Jump to content
Club-Monadire.Ge

Gurulo

ადმინი
  • Content Count

    3.856
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    68

Everything posted by Gurulo

  1. იტალიური ნახევარავტომატების 3 ყველაზე მოთხოვნადი მოდელებია Benelli Raffaello, Beretta AL 391 Urika და Fabarm Lion H368. სამთავე მოდელში ბევრი ნოუჰაუა ჩადებული(ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა), თუმცა მათი მექანიზმების მუშაობის, გადატენვის პრინციპებისა და რეგულირების საკითხები ერთობ განსხვავებულია. სამთავე მოდელი ძალიან საიმედო, მორგებული და ელეგანტურია... დანარჩენზე კი ქვემოთ ვისაუბროთ. Beretta AL 391 Urika -ის ავტომატიკა უკუქცეულ გაზებზეა დაფუძნებული. ამ მოდელს დაყენებული აქვს მაკომპენსირებელი სარქველი, რომელიც ზამბარასთან ერთად ცილინდრზე წინაა განლაგებული. ამ პოზიციამ მ
  2. კატანა(უტიგატანა)_ იაპონური ცივი იარაღი, სამურაების ხმალი. საერთო სიგრძე 90-120 სმ, სახელურის სიგრძე დაახლოებით 30 სმ, წონა დაახლოებით 3 კგ, სიფართე 5 სმ-დან ბეწვის დიამეტრის ზომამდე და კიდევ უფრო წვრილი(გასაგებია რომ წვრილი მხარე წვერისაკენ). როგორც წესი კატანას ტარი ხისაა, რომელზეც გადაჭიმულია ზვიგენის ტყავი(იშვიათად საქონლის). უფრო დაბალი ხარისხის ტარებზე გადაჭიმულია ქსოვილი და გადახვეულია აბრეშუმის თასმით. დამშვენებულია ჭედური ნაქარგებით, სპილოს ძვლითა და ოქრო-ვერცხლის ინკუსტაციით. ერთი ეგზემპლიარის დამზადებას, წრთობასა და ჭედვას ზოგჯერ ერთ წლამდე დროს ანდომებდა ოსტატი(ეს საქმე უდისე
  3. მოდელების მოკლე დახასიათება კაცობრიობა პნევმატურ იარაღს მეთერთმეტე ასწლეულიდან იცნობს. იმ დროშიც კი აღნიშნული იარღი ეფექტურად გამოიყენებოდა ბრძოლებში. ამიტომ არაა გასაკვირი, რომ თანამედროვე ადამიანიც ინტერესს იჩენს მისადმი. პნევმატური თოფები სრულად იძლევიან საშუალებას დავტკბეთ სროლის მთელი ხიბლით სპორტულ შეჯიბრებებში, გასართობად თუ ნადირობისას. ძნელია დადასტურებით ითქვას, რომელია საუკეთესო პნევმატიური იარაღი, რამეთუ ყოველი ადამიანი ირჩევს თოფს თავისთვის და ფუნქციურ ორიენტირებს თავისი შეხედულებების მიხედვით ალაგებს. მთლიანობაში კი ყველა თანამედროვე პნევმატიური თოფი შეიძლება დაიყოს 2
  4. საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე სახსნელ ჩოკებზე კეთდება ნაჭდევები, რომელიც შესაბამისად აღნიშნავს მის ზომას. 1) სახსნელი ჩოკი ნაჭდევის გარეშე ან 5 ნაჭდევით არის ცილინდრი ანუ 0 2) სახსნელი ჩოკი 4 ნაჭდევით არის გაუმჯობესებული ცილინდრი ანუ 0,25 3) სახსნელი ჩოკი 3 ნაჭდევით არის 1/2 ჩოკი ანუ 0,5 4) სახსნელი ჩოკი 2 ნაჭდევით არის 3/4 ჩოკი ანუ 0,75 5) სახსნელი ჩოკი 1 ნაჭდევით არის სრული ჩოკი ანუ 1,0 სურათზე პირველია 3/4 ჩოკი(ორი ნაჭდევი მარცხენა მხრიდან), მეორეა სრული ჩოკი(ერთი ნაჭდევი უკანა მხარეს), მესამეა 1/2 ჩოკი(სამი ნაჭდევი მარჯვნიდან) ქანჩის ჭრილები უფ
  5. ხრახნილლულიანი კალიბრები იყოფა(პირობითად): ა)მცირე კალიბრიანებად_5,6-დან 6,5მმ-მდე; ბ)საშუალო კალიბრიანებად 7-დან 9მმ-მდე და გ) მსხვილ კალიბრიანებად_ 9მმ-ზე მეტი. ქვეყნების უმრავლესობაში კალიბრი გამოისახება მილიმეტრებში. აშშ-ში კალიბრი გამოისახება დიუმის მეასედებში, ხოლო დიდ ბრიტანეთში კი მეათასედებში. ამ მაჩვენებელს წინ დაესმის წერტილი, რომელიც შეესაბამება მეასედ ან მეათასედ ნაწილს. მაგალითად: ამერიკული ვაზნა . 300 კალიბრისა(0,3 დიუმი), იმის გათვალისწინებით რომ დიუმი უდრის 25,4-ს(0,3x25,4=7,62), მილიმეტრის სისტემაში უდრის ვაზნას 7,62მმ. ამერიკული .500 კალიბრი უდრის 12,7მმ-ს და ა. შ.
