Jump to content
Club-Monadire.Ge

Gurulo

ადმინი
  • Content Count

    3.856
  • Joined

  • ბოლო ვიზიტი

  • Days Won

    68

Everything posted by Gurulo

  1. ექსტრაქტორი და ეჟექტორი ექსტრაქტორს ვაზნები გამოაქვს სავაზნიდან იმ მანძილზე, რომ შესაძლებელი იყოს მათი ხელით გამოღება. როგორც წესი ორლულიანების ორთავე ლულას ერთი ექსტრაქტორი ემსახურება. 1 – ღარი, რომელშიც ,,ბიბილო" მოძრაობს; 2 –ექსტრაქტორის ბიბილო; 3 - ექსტრაქტორი; 4 - სამაგრი(შემზღუდველი) ჭანჭიკი. ეჟექტორი ნასროლ ვაზნებს ავტომატურად აგდებს სავაზნიდან თოფის გადახსნის დროს. ვაზნის ამოგდება ხდება იმ ლულიდან, საიდანაც განხორციელდა გასროლა. ეჟექტორი გაუსროლელი ვაზნის შემთხვევაში მხოლოდ ექსტრაქციას ახდენს.
  2. გაგრძელება ძალიან ორიგინალური საკეტი გერმანელი ოსტატების შესრულებით(ზული) წარმოებულია 1875-1900 წლების შუალედში. ბელგიელი М.Leve-ს მიერ დაპატენტებული ორიგინალური საკეტი(1926-1928 წლები)_ორლულიანი 4 ვაზნაზე!!! ძალიან ორიგინალურია ჯორჯ ჰენიგის(აშშ) საკეტი სისტემა. ოსტატმა 1995 წელს დაასრულა მრავალწლიანი მუშაობა საკეტზე, რომელიც ,,როტორულ სისტემაზეა" დამყარებული. კალაპოტი შედგება ორი ნაწილისაგან: კორპუსისა და ცილინდრული(მრგვალი) საკეტისაგან. თოფის გადახსნისათვის ლულები უნდა გადავაბრუნოთ საათის ისრის მიმართულებით 90 გრადუსით, ლულებ
  3. თოფის ჩამკეტი(ლულა კალაპოტთან) სისტემა თოფის ლულაში წარმოქნმილმა მაღალმა წნევებმა მსროლელი რომ არ დააზიანოს, ამისათვის კალაპოტში ლულათა ბლოკი მყარად უნდა ჩაიკეტოს სახაზინო გადატენვის პირველ თოფებში ლულა კალაპოტთან ქვედა ბერკეტის საშუალებით იკეტებოდა ლეფორშეს საკეტი სისტემა 1856 წელს ფრანგმა გამომგონებელმა ბელფორდმა საკუთარი გამოგონების საკუთრების უფლება ჩარლზ ლანკასტერს გადასცა, რომელმაც იმავე წელს დაიწყო ცენტრალური აფეთქების თოფების დამზადება. ამ თოფების საკეტები ქვედა ბერკეტით იმართება ლანკასტერის საკეტი სისტემა 1859 წელს ინგლისელმა ოსტატმა ჰენრი ჯ
  4. მოკლედ მექანიზმის დეტალებსა და ტერმინებზე გვერდითი დაფა_ ფირფიტა, რომელზეც განლაგებულია დამცემი მექანიზმი(მექანიზმი დაფაზე განთავსებულია მარჯვნივ და მარცხნივ); box-lock_ დამცემი მექანიზმი, რომელიც კალაპოტშია დაფიქსირებული; side-lock_ დამცემი მექანიზმი, რომელიც კალაპოტის დამოუკიდებელ გვერდით დაფებზეა დაფიქსირებული; საკეტი ,,ყელში"_ დამცემი მექანიზმი, რომელიც წვრილ და გრძელ დამოუკიდებელ გვერდით დაფაზეა დაფიქსირებული(დაფა განლაგებულია კონდახის ყელში). გვერდითი დეკორატიული დაფა_ გვერდითი დაფა, რომელიც side-lock-ის იმიტაციას ქმნის(გრავირდება); საკეტი blitz(ბლიც)_და
  5. side-lock და box-lock თოფებში საკეტს უწოდებენ დამცემ მექანიზმს, რომელიც ფისტონის აფეთქებას იწვეწვს. დღევანდელი კლასიკური შიდაჩახმახებიანი საკეტი რიგი კონსტრუქციების გაუმჯობესების შედეგად მოვიდა ჩვენამდე. გვერდით დაფებზე განლაგებულ საკეტის(side-lock) ღირებულება ძალიან მაღალია და ელიტკლასის თოფების(ჰორიზონტალურზეც და ვერტიკალურზეც) უმეტესობაზე ისინია დაყენებული. ამ საკეტებიანი თოფების გამოშვებას ყველა მეტნაკლებად ცნობილი ფირმა ცდილობს, რამეთუ ხაზი გაუსვას პრესტიჟს. W.&C. Scott & Son-მა 1875 წელს დააპატენტა ძალიან ორიგინალური საკეტი, რომელსაც პატარა მრგვალი ფანჯარა ჰქონდა დაფ
