი თავისი გლუვლულიანებით, დრილინგებითა და შტუცერებით. თოფებზე პრაღის სკოლისათვის დამახასიათებელი რღმა ფონის გრავირება და არაბესკებია შესრულებული. ნოვოტნის ნაწარმმა სწრაფად მოიპოვა აღიარება და გამოფენებზე ჯილდოებს-ჯილდოებზე იღებდა. პირველი იყო 1866 წელს მიღებული დიდი ვერცხლის მედალი. ამას მოყვა
  20. Gurulo

    Gebruder Bittner

    Gebruder Bittner ჰუსტავ ბიტნერი(1843-1908წწ)მეიარაღეების შათამომავალი გახლდათ, რომლებიც ჯერ კიდევ მეჩვიდმეტე საუკუნიდან იყვნენ ცნობილი. ბიტნერის დიდ ბაბუას ჯერ კიდევ 1618-1648 წლებში ჰქონდა ლულების დასამზადებელი სახელოსნო. საწარმო Gebruder Bittner 1860 წელს დააფუძნეს ბიტნერმა თავის ძმასთან და ვენცელ ფიუკერტთან ერთად ვეიპერტში. 1908 წელს დამფუძნებლის სიკვდილის შემდეგ კომპანიის მმართველობა მისი შთამომავლების ხელში გადავიდა. კომპანია სანადირო იარაღის, პისტოლეტების, ლულებისა და სხვა დეტალების წარმოებით იყო დაკავებული. ლულებსა და დეტალებს საწარმო ევროპის სხვადასხვა მწარმოებ
  21. Gurulo

    lebeda

    თავისი პირველი შეკვეთა ახალგაზრდა ლებედამ თავადი როგანიდან მიიღო. შემკვეთმა ისურვა იარაღი, რომელიც კონკურენციას გაუწევდა ინგლისურ ნაწარმს. თოფის მიღებისას თავადს მოეწონა ნაკეთობა, შეაქო ოსტატი, თუმცა გაკვირვებული დარჩა მაღალი ფასით. ოსტატს მოუწია აეხსნა როგანისათვის, რომ ინგლისური იარაღის სადარი თოფის ფასი შესაბამისად ძვირი ღირს... მეორე დღეს, შენაძენის გამოცდის შემდეგ ოსტატმა არა მარტო თანხა მიიღო, არამედ თავადის სანაცნობოდან უამრავი შემკვეთიც. იარაღის მხატვრული დამუშავებისას ლებედა თანამშრომლობდა მხატვრებთან_ მანესთან და ნავრატილთან, გრავიორ კოტნერთან, ხის დამუშავების ოსტატ ფორლიჩეკთან და
  22. Gurulo

    lebeda

    lebeda წარმოგიდგენთ ჩეხური სკოლის კორიფეს ანტონინ ვინცენტ ლებედას(1795-1857წწ) ლებედას თოფების სილამაზეზე, შორსმსროლელობაზე, სიმყარესა და განსაკუთრებულ ბალისტიკაზე ლეგენდები დადის. მისი იარაღის ყველა დეტალი გამოირჩევა სიმყარით, ლამაზი გრავიურითა და საუკეთესო მორგებულობით. ლებედას ლულები მრგვალი ან დაკუთხულია; სამიზნე თამასა ბრტყელი და განიერი. ოსტატი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა თოფების ბალანსს, სასროლი მანძილის სიდიდესა და განსაკუთრებულ ჭრას. ანტონინ ვინცენტ ლებედა დაიბადა 1795 წელს ჩერნოჩიცაში. 17 წლის ასაკში ის იწყებს იარაღთწარმოების შესწავლას გერმანელ და ავსტრიელ მ
  23. Gurulo

    SKB

    SKB SKB იარაღის მწარმოებელი ერთ-ერთი უძველესი საწარმოა იაპონიაში. სახელი წარმოიშვა გვარი Sakaba-ს შემოკლებით. ამ მეიარაღე დინასტიის წარმომადგენელმა საწარმო 1855 წელს დააფუძნა იბარაკის პროვინციაში. კომპანია მხოლოდ გლუვლულიან თოფებს აწარმოებს, რომლებიც ცნობილი გერმანული ბრენდის ,,მერკელის" კლონებს წარმოადგენს. საბაზო მოდელად გერმანული ,,მოდელი 201" იქნა შერჩეული. იაპონურ კლონებს ,,ბლიც" სისტემის სასხლეტ-დამცემი მექანიზმი და კერსტენის საკეტი აქვთ. თოფები 12 და 20 ყალიბის კეთდება. დანიშნულებისა და ყალიბის მიხედვით ლულათა სიგრძე 660-დან 760 მმ-მდე მერყეობს. კალაპოტი სპეციალური ფოლადისაგ
  24. Gurulo

    B.C. Miroku

    B.C. Miroku მიროკუს ისტორია 1893 წლიდან იწყება, როცა კუნძულ სიკოკუზე ქალაქ კოტიში საიარაღო საამქრო გაიხსნა, ამ საწარმოში ძირითადად სანადირო თოფები მზადდებოდა. მეორე მსოფიო ომის შემდგომ პერიოდში იაპონიის ეკონომიკა საექსპორტო პროდუქციის წარმოებას დაეფუძნა. ამავე მიმართულება აიღო მიროკუმაც, რომელმაც მოწინავე ევროპული პროდუქციის კოპირებას მიჰყო ხელი. პირველი კოპირებული თოფი გახდა ბელგიური ბრაუნინგის მოდელი Superposed, რომელსაც ამერიკული ბაზარი წარმატებით ჰქონდა მოპოვებული. იაპონელებმა შეინარჩუნეს ყველა ძირითადი კონსტრუქცია და კვანძი, მხოლოდ ტიბჟირი გახადეს სახსნელი და საკეტის მცირე
  25. Gurulo

    Max Ern

    Max Ern ეს წყვილი ფერლახში მაქს და ეველინ ერნის სახელითაა ცნობილი. 1975-79 წლებში მაქს ერნი მეიარაღის პროფესიას კიოლნში ედუარდ კეტნერთან ეუფლებოდა. შემდგომ ფრანც სოდიას საწარმოში მუშაობდა ფერლახში. ამ სკოლებმა მაქსზე დიდი გავლენა იქონია. ამ წლებში მან გაიცნო გოგონა, რომელიც შემდგომ მისი ცოლი გახდა. ეველინი ჯერ სწავლობდა სპეციალიზირებულ სკოლაში, სადაც გრავირების საიდუმლოებებს ეუფლებოდა, ხოლო შემდეგ 7 წლის განმავლობაში ცნობილ გრავიორებთან პრაქტიკას გადიოდა. მაქსი და ეველინი გახდნენ მაღალი კლასის პროფესიონალები და 1986 წელს თავისი ბიზნესი წამოიწყეს. მათი საწარმოს სპ
×
×
  • Create New...