-
Content Count
3.856 -
Joined
-
ბოლო ვიზიტი
-
Days Won
68
Content Type
პროფილები
ფორუმები
კალენდარი
Everything posted by Gurulo
-
Tompson Center Arms მეოცე საუკუნის შუა წლებში ამერიკულ კომპანიებში წარმოიშვა ახალი ტენდენცია, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ფირმებმა დაიწყეს გასული წლების, ძველი, საკოლექციო მოდელების გამოშვება მცირე რაოდენობით(ამჟამად აშშ-ში ძველ მოდელებსა და შესაბამის აქსესუარებს 30-მდე საწარმო უშვებს). აღნიშნულმა ტენდენციამ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სწრაფად დაიწყო გავრცელება. ეს თოფები საიუბილეო და ისტორიული თარიღების აღსანიშნავად იწარმოებოდა. მათ ,,რეპლიკები" უწოდეს(ინგლ. replica_ ,,ზუსტი კოპია, რეპროდუქცია"). ,,რეპლიკები" ძალიან სწრაფად იყიდებოდა, და არა მარტო კოლექციონერებზე. უნდა აღინიშნ
-
Kimber Of America, Inc. საიარაღო ფირმის შექმნის იდეა რამდენიმე მეგობარ მონადირეს 1979 წელს გაუჩნდა, როცა ისინი მთაში იყვნენ სანადიროდ. მათ გადაწყვიტეს, რომ დაამზადებდნენ მცირე ყალიბის კარაბინს, რომელიც მაღალი ხარისხის მასალის უნდა ყოფილიყო და საუკესოდ იქნებოდა დაყვანილი კონკრეტულ მონადირეზე. ასეთი თოფი(მოდელი 22) მართლაც დაამზადეს და მის შემდეგ საკმაოდ მალე მოიპოვეს აღიარება ამერიკისა და კანადის მონადირეთა წრეში. ფირმის პოპულარობა მზარდია, პროდუქციაზე მოთხოვნილება არასოდეს შემცირებულა. კიმბერის პროდუქციის გაცნობისას პირველი, რაც თვალში გვხვდება, გახლავთ მოკლელულიანი თოფების
-
Ithaca Gun Company ამერიკული იარაღის მწარმოებელი კომპანიებიდან ერთ-ერთი გამორჩეულია ,,ითაკა", რომლის სახელთანაც დაკავშირებულია მთელი რიგი ტექნიკური სიახლეებისა და გამოგონებებისა. საწარმო ლეროე სმიტმა 1880 წელს დააფუძნა. ამავე წელს სმიტი თავისი პირველი თოფის დამზადებას შეუდგა(საწარმო იარაღთან ერთად საბეჭდ მანქანებსაც უშვებდა). 1888 წელს ითაკამ თავისი პირველი შიდაჩახმახებიანი ორლულიანი გამოუშვა, რომელიც ენსონ-დილის საკეტებზე იყო. კონდახი საშუალო ხარისხის კაკლით მზადდებოდა. გლუვლულიანი სხვადასხვა ყალიბის გამოდიოდა და დიდი ხნის მანძილზე აშშ-ში კარგად გაყიდვადი მოდელი იყო. 1903 წელს
-
სხვა ამერიკული კომპანიები ამერიკულ კომპანიებს შორის გვხვდება რამდენიმე ფირმა, რომლებიც თოფებს სხვა საწარმოებში(როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც) უკვეთავენ. ამის მიუხედავად ბაზარზე მათი პროდუქცია ამ ფირმის სახელით წარსდგება. American Arms ეს კომპანია მისურის შტატის ქალაქ კანზას-სიტიშია განლაგებული. მისი ვერტიკალური გლუვლულიანები იტალიური წარმოშობისაა, ხოლო ჰორიზონტალურები კი ესპანური. მისი პროდუქცია ძირითადად ამერიკული ბაზრისათვისაა განკუთვნილი. ვერტიკალურებიდან აღსანიშნავია American Arms Silver, ხოლო ჰორიზონტალურებიდან კი American Arms Basque. American
-
Dixie Gun Works, Inc ეს კომპანია ამერიკაში მდებარეობს და 1954 წელსაა დაფუძნებული ტერნერ კირკლენდის მიერ. კირკლენდი ბავშვობიდანვე იყო გატაცებული იარაღის შეგროვებით. თავისი პირველი 1849 წლის გამოშვების პისტოლეტი(კოლტი) 1931 წელს შეიძინა 75 ცენტად და ამ დღიდან დაიწყო კოლექციონერობა. 1938 წლისათვის მისი კოლექცია ასზე მეტ პისტოლეტს ითვლიდა. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში წყნარი ოკიანის ფლოტში მსახურობდა, ხოლო ომის დასრულების შემდეგ საიუველირო ნაწარმის გაყიდვას შეუდგა და ამ პერიოდში ბევრს მოგზაურობდა ქვეყნის შიგნით. იარაღის კოლექციონერთა წრე საკმაოდ დიდი გახლდათ და მათი უმეტესობა სათადარი
-
Remington Arms Company კომპანიის ისტორია ნიუ-იორკის შტატის ქალაქ ილიონში 1816 წელს დაიწყო, როცა ილიფალეტ რემინგტონმა მამის სამჭედლოში თავისი პირველი თოფი გააკეთა. ამ ნაკეთობით რემინგტონმა შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა. ასპარეზობის შემდეგ რემინგტონს ბლომად შეკვეთა მოუვიდა. 1825 წელს დაფუძნდა ოჯახური კომპანია. დამფუძნებლის შვილი ფილო კომპანიაში 1846 წელს მოვიდა, ხოლო 1861 წელს მამის სიკვდილის შემდეგ საწარმოში კიდევ 2 ვაჟიშვილი მოდის. ამ დროისათვის კომპანიას Remington & Sons დაერქვა. სამოქალაქო ომის პერიოდში კომპანია სამხედრო იარაღს აწარმოებდა, ხოლო ომის დასრულების შემდეგ გადავი
-
ამ სურათზე მოსბერგის მაპროფილებელი ნაწარმია ამ სურათზე კი მთლიანი სპექტრი მოსბერგის პროდუქციაში ბოლო პერიოდში ორლულიანები გამოჩნდა ლულათა ვერტიკალური განლაგებითა და ერთი სასხლეტით. ეს ბოკფლინტები გამოდის 12, 20 და 28 ყალიბის. ისინი სანადირო მოდიფიკაციითაც იწარმოება და სპორტულითაც. ჩოკები სახსნელია, ვენტილირებადი სამიზნე თამასით. გარეგნულად ძალიან ჰგავს კლასიკურ ბრაუნინგს.
-
Mossberg & sons 1919 წელი აშშ-ს ეკონომიკის განვითარებაში მკვეთრი აღმავლობით გამოირჩეოდა. სწორედ ამ წელს დაემთხვა შვედი ემიგრანტის, ოსკარ მოსბერგისა და მისი ვაჟიშვილების მიერ ახალი საწარმოს დაფუძნება. საწარმოს სავაჭრო ნიშნად ოვალში ჩასმული შვედეთის დროშა იქნა აღებული(საწარმო ნორთ"ს-ჰეივენშია განლაგებული). ოსკარი მუდმივ ძიებასა და ექსპერიმენტებში იყო. მისი პირველი მოდელი გახდა ოთხლულიანი პორტატული მცირეყალიბიანი პისტოლეტი Brauny, რომელმაც ბაზარი თავისი სიიაფით დაიპყრო. ეს პისტოლეტი მხოლოდ 5 დოლარი ღირდა. პირველ კომერციულ წარმატებას მორიგი მოყვა_ 1922 წელს ოსკარმა დაამზადა თავისი პ
-
Chapuis Armes ფირმა დღევანდელი სახელით Chapuis Armes s.a. ჩამოყალიბდა 1950-იან წლებში, თუმცა მისი საფუძველი მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისშია ჩაყრილი. ფირმა განლაგებულია ფრანგული იარაღთწარმოების ცენტრის სენტ-ეტიენის ახლოს პატარა ქალაქ სენტ-ბონე-ლე შაროში. ამ დინასტიის პირველი წარმომადგენელი ანდრე შაპიუი 1900-იან წლებში სახლის საამქროს პირობებში ამზადებდა საკეტებსა და კალაპოტებს. მისი ვაჟი ჟანი უფრო წინ წავიდა და საკეტების გარდა თოფების აწყობით იყო დაკავებული. სანადირო იარაღზე მოთხოვნილების ზრდამ ჟან შაპიუის ცნობადობა გაზარდა. სტაგნაცია მხოლოდ მეორე მსოფლ
-
Bretton & Gaucher საფრანგეთში მძლავრადაა განვითარებული სანადირო მეურნეობა. იქ მონადირეები ყველაზე მეტია ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით. საფრანგეთის სახალხო მეურნეობაში რამდენიმე დარგია, რომლებიც მონადირეებსა და სპორცმენებს ტანსაცმლით, ფეხსაცმლითა და აქსესუარებით უზრუნველყოფენ. მაგრამ ამათგან განსაკუთრებულია იარღის მწარმოებელი ფირმები. ფრანგები ძალიან ბევრს ნადირობენ ფრინველზე ველსა თუ ტყეში, ჭაობსა თუ წყალსატევებზე. ამიტომ მათი გლუვლულიანები შედარებით მსუბუქი და მანევრირებადია. ისინი პირველ რიგში ფრანგული სანადირო პირობების შესაბამისადაა შექმნილი. ფრანგული სანადირო თოფები
-
Gaucher Armes 1834 წელს საფრანგეთის საიარაღო ცენტრ სენტ-ეტიენში ანტუან გოშეს მიერ დაფუძნებული იყო მისი სახელობის ფირმა. ფირმის შესახებ ცნობები 1900 წლამდე ძალიან ცოტა მოიპოვება, მაგრამ თუ 1902 წელს გამოშვებულ საფირმო კატალოგში ჩავიხედავთ, გამოჩნდება, რომ ამ დროისათვის საწარმოში 79 დასახელების პროდუქციას ამზადებდნენ. მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა მეოცე საუკუნის დასაწყისში ფირმა აქტიურად მუშაობდა საფრანგეთის ფარგლებს გარეთ. ფირმას სავაჭრო განყოფილებები გაჩნდა არგენტინაში, ბრაზილიაში, ვიეტნამში, სინგაპურში, ალჟირსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ფირმა აქტიურად მონაწილე
-
Granger მცირე კომპანია გრანჟე, რომელიც 100 წელზე მეტია საცალო შესრულების იარაღს უშვებს, 1902 წელს დაფუძნდა საფრანგეთის საიარაღო წარმოების ცენტრში სენტ-ეტიენში. დამფუძნებეილი კიორ ტიროდი იყო. კიორ ტიროდი ამ ქალაქის საუკეთესო ოსტატად იყო აღიარებული. სწორედ მას შეუკვეთეს საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის, ალბერტ ლებრანის სასაჩუქრე შტუცერი, რომელიც ქვეყნის მმართველს 1933 წელს სენტ-ეტიენსი სტუმრობისას გადაეცა. შემდეგი წარმატება ოსტატ ენრი გიშართანაა დაკავშირებული(მან საწარმო 1934 წელს შეიძინა). საწარმოს პროდუქცია საერთაშორისო პრიზებით რამდენჯერმე იყო დაჯილდოებული. მათ შორის პარიზის გამოფენ
-
verney-carron verney-carron ფრანგებისათვის ისეთივე სიმბოლოა ნაციონალური ტრადიციებისა, როგორიც ჰოლანდ-ჰოლანდი ინგლისელებისათვის, ლებო ბელგიელებისა და ზაუერი გერმანელებისათვის. ფირმამ არსებობა დაიწყო 1820 წელს სენტ-ეტიენში. მის საწყისებთან, ვიდრე დღემდე იდგნენ და განაგრძობენ მართვას ვერვეი-კარონების დინასტიის წარმომადგენლები. ფირმის დამფუძნებელი კლოდ ვერნეი იარაღის ოსტატის ოჯახში დაიბადა 1800 წლის იანვარში. 1820 წელს კლოდმა კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც პირველი პრიზი დაისაკუთრა იარაღის კონდახისათვის. წარმატებამ ფრთები შეასხა ყმაწვილ ოსტატს და მან საკუთარი ფირმის
-
Manufranse ფირმა დაფუძნებულია 1885 წელს სენტ-ეტიენში(საწარმო ველოსიპედებსაც უშვებდა). სახელი Manufranse მას 1911 წლიდან დაერქვა. ლულათა ჰორიზონტალური წყობის საფირმო თოფებს Robust-ს კომპანია 1913 წლიდან უშვებს. სულ გამოდის 5 მოდელი(ყველა 12 ყალიბი). სტანდარტული მოდელები 2 სასხლეტითაა აღჭურვილი. მათი კონდახი უმრავლეს შემთხვევაში პისტოლეტური ან ნახევარპისტოლეტური ტიპისაა. ლულათა 70 სმ სიგრძისას თოფის წონა 2,8-2,85 კგ-ს შეადგენს. მაგნუმის ანალოგიური სიგრძის ლულებით თოფი 20 გრამით მეტს იწონის. საფირმო თოფებში აპრობირებული და კარგად გამოცდილი სისტემა და კვანძები გამოიყენებ
-
დარნი როგორც ელიტარული მწარმოებელი, რამდენიმე ექსპერიმენტულ და საცდელ იარაღს უშვებდა... საკეტის ეს სისტემაც ერთ-ერთი იმათგანია. საკეტი(მექანიზმთან ერთად), რომელიც არა ჰორიზონტალურად, არამედ ღერძის გარშემო ბრუნავს დიდი სიმყარით გამოირჩევა, თუმცა გააჩნია ერთი ნაკლი. კონკრეტულად ეს ნაკლი მდგომარეობს ვაზნების ცვლის გაძნელებაში. გასროლილი ვაზნის ახლით შეიცვლისათვის გახსნის დრო დიდია და არე(ადგილი) საკმაოდ მცირე. ამის გამო ცვლა უფრო დიდ დროს მოითხოვს(კლასიკური დარნის მოდელთან შედარებით). ამ მიზეზის გამო დარნის ამ მოდელს ისეთივე ფურორი არ მოუხდენია, როგორიც კლასიკურს. შესაბამისად გამოშვებული თოფე
-
Darne ჩვენ ფორუმზე განხილული გვაქვს გლუვლულიანების სხვადასხვა სისტემები და ფორმები. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ერთ-ერთი საინტერესო კონსტრუქციული გადაწყვეტა, ესაა დარნი. სანადირო იარაღის სისტემებს შორის განსაკუთრებულია ფრანგი ფაბრიკანტისა და კონსტრუქტორის რეჟი დარნის ჰორიზონტალური ორლულიანი, რომელიც თავისი სიმსუბუქითა და ჩაკეტვის სიმყარით მართლაც რომ გამოირჩევა. ბევრი იარაღის მწარმოებელი(მაგ. Charlin, Schmitt Freres და სხვები), დარნიდან ნაყიდი პატენტების ვადის ამოწურვის შემდეგ, აკოპირებდნენ როგორც დარნის საკეტ სისტემებს ასევე გარეგნულ ფორმებსაც, მაგრამ მიუხედავად ამისა დარნის ფირმ
-
Faure Le Page ფირმა ფორ ლეპაჟი პარიზში 1716 წელს დააფუძნა ლუდოვიკო-პიგნი ლეპაჟმა. საწარმო საგვარეულო დინასტიას 1913 წლამდე ეკუთნოდა. ფირმა განსაკუთრებულ და უნიკალურ თოფებს ამზადებდა სამეფო-საიმპერატორო ოჯახებისათვის. ბრენდებზე გვხვდება წარწერები Armurier du Tir aux Piegeons du Bois de Boulogne, რაც თარგმანში ნიშნავს ,,თოფები მტრედებზე სროლისათვის ბულონის ტყეში". ფირმას 1735 და 1756 წლებში ლუდოვიკო XV-საგან მიღებული აქვს სამეფო ორდენები. საგვარეულო საწარმოს საწყისი წარმატება პიერ ლეპაჟის სახელთანაა დაკავშირებული, რომელმაც საფირმო თოფები არისტოკრატებისა და სამეფო პერსონები
-
Kazimir Leforshe კაზიმირ ლეფორშე მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში პარიზში მოღვაწეობდა. მის შესახებ ცნობები ნაკლებად არსებობს, თუმცა ამ ოსტატის წვლილი, რომელიც იარაღის განვითარების ეპოპეაში შეიტანა, ძალიან დიდია. თოფის სახაზინო გადატენვის პატრიარქად მას მიიჩნევენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლეფორშეს თოფის სახაზინო გადატენვა არ გამოუგონებია. ეს პრინციპი მეიარაღეებისათვის ჯერ კიდევ მეთვრამეტე საუკუნიდან იყო ცნობილი, თუმცა დეტონატორის იმდროინდელი შესაძლებლობიდან გამომდინარე აღნიშნული გადატენვა ძნელადრეალიზებადი იყო. ფისტონის შემოსვლის პარალელურად რამდენიმე ოსტატმა მისი დაყენება არა
-
Aguirre y Aranzabal(AYA) სანადირო იარაღის ერთ-ერთი უძველესი მწარმოებელია ესპანეთი, სადაც ასეთი საწარმოები უამრავია. მათი სიმრავლე დიდწილად ამერიკის აღმოჩენასა და ამ ქვეყნის უზარმაზარ კოლონიზატორად ჩამოყალიბებამ განაპირობა. შედეგად ზრდადმა მოთხოვნამ წარმოების ბუმი გამოიწვია. დღეს გავჩერდებით ერთ-ერთ მათგანზე, რომლის ამორჩევაც მისმა ბასკურმა წარმოშობამ განაპირობა კომპანია Aguirre y Aranzabal დაარსდა 1917 წელს ბასკების ქალაქ ეიბარში. ორმა მეიარაღე ოჯახურმა დინასტიამ(აგირეე და არანსაბალი) გააერთიანა ერთ ჭერქვეშ მათი საწარმოები და ამით საფუძველი დაუდო ახალ ფირმას. მისი არსებ
-
Zabala Hermanos ფირმა მდებარეობს ესპანეთისვ ჩრდილოეთში ქალაქ ეიბართან ახლოს პატარა დასახლება ელგუეტაში. ,,ზაბალა ჰერმანოსი"(,,ძმებ ზაბალასაც" უწოდებენ), შეიქმნა 1932 წელს, როგორც საოჯახო საწარმო. მისი სპეციალიზაცია გლუვლულიანების წარმოება იყო. პირველად პროდუქციას შიდა ბაზარზე ყიდდნენ, შემდეგ კი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაშიც დაიწყეს ექსპორტი, უფრო მოგვიანებით კი ევროპის სხვა ქვეყნებში შეიტანეს თოფები. კომპანია ზაბალა ბევრ მოდელს უშვებს: კლასიკური ჰორიზონტალურებისა და თანამედროვე ვერტიკალურების(სანადირო და სპორტული მოდელები) ფარგლებში. ამ ფირმის თოფები დახვეწილი დიზაინით, ბრწყინვა
-
Grulla аrmas Grulla аrmas ესპანეთის ერთ-ერთი მოწინავე მწარმოებელია. ის 1932 წელს ეიბარში იყო დაფუძნებული 5 მეიარაღის მიერ. პირველად ფირმა იარაღის სახვადასხვა ნაწილებს აწარმოებდა სხვა ფირმებისათვის. მიუხედავად იმისა, რომ საწარმო არც თუ ისე დიდი იყო, მან წარმატებით გადაიტანა სამოქალაქო ომი და ეკონომიკური კატაკლიზმები. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ესპანეთის მიმართ გარკვეული სავაჭრო შეზღუდვები დაწესდა, თუმცა ფირმამ ამ გამოცდასაც წარმატებით გაუძლო_ მოახდინა რა შიდა ბაზარის დივერსიფიკაცია. ამავდროულად უილიამ პაუელისათვის და ავგუსტ ფრანკოტისათვის ამზადებდა იარაღს. 1983 წ
-
Pedro Arrizabalaga ესპანური იარაღის მწარმოებლები ყოველთვის მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ბრიტანულ კომპანიებთან, ისინი თვლიდნენ, რომ კლასიკური ინგლისური თოფი ლულათა ჰორიზონტალური განლაგებით არის ოსტატობის ყველაზე მაღალი ნიშა და ესპანელებსაც ძალუძთ ასეთივე თოფების დამზადება. მათ დაამტკიცეს ეს... მართალია ამის მიღწევას ბევრი წლები და დაუღალავი შრომა დასჭირდა, მაგრამ დღეს ბასკური წარმოშობის კომპანიები ერთ-ერთ საუკეთესო პროდუქციას უშვებენ. მსოფლიო მწარმოებლების ელიტაში, ექსპერტთა აზრით, აუცილებლად შედის პედრო არისაბალაგა, რომელსაც სამშობლოში ესპანელთა პერდეს უწოდებენ. 1
-
Lanber Armas საწარმო დაფუძნეს ესპანელმა მეიარაღეებმა 1962 წელს პატარა ქალაქ ზალდიბარში. ფირმა პირველად ჰორიზონტალურ გლუვლულიანებს უშვებდა(ამ პერიოდში ერთ-ერთი დამფუძნებლის სახელი ერქვა), ხოლო 1968 წლიდან კი ვერტიკალურების წარმოებაც დაიწყო. მიუხედავად იმისა რომ ფირმა თავისი დაარსებიდან არც თუ ისე დიდ დროს ითვლის, მან მაინც მოახერხა არა მარტო ადგილობრივი, არამედ მსოფლიო ბაზრის გარკვეული სეგმენტის მოპოვება. სახელი Lanber Armas ფირმამ 1973 წლიდან მიიღო. დღეისათვის ის საშუალო მასშტაბის მწარმოებელია და 15 ათას ერთეულ თოფს უშვებს წელიწადში. მოდელების წარმატებულმა არჩევანმ
-
Ugartechea ეს კომპანია ესპანეთის ჩრდილოეთში ქალაქ ეიბარში მდებარეობს(ამავე ქალაქშია განლაგებული იარაღის სახელმწიფო საგამოცდო სადგური). ფირმა დაფუძნებული იყო 1922 წელს ხუან ისიდორო ეჰევერიას მიერ. დაფუძნების დღიდან დღემდე საწარმო უშვებს თოფებს მხოლოდ ლულათა ჰორიზონტალური განლაგებით. ეს თოფები ექსპორტზეა გათვლილი. კომპანიამ კარგად შეუწყო ერთურთს მაღალი ოსტატობა და თანამედროვე ტექნოლოგიები. ფირმის პროდუქცია ევროპაშიც გადის, თუმცა ნაწარმის დიდი წილი სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკის ბაზარზე შეაქვთ. მოდელი Ugartechea 40/40 EX ყალიბი 12,16,20,28 ან .410; სავაზნის სიგრ
-
Kemen Armas Kemen Armas ესპანურ საწარმოთა შორის ყველაზე ახალგაზრდაა. ის იარაღის ბაზარზე 1990 წლიდან გამოჩნდა, მაგრამ მისმა პროდუქციამ(განსაკუთრებით სპორტული გლუვლულიანები) უკვე დაიმკვიდრა ადგილი. სპორტულ სარბიელზე(სხვადასხვა სახეში) ამ ფირმის თოფებს არაერთხელ გაუმარჯვიათ. ეიბარში ფირმა ,,აია"-ში წლების განმავლობაში მუშაობდა ოსტატი ფრანცისკო სარიგარტე. მან 1957 წელს საკუთარი საწარმო გახსნა სახელწოდებით ,,სარიგარტე". 1990 წლიდან საწარმო შვილების(არკადი და ხუანი) ხელში გადავიდა და სახელწოდებაც შეეცვალა ქემენ-ად(ბასკების ენაზე ნიშნავს სიმძლავრეს, ძალას). მისი აღიარება პირველ რიგში ხუ