  6. ახლა მივიღე მინი გურულოს პიემი. აღმოსავლეთში ამ დილით ძალიან ბევრი იხვი ტრიალებდა ცაზეო... ბიჭებო მართალია ეგ სასიხარულო ამბავი თუ მეღადავება ჩემი ვაჟკაცი?
  7. დენის ნიკონოვი დენის ნიკონოვი დაიბადა 1975 წელს იჟევსკში. 1993 წელს დაამთავრა მოსკოვის სამხატვრო სკოლა, ხოლო 2000 წელს კი აკადემია. ამჟამად ოსტატი იჟევსკის მექანიკურ ქარხანაში მეიარაღეების სკოლაში ასწავლის გრავირებას. ის რუსეთის მხატვართა კავშირის წევრია. მისი ნაკეთობანი კერძო კოლექციებსა და მუზეუმების ექპონატებში საკმაოდ ხვდება. ნიკონოვის დაგრავირებული თოფები აქვთ მედვედევს, პუტინს, სარკოზის, აწ განსვენებულ კალაშნიკოვს(აჩუქეს 90 წლის იუბილეზე)...
  8. ლაურა გალეაზი ლაურა გალეაზიმ სულის კარნახით საკუთარი თავი გრავირებას უძღვნა. 1987 წელს ბრეშიას სამხატვრო ლიცეუმის დიპლომი მიიღო. 1992 წელს კი მილანის Arti di Brera აკადემიის დიპლომი დაიმსახურა. ოსტატის სტილი პორტრეტული ფერწერა და ბაროკოა. 1996 წელს ლაურამ მამის საქმის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო. იარაღზე მისი გრავირება ცხოველთა სამყაროს ხატვაა. მაგრამ აქვს კიდევ ერთი სტილი_ ქალის ფიგურა. შიშველი ქალის გრავირებისას ოსტატი მისტიკას ეყრდნობა. დღეისათვის ოსტატი პერაციზე მუშაობს, სადაც ექსკლუზიურ ეგზემპლიარებს ამუშავებს.
  9. მარიო ტერზი მარიო ტერზი ბავშვობიდან იმ ჰაერით სუნთქავს, რომელიც რკინისა და ხის სურნელითაა გაჟღენთილი. ამან მისი მომავალი მოღვაწეობის სფერო განსაზღვრა. ოსტატი ბრეშიაშია დაბადებული მეორე მსოფლიო ომის დასასრულს. 1985 წლიდან დამოუკიდებლად დაიწყო გრავირება(თვითნასწავლია) და აღიარება ჰპოვა ისეთ კლიენტებში, როგორიცაა ბერეტა, ფრანჩი, პიოტი, ფამარსი. ის უზუსტესი ტექნიკით მუშაობს განსაკუთრებული გრაფიკული გადაწყვეტებით, რომლებიც ზოგჯერ ფანტასტიკის და სიურეალიზმის ჟანრისაა. ოსტატი აღნიშნავს: ,,სამუშაოში უნდა ჩაიფლო, იმუშაო გატაცებით და სიამოვნებით". მისი მუშაობის კრიტერიუმია_ გატაცება და
  10. ჯუზეპე ზაჩი ეს ოსტატი ბრეშიაში დაიბადა. ხელოვნებაში მისი გიდი ფერუჩიო ლორა იყო, რომელიც უდიდესი ავტორიტეტია იტალიელებში. ჯუზეპე ფლობს გრავირების სხვადასხვა ტექნიკას. მას არანაირი პრობლემა არ ექმნება ნებისმიერი გრავირების რეალიზაციისას მისი სირთულის მიუხედავად. ოსტატი მუდამ მზადაა კლიენტის ნებისმიერი მოთხოვნის შესასრულებლად. ნამუშევრის ხარისხი კი გამაოგნებელია.
  11. დასას დინასტია ვალ-ტრომპიასთან ახლოს Collebeato-ში განლაგებულია საგვარეულო საგრავიორო საამქრო. ამ საწარმოს დამფუძნებელია ალესანდრო დასა. მისი შვილი, მაურო ხელოვნების ინსტიტუტის კურს დამთავრებულია. პრაქტიკა მან მამის საამქროში გაიარა. ალესანდრო დასას მეორე ვაჟიშვილს, სერჟიოსაც არ გადაუხვევია საოჯახო ბიზნესისაგან(მისი სპეციალიზაცია ოქროსა და ძვირფასეულობის ინკუსტაციაა). დასას ოჯახი გრავირებას ცნობილი კომპანიებისა და ოსტატების იარაღებზე აკეთებენ. ამასთან ერთად ახდენენ დანების, საათებისა და სხვა ნივთების მოხატვასაც. გრავირება ფასეული ხელოვნებაა, რომელიც სხვადასხვა მეტალზე სრულდება
  12. ჯულიო ტიმპინი ეს ოსტატი ბერეტას საგრავიორო განყოფილების ხელმძღვანელია. 12 წლია ასაკში ჯულიომ სახლში დაიწყო პირველი ნაბიჯების გადადგმა საგრავიორო საქმეში. შემდეგ 5 წელი ფრანჩესკო კოტელისთან სწავლობდა. ახლანდელ მოღვაწეობას კომპანია ბერეტაში ოსტატი კერძო შეკვეთებსაც უთავსებს. ოსტატისათვის არ არსებობს ადვილი გრავირება: მორიგი საქმე ყოველთვის ყველაზე ძნელია. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი შტრიხისა თუ ხაზისადმი მზადებაა საჭირო, რათა კლიენტის ყველა სურვილი შესრულდეს. ტიმპინი გრავირების ყველა ხერხს ფლობს, ამიტომ მისი ნამუშევრები კალმით ნახატს გავს. მისი სანადირო სცენები განსაკუთრებულად გამო
  13. ჯანფრანკო პედერსოლი ჯანფრანკო დაიბადა Sarezzo-ში სადაც ახლაც ცხოვრობს და მუშაობს. მისი მასწავლებელი იყო ჯულიო ტიმპინი, ვისგანაც ისწავლა ნიჭისა და ფანტაზიის მართვა. ოსტატი 5 წელი ბერეტაში მუშაობდა სადაც კვალიფიკაცია უფრო აიმაღლა. შემდეგ საკუთარი საამქრო დააფუძნა. აქ გრავიორი ფირმებსა და კერძო შეკვეთებზე მუშაობს(დიდწილად საკოლექციო იარაღზე). შემკვეთი სურვილისამებრ ირჩევს ნახატს(ესკიზს) და ამის შემდეგაც მონაწილეობს გრავირების მთელ პროცესში(შტრიხებზე, ფონებსა და კონტურებზე მუშაობისას ოსტატი კლიენტს უთანხმებს ყველა დეტალს).
  14. ჯანკარლო და სტეფანო პედრეტი ჯანკარლო პედრეტი ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ცნობილი ოსტატია. ის გარდონში დაიბადა და დღესაც აქ მოღვაწეობს. ისევე როგორც უმეტესობა ოსტატებისა, ჯანკარლომაც ყმაწვილკაცობიდან(16 წლის) დაიწყო მწვერვალისაკენ სვლა. წლების განმავლობაში გრავიორი ბერეტაში მუშაობდა. ახლა მას საკუთარი სახელოსნო აქვს, რომელშიც ცნობილი იტალიელი და ინგლისელი მეიარაღეები უკვეთავენ. რამდენიმე წელია მამასთან ერთად წარმატებით მუშაობს მისი ვაჟი სტეფანო, რომელიც პარალელურად ბრეშიას ხელოვნების სკოლაში სწავლობს. პედრეტი უმცროსი განსაკუთრებით წარმატებულია სანადირო სცენებისა და ცხოველთა გამო
  15. გიაკომო ბეფა ოსტატი დაიბადა 1967 წელს Sarezzo-ში(ბრეშიასთან ახლოს) და აქვე მოღვაწეობს უკვე 20 წელიწადია. ბეფა ოსტატობას ცეზარე ჯოვანელისთან ეუფლებოდა, შემდეგ კი ბერეტაში მუშაობდა. 1999 წელს ბეფა საკუთარ სტუდიას(ასე უწოდებენ გრავიორები სახელოსნოს) აფუძნებს, რომელსაც ცნობილი გრავიორის საპატივცემულოდ "Studio Morghen" უწოდა. საკუთარ სტუდიაში ოსტატი იარაღის მწარმოებელი დიდი საწარმოებისათვის მუშაობს, მაგრამ ექსკლუზიურ სამუშაოსაც ხშირად ასრულებს.
  16. ფირმო და ფრანჩესკა ფრაკასი ფირმო და ფრანჩესკა მამა-შვილია. მამა 30 წელია აქტიურად მუშაობს. მან ქალიშვილი 7 წლის ასაკიდან ,,ჩაითრია" ბიზნესში, რომელიც უკვე კონკურენციას უწევს. შვილიმა სამხატვრო ლიცეუმი დაამთავრა და ძალიან დაჯილდოებული ხელოვანია. ფრანჩესკა აღნიშნავს: ,,მუშაობისას გამუდმებით ვსწავლობ და ყოველი ახალი სამუშაოს შესრულების დროს ახალ სიძნელეებს ვაწყდები, რომელთა დასაძლევად მამის სწავლების თანახმად, ბუნებაზე და ცხოველებზე დაკვირვებას ვახდენ". ფრაკასების გრავირება მართლაც შთამბეჭდავია.
  17. დიეგო ბონსი ბონსი მეოცე საუკუნის სამოციან წლებში დაიბადა. ის ბრეშიას გრავიორების პლიადის წარმომადგენელია. ოსტატი ხელობის სწავლას 14 წლის ასაკში შეუდგა. ფოლადზე დიეგოს მიქელანჯელოს ფრესკები გადმოაქვს. ერთ-ერთი მათგანი "Cappella Sistina" გამოფენილი იყო 1977 წელს და დიდი აღიარება ჰპოვა. აღიარება კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდა მას შემდეგ, რაც ოსტატმა რაფაელოსა და რუბენსის მხატვრობა გადმოიტანა რამდენიმე იარაღზე. გარდა ანტიკური კლასიკისა ბონსის გრავირებაში ბევრია სანადირო სცენები, ცხოველთა სამყარო და სხვა.
  18. კლაუდიო კრემინი კრემინი დაიბადა ქალაქ მარჩელოში მეოცე საუკუნის ორმოცდაათიან წლებში. მხატვრობის ნიჭით დაჯილდოებული ყმაწვილი, გრავირების საიდუმლოებებს ცნობილმა ოსტატმა ჯოვანელიმ აზიარა(14 წლისამ დაიწყო სწავლა). 1973 წელს ის პროფესიული ხელოვნების სკოლაში სწავლობდა. 1988 წელს კლაუდიო იუველირულ ნაწარმზე მუშაობდა. აგრეთვე მუშაობდა სპილენძსა და ვერცხლზე. კლაუდიომ სწრაფად აუღო ალღო ხელობას და მალე გახდა ცნობილი. მუშაობდა მსოფლიოში აღიარებულ ოსტატებთან, როგორიცაა მედიჩი და გალეაზი. ამ გიგანტებთან მუშაობამ უკვალოდ არ ჩაიარა_ კრემინის ქმნილებანი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. ყველა მისი ქმნილებ
  19. კარლო პასოტი Rezzato ერთ-ერთი პარტარა საამქროა ბრეშიაში, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უძველესი ოსტატობის საიდუმლოებათა ატმოსფეროა გამეფებული. კარლო პასოტიმ იარაღის წარმოებაში ბოლო ათწლეულში დაიწყო მოღვაწეობა. მანამდე კი სპეციალიზირებულ სკოლაში სწავლებას გადიოდა ბრეშიაში. გრავირება მარტო ხელოვნება არაა, ეს ,,ავადმყოფობაცაა". თუ მისი სიყვარული სისხლში არა გაქვს, მაშინ მხოლოდ ტექნიკური ნახატის შესრულებას შეძლებ, რამეთუ მხატვრული გრავირება მძიმე შრომაა. კარლო პასოტის გრავირების ხელოვნება სისხლში აქვს გამჯდარი. ნახატი, ფერწერა და ფერების შეგრძნება, ყველაფერი ეს გრავირებისაგან
  20. ანჯელო გალეაზი ბრეშიასთან ახლოს ცხოვრობს და ითვლება თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ და გამოცდილ გრავიორად. მისი გრავირება განსაკუთრებულია არა მარტო სრულყოფილებით, არამედ იმითაც რომ გალეაზის თოფებზე გადააქვს ფერწერის შედევრები(მაგალითად ლეონარდო და ვინჩის მხატვრობა). ამის ნიმუშია Battaglia di Angbiari. გრავიორი ინტერესს იჩენს ,,ველური დასავლეთის" თემისადმი, რაც რემინგტონის ფირმის რამდენიმე თოფზე აისახა. გარდა ამისა ოსტატი თავადაც ქმნის სიუჟეტებს, სადაც სანადირო სცენები სრულყოფილადაა გადმოცემული. ყოველი მცირე დეტალის მოხატვა, ოქროს ინკუსტაცია და განსაკუთრებული ხელის სიმსუბუქე მის გრავ
  21. ალდო რიცინი იტალური სოფლის მცხოვრები იყო, სადაც მისი ბიზნესი ფერმასთან იყო დაკავშირებული. თავისუფალ დროს გასართობად ესკიზებს ხატავდა. მამამისს შვილის გატაცება მხედველობიდან არ გამორჩენია და 5 წლით ოსტატებს მიაბარა გრავირების შესასწავლად. რა გამოვიდა ამ სწავლებიდან თავად განსაჯეთ
  22. იტალიელი მასიმილიანო გობი, ერთ-ერთი იმათგანია, ვისაც გრავიორის პროფესია შთამომავლობით გადაეცა. გობის მამა ამ სფეროში 30 წელზე მეტ ხანს მუშაობდა. 1996 წელს საშუალო სკოლის დიპლომის მიღების შემდეგ, მასიმილიანო გობი Bottega Incisioni di Cesare Giovanelli სააამქროში იწყებს სწავლასა და მუშაობას. აქ მას დარიო კორტინის შეგირდობა ხვდა წილად. პირველი დამოუკიდებელი იარაღები იყო ბერეტები. სამხედრო სავალდებულო სამსახურმა დროებით შეწყვიტა მასიმილიანოს სწავლა და მუშაობა. იქედან დაბრუნების შემდეგ კი საოჯახო ბიზნესს შეუერთდა, სადაც მამის ზედამხედველობის ქვეშ ოქროს ინკუსტაციას სწავლობს. პერიოდულად ახალგაზრ
  23. როგორც შესაბამის თემაში აღვნიშნავდი ფაბბის ფირმა ცალსახადაა დაკავშირებული იტალიელ გრავიორთან მანრიკო ტორკოლისთან. ამ გრავიორმა იარაღის მხარვრულ გაფორმებაში მითიური თემა შემოიტანა. ტორკოლი დაიბადა 1954 წელს. სწავლის დასრულების შემდეგ 9 წლის განმავლობაში ბერეტას ფირმაში მუშაობდა. თანდაყოლილმა ნიჭმა და ხატვის სიყვარულმა ამ ფირმის საგრავიორო საამქროში მიიყვანა. ტორკოლი პრაქტიკოსია და გრავირების აკადემიური სწავლება არ გაუვლია, თუმცა მისთვის ამ უკანასკნელს რაიმე ბარიერი არ შეუქმნია. გრავიორის სტილი ფირმო ფრაკასის(თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოსტატი) შეგირდობამ განსაზღვრა. ახალგა
  24. კრიგჰოფის გრავირება რამდენიმე ათწლეულია კრიგჰოფის საწარმოსთან არსებობს გრავირების სკოლა. აქ სწავლობენ და გადიან პრაქტიკას ოსტატები მთელი გერმანიიდან. ამ სკოლის ბევრი აღზრდილი დღეს მსოფლიოს გრავიორების ელიტაში შედის. ბულინო, ღრმა გრავირება, სამგანზომილებიანი რელიეფური_ თითოეულ ამ სახეში ვიწრო სპეციალიზაცია და თითოეულ სახეში ცალკე ოსტატები, ესაა კრიგჰოფის განმასხვავებელი ნიშა გრავირებაში.
  25. 57 წლის ლორენცო გამბა ერთ-ერთი დიდი იტალიელი ოსტატია. ის მუშაობს იარაღზე, დანებზე, საათებზე, მედალიონებზე და სხვა ძვირფასეულობაზე, რითაც ხაზს უსვამს მის მაღალ პროფესიონალიზმს_შეასრულოს სამუშაო ყველაფერზე და ნებისმიერ სტილში! მას ბიძა ჰყავდა გრავიორი და ამან განაპირობა ლორენცოს გატაცება ამ საქმით. პროფესიას ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო მაესტრო კესარია ჯოვანელისთან ეუფლებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ლორენცო ექსტრა კლასის ოსტატად ჩამოყალიბდა, დღევანდელ დღემდე აგრძელებს სიახლეების ძიებას დიზაინში ანტონიო პალმენტასთან და ფრანჩესკო მედიჩისთან(იტალიის ყველაზე ცნობილი გრავიორები დღეისათვის).
×
×
  • Create New...