  6. საკეტები, მექანიზმები უმაღლესი კლასის იარაღი, რომელიც The Best კატეგორიად იწოდება, თითქმის წარმოუდგენელია გვერდით დაფებზე განლაგებული საკეტების გარეშე. დღეს მოკლედ მოგითხრობთ რამდენიმე ბრიტანულ კომპანიაზე რომლებიც ასეთ საკეტებს ამზადებენ. Joseph Brazier, Ltd საკეტების პირველი ოსტატი ამ გვარში ბენჯამინ ბრაზიე იყო, რომელიც 1827 წელს უკვე პოპულარული გახლდათ. მისი საამქრო ვულვერჰემპტმონში(ბირმინგემთან ახლოს) გახლდათ განლაგებული. საწარმო 1838 წელს ჯოზეფ ბრაზიეს საკუთრება გახდა, რომელიც თავადაც ამ პროფილის სპეციალისტი იყო. ამ ქალაქში ბრაზიეს გვარის 6 ოსტატი მოღვაწეობდა
  7. დამცავი საფარველი სანადირო იარაღს სხვადასხვა პირობებში უწევს მუშაობა_ ნესტში, წვიმაში, თოვლში, ზღვის მარილიან ჰაერზე... მისი ყველაზე დიდი მტერი ნესტი და წყალია. თანამედროვე ეტაპზე მეტალის კოროზიისაგან დაცვის სხვადასხვა მეთოდი არსებობს. ლულების გერედან დასაცავად გამოიყენებენ ოქსიდირებას(შებოლვა) ანუ ქმნიან დამცავ ფენას. ოქსიდირების რეცეპტები მრავალნაირია, ჯამში კი მიიღება სხვადასხვა შეფერილობის ზედა ფენა, რომელიც არის შავი, ყავისფერი, ნაცრისფერი ან ფერადი. ეს ფენა დეკორის მნიშვნელოვანი ნაწილია. ლულების, კალაპოტისა და სხვა დეტალების წარმოების ფრიად პროგრესული გზაა მათი ლეგირებული კომპლე
  8. რა მდგომარეობაშია იარაღი? როგორ შევაფასოთ თოფი? მთავარი თეზისი იარაღის შეფასებისას არის შემდეგი: ღირებულება მცდარია, თუ თოფის მდგომარეობა შეცდომითაა შეფასებული. ბოლო პერიოდში გაჩნდა ტენდენცია რესტავრირება ისე გაუკეთდეს იარაღს, რომ ის გავდეს არა აღდგენილ, არამედ რესტავრაციაგაუვლელ ნაკეთობას. უფრო მეტიც_ სრულიად ახალ თოფს ისე ,,აძველებენ", რომ ზოგჯერ ექსპერტებსაც კი უჭირთ გარჩევა. ასეთი ნაკეთობის დათვალიერებისას უნდა დავაკვირდეთ სერიულ ნომერს, რომელიც უცილობლად მოგვცემს ინფორმაციას გამოშვების პერიოდის შესახებ. კლიენტის სურვილისამებრ, რესტავრატორები აღდგენენ 90%-ით, 95%-ით, 98%-ი
  9. სანადირო იარაღის კლასიფიკაცია სანადირო იარაღის კლასიფიკაცია წარმოების ორი ძირითადი მიმართულებით განისაზღვრება: 1) სერიული ანუ მასიური 2) მცირე რაოდენობის, სახელდობრ ინდივიდუალური ეგზემპლიარები. საბოლოო ჯამში კლასიფიკაცია შეესაბამება შრომით დანახარჯებსა და მასალების ფასს. ამაზეა დამოკიდებული კონკრეტული ეგზემპლიარის ღირებულება. ბაზარზე ჭარბობს მასიური იარაღი. ის მრავალფეროვანია და იყოფა რიგ კატეგორიებად: ა)ხელმისაწვდომი_ მარტივი დეკორით, ტექნოლოგიური კონსტრუქციით, სტანდარტული წარმოების საშუალებით დამზადებული, აქვთ მარტივი ტექსტურის კაკლის, წიფლის ან არყის ხის კონდახი და ტიბჟ
  10. მარკირება და ნომერაცია სანადირო იარაღი იმდენად ბევრი და მრავალფეროვანია, რომ კომპანიებს მოდელების უმეტესობისათვის შემოღებული აქვთ აღნიშვნა_ასოებით და ციფრებით(მაგ. иж-27). როგორც წესი ასეთი მარკირება საშუალო და იაფი კატეგორიის მოდელებს აქვთ. მაღალი კლასისა და კატეგორიის იარაღს ანიჭებენ საკუთარ სახელს(მაგ. ,,როიალი"). ამ ხერხით კომპანიები გამოყოფენ თავის საუკეთესო მოდელებს, ხოლო მონადირეები ადვილად ახდენენ იარაღის იდენტიფიცირებას. თუმცაღა სახელები, მარკირება და აღნიშვნები ძალიან ბევრია, ისევე როგორც თავად კომპანიები. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიები ყველანაირად ცდილობენ სახელებ
  11. სანადირო იარაღის კლასიფიკაცია და შეფასება მარკირება და ნომერაცია ალბათ ჩვენს ფორუმზე არიან ისეთი მეგობრები(ან სტუმრის სტატუსით მაინც შემოდიან ჩვენთან( ). , რომელთაც ანტიკვარული იარაღი აქვთ თავიანთ არსენალში, ზოგჯერ ამ ეგზემპლარების მფლობელებმა არ იციან რომელ წელშია მათი იარაღი გამოშვებული. საქმე იმაში გახლავთ, რომ ზოგიერთი ფირმა გამოშვების თარიღს ასვამს(კალაპოტის და ლულის სხვადასხვა ადგილზე) ზოგიერთი კი არა. ამასთან გამოშვების წელი უმეტესად სერიული ნომრიდან გამომდინარე განისაზღვრება. ქვემოთ მოვიტან მცირე ინფოს გრანდების სერიული ნომრისა და წარმოების თარიღის შესახებ(თუ ვინ
  12. Hans Muller XVIII საუკუნის სანადირო თოფი მეთვრამეტე საუკუნის კაჟიანი სანადირო ზუმბიანი თოფი 22 ყალიბისაა(გლუვლულიანი). მწარმოებელი ფირმაა ავსტრიული Hans Muller a Vienne ინკუსტირებულია ვერცხლით. საერთო სიგრძე 1255მმ, ლულები დამასკური ფოლადის,ლულათა სიგრძე 854მმ(გამოცდილია ლიეჟში), სამიზნური(მუშკა) ვერცხლის. კონდახი კაკლის, კონდახის ყელს ამშვენებს ვერცხლის მედალიონი. კომპლექტში შედის ზუმბა მისი ორი საცვლელი თავაკით
  13. J.A. Robert ერთ-ერთი იშვიათი ცალლულიანი სახაზინო გადატენვით. საკეტი მექანიზმი ზედა გადასაწევ ბერკეტზე. სასხლეტ-დამცემი მექანიზმი განლაგებულია კალაპოტში. სამიზნე თამასა და ლულა დამასკური ფოლადისა(კალაპოტი და სასხლეტი მექანიზმი ფოლადის). გათვლილია მუყაოს ვაზნებზე. დამზადებულია პარიზელი ოსტატის J.A. Robert-ის მიერ 1834 წელს(1831 წლის პატენტი ეკუთვნის მასვე). ამაზე მეტყველებს წარწერა J.A. Robert Brevete a Paris სამიზნე თამასაზე. ოსტატი მუშაობდა პარიზში 1829-1840 წლებში. ეს უნუკალური კონსტრუქცია 1833 წელს დაჯილდოვდა საფრანგეთის მრეწველობის აკადემიისაგან ოქროს მედლით. კიდე
  14. Otto Preussner ლიონიას კოლექციიდან სამლულიანის სერიული ნომერია N2922; წარმოებულია 1925 წლამდე. საკმაოდ პატარა ფირმა მდებარეობდა გერმანიაში ქალაქ Haynau-ში(1945 წლის შემდეგ პოლონეთის საზღვრებში მოექცა და სახელწოდებაც შეეცვალა Chojnów-ით). ლულის ფოლადის მარკაა Excelsior-Witten. ზედა ლულები გლუვია(16 ყალიბი), ხოლო ქვედა ხრახნილი 8x57JR; კონახის ყელზე განლაგებულ დაფაზე წარწერაა ,,ძვირფას ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევს გდრ-ის კომუნისტებისაგან. 19 დეკემბერი 1975წ"
  15. Dreyse _Goehler in Berlin გერმანია თოფი წარმოებულია 1870-1880 წლების შუალედში; ცენტრალური აფეთქების ვაზნაზე; ლულა დამასკური ფოლადის; საკეტის პროტოტიპი შექმნილია 1841 წელს; გააჩნია 2 წყვილი ლულა: პირველი_ სიგრძე 680მმ 16/65 და 11,3/50; მეორე_ სიგრძე 780მმ ორთავე გლუვი 16/65. სერიული N 112
  16. ფოტოზე: მარჯვნივ_ ჯ. ლანგის ნაკეთობა სარჭიან ვაზნაზე(1850-იანი წლების ბოლო); მარცხნივ_ ე. რეილის ნაკეთობა ცენტრალური აფეთქების ვაზნაზე(1870-იანი წლების დასაწყისი). ორთავე იარაღი აღჭურვილია ჰ.ჯოუზის ქვედა საკეტით.
  17. მოდელი Desiderio დენის ფონტანასაგან(კომპანია Art Manufactura Armi)
  18. ა ბატონო ჰოლანდის გლუვიც... აბა ვინ იტყვის პერდეზე ნაკლებია რაიმეთიო?! Holland & Holland 1894 წელი. ყალიბი 12 ლულის სიგრძე762 მმ; სავაზნე 70 მმ. ლულათა შევიწროება: 1,0/1,0; გრავირების სტილი_ინგლისური სპირალი. ტყუპების გარნიტურიდან.
  19. ვინა თქვა პერდე გლუვლულიანების მეფეაო მხოლოდ? აბა შეაფასეთ... JAMES PURDEY & SONS-ის კარაბინი, ყალიბი 375 H&H, ოპტიკა "Swarowski" 1,5-6x42, ტყავის ქეისში , გამოშვების წელი 2004.
  20. დეფურნი(Defourny) ყალიბი 12х70 ლულის სიგრძე 750 მმ. ლულის შევიწროება 1.0/1.0 წონა 3,4 კგ. წარმოებულია 1914 წლამდე ლიეჟში(ბელგია) ლულები უჟანგავი ფოლადის. საკეტი პერდე. დამცემი მექანიზმი ჰოლანდი. ორ სასხლეტზე. წინა სასხლეტი ამორტიზატორზე(ზამბარაზე). ეჟექტორზე. საკეტის მექანიზმი და ეჟექტორი დაფარულია ოქროთი; ავტომატურ მცველზე; ინტერსეპტორებზე; კონდახი უმაღლესი ხარისხის კაკალი(ინგლისური). წყვილი გარნიტურიდან.
  21. ,,შავი ქვრივის" ამბორი თოფი სრულყოფილი მექანიზმია, რომელიც ადამიანის მიერაა შექმნილი. ის ხშირად არა მარტო დამამზადებელზე დიდ ხანს არსებობს, არამედ საუკუნეების ქარტეხილებს უძლებს და შემდგომ თაობებს თუ მოვლენებს მოესწრება. მთელი ამ ხნის მანძილზე დამსახურებულად ან შემთხვევით სხვადასხვა ისტორიის თანამონაწილე ხდება. ალბათ გაგვიგია როცა ამბობენ: ,,ასეთი ფოლადი აღარ გამოდის" ,,ასეთი კაკალი უკვე აღარ იზრდება". სიმართლე და ჭორი ერთმანეთში იხლართება. ზოგჯერ მათ ამა თუ იმ სახელებს არქმევენ და ლეგენდები იბადება. ადამიანების ისტორია თოფების ისტორია ხდება და პირიქით. თანამედროვე მყიდველი, რომელიც
  22. ერთი შეხედვით ძველი, ბაბუას ნაქონი თოფის სანადიროდ ტარებას ჯობია ახალი მოდელისა და მოდიფიკაციის თოფით ინადირო, მაგრამ ვდგებით დილემის წინაშე: გავყიდოთ ძველი თოფი? რამდენად? ღირს საოჯახო რელიქვიას შეელიო? გამოუჩნდება მყიდველი ისეთ თოფს, რომელსაც ლულები კაი გაცვეთილი აქვს და ჩახმახიც ცოტა გვერდზე ურტყამს? იქნებ ვცდებით და პაპის თოფი ნამდვილი საკოლექციო იარაღია... იქნებ რა იცი რა ღირს??? იარაღს რომ საკოლექციო ეწოდოს აუცილებელია: ა) იყოს ცნობილი მწარმოებლის საცალო შესრულების ან რამდენიმე ეგზემპლიარში დამზადებული პროდუქტი(სერიული არა); ბ)აუცილებელი პირობაა საუკეთესოდ იყოს შენახული; გ)100
  23. ლეონიდ ილიჩ ბრეჟნევის შტუცერი МЦ-10-09, რელიეფური გრავირებითა და ფერადი მოვარაყებით. კონხახის სახელურზე გენსეკის ინიციალებით. МЦ-10-09 Гладиаторы ა.ვ. შურინოვის გრავირება ხრახნილლულიანები
×
×
  • Create